↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
წუხელი ღამით ქარი დაჰქროდა
და დიდხანს, დიდხანს არ დამეძინა:
მე მქონდა ბინა, თავშესაფარი,
მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა.
ხან კარებს უკან ატირდებოდა,
ხან დარაჯობდა სარკმელის წინა.
გადამიშალა თვალწინ წარსული
და მწარედ, მწარედ ამაქვითინა.
მისებრ პოეტი ვიყავ უცნობი,
ვეხეტებოდი სევდიან ღამეს,
რამდენ ტკბილ ფიქრებს მოეღო ბოლო,
რამდენ ოცნებას, რამდენ სიამეს.
წუხელი ღამით ქარი დაჰქროდა
და როცა დილით გამომეღვიძა,
ყვითელ ფოთლებს და დამსხვრეულ რტოებს
მიმოეფარათ ყამირი მიწა.
ბაღში გავედი... იქაც ბილიკზე
ფენილი იყო ფოთოლი რბილი,
და დიდხანს, დიდხანს ვხეტიალობდი
წარსულ სიზმრებში გადაფრენილი.

გალაკტიონ ტაბიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ცოტა შენი ბრალია,
ცოტა მე ვარ ბრალში!
გაზაფხულიც უეცრად
ამომიდგა მხარში
თითქოს ჩაგიხედია
ამეთვისტოს თვალში,..
ისე გამომარჩიე
ათიათას ქალში!
გაზაფხულო ღმერთმანი,
არ დაგრჩები ვალში!
ცოტა მისი ბრალია,
ცოტა მე ვარ ბრალში..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
განა იმისთვის ვეწამე ამდენს,
რომ განშორება მეგლოვა ბოლოს,
შენი ბაგენი ალუბლებს ჰგვანან,
მეც ალუბლები მიყვარდა მხოლოდ.
მჯერა;ნიავიც ამაოდ ქროდა
არ მსურს ამაოდ ვარსკვლავი ვთვალო,
შენ ღვინისფერი თვალები გქონდა,
მეც შავი ღვინო მიყვარდა,ქალო
ჩვენ თვითონ ვნახეთ ბავშვი მოცარტი,
ფერად ყვავილებს ფანტავდა ქარში,
იღიმებოდა და საოცარი
მე ცისარტყელა მიყვარდა მაშინ
ვინ იცის,მოვა კიდევ შხაპუნა?!
ვიცი, ერთხელაც იქნება გვიან..
მე შენმა ზეცამ ცვარი მაპკურა,
მე უშენოდაც მიჯნური მქვია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
გაზაფხულის მერცხალი ვარ,
შორი გზიდან ნიავქარმა მატარა,
ნუ დამიშლი შენს ლოყაზე ბუდე მინდა.
გავიკეთო პატარა.
ხედავ ,გაშლილ მთებს და ველებს
გაზაფხული ყვავილებით ქარგავს,
სხვა რა გითხრა ,ჩემო კარგო,
სიყვარულის და სიმღერის გარდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
სვანეთში მივდივარ მთებში, და...
მიყვარხარ,
ვინ იცის, რარიგად...
ეგების მწვერვალზე დავმშვიდდე,
ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.
გამორბის მდინარე ბღავილით,
ნაპირებს ცრემლი მოვწმინდე.
ფერდობზე წერწეტა ყვავილი
მაგონებს შენს თავს და მოვწყვიტე.
იმ ხევში მკივანა შურთხია,
მომწყინდა ბილიკზე წანწალი.
მე შენზე ოცნებას ვუფრთხი და
გულს მაინც მედება ხანძარი.
სვანეში, მთებშიაც დამმშვილდე,
მიყვარხარ, ვინ იცის რარიგად...
ეგების ლატფარზე დავმშვიდდე,
ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.
მაფიქრებს ღრუბელი მღელვარი.
მივდივარ, გზა მხვდება ახალი.
სვანეთში ბევრია მწვერვალი
და შენ ხარ ყველაზე მაღალი.

სიმონ ჩიქოვანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ეს ცხოვრება
სიხარული მგვრელი
ლხინი არის,
მაგრამ არის ჭირიც
შენ რომ ტირი,
მაშინ ვიღაც მღერის
შენ რომ მღერი
მაშინ ვიღაც ტირის

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
შენს კაბას წითელა თუ სჭირს ბატონები,
ანდა - ყაყაჩოთა სახადი? . .
ცოტაც ვიცეკვოთ და დაგეპატრონები
ვიდრე სუნს იკრავდეს სხვა ხვადი.

ამ კაბას მეწამულს და ასე შრიალას -
ნიავი მოირგებს ქილიკით:
შეხედე: მთვარიდან იელმა იალა!..
წყარომდე მოკლდება ბილიკი...

შესცოდე... და ხვადი სახადი დაცადე,
ჩვილ ბაგეს აგემე ამურის მარილი;
ნიავიც ამაღამ აიხდენს საწადელს,
გაღმა დაქარდება, ქალივით.

ცოტაც და...იწინთებს ქალწული ყაყაჩო...
გახლეჩილ ბროწეულს აუვლის ტკივილი,
და ვიდრე...და ვიდრე... იყუჩე,
მკლავებში მარწიე ტივივით!..

ცხელ ნდომით ამეკარ, ვით თონეს - ლავაში
სატევარს ქარქაში უტიე ვადამდე!..
ხვალ ისევ ჩავპურდეთ ამ ჭვავის ყანაში
და ხვალაც წითელა გადამდე...

მთვარე ყაბულსაა თაფლობის შვიდ დღეზე,
ნიავმაც მოგართვა კაბა და...
წითელბატონები წყრებიან შინდებზე:
წადითო, გეყოთო ლამბადა!...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
დიასახლისო და დედაო მოგონებათა,
ო,შენ ხარ ჩემი სიხარული!რაც სულს უყვარდა,
რის გახსენებაც დღევანდლამდე ჩემს სულს ემართა
კვლავ გამოიხმე,რომ საღამო თრთოდეს ბუხართან,
დიასახლისო და დედაო მოგონებათა.

საღამოების ნაკვერჩხლების შუქზე გიზგიზი
და სიზმარივით ვარდისფერი ნისლი აივნის.
გული კეთილი და შიშველი მკერდის კისკისი!
კიდევ სიტყვები,უგზო-უკვლოდ რომ არ ჩაივლის,
საღამოების ნაკვერჩხლების შუქზე გიზგიზი.

რა შეედრება მზის დაისებს,ასე ზღაპრულებს!
ცა რა ღრმა არის!შენ გეკუთვნის,არავისია!
შენსკენ გადმოხრილს,დედოფალო,მე რომ მაბრუებს
დამათრობელი სურნელებით,შენი სისხლია!
რა შეედრება მზის დაისებს,ასე ზღაპრულებს!

ირგვლივ წყვდიადი იდგა ღამის,როგორც ტიხარი,
გეძებდა თვალი,გაურბოდა მზერა ობლობას,
მე თითქოს ვსვამდი შენი სუნთქვის შხამს და სიხარულს,
ჩემი ხელები შენს ფეხებთან კვლავ მეგობრობდა
ირგვლივ წყვდიადი იდგა ღამის,როგორც ტიხარი.

მე შემიძლია აღვადგინო ის დრო თავიდან,
დღე ბედნიერი,რომ გართხმულა შენს თეთრ მუხლებთან,
მშვენიერების საძებნელად სადღა წავიდე,
ის შენს სულში და სხეულშია კვლავ ხელუხლებლად!
მე შემიძლია აღვადგინო ის დრო თავიდან...

ო,ის სურნელი,ან ის ფიცი,ან ის ალერსი
ნუთუ ამოვა,ჩაძირული ფსკერზე ლოტივით,
როგორც ამოდის განბანილი ოკეანეში
მზე მორევიდან სიხარულით და მოლოდინით?
ო,ის სურნელი,ან ის ფიცი,ან ის ალერსი!...

/შარლ ბოდლერი/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
მე ისევ გიცდი
ჩემს ოთხკუთხედ მარტოობაში,
რომელსაც ახსოვს
შენი სუნთქვა,
შენი ტიტინი,
ის ბარათი კი,
შენ რომ ჩემთვის დატოვე მაშინ,
მტკივა კარებში მოყოლილი
ნეკა თითივით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
პატარა იყავ და ამიტომაც
თუ ვერ გამჩნევდი-მეპატიება.
რას ვიფიქრებდი, არ დამინდობდა
შენი ქალური შურისძიება.

და თუ გიყვარდი, როდია ჭორი
ან ქარაგმულად თქმული იგავი.
მიუწვდომელი და შორზე შორი
შენს თვალში დიდი ვინმე ვიყავი.

და როცა ეშხი შეგმატეს წლებმა,
როცა სიმწიფის ფერი გაჩუქეს,
შენ დაგინახა სულყველამ ერთად-
თვალებმა, გულმა და სიჭაბუკემ.

და შეიცვალა ჩვენი როლები:
შენ გამირბოდი...მე გდევდი ბოლოს.
შენ წითლდებოდი და ათრთოლებით
უხერხულ სალამს მაძლევდი მხოლოდ...

ერთხელ კი გზაზე აღარ გაგიშვი,
ლამაზ თვალებში ჩაგხედე დარდით-
ამხელა ბიჭი, მე შენს თვალებში,
რა პატარა და უმწეო ვჩანდი!

მას შემდგომ მუდამ გხვდებოდი მცინარს,
თითქოს მიმზერდი კიდეც ზემოდან.
გავიწყდებოდა სალამი ხშირად
და ძველებურად აღარ გრცხვენოდა.

ბოლოს გავიგე, როგორ დაგკარგე,
დაგკარგე...დამრჩი ნატვრა მარადი.
თვალებში როცა ჩაგხედე, კარგო,
შენს თვალში მაშინ დავპატარავდი."

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ახლა რა ვუყო, როცა აღარ ხარ,
ხარ ატანილი ვარსკვლავთა მიერ,
ჩემთან მტვერია ისევ ამაღამ
და წვიმა მოდის თბილი და მღვრიე.
ახლა რა ვუყო, როცა მარტო ვარ,
ატანილი და სადღაც მიმქრალი,
შენი წვიმებით მინდა დათრობა
და შენი მკერდისფერი ჭიქებით.
ერთხელ სინათლეს მომტაცებ, ალბათ
სიმწვანით შეცვლი ჩემს მწუხარებას,
ყველაზე ლამაზს ჩაიცვამ კაბას
და გამიტაცებ თეთრი ქარებით...
ერთხელ კი, ერთხელ და მჯერა ერთხელ,
მაგრამ ამაღამ არის სიცივე,
თბილი წვიმები ძვალში გამტეხენ,
შენც მიმატოვე და მომიცილე.
ერთხელ კი, მაგრამ მითხარი-როდის,
მე მინდა ახლა, როცა მარტო ვარ.
ამქვეყნად ყველას საშველი მოდის-
მე შენი წვიმით მინდა დათრობა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
შენთან ჩურჩული კვლავაც ტკბილია,
მე ვამსხვრევ ჩემი დუმილის კოლოფს,-
ამ ხიდზე მე ჯერ არ გამივლია,
მე ავაშენე ეს ხიდი მხოლოდ.
შენ რომ ყოველთვის გვერდით მყოლოდი,
ასე თუ ისე,იგრძნობდი ბოლოს,
ამ ეპოქაში მე არ ვცხოვრობდი,
ამ ეპოქაში ვიბრძოდი მხოლოდ.
ალბათ სიმღერაც ბრდღვნა და ომია,
ვდგავარ შენს წინ და წარსულს ვიხსენებ,-
აქ მოსვენება მე არ მქონია,
ცხადია,ვერც იქ ვერ მოვისვენებ.
აქედან იქეთ,იქედან აქეთ,
მისვლა და მოსვლა,წამად თუ წუთად,-
მთვარეში მთვარე,სარკეში სარკე,
წვეთში წვეთი და სუნთქვაში სუნთქვა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
გაიბუმბლა გაზაფხული ბარტყივით,
გულო ჩემო,ყვავილივით რად ყვირი?!
სად წასულხარ,ცრემლო,ფიქრის დინებით,
უკანასკნელ ფიფქს თუ ეპოტინები...
ფიფქი რაა,ალუჩების თოვლია,
თოვლია თუ თრობის მელანქოლია?!
თეთრად ბოლავს თეთრი საყდრის ქვითკირი,
სურო ტირის,სიზმრისეულ ხმით ტირის.
თვალმა თრთოლვით ლაჟვარდები დალია,
გახსნილია,სულო,შენი გალია!
სად მიმაფრენ,-დამიწყებენ ძიებას...
ეს რა მიყვეს წლებმა-მელოდიებმა?!
ეს რა მიყვეს მოკლეკაბა მერცხლებმა,
მიწა რაა,ფრთებქვეშ ზეცა მეცლება...
ვიძირები ვარსკვლავების ღიმილში,
ნუ მეძახით,ხელს ნუ მიშლით,მიმიშვით!
ჩემი გზა მაქვს,როგორ არ გეცოდებით,
გიღალატეთ,
"შორს მივდივარ,გშორდებით!"

მორის ფოცხიშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ჩემთვის დაგებული მახე
მე ერთს მომელოდა მარად,
ზეცა მეძახოდა:მნახე!
მიწა არ მიშვებდა:არა!
თოკზე ზამბახივით ვთრთოდი,
გული გუგუნებდა ზარად,
ბრბო რომ მეძახოდა:მოდი!
ერი არ მიშვებდა:არა!
იყო მომხიბლავი ტაში,
მწვავდა მშვენიერი ლედი,
მაინც შენს ტაძარში დავრჩი
და შენს სიყვარულზე ვწერდი.
შენ ერთს არ შეგეძლო გეთქვა
ჩემთვის საყვედური მრუმედ,
შენთან მოვდიოდი,შენთან
და შენ გშორდებოდი თურმე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
არ შემეკითხო,არ გიპასუხებ,
ო,არაფერი არ ვიცი,გესმის,
ვინ სად მიჭერდა ეჭვის მარწუხებს,
ვინ სად დამტყუა სიმღერა,ლექსი.
ვინ რა წამართვა,ვის რა ვაჩუქე,
ვის სად შევეკარ ტანჯულის ფიცით,
არ შემეკითხო,არ გიპასუხებ,
მე საიდუმლოს შენახვა ვიცი.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი