↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined23 May 2007
Posts51
კარმა51
OFFLINEPROFILE
მაია როგორ ხარ?ხო აბა რა მეტყობა ჩემთვის ძალიან აქტუალური თემაა კვების მრეწველობა :):):):)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ვახუშტი კოტეტიშვილი

ჩემი აივნის წინ _ თეთრი აკაცია,
ფოთლები ფერმკრთალი, ჯერ დაუცვენელი.
ეს ხე დატოტვილი ჩემი ძმაკაცია
და ჩემი ლექსების პირველი მსმენელი.

მის ფოთოლთ შრიალზე ლექსს დავწერ პატარას,
ლექსს დავწერ პატარას და თითქმის უხილავს.
მე სულაც არ ვფიქრობ მის ხალხში გატანას,
ეს აკაცია კი სულყველას უკითხავს.

ფოთლების შრიალით უკითხავს გამვლელებს
ჩემს ლექსებს, გულისთქმას და ფიქრებს მთვარეულს,
თავისი ნაზი ხმით ის თითქოს ანელებს
ცეცხლიან ქარიშხალს, ჩემს გულში არეულს.

იგი საიდუმლოს შენახვას ვერ ითმენს,
ტოტს უქნევს ჩემს ფიქრებს მთვარისკენ გაფრენილს,
სარკმლიდან შრიალით კითხულობს ნედლ რითმებს,
გასამზეურებლად სტრიქონზე გაფენილს.

თუ იგი შრიალებს, მაშინ ვწერ მეც ლექსებს,
მკარნახობს სტრიქონებს, მაშ რის ძმაკაცია?!
და მე აღარ ვიცი, ვინ არის მელექსე _
მე თუ აკაცია?..

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 May 2007
Posts179
კარმა50
OFFLINEPROFILE
გაიხარე ქეთა , რა კარგია რომ გიყვარს პოეზია, ლიტერატურის და კერძოდ, პოეზიის მოყვარული ადამიანები რომანატიულები და ფაქიზი სულის ხალხი მგონია, ვისაც ვიცნობ ასეთები არიან , იცი? მე და ჩემი თანამშრომელი გოგოები შესვენაბეზე ერთმანეთს ლექსებით ვესაუბრებით, ერთი ლამაზი და შინაარსიანი ლექსი მთელი დღე მყოფნის , აი, ახლაც გამომიგზავნეს.

და ვერ გამიგია იმ ორმა პიროვნებამ , ასე აგდებულად რატომ დაცერა ამ თემასთან დაკავშირებით.... სამწუხაროა

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 May 2007
Posts179
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჩემი სიყვარული (ზვიად რატიანი)
*********
ეს ძაღლი,
რაც თავი მახსოვს,
ყოვლღამე ყეფდა ჩემს სახლთან.

რამდენჯერ დაიკარგა – მაგრამ უშედეგოდ,
რამდენჯერ მოკვდა – ისევ უშედეგოდ,
ყოველღამე ყეფდა ჩემს სახლთან.

რამდენი სახლი მოვიცვალე,
ყოველღამე ყეფდა ჩემს სახლთან.

ერთხელაც იყო, თვითონ მოვკვდი.
მხიარული დავდიოდი ბნელ გვირაბებში.
ვეძებდი და ვპოულობდი ჩემზე ადრე გარდაცვლილ ჩემებს.
მიკვირდა, თუკი მიხსენებდნენ.

სადღაც ცხოვრება გრძელდებოდა.

იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მტიროდნენ.

ყოველღამე სულ სხვა ძაღლი
ყეფდა ჩემს სახლთან

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Mar 2007
Posts506
კარმა52
OFFLINEPROFILE
naba, ის ერთი ლექსი სწორედ რომ ნაჯღაბნი იყო, სხვას რას მოელოდით :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Mar 2007
Posts506
კარმა52
OFFLINEPROFILE
ეს იყო თხუთმეტი წლის წინათ,
ეს იყო თხუთმეტი წლის წინათ -
დიკენსის გმირივით ცეცხლთან ჩაფიქრება
ღამეა, საცაა სანთლი ჩამიქრება.
ოცნება წარსულზე და ღვინის ფარები,
საცაა სანთელი ისევ ჩამიქრება.
უეცრად გრიგალმა დააღო კარები
და ბინა პოეტის გადიქცა ქვითინად,
ეს იყო თხუთმეტი წლის წინათ,
ეს იყო თხუთმეტი წლის წინათ.
მე თვალით ვეძებდი ზამბახის პრინცესას
მწყუროდა ცისფერი ვარდები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts515
კარმა53
OFFLINEPROFILE
მაი პოეტობა დაიწყე?ამბობენ ვინც ლექსებს წერსო ის შეყვარებულიაო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Oct 2006
Posts696
კარმა53
OFFLINEPROFILE
ო სიყვარულო შენ ნუ გაჰქრები
ურიგო არ იქნება წითელი ვარდები
გულს მოაშორე ეგ შენი დარდები
რო დაიზინებ მოგელანდები.

უცებ დაგიმატე ახალი კუპლეტი .......... რა ნიჭი ვარ რა მოკლედ ........არ გეწყინოს ვხუმრობ
ზალიან კარგი ლექსებია მალადეც. :cl:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts515
კარმა53
OFFLINEPROFILE
დედა რა ლექსების ცვენაა აქ მალე ვიღაცა იტირებს,ვისაც სუსტი გული აქვს გირჩევთ აქ არ შემოხვიდეთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Oct 2006
Posts696
კარმა53
OFFLINEPROFILE
რაიკო უცებ ჰა შენც ხომ არ გინდა პატარა თეთრუკელა ლექსუკელა ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Oct 2006
Posts696
კარმა53
OFFLINEPROFILE
ტიკტიკა კარგი იქნება
ამ პარიჟს რო მოცილდება
ფრანგებზე მაგრა გიჟდება
ქართული ვარდი სჭირდება

აი ეხლა კი მართლა წავედი ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Mar 2007
Posts506
კარმა52
OFFLINEPROFILE
რა იქნა ჩემი დაწერილი ლექსი, რატომ გაქრა? სადაა აქ სამართალი :)
ტიკტიკა, შეყვარებული ნამდვილად ვარ:) შენ გგონია მარტო შეყვარებულები უყვართ და ქმრები - არა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Mar 2007
Posts506
კარმა52
OFFLINEPROFILE
ვერ გავიგე ვერაფერი, რატომ აღმოჩნდა ჩემი ლექსი სხვა თემაში? არა, წინააღმდეგი კი არ ვარ, უცნაურია:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts515
კარმა53
OFFLINEPROFILE
დავინჩი რაშია საქმე მიჩურჩულე ჩუმად რომ არავინ გაიგოს :er: :er:რაღაც ძალიან გაწუხებს,კაია როცა მუზა მოგდის ადამიანს,რომ ლექსი დაწერო,კაი ხუმრობას თავი დავანებოთ,დიდი მადლობა ლექსისთვის,მაგრამ არ დაიგვიანო,დროებით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts515
კარმა53
OFFLINEPROFILE
ღმერთმა არ მომცა მე ნიჭი,
რომ ერთი ლექსი დავწერო
დავინჩი ჩემი გულის ტქმა
შენდამი როგორ ავღწერო. :ura:

შენს და ჩემს შორის ოკეანეა,
ნავი მჭირდება სასიყვარულო
შენსკენ მომიწევს გული და სული
ჩემო სიყვარულო. :ura: :ura:

დავინჩი ჰა მითხარი როგორია?გამოვდგები თუ არა პოეტად?

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი