↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
თუ ვარ მდიდარი, როგორც ზღვის მეფე,
გამიღე მხოლოდ დარაბა ფანჯრის,
წყალქვეშ სამყაროს, ამოგიშხეფებ,
ფეხქვეშ დაგიგებ, კუნძულებს მარჯნის.

ბროლის სახლი, მისთვის მთაზე,
როგორც ძაღლი რკინის ჯაჭვზე.
ჩემო ვერცხლის წყაროებო,
ოქროს ველთა სილამაზევ.

თუ ვარ ღარიბი, ძაღლივით მარტო,
და ჩემი სული მხოლოდ მას ნატრობს,
გთხოვ დამეხმარე, ძლიერო ღმერთო,
გთხოვ, არ გამწირო ცხოვრების დარდო.

ბროლის სახლი, მისთვის მთაზე,
როგორც ძაღლი ვწევარ ასე,
ჩემო ლალის მიხაკებო,
დღე თუ ღამე ვფიქრობ მასზე.

ვერ აღვწერ გრძნობას შენს მიმართ ენით,
თუნდ ჩამომახრჩე, დამხვრიტე ისრით,
ჯერ შემომხედე, ვით ვტკბები შენით,
ვით რაფაელის მადონას ცქერით.

ბროლის სახლი, მისთვის მთაზე,
როგორც ძაღლი მის წინაშე.
ჩემო ვერცხლის წყაროებო,
ოქროს ველთა სილამაზევ.

ვლადიმერ ვისოცკი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ქარით დატირებული

ქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი,
მიფრინავდა ფოთოლი, ხიდან გადმოცვენილი.

და სტიროდა მიდამო, იძრცვნებოდა ტყეები,
და სცურავდნენ, სცურავდნენ ღრუბელთ სიშორეები.

შემდეგ თოვლი მოვიდა და, ვით სულს მოტივტივეს,
შევაჩვიე სიცივე ჩემი გულის სიცივეს.

ეხლა... თოვლში, ჩაფლული, უნუგეშოთ შთენილი,
იყინება ფოთოლი, ველად ჩამოცვენილი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ლექსო, ამოგთქომ, ოხერო,
თორო იქნება ვკვდებოდე,
და შენ კი ჩემად სახსოვრად
სააქაოსა რჩებოდე,
გიმღერდენ ჩემებრ სწორები
ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე,
ქვეყანა მხიარულობდეს,
და მე საფლავში ვლპებოდე.
ნეტავი, ჩემო სახელო,
დიდხანამც იხსენებოდე,
ჩემო ნათქვამო სიტყვაო,
შენამც კი გაჰქვეყნდებოდე.
შენ, ჩემო საფლავის კარო,
შენამც კი აჰყვავდებოდე,
სახლო, არ დაიშლებოდე,
ცოლო, არ გათხოვდებოდე...
ერთ ეგეც უნდა ვიკითხო,
ჩემ სიკვდილს ვინ იტირებსა,
ვინ ჩამააბნევს ცრემლებსა,
საქმეს ვინ გაიჭირებსა?
ამასა ვფიქრობ და გულიცა
ამასვე ანამდვილებსა.
დედის მეტს ჩემი სიკვდილი
არავის აატირებსა.
თუმც ნათესავნი, და-ძმანი
აღარ აისხმენ ღილებსა,
ცოლიც ძალიან მიტირებს,
ქვეყანას გააკვირვებსა,
ცოტა ხნის შემდეგ ისიცა
სხვისა ჭირს გაახლინებსა.
სულ ყველას დავავიწყდები,
ყველას სხვა დაათირებსა,
მე დედის გულში ვიქნები,
ძილსაც ვერ დაიძინებსა,
ვენაცვლე ძუძუს გამზრდელსა,
გულით ეგ დამიტირებსა,
დედას უყვარვართ შვილები,
დედა არ გვახსოვს შვილებსა,
იმითა გვტანჯავს გამჩენი,
სულ მუდამ გვაცოდვილებსა.
მოვა სიკვდილი უჩინო
შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს - ჭია,
კაცის გულს - ჯავრის იარა,
მოვა სიკვდილი უჩინო,
ერთ წამში აგყრის იარაღს;
ჩვენ რას წავიღებთ ამ სოფლით,
სხვას არა წაუღია რა.

მიხა ხელაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
მზეო,ამოდი,ამოდი,
ნუ ეფარები მთას!
ლამაზი ქალი დამზრალა,
მიუალერსე მას!
მიუალერსე,უთხარი,
რომ სიყვარული გწვავს,
თორემ ქალია, იცოდე,
წავა...გაჰყვება სხვას...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
აფეთქებულ ატმის ტოტებს შენ გჩუქნი და
დაგიტოვებ....
მზეს გაჩხერილს ტოტებს შორის
გავიყოლებ ჩემთვის მგონი...
აკაციის თეთრ პირბადეს დაგიტოვებ
შენ გიყვარდეს...
ღობეს,ღობის ძირში იას...წავიღებ
ვერ დამიშლიან!
ოდას ჩემსას...ჰო,შენს ნაგებს დამავიწყდა
ვითომ განგებ...
დაგიტოვებ...სხვას ვის ვენდო? ოღონდ
მინდა დამახვედრო!...
ისევ ისე ჭრიალებდეს კიბე მინდა...
გაგიკვირდა?
დაბრუნებულს დამხვდეს ცეცხლი,
ვაშლი სხვენში...
წყალი.... პეშვი...
სად მივდივარ????
ეეეეჰ....რა ვიცი წავალ თორემ ვიცი შემშლი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
იას უთხარით ტურფასა

იას უთხარით ტურფასა:
მოვა და შეგჭამს ჭიაო,
მაგრე მოხდენით, ლამაზო,
თავი რომ აგიღიაო!
შენ თუ გგონია სიცოცხლე
სამოთხის კარი ღიაო;
ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,
მოსვლაში არა ყრიაო.
ნუ ნახავს მზესა, ინანებს,
განა სულ მუდამ მზეაო!
მიწავ, შენ გებარებოდეს
ეს ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, ემშობლე,
როგორაც შენი ზნეაო.

ვაჟა ფშაველა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
რამ გაგაჩინა, ქალაო

რამ გაგაჩინა, ქალაო,

ლერწმად აჭრილო წელშია?

ნეტავი, ხელით შემახო,

შენ რომ ვარდი გქონ მკერდშია!

რომ დავიხოცნეთ, იქაცა

კიდევ გიპოვნი მკვდრებშია.

შენს იქით, ვინ სთქვა, რო იყოს

ქალი, კაცი და ქვეყანა?..

ოღომც-კი შენთან მამყოფე, ?

თუნდ ბინას დავსცდე თემთანა,

მოვკვდე შენს დაუტირებლად,

თუ შეგადარო მზესთანა!

თუნდ სრულად გასწყდენ ვარსკვლავნი,

მზემ ტანთ ჩაიცვას შავები,

ისეც მზეობას მიზამენ

შენი ფოფინა თვალები!

ვაჟა ფშაველა

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined17 Mar 2008
Posts260
კარმა7
OFFLINEPROFILE
*qeta* wrote:
ციტატა:
აფეთქებულ ატმის ტოტებს შენ გჩუქნი და
დაგიტოვებ....
მზეს გაჩხერილს ტოტებს შორის
გავიყოლებ ჩემთვის მგონი...
აკაციის თეთრ პირბადეს დაგიტოვებ
შენ გიყვარდეს...
ღობეს,ღობის ძირში იას...წავიღებ
ვერ დამიშლიან!
ოდას ჩემსას...ჰო,შენს ნაგებს დამავიწყდა
ვითომ განგებ...
დაგიტოვებ...სხვას ვის ვენდო? ოღონდ
მინდა დამახვედრო!...
ისევ ისე ჭრიალებდეს კიბე მინდა...
გაგიკვირდა?
დაბრუნებულს დამხვდეს ცეცხლი,
ვაშლი სხვენში...
წყალი.... პეშვი...
სად მივდივარ????
ეეეეჰ....რა ვიცი წავალ თორემ ვიცი შემშლი!

ძაან კაია, ვისია?
აჰა, კარმა ჩემგან=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ქალი?
ქალს ნუ მიენდობი,ქალი ქალია
ქალი ქარია,ქალი მარტია.
ქალი წვიმაა,ცვალებადია
ქალი მზეა და ქალი მთვარეა.
ციური ვარსკვლავია,ღრუბელი,ნისლია
უცხო პლანეტაა,ფეერვერკია
მიუწვდომელია,აუხდენელია,
ქალი ღვინოა,თავბრუს დამხვევია.
ქალი აპრილია, პირველი აპრილი,
ქალის ნათქვამში ბევრი ტყუილია,
ქალი გიშერია,ძოწია,ალმასი,
იგი მაცდურია,მაგრამ ლამაზია.
ქალი ღვინოა,თავბრუს დამხვევი,
კაცის წყურვილია,გონის ამრევია,
ქალი რა არის?ბედის ირონია,
ფანტასტიკურია,ეგზოტიკურია.
ამოუცნობი ნახატი რითაა?
ქალი ქმნილებაა,ქალი შედევრია,
ერთადერთია...კაცის ღმერთია,
ქალი რომანსია,რენესანსია.
დავიჩის ჯოკონდაა,ჯორჯონეს ვენერა,
ქალი ტიციანის-მაგდალინელია,
ქალი რა არი?-ბედის ირონია,
ეროტიკულია,რომანტიკულია,
ეგზოტიკურია,ფანტასტიკურია.
კაცის კოცნაზეც კი მექანიკურია!!!
ქალს ნუ მიენდობი,ქალს ნუ მიენდობი,
ქალს ნუ მიენდობი,
ქალი ქალია, ქალი ქ ა ლ ი ა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Dec 2007
Posts585
კარმა50
OFFLINEPROFILE
რა ზარბაბი, რა ატლასი, რა ზარი ვარ, იცი განა?
იას და ვარდს ვენატრები, რა ქარი ვარ, იცი განა?
ნიადაგ საზი ხელში მაქვს, ნოქარი ვარ, იცი განა?
შენს დედ-მამას შეუტყვია, თითონ კი არ იცი განა?
მაშ არ შეგიტყვია განა? მაშ არ შეგიტყვია განა?

ახლა მოდი, მოგახსენო, ქვეყანაზედ რა ვიარე:
ლეილუმ ტოლი დავკარგე, მეჯნუნივით დავიარე,
ბულბულივით ვარდს ვეძებდი, ავდეგ, ჭალას ჩავიარე
ვარდის კვალი ვერ ვიპოვე, სულ უბრალოდ გავიარე,
მზესავით პირი გაჩვენე, დამწვარი ვარ, იცი განა?

ეს ჩემი გულის ნაღველი ვატყობინე ერანელთა,
მაშრიყელთა, მაღრიბელთა, ხელმწიფეთა, ერთა, ბერთა,
ამის მეტი რა ღონე მაქვს, თავს მოვიკლავ ტურფას გვერდთა!
ხვეწნაც ასეთი იქნება? ვამბობ: მე ვარ დედისერთა!
დამადნე და დამანავლე, შაქარი ვარ, იცი განა?

შემოდგომა შემოვიდა, მე რაღა უკან ვიქნები?..
მანდ შენი ვარდი ამოვა, ან მოვკვდები, ან ვიქნები,
შენი ნაღველი არ იყოს - ცოცხალი დიდხანს ვიქნები!..
გამიგონე, მოგახსენებ, ამაღამ შენთან ვიქნები!..
მალმალ ამბობ: ადე, წადი! სტუმარი ვარ, იცი განა!?

საიათნოვა ამას ვჩივი, სამალი ვერ მიშოეია!
მინდა გული ზედ ავაგო და ხმალი ვერ მიშოვია,
შენი უბის ბროწეულის ნამალი ვერ მიშოვია,
თავი მტკივა, გული მტკივა, წამალი ვერ მიშოვია,
მომაქვს ზარის ხელმანდილი, ხუმარი ვარ, იცი განა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jan 2008
Posts356
კარმა47
OFFLINEPROFILE
იბობოქრე, ცხოვრების ზღვავ, ჩემს ირგვლივ,
იბობოქრე, მე რა უნდა დამაკლდეს!
პიტალო კლდეს რას დააკლებს ზღვის ტალღა,
რას დააკლებს ზვირთი გამობრძმედილ კლდეს?
ბევრგვარ გრიგალს გადუვლია ჩემს გულში,
ბევრს ქარიშხალს ურბენია ქვითინით...
ბევრი ტალღა აღტყენილა გარშემო,
დავუსჯივართ შურით, ეკლის გვირგვინით.
ბევრჯერ ჩემი იალქანი დაშლილა,
არ მჯეროდა თუ სადმე გამიყვანდა,
ბევრჯერ, ბევრჯერ მწარედ ავტირებულვარ,
როცა შველა არსაიდან არ სჩანდა.
ყველაფერი ამ ბრძოლაში დავღუპე:
იმედები, უმართლობის მხილება...
რაც დავკარგე, ხომ დავკარგე სამუდმოდ,
დამრჩა მხოლოდ მწარე გამოცდილება.
და რაც დამრჩა, მას ვერავინ წამართმევს,
უიმედოს, ბედისაგან განამეტს
და ვიბრძოლებ სტიქიური გულისთქმით,
რაც დავკარგე, რას დავკარგავ იმის მეტს?
იბობოქრე, ცხოვრების ზღვავ, ჩემს ირგვლივ,
რას გახდები, ან რა უნდა დამაკლდეს?
პიტალო კლდეს რას დააკლებს ზღვის ტალღა,
რას დააკლებს ზვირთი გამობრძმედილ კლდეს?.
/გალაქტიონი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ზღვას გამოექცა და ცხელ ქვიშაზე
მოკვდა პატარა, თეთრი თოლია,
მას სიყვარული უნდოდა მხოლოდ
და სიბრალული არ უთხოვია...

ზღვა იჩქაროდა,ზღვა იჩქაროდა,
ტალღა ცელავდა მაღალ ლიანებს,
ბებერ კვიპაროსს აღმოხდა ოხვრა,
-დაიგვიანე, დაიგვიანე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Dec 2007
Posts583
კარმა63
OFFLINEPROFILE
საქართველოში

საქართველოში იბადებოდნენ

და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:

ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს

ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.

თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,

ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს

ერთი იმედით: სიცოცხლე მარად

გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.

საქართველოში როცა კვდებოდნენ,

უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე:

ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს

ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!

ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,

ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!

ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,

მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.

რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,

სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ

და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,

როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Dec 2007
Posts583
კარმა63
OFFLINEPROFILE
***

ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი;

მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლამპარი.

ანგელოსთაგან იკროდა მუნ დავითის ქნარი,

და განისმოდა ციურთ დასთა გალობის ზარი!

მწირი სოფლისა, დამაშვრალი მისითა ღელვით,

მუნ ვეძიებდი განსვენებას წრფელითა ზრახვით;

გულსა, მოკლულსა კაცთ სიავით და ბედის ბრუნვით,

ლამპარი წმიდა განმიტფობდა ციურის სხივით!

მუნ გუნდრუკის წილ შევსწირავდი წმიდას სიყვარულს,

რომლის საკურთხად დავსდებდი მე ჩემს გულსა და სულს;

ამა სიამით, ნეტარებით, ესრეთ აღვსებულს,

მეგონა, ვხედავ სასუფეველს, აქ დაშენებულს!

მაგრამ საწუთო განა ვისმეს დიდხანს ახარებს?

განქრა ტაძარი — და უდაბნო ჩემდა მდუმარებს;

მას აქეთ ჩემს გულს ნეტარება არ ასადარებს,

მის ნაცვლად სევდა და წყვდიადი დაისადგურებს!

მოისპო მსწრაფლად მისი ნაშთი და მისი კვალი!

განა თუ დრომან დაჰკრა თვისი მას ავი თვალი, —

არა! მოსძაგდა მას სოფელი ცრუ და მუხთალი!

დამშთა მე მხოლოდ მის ლამპრისგან ცეცხლი დამქრალი!

ვერღა აღმიგო სიყვარულმა კვალად ტაძარი!

ვერსად აღვანთე დაშთომილი მისი ლამპარი!

ესრეთ დამიხშო უკუღმართმა ნუგეშის კარი,

და დავალ ობლად, ისევ მწირი, მიუსაფარი!

ნიკოლოზ ბარათაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Dec 2007
Posts583
კარმა63
OFFLINEPROFILE
ბესიკი

მე შენმა ფიქრმა მიმარინდა

მე შენმა ფიქრმა მიმარინდა, ჩაველ ჭირებსა:

ანდამატისებრ მიმიზიდავ, ვჰგავ ნამჭირვებსა.

ვარდის ბაგენი შვენიერად სხვა მაპირებსა,

ჩემებრ უწყალოდ მიიყვანებ გასაკვირვებსა!

როდის იქნება შემომხედო გულსა მწირებსა?

ეტლ-შვენიერად მოარული გამსგავსე მთვარეს,

შენის ეშყითა მასა შევსტრფი, ღამე ვვლი გარეს;

უცხო შევიქენ ცნობისაგან, ვარ ჭირსა მწარეს.

უსამართლობამ, მიკვირს, როგორ ვერ შეგაზარეს?!

არ ვიცი, ვისსა გასწყობიხარ რჯულსა, ფირებსა?

თვით შენმა გულმა კარგად იცის, ვარ შენი მკვდარი:

შენმან სურვილმან ჩამოლია გული კლდე-მყარი.

პირველ შაქრისა გემო იყავ, ახლა ხარ მწარი:

სამართლიანი გზა დააგდე, დამიხშევ კარი!

ვინც რომ ამ ჭირში დამინახავს, დამიტირებსა!

მე ტკბილის გულით შემოგყურებ, შენ მემალები ―

გინდა რომ მოვჰკვდე შეუყრელი, არ გებრალები!

რამდენის რიგით ცეცხლით დამწვი, მით მჭირს ძალები!

შენსა მიჯნურსა შენი მოჰკლავს ცეცხლის ალები...

ერთხელ აღირსე შენი ხილვა შენსა მზირებსა!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი