↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 148 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
ლუსტრაციის შესახებ
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე

`ყოფილი სსრკ-ს სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების რეგისტრაციის, ნებაყოფლობითი
აღიარების და რეესტრი წარმოების შესახებ~

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია ყოფილი სსრკ-ს სპეციალური სამსახურების და მისი სამართალმემკვიდრეების ჯერ კიდევ ძლიერი გავლენა ქართულ შიდა პოლიტიკაზე.

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: ეს პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესების დაცვას, აგრეთვე იმ პირთა უსაფრთხოების დაცვას, რომლებიც თანამშრომლობდნენ ყოფილი სსრკ-ს სპეციალურ სამსახურებთან. კანონის განსაზღვრავს ყოფილი სსრკ-ს სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების რეგისტრაციის, ნებაყოფლობითი აღიარების და რეესტრის წარმოების წესებს, აგრეთვე ამ პირთათვის დაწესებულ თანამდებობრივ შეზღუდვებს.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტი შექმნილია აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის, ძირითადად ჩეხეთის და ლიტვის ანალოგიური გამოცდილების საფუძველზე. კანონი ადგენს იმ თანამდებობების ნუსხას, რომლებზეც ვრცელდება თანამდებობრივი შეზღუდვები. ზემოაღნიშნულ თანამდებობებზე იკრძალება იმ პირთა დანიშვნა, რომლებიც იყვნენ ყოფილი სსრკ-ს სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლები; სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოფიცრები; კომუნისტური პარტიის და კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის წევრები და რაიონული კომიტეტის მდივნები, აგრეთვე საქართველოს სსრ ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე. არჩევითი თანამდებობებისთვის ნაცვლად აკრძალვისა დაწესებულია კანდიდატების შესახებ მონაცემების სავალდებულო გამოქვეყნება.
ამ კანონით დადგენილი მიზნებისათვის საქართველოს პრეზიდენტი ქმნის სახელმწიფო კომისიას. კომისიაში თითო წევრის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის ფრაქციებს.
შემოდის აგრეთვე ახალი ინსტიტუტი - სპეც-სამსახურის საიდუმლო თანამშრომლის ნებაყოფლობითი აღიარება. ის პირები, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ სპეც-სამსახურებთან მოვალე არიან ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში წერილობით მიმართონ კომისიას და გადასცენ მას მათ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია და დოკუმენტები სპეც-სამსახურში თავიანთი საქმიანობის, აგრეთვე სპეც-სამსახურის საქმიანობის შესახებ.

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: პროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი/პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადები, მოსაკრებლები ან სხვა სახის გადასახადი.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეხება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეხება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში: ასეთი არ არსებობს.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს.

დ.გ.) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის ფრაქცია `დემოკრატიული ფრონტი~.

დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის ფრაქცია `დემოკრატიული ფრონტი~.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ
`საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ
საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

1. წინა ცვლილებები ბიუჯეტში შეტანილ იქნა 26 სექტემბერს, და მასში მთავრობას არ გაუთვალისწინებია ფასების ზრდა. გაერთიანებული ოპოზიციის 28 სექტემბრის აქცის შემდეგ 12 ოქტომბერს ინიცირებული იქნა 2007 წლის ბიუჯეტის ცვლილებების კიდევ ერთი პროექტი, რომლის მიხედვითაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნება იზრდება 28 მლნ. ლარით, რაც მიმართული იქნება მოსახლეობის ფქვილით უზრუნველყოფის ღონისძიებებზე (აღნიშნული სუბსიდია გაიცემა ვაუჩერის სახით), ხოლო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნება იზრდება 92 მლნ. ლარით, აქედან 72 მლნ. ლარი მიმართული იქნება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის სუბსიდიების `ვაუჩერის~ მეშვეობით დაფინანსებაზე. კონსერვატიული პარტია მხარს უჭერს ასეთი სახის დახმარებების არაერთჯერადად გაცემას;
2. 20 მლნ. ლარი მიმართული იქნება ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებაზე, მაშინ როცა თავად პრეზიდენტის განცხადებით მსგავსი სახით პროგრამები არაეფექტურია, რაც დადასტურდა შარშან ანალოგიური პროგრამის შედეგების მიხედვით.
3. ზ/ა ვაუჩერების გაცემა სასწრაფო წესით ხდება ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მიერ, მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებების პროექტი პარლამენტს ჯერ არ დაუმტკიცებია.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესახებ
შენიშვნები

კანონპროექტზე `საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში
ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

1. (47) უქმდება კოდექსის ძველი რედაქცია, სადაც დეტალურად არის გაწერილი ბაჟისგან გათავისუფლების შემთხვევები, ხოლო ახალი რედაქციით მოსარჩელეებს ეზღუდებათ კონსტიტუციის 42-ე მუხლით მინიჭებული უფლებები.

2. (73) მხარეთა ინფორმირება ტელეფონით, ტელეფონოგრამით, ფაქსით და სხვა ტექნიკური საშუალებებით, უმეტეს შემთხვევაში გამოიწვევს სასამართლო პროცესის ჩატარებას მხარეთა დაუსწრებლად.A

`საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდესში
ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

3. (21) იკრძალება ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება პირდაპირ სასამართლოში და ნაცვლად ამისა მხარე ვალდებულია ადმინისტრაციული აქტი გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციაში. აღნიშნული პროცედურა გამოიწვევს დისპოზიციურობის პრინციპის დარღვევას და საქმეების გაჭიანურებას, რაც ანტიკონსტიტუციურია და წინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე მუხლს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
კონსტიტუციური შესწორების პროექტი

კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს
ქალბატონ ხათუნა გოგორიშვილს

ქალბატონო ხათუნა,

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის თანახმად წარმოგიდგენთ:

• საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს `საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” და განმარტებით ბარათს;

გთხოვთ, დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტის წევრების ხელმოწერების შემოწმების შემდეგ პროექტი გადაეცეს საქართველოს პარლამენტის ბიუროს.

პროექტი

საქართველოს კონსტიტუციური კანონი
`საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე~

მუხლი 1. საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

`21. პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება მისი უფლებამოსილების გასვლამდე არა უგვიანეს 15 დღისა. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.”

2. ამოღებულ იქნეს კონსტიტუციის 1041-ე მუხლის მე-3 პუნქტი;

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

თბილისი. 2007 წლის .. ნოემბერი

განმარტებითი ბარათი
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე
`საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი 2006 წლის 27 დეკემბრის ცვლილებები, რომლის საფუძველზეც გაიზარდა საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადა, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს.

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: პროექტის მიზანია პარლამენტის არჩევნები ჩატარდეს მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსია პარლამეტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს მისი უფლებამოსილების გასვლამდე არა უგვიანეს 15 დღისა.

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი;

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს საპარლამენტო არჩევნებისთვის აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან: 14 მლნ. ლარის ოდენობით;

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: პროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი/პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადები, მოსაკრებლები ან სხვა სახის გადასახადი.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეხება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეხება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში: ასეთი არ არსებობს.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს.

დ.გ.) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის ფრაქცია `დემოკრატიული ფრონტი~.

დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები.

საპარლამენტო არჩვენების 2008 წლისგაზაფხულზე ჩატარების შესახებ: კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი 2006 წლის 27 დეკემბრის ცვლილებები, რომლის საფუძველზეც გაიზარდა საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადა, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს. პროექტის მიზანია პარლამენტის არჩევნები ჩატარდეს მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ანუ 2008 წლის გაზაფხულზე. მიმდინარეობს პროექტის მხარდასაჭერად საქართველოს პარლამენტის წევრების ხელმოწერების შეგროვება.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ
`საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ”
საქართველოს კანონის პროექტზე


1. შემოღებული იქნას მინიმალური ხელფასები საჯარო სექტორში (მ.შ. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში) – 115 ლარი;
2. დაიწყოს ე.წ. `ისტორიული ვალების~ დაფარვა (მეანაბრეები და ა.შ.);
3. (25 07) დაუსაბუთებლად იზრდება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი – 25 მლნ-დან 44 მლნ-მდე;
4. (25 08) მთლიანად იქნეს დაფარული წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებები (სააღსრულებო, სახელფასო და ა.შ.);
5. (25 09) დაუსაბუთებლად იზრდება მთავრობის სარეზერვო ფონდი – 25 მლნ-დან 44 მლნ-მდე;
6. (27 07) დაუსაბუთებლად მცირდება სასჯელაღსრულების დაწესებულებების დაფინანსება – 72მლნ-დან 61 მლნ-მდე.
7. (35 21 01 02) პენსიები გაიცეს სტაჟისა და წელთა ნამსახურეობის მიხედვით მთელ საქართველოში.
8. (35 21 02) უქმდება რეგრესიული პენსიების დაფინანსება (ტყიბული, რუსთავი და ა.შ.).
9. (35 22 02 01 08) ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კომპონენტი დაუსაბუთებლად მცირდება – 8 მლნ-დან 6 მლნ-მდე.
10. (35 22 02 01 09) რეფერალური დახმარების პროგრამისთვის გამოყოფილია 8 მლნ: არ არის დასაბუთებული მიზნები, მაშინდ როდესაც ამ პროგრამასთანაა დაკავშირებული ხევიაშვილი-ჭიპაშვილის გახმაურებული სკანდალი;
11. (35 22 02 05 01) უქმდება ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის პროგრამის დაფინანსება.
12. (35 22 02 05 04) მიზნობრივი სამედიცინო პროგრამების შემცირების პარალელურად იზრდება კორუფციული ხარჯები, მაგ: ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშემწყობი კომპონენტი – 500 ათასიდან 800 ათასამდე;
13. (35 24 05) ტუბერკულოზის და ლეიკემიის კონტროლის პროგრამის დაფინანსებისთვის გამოყოფილია 0 ლარი: როგორც ჩანს ბიუჯეტმა ეს ტვირთი მთლიანად საქველმოქმედო ფონდებს მიანდო.
14. (35 22 02 07) დაუსაბუთებლად უქმდება ვეტერანთაA სამედიცინო მომსახურების პროგრამა.
15. (48.4.ა.ე) მრავალშვილიან ოჯახების მხარდაჭერისთვის გამოყოფილია მიზერული თანხები – ოჯახებისთვის, რომელთაც ჰყავთ 7 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი _ 35 ლარი;
16. (37 04 04) უქმდება რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსება.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ლიტვის პრეზიდენტს ხვდებიან

24.11.2007 09.00 საათზე \"თბილისი მერიოტში\" ერთიანი ეროვნული საბჭოს ლიდერები ლიტვის პრეზიდენტს, ვალდას ადამკუსს ხვდებიან.
შეხვედრის ძირითადი თემა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები იქნება. ოპოზიცია გეგმავს ლიტვის პრეზიდენტი ჩააყენოს საქმის კურსში, თუ რა მოხდა რეალურად ნოემbრის აქციების დროს და რა ქმედებები მოჰყვა მას ხელისუფლების მხრიდან. რა ვითარებაა საქართველოში დღეისათვის და რა სამომავლო გეგმები აქვს ოპოზიციას.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts369
კარმა50
OFFLINEPROFILE
როგორ ფიქრობთ მოყვება რამე შედეგი ამ შეხვედრებს? ოპოზიცია იტყვის თავის სიტყვას? ვის მხარეზე იქნება ლიტვა და პოლონეთი?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს მანიფესტი
დღეს საქართველოში შექმნილია უმძიმესი სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება. ქვეყნის ხელისუფლება უზურპირებულია ერთი ადამიანის – მიხეილ სააკაშვილის და მისი კორუმპირებული
გარემოცვის მიერ, ქვეყანაში ფაქტობრივად გამეფებულია პოლიტიკური ტერორი, უგულებელყოფილია ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იმყოფება უკიდურეს სიღატაკეში, ფსევდოლიბერალური ღირებულებების სახელით ხდება ეროვნული ფასეულობების ხელყოფა და ჭეშმარიტი დემოკრატიული პრინციპების დისკრედიტაცია, ერთმმართველი სახელისუფლო მონოლითის შექმნის მიზნით მიმდინარეობს შეტევა მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, სამოქალაქო ინსტიტუტებსა და თავისუფალ ბიზნესზე.
შექმნილ ვითარებაში აუცილებელია მთელი საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია, რათა ერთობლივი ძალისხმევით თავიდან ავიცილოთ სერიოზული სოციალური და პოლიტიკური კატაკლიზმები. კრიზისის დაძლევის ერთადერთ გზად გვესახება ხალხის ნდობით აღჭურვილი, ანგარიშვალდებული ხელისუფლების არჩევა, რაც უნდა განხორციელდეს ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენით და სამართლიანი, თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით 2008 წლის გაზაფხულზე.

ჩვენ ქვემორე ხელისმომწერნი, საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს წევრები, ვიღებთ რა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის და ქვეყნის მომავლის წინაშე, ვაცხადებთ, რომ დღესაც და მომავალშიც ვიქნებით ერთგულნი შემდეგი ფუნდამენტური პრინციპების:

1. დემოკრატიული არჩევნები: საარჩევნო პროცესი ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის კონკურენციას და სახელმწიფო ინსტიტუტები მთლიანად გამიჯნული უნდა იყვნენ ამ პროცესისგან. არჩევნებს უნდა ატარებდეს პოლიტიკური ძალების და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი, პარიტეტის საფუძველზე შექმნილი საარჩევნო ადმინისტრაცია;

2. ხელისუფლების დანაწილება: სახელისუფლებო სტრუქტურების გადაწყობა ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმებით, რათა გამოირიცხოს ხელისუფლების რომელიმე შტოს მიერ ძალაუფლების უზურპაცია. ამ მიზნით ყველაზე მისაღებ მოდელად მიგვაჩნია ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობა, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების - მთავრობის ფორმირებას ახდენს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია ან პარტიათა კოალიცია;

3. დამოუკიდებელი სასამართლო: სასამართლო არ შეიძლება იყოს მმართველი პოლიტიკური ძალის მსახური. ეს მიიღწევა არა მარტო უშუალოდ სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმებით, არამედ, უპირველეს ყოვლისა სამთავრობო სტრუქტურებისა თუ ცალკეული თანამდებობის პირების მხრიდან სასამართლოს საქმეებში უპირობო ჩაურევლობით და სათანადო მექანიზმების შექმნით, მ.შ: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადო დანიშვნა და საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტება ხელისუფლების შტოთა პარიტეტული წარმომადგენლობით და სხვ;

4. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა: ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა რეალურად გამოცხადდება ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად. მხოლოდ ძლიერი, დემოკრატიული საქართველო შეიძლება იყოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტი. ამ კონტექსტში აუცილებელია საქართველოს მთელი ტერიტორია გათავისუფლდეს რუსეთის სამხედრო კონტიგენტისაგან, რაც გულისხმობს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განლაგებული ე.წ. `სამშვიდობო ძალებისთვის“ მანდატის შეწყვეტასაც. იმავდროულად კონფლიქტური რეგიონებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს მოსახლეობის უსაფრთხოება, დევნილთა უპირობო დაბრუნება და კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლით გარანტირებული პოლიტიკური სტატუსი, გამოცხადდება კონფლიქტში მონაწილე სამხედროების ამნისტია, გარდა იმ პირებისა ვისაც ჩადენილი აქვთ დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ;

5. ადგილობრივი თვითმმართველობა: ჩამოყალიბდეს სოფლებისა და ქალაქების თვითმმართველობა, თვითმმართველობის პირველი პირების (მერები და გამგებლები) არჩევა მოხდეს პირდაპირი კენჭისყრის გზით, მკაფიოდ გაიმიჯნოს სახელმწიფოსა და თვითთმმართველობის უფლებამოსილებანი, ქონება და ფინანსები, პრეზიდენტის რწმუნებულის ინსტიტუტი შეიცვალოს რეგიონების არჩეული ორგანოებით;

6. პოლიტიკური ძალადობის აღკვეთა: გათავისუფლებული იქნებიან სინდისისა და პოლიტიკური პატიმრები, გამოძიებულ იქნება შევარდნაძის და სააკაშვილის მმართველობის პერიოდის გახმაურებული საქმეები (პრეზიდენტ გამსახურდიასა და პრემიერ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებანი, გირგვლიანის, რობაქიძის და სხვათა მკვლელობები, თავდახმა დეპუტატ ვალერი გელაშვილზე და ა.შ.), მიიღება კანონი ლუსტრაციის |შესახებ. განხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს დეცენტრალიზაცია და სამოქალაქო კონტროლი;

7. თავისუფალი მედია: გამკაცრდება პასუხისმგებლობა თავისუფალ მედიაზე ზეწოლის შემთხვევებზე, საზოგადოებრივი და კერძო მაუწყებლობა გათავისუფლდება პოლიტიკური კონტროლისგან, უზრუნველყოფილი იქნება სარედაქციო დამოუკიდებლობა;

8. საკუთრების ხელშეუხებლობა: განხორციელდება სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მესაკუთრეებისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება, დადგება საკუთრების უკანონო ხელყოფაში მონაწილე პირების პასუხისმგებლობის საკითხი, შეიქმნება საკუთრების დაცვის მყარი საკანონმდებლო გარანტიები, შემუშავდება მეანაბრეების და სხვა მოქალაქეების მიმართ სახელმწიფო ვალდებულებების განსაზღვრისა და ზარალის ანაზღაურების მექანიზმები;

9. თავისუფალი მეწარმეობა: ბიზნესი გათავისუფლდება სახელმწიფო რეკეტისგან, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის განმსაზღვრელი იქნება მეტი სამუშაო ადგილი და მეტი შემოსავლები მოსახლეობისთვის და არა მეტი შემოსავლები სახელმწიფოსთვის. სახელმწიფო იზრუნებს ქართული ბიზნესისთვის ინვესტიციების მოზიდვისა და გასაღების ბაზრების მოსაპოვებლად;

10. ცხოვრების ღირსეული პირობები: საჯარო სექტორში (განათლება, ჯანდაცვა და სხვა) მინიმალური ხელფასი გაუთანაბრდება საარსებო მინიმუმს, პენსიები გაიცემა სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, შემოღებულ იქნება შეღავათები ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის, აგრეთვე სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიებისთვის. შეწყდება შრომითი უფლებების დისკრიმინაცია ასაკობრივი, პოლიტიკური და სხვა ნიშნის მიხედვით.

11. ეროვნული თვითმყობადობა და სამოქალაქო ინტეგრაცია, სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური შეთანხმების უზრუნველყოფა: აღიკვეთება სახელმწიფოს და პოლიტიკური ინსტიტუტების ჩარევა საეკლესიო საქმეებში, სახელმწიფო დაიცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსტიტუციური შეთანხმებით ნაკისრ ყველა ვალდებულებას, სახელმწიფო უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის შესწავლას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები ეროვნული უმცირესობების მიერ და მათ სრულფასოვან ინტეგრირებას ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში;

12. საგარეო პოლიტიკა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია: შესრულებული იქნება ნატო-სთან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები, დაიწყება ქვეყნის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან, საქართველო დატოვებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი იქნება მოსაზღვრე სახელმწიფოებთან კეთილმეზობლური, ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების დამყარება.

საგურამო. 17 ოქტომბერი, 2007.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
დღეს საქართველოს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება კონსოლიდაცია და ერთიანობა - ბურჯანაძე
16:50 | 23/ 11/ 2007

Print version

თბილისი, 23 ნოემბერი /\"ახალი ამბები - საქართველო\", მელსიდა აკოფიანი/. დღეს საქართველოს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება კონსოლიდაცია და ერთიანობა, განაცხადა 23 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მმართველი პარტიის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე გამოსვლისას.

\"დღეს ჩვენი ქვეყანა უზარმაზარი გამოწვევების და საფრთხეების წინაშე დგას. ჩვენ გზაგასაყარზე ვდგავართ - ქვეყანა ან საბოლოოდ დადგება ფეხზე და თავის მნიშვნელოვან პრობლემებს გადაწყვეტს, ისეთებს, როგორებიცაა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საზოგადოების, ხალხის კონსოლიდაცია, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ან ნამდვილად დადგება ურთულესი გამოცდის წინაშე. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს ერთიანობა და კონსოლიდაცია სჭირდება. საქართველო ყოველთვის იყო ძლიერი, როცა ქვეყანა ერთიანი იყო. მიუხედავად სხვადასხვა შეხედულებებისა, ტაქტიკისა - არის მთავარი ამოცანა, რომელსაც სტაბილურობა, ქვეყნის ერთიანობა ეწოდება. და არც ერთ ჩვენთაგანს ამ დარბაზში, მის ფარგლებს გარეთ, პოლიტიკური კუთვნილების ან სიმპათიისგან დამოუკიდებლად, უფლება არა აქვს, ამ პასუხიმგებლობას გაექცეს\", - განაცხადა ქართული პარლამენტის ხელმძღვანელმა.

ამასთან, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის \"გიორგობა\" ჩვეულებრივი დღე ან მორიგი დღესასწაული არ არის, მან რწმენა გამოთქვა, რომ ყოველი მომდევნო გიორგობა უფრო წარმატებული, უფრო მშვიდი და ქვეყნის გაერთიანების სიმბოლო იქნება.

\"ყოველი ჩვენთაგანი ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანა გაერთიანდეს, ყოველი ჩვენთაგანი პასუხისმგებელია იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ განვითარების იმ გზას დაადგეს, როცა ჩვენ საბოლოოდ ვიტყვით უარს რევოლუციაზე. ჩვენ ოთხი წლის წინ, სწორედ ამ დღეს გავიმარჯვეთ რევოლუციაში, რომელსაც \"ვარდების რევოლუცია\" ეწოდა. ჩვენ მაშინაც არ გვინდოდა რევოლუცია\", - განაცხადა მან.

სპიკერის თქმით, ქვეყანას არც მაშინ სჭირდებოდა რევოლუცია, მაგრამ \"მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ასეთი შესაძლებლობა არ მოგვცა, წაგვართვა რა დემოკრატიული არჩევნის ელემენტარული უფლება\".

\"ქართველ ხალხს წაართვეს უფლება ამოერჩია ის, ვისი ხილვაც მას ხელმძღვანელობაში სურდა. ეს საქართველოში აღარასდროს გამეორდება, იმიტომ, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ არჩევნების, ევოლუციის და დემოკრატიული განვითარების გზა აირჩია და არა რევოლუციის, და მან ბოლომდე უნდა მისდიოს ამ არჩევანს. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ქართველი ხალხი არჩევანს ადრე გააკეთებს, ვიდრე ეს კანონითაა გათვალისწინებული. ეს სწორი არჩევანი იყო და მინდა ყოველი ადამიანი დავარწმუნო, ვინც დღეს ამ გამოსვლას უსმენს, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის არჩევანს პატივისცემით მოექცნენ, რომ თითოეულმა ადამიანმა და მთელმა საქართველომ თვითონ გადაწყვიტოს, რომელი გზა სჭირდება მას, რომელი მიმართულებაა სწორი და ვის დაუჭიროს მხარი\", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ის რეფორმები, რომლებიც ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩატარდა, ის სიძნელეები, პრობლემები და, რა თქმა უნდა, შეცდომები, რომლის გარეშეც არანაირი განვითარება არ არსებობს, ვერ შეძლებს იმის დაჩრდილვას, რაც ოთხი წლის წინ მოხდა.

\"იმიტომ, რომ სწორედ ოთხი წლის წინ გაკეთებულმა არჩევანმა მოგვცა ჩვენ შესაძლებლობა, განვითარების სწორი გზა აგვერჩია, აგვერჩია რეფორმების მტკივნეული, მაგრამ სწორი გზა, აგვერჩია დემოკრატიული ფასეულობების გზა, რომელიც არ არის მარტივი და უმტკივნეულო. ქვეყანა მტკივნეული რეფორმების გარეშე ფეხზე ვერ დადგება. ეს ყველას უნდა ესმოდეს. მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს რეფორმები ყოველი ადამიანისთვის ნაკლებად მტკივნეული იყოს, და რომ თითოეულ ოჯახამდე მივიდეს ის წარმატებები, რომელიც ქვეყანას აქვს, და უახლოეს მომავალში, ეჭვგარეშეა, კიდევ მეტი იქნება. მთავარია, თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს, რომ ჩვენ თითოეული მათგანისთვის ვმუშაობთ, რომ ჩვენი ამოცანა ადამიანების კეთილდღეობაა, იმისდა მიუხედავად, მოვწონვართ ამ ადამინებს, თუ არა. არის უფრო მაღალი ფასეულობა - ეს მთლიანი, გაერთიანებული, ძლიერი და დემოკრატიული საქართველოა\", - განაცხადა პარლამენტის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, დგება მომენტი, როდესაც პოლიტიკოსმა, საკუთარი ქვეყნის ნამდვილმა პატრიოტმა თავისთვის მტკივნეული, მაგრამ ქვეყნისთვის სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს.

\"ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ყოველთვის გავაკეთებთ ასეთ არჩევანს და მე ყველას მოვუწოდებ, მთელ საქართველოს, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, კრიტიკის მიუხედავად - ხანდახან სუბიექტური, ხანდახან კი ობიექტური - დავდგეთ ერთად იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გახდეს დემოკრატიული, განვითარებული და გაერთიანებული. და მე მწამს, რომ შევძლებთ დავიბრუნოთ აფხაზეთიც, სამაჩაბლოც,და შევძლებთ, რომ ეს ქვეყანა ღირსეულ ქვეყნად გადავაქციოთ\", - განაცხადა ბურჯანაძემ

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
”ახალი ამბები - საქართველო”, ნანა მამაგულიშვილი/. მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ 2008 წელს საქართველო ნატოში შესვლის კანდიდატის ოფიციალურ სტატუსს მიიღებს. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა 23 ნოემბერს მმართველი პარტიის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე განაცხადა.

ყრილობა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურ დაწყებმადე რამდენიმე დღით ადრე, ”ვარდების რევოლუციის” მეოთხე წლისთავის დღეს გაიმართა.

ოთხი წლის წინ, მას შემდეგ, რაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე საზოგადოების მასობრივი გამოსვლების ფონზე გადადგა, რომლებიც 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ, საქართველოს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა.

წელს ”ვარდების რევოლუციის” დღე ქვეყანაში რთული შიდაპოლიტიკური ვითარების ფონზე აღინიშნება. ნოემბერში საქართველო ცხრა დღე-ღამის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის პირობებში ცხოვრობდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბერს ოპოზიციის მომხრეთა აქციის პოლიციის და სპეცრაზმის ძალებით დაშლის შემდეგ გამოაცხადა. 5 იანვარს საქართველოში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და საპარლამენტო არჩევნების ვადის შესახებ პლებისციტის ჩატარებაა დანიშნული.

ყრილობაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ”5 იანვარი საქართველოს მომავლის შესახებ კითხვაზე პასუხი გახდება”. ”თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, მე დარწმუნებული ვარ, რომ 2008 წელს საქართველო ნატოს წევრობის კანდიდატი გახდება”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

”ჩვენი პასუხია: ჩვენ გვსურს გავერთიანდეთ, ჩვენ გვსურს წინსვლა”, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

ყრილობის მუშაობაში 15 ათასი დელეგატი მონაწილეობს, მათგან 10 ათასი რეგიონებიდან ჩამოვიდა.

ყრილობის სტუმართა შორის არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები. ყრილობას ასევე ესწრება სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, რომელმაც ქვეყნის ხელისუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადა.

ერთ-ერთი საპატიო სტუმარი - საესტრადო მომღერალი დიანა ღურწკაია საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას სცენაზე მიიწვია.

პრეზიდენტის გამოსვლას მისი მომხრეები ოვაციებით ხვდებოდნენ. დარბაზში მყოფმა ხალხმა სანთლები დაანთო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი აფხაზეთსა და მის საქართველოს შემადგენლობაში შესვლაზე საუბრობდა.

”ჩემი ცხოვრება აზრს დაკარგავს, თუ არ იქნება აღდგენილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, არ გაგრძელდება ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და თუ ქართველი ხალხის ცხოვრება რა მიაღწევს ევროპულ დონეს... მე - უბრალო ადამიანი ვარ, მე ჩვეულებრივი სიზმრები მესიზმრება. მე ხშირად მესიზმრება სოხუმი, მესიზმრება სოხუმის კაფეები, მესიზმრება სახლი ეშერაში. და ხშირად მესიზმრება კოშმარი, რომ მე ჩავდივარ სოხუმში და ვერსად გავდივარ, ყველა გზა დაკეტილია. 5 იანვრის არჩევნებით ჩვენ ან გავხსნით ამ გზას, ან სამუდამოს დავკეტავთ”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

”ყველაზე მარტივი გზა საქართველოსთვის - ეს არის დანებდეს და შეუერთდეს რუსეთს. უარი განაცხადოს საკუთარ ტერიტორიებზე... მაშინ აღარ იქნება პროვოკაციები და ყველაფერი მშვიდათ იქნება”, - აღნიშნა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნოემბერში საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი დატოვა რუსულმა არმიამ. ”თუმცა, წერტილი ჯერ არ არის დასმული. რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები აფხაზეთში რჩებიან”, - აღნიშნა სააკაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს ბოლო დროს ”დაუპირისპირდა სიცრუის დიდი მანქანა და საქართველოს იზოლაციის მცდელობები”. ”მაგრამ ის ფაქტი, რომ პოლონეთის პრეზიდენტი, ევროპაში თავისუფლებისთვის ყველაზე დიდი მებრძოლი დღეს აქ იმყოფება - პასუხია იმათთვის, ვისაც ჩვენი ევროპისგან იზოლაცია სურს”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

”საქართველოში რეფორმების რთული პროცესი გრძელდება. რეფორმები დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, არავის მოსწოონს ისეთ ბინაში ცხოვრება, სადაც რემონტი მიმდინარეობს. მაგრამ მე გპირდებით: ის ევრორემონტი, რომელზეც ჩვენ ვოცნებობთ, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ - ეს ევრორემონტი მთელი ოჯახისთვის არის”, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ ახალი პრემიერის დანიშვნისას, ლადო გურგენიძეს 48 საათი მისცა, რათა მას გამოეძებნა რესურსები მთავრობის სოციალური პროგრამისთვის. ”და ეს სახსრები გამოიძებნა”, განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ 1 დეკემბრიდან იმატებს პენსიები და ხელფასები რიგ სფეროებში.

”უახლოეს მომავალში ჩვენ ბევრი პროვოკაცია გველის”, - გააფრთხილა სააკაშვილმა თავისი პოლიტიკური მომხრეები და მათ ”მშვიდობისა და ორგანიზებულობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა”.

”ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეძლო რთული მომენტის გადალახვა. სახელმწიფოებრიობის საფუძველი ჩაყრილია და ჩვენ არავის არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ შეაჩეროს ჩვენი წინსვლა”, - განაცხადა სააკაშვილმა და ამით დაასრულა თავისი ერთსაათიანი გამოსვლა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
საქართველო განვითარების მეორე და საინტერესო ეტაპის ზღურბლზე დგას - ლადო გურგენიძე

16:21 | 23/ 11/ 2007

Print version

თბილისი, 23 ნოემბერი /”ახალი ამბები - საქართველო”, ინა კუკუჯანოვა/. საქართველო განვითარების მეორე და საინტერესო ეტაპის ზღურბლზე დგას. ამის შესახებ მმართველი პარტიის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ განაცხადა.

”პირველი ეტაპი ძალიან სწრაფად და სწორად ჩატარდა. შედეგად, ჩვენ მივიღეთ დიდი საინვესტიციო ბუმი და მთელს მსოფლიოში, მთელს საინვესტიციო ელიტაში ჩვენი იმიჯის ამაღლება. ამჟამად, პირველ რიგში, უახლოეს რამდენიმე წელიწადში აუცილებელია ჩვენი სოციალური პოლიტიკის კორექტირება”, - განაცხადა ლადო გურგენიძემ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ყველა ჩატარებულმა რეფორმამ ქვეყანაში სტაბილურობა დაამკვიდრა და აღნიშნა ის პერსპექტივები, რომლის მეშვეობით, პირველად, საქართველოს უახლოეს ისტორიაში გამოჩნდა საშუალო ფენა.

მისი განცხადებით, თუ ”იქნება იმის შესაძლებლობა, რომ წყნარად და კორექტულად აშენდეს ის, რაც დარჩა ასაშენებელი, ყველაფერი ეს - საზოგადოების, მთავრობის, ინვესტორებისა და დიასპორების მეშვეობით გაკეთდება”.

”ჩვენ გვჭირდება რამდენიმე წელი და ჩვენ მივაღწევთ საზოგადოებრივ კონსენსუსს ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარების საკითხში. თუ ჩვენ მოგვცემენ საშუალებას, საბოლოოდ დავძლიოთ სიღარიბე, ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გადავა აღმოსავლეთ ევროპის დონეზე”, - განაცხადა ლადო გურგენიძე.

მისი განცხადებით, ქვეყანა ამ დონეზე გასვლით, შეძლებს სრულად განავითაროს საკუთარი საექსპორტო პოტენციალი და გავიდეს არა მხოლოდ უახლოეს ბაზრებზე, არამედ შორეულ უცხოეთზე.

”ეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, სოციალური პრობლემების გადაჭრის, არსებული სოციალური ფონის მოხსნის სასუალებას მოგვცემს და ამას საინვესტიციო ბუმის გაგრძელება მოყვება”, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ლადო გურგენიძემ განაცხადა, რომ ყველა გეგმის და შემუშავებუული პროგრამის ცხოვრებაში განსახორციელებლად საჭიროა ”სიმშვიდე, სტაბილურობა, აღებული კურსის და რეფორმების გაგრძელება”. ”ეს ის ყველაფერია, რასაც ჩვენ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის მეორე ვადაში დაგვპირდა”, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
რას ბოდიალობენ ეს რუსები?
აბა ნახეთ
http://kievforum.org/showthread.php?t=1552

ეს ჩვენი ქართველი მართლა მოკლეს?
ვინმემ თუ იცის რამე ამის შესახებ?
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
გამარჯობათ! პირადად DOრADO-ს და IALBUზ-ს მინდა შჰევეხმიანო.ალბათ არავის სჭირდება ისტორიის შეხსენაბა. ყველამ კარგად იცის, რომ გერმანიაში ჰიტლერი და მისი პარტია სათავეში საზოგადოების სწორედ ისეთი ნაწილის /უნებლიე / დახმარებით მოვიდა, რომელიც სწორედ ასე ფიქრობდა \"მოგცლია რა\" და არჩევნებში არ მიიღო მონაწილეობა. ჰიტლერმა ხმების უმრავლესობა მოიპოვა იმიტომ, რომ ვინც მას მხარს არ უჭერდა თავისი აზრი არ დააფიქსირა. დღეს საქართველოში ნამდვილად არ ხდება ამაზე მნიშვნელოვანი და ვისაც თავისი სამშობლოს ბედი აწუხებს მას უნდა აწუხებდეს აზრის გამოხატვის თავისუფლების პრობლემა, მლიქვნელი და ფარისეველი ხელისუფლების პრობლემა, უსამართლობის პრობლემა და კიდევ ძალიამ ბევრი პრობლემა. იმით, რომ ხელისუფლება დღეს ძალიან \"ხელგაშლილია\" დაპირებებში, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ 7 ნოემბერს ქუჩაში გამოსული ხალხი მართალი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში სად იყნენ სააკაშვილები, ბოკერიები, ნადირაძეები და მავანნი ეს 4 წელი. მხოლოდ მოითმინეთ-მოითმინეს რომ გაიძახოდნენ.მართალია, ზოგს მღვდელი მოსწონს ზოგს მღვდლის ცოლიო-ნათქვამია. შესაძლებელია, ვიღაცას უფრო აწუხებს რამდენი შადრევანი და ძველი მეეზოვეების ქვედაბოლოსავით აჭრელებული შენობები შეემატა თბილისს და ნაკლებ მნიშვნელოვნად მიაჩნია იმ ადამიანების მდგომარეობა, რასაც საქართველო ჰქვია. მარტო მიწა ორ ძღვას შორის არსებული-არ არის საქართველო. ის მიწა საქართველოა თავის ხალხთან, მის ტრადიციებთან და კულტურასთან ერთად . ამიტომ ვისაც არ აინტერესებს -ეს მისი პრობლემაა. ჩვენ თავისუფლები ვართ და რაც არ გვაინტერესებს არ ვკითხულობთ. ამ საიტის შემქმნელებისადმი ტენდენციურობის პრეტენზია კი, ნამდვილად საფუძველს მოკლებულია. იმაში კი ალბათ დაგეთანხმებით, რომ ნამდვილად არ ჯდება იმ ჩარჩოებში და იმ წარმოდგენაში რასაც ჩვენი ხელისუფლების გაგებით ინფორმაციის თავისუფალი სივრცე ქვია.ყველას აზრისადმი დიდი პატივისცემით............

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ბაზი მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა აღნიშნულთან დაკავშირებით. არა მგონია სწორი იყოს ჰიტლერისა და სააკაშვილის შედარება. ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლების სათავეში და ეროვნული იდეოლოგია გაატაროს ნაწილობრივ მაინც უნდა გვიხაროდეს და ჰიტლერთან ანალოგი კი არ უნდა გავაბათ ჩემი აზრით.
რაც შეეხება არჩევნებს საინტერესო იქნება. პირადად მივესალმები თუ არჩევნებში გაიმარჯვებს სააკაშვილი, გია მაისაშვილი, შალვა ნათელაშვილი,დავით გამყრელიძე. ღრმად ვარ დარწმუნებული რომ სასიკეთო ცვლილებები მოხდება თუ ხელისუფლება დარჩება ან ჭკვიანი ოპოზიციური ძალა მოვა საქართველოში.
რაც შეეხება გაჩეჩილაძეს და პატარკაციშვილს მეცოდება ის ვინც მათ ხმას მისცემს და მათი ხელისუფლებაში მოსვლა საქართველოს ჩაძირავს ჭაობში, რადგან ვისაც პრეზიდენტობა უნდა ან ზრდილობა უნდა გააჩნდეს, ან მცირედი პოლიტიკური კულტურა ან უბრალოდ ძველი ბიჭივით არ უნდა საუბრობდეს ქუჩურად.
რადიკალური პოზიციაც და ოპოზიციაც დაღუპავს საქართველოს. დღეს ჩვენს ქვეყანას ისე როგორც არასოდეს სჭირდება სამართლიანი არჩევნები. ქვეყანაში საერთოდ არჩევნების გზით უნდა წყდებოდეს პრობლემები და არა რევოლუციებითა და მიტინგებით. პირადად მე წინააღმდეგი ვიყავი ვარდების რევოლუციის და ასევე იმ მიტინგების რამაც ნოემბერში ქართული საზოგადოება გახლიჩა შუაზე და ცუდის მეტი ქვეყნისათვის და მისი იმიჯისათვის იმ გამოსვლებს რაც ნოემბერში იყო არ მოუტანია.
იმედი მაქვს რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდება და ქართველი ერი გააკეთებს სწორ არჩევანს. ან სააკაშვილი ან ჭკვიანი ოპოზიციური ძალა. მე პირადად არჩევნებში მონაწილეობას ვერ ვიღებ... რომც ვიღებდე გამიჭირდება არჩევანის გაკეთება. ძალიან მაინტერესებს ხალხო თქვენ რას ფიქრობთ პირადად და რა გზა მიგაჩნიათ და რომელ ადამიანს ან მის გუნდს ანდობდით საქართვცელოს მომავალს?

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 148 posts ] 
დესპანი