elchi wrote:ციტატა:
ეს ამბავი სინამდვილეა.
სრულიად შემთხვევით, 5-წლის წინ \"სპიიდ-ინფო\"-ში წავაწყდი.
მოუყევი ერთ \"ტარტაროზს\" და იმანაც თავისი ინტერპრეტაციით, ამ ჟურნალში დააბეჭდინა თავისებურად.
სინამდვილეში რა მოხდა?
კოჯრის ზემოთ,არის დასასვენებელი აგარაკები, სახელად ჰქვია კოჯრისხევი.
ძალიან ლამაზი ადგილია.
ზაფხულში, თბილისში გაჩერება რომ შეუძლებელია, ყველამ კარგად იცით.
ჩვენც გვაქვს ერთი მოსასვენებელი \"დაჩა\" იქა.
ხოდა, დავახვიე ცოლშვილიანად და ვაპირებ მოვწყდე ცივილიზაციას.
სავსე იყო ხალხით.
პირველივე დილას, ხმაურმა გამაღვიძა.
გამოვედი გარეთ.
დილის 6 საათია.
მეზობელს ჩაურთია დენის ხერხი და ძველ ფიცრებსა \"ხერხამს\".
გადავხედე იმი ფიცრები რაოდენობას და ჩემთვის დავიანგარიშე, 2 საათზე მეტს მოუნდებოდა.
ეგეც შენი დილის 8 საათი.
ჯერ სადა ხართ?
9-ის ნახევარზე, ამ ფიცრებიდან გამოძრობილი, დაჟანგული ლურსმნების გასწორება დაიწყოოოოო.
დიდი ჩაქუჩით, რკინის დიდ ნაჭერზე.
რა აღარ შევიტენე ყურებში, არაააა, არა მშველის.
ახლა ჩემი ოჯახობაც გამაეფინა და დაიწყეს შეკითხვების კორიანტელით, ჩემი შვებულების განიავებააა.
მეორე დღესაც, იგივე \"სცენარით\", განვითარდა მოვლენები.
დავაპირე,ჩუმად ღამე მის ეზოში გადაძრომა. ხერხის და ჩაქუჩის მოპარვას ვაპირებდი.
ვერ \"გავქაჩე\".
არ მეხერხება ეგეთი რამეები.
ცოლმა შეაგროვა ინფორმაცია მეზობლებისგან და ჩემი გულის \"გამხარებელი\" მეზობელი გამოდგა,ერთერთი რაიონის ყოფილი პოლიციის უფროსი. იმჟამად უკვე პენსიაზე მყოფი.
აბა იმის ეზოში როგორღა შავყოფდი ცხვირსა.
ფიქრისგან ბოლი ამივიდა.
გადავედი და ვეუბნები: ძია ვასო, ერთი მანქანა შეშა და ორი ვედრა ლურსმანი ჩემზე იყვეს თავის მწვადებიანად-მეთქი.
ძველი დანჯღრეული \"გრუზავიკი\" ჰყავდა, მთელი დღე ქალაქში დადიოდა და ძველ ფიცრებს აგროვებდა.
ამოჰქონდა და გვტანჯავდაააა.
პასუხად სასტიკი უარი მითხრა და თანაც მოაყოლა, შენი დასახმარებელი რა მჭიირსო.
რაღა ვქნა?
ერთი ჩვევა ჰქონდა, დილაადრიან გამოვიდოდა თუ არა, \"კეპკა\"-ს იხურავდა ხოლმე. ამ \"თავსაბურველს\" კი ლურსმაზე ჩამოკიდებულს ტოვებდა გარეთ.
\"იდეალური გამოსავალი მოვძებნე\".
მაინც გადავძვერი იმის ეზოში და ეს \"ავად სახსენებელი კეპკა\"მოვიპარე, რათქმა უნდა დროებით.
მთელი ღამე ხელით კერავდა ჩემი ცოლი.
აბა საკერავი მანქანა სად გვქონდა იქ.
მოკლედ ორი ზომით დააპატარავა.
იმავე ღამესვე, ისევ გადავძვერი და ლურსმანზე ჩამოუკიდე ძია ვასოს, შეპატარავებული \"კეპკა\".
გათენდა.
გამოიდა \"დაჩის მაზოხისტი\".
ეჯაჯგურა და ქუდს ვეღარ იხურებს.
ჩასაფრებულები ვაართ.
მეზობლები ცნობილი ექიმები იყვნენ, ყველა გაფრთხილებული მყავდა, ახლო-სამეზობლოში.
გაუარე და მოვიკითხე:
-ძია ვასო, რაღაც შენი ფერი არ მომწონს, ხომ კარგათა ხაარ. ისე თავზე რა გჭირს, ცოტა დიდი მეჩვენებამეთქი
სამმა კაცმაც იგივე შეკითხვა რომ დაუსვა, სულ რაღაც ნახევარ საათში.
ხერხიც გაჩუმდააა.
გავიდა ერთი საათი და ცოლთან ერთად, \"გამოპრანჭული\" გამოდიიის.
-სად მიდიხართ, საით გაგიწევიათ, თუ თბილისში აპირებთ, მეც იქით მივდივარ-მეთქი.
არსადაც წასვლას არ ვაპირებდი.
-აი, ამ დილით კარგად ვერა გრძნობს თავსაო, ექიმთან მივდივართო. ცოლი მეუბნება.
-ქალბატონო, ამისთანა ექიმები აქა გვყაავს და თქვენ კიდევ სად მიდიხართ-მეთქი.
მოიწვიეს \"კონსილიუმი\" და ძია ვასოს, დიაგნოზიც დაუსვეეს.
არავითარ შემთხვევაში ხმაურიან საქმეს არ გაეკაროოო.
ის კიარა და რადიოს ჩართვაც აუკრძალეს
თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანო იქნება თუ ძველებურად გააგრძელებ ცხოვრებასო.
თავის გადიდების მიზეზად, \"იაკუბოვიჩის სინდრომი\" დაუსახელეს.
მაშინ მაგრა მოდაში იყო \"პოლე ჩუდეს\". საიდან მოიტანეს აზრზე არა ვარ.
მაგის მერე, ძია ვასოს მთელი ერთი თვის მანძილზე, ყვავილების მოსარწყავი ვედრა არ გაუშვია ხელიდან.
ჩვენც დავისვენეთ და ჩაქუჩმაც და ხერხმაც.
ასე გადავარჩინე ჩემი ერთთვიანი შვებულება კოჯრისხევში.
ვაიმეეე რა მაგარიააააა. სიცილისაგან გადავბრუნდი=lol=
