↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
ფიქრები საქართველოს რუკაზე
გრიგოლ აბაშიძე
შენს რუკას _ შენი ბრძოლების სარკეს,
წეწდა და გლეჯდა ბედი წყეული,
ძონძებს ჰგავს შენი მიწა-წყლის თარგი,
დაფლეთილია შენი სხეული,

ბაღ-ვენახიანს, ციხე-ტაძრიანს
შენს სამხრეთს ხურავს ცა გაუხსნელი,
მავანს და მავანს მიუტაცნია,
სხვათა და სხვათა ადგას უღელი.

რაც დღემდის მოგყვა, რაც შეგრჩენია _
კოდორიანი, ალაზნიანი,
თუმც შენი ჰქვია, რაღა შენია,
ისიც გამხდარა სხვათა ზიარი.

მუხას წააქცევს, ლერწამს კი არა,
პირალესილი ამდენი ცული,
რა მოგიშუშებს ამდენ იარას,
რამ მოგირჩინოს ამდენი წყლული!.

და რომ გეხვევა ღრუბელი ბნელი
შორიდან როგორ გიყურო მშვიდად.
ნუთუ დამხობა ჩვენს დროში გელის,
დაუდევრობით შენთავე შვილთა!?

არა, შენ წელში ისევ სწორდები,
რომ კვლავ წამოდგე ბუკით, ნაღარით,
ისევ იწევენ მზისკენ ყლორტები,
შენს ძველ ფესვებზე უხვად ნაყარი.

დიდება ამ დღეს, დიდება ამ დღეს,
ბორკილი ეგდოს ძირს დამსხვრეული,
ლაზარესავით, ხვალ ისევ აღდგეს
დღეს დაფლეთილი შენი სხეული!

1992

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
დაუსტვინე, ჩემო ბიჭო,
და გავჩნდები შენთან!
დაუსტვინე, ჩემო გიჟო,
და გავჩნდები შენთან!
გაგიჟდება მამაჩემი,
შეიშლება დედა, _
სულ ერთია, დაუსტვინე
და გავჩნდები შენთან!
მაგრამ ჭკუით მოიქეცი,
რაკი ქალთან მიხვალ:
კუტიკარის მხრიდან მოდი,
არ მოადგე ჭიშკარს,
ტავს ნურავის დაანახებ,
არ გაგიგონ, ვინ ხარ,
ვითომც ჩემთან კი არა და,
ვითომც სხვასთან მიხვალ.
ვითომც ჩემთან კი არა და,
სულაც სხვასთან მიხვალ.
თუ ბაზარში შემხვდე უცბად,
ანუ საყდრის კარად,
უცხოსავით შემხვდი კუშტად,
ჩამიარე მწყრალად,
ერთხელაც რომ გადმომხედო,
დამიჯერე, კმარა,
ისიც, ვითომ სხვას უყურებ,
მართლა მე კი არა!
ისიც, ვითომ სხვას უყურებ,
მართლა მე კი არა!
გაჯიქდი და იუარე
ფიცი, თქვი, რომ სულაც არ მოგწონვარ,
თქვი, რომ სხვისთვის იწვი,
ოღონდ ეს კი დაიხსომე,
არსად წაგცდეს ბიჯი,
გეშინოდეს, არ წამართვას
ვინმემ ჩემი ბიჭი,
ბიჭო, მართლა არ წამართვას
ვინმემ ჩემი ბიჭი!
დაუსტვინე, ჩემო ბიჭო,
და გავჩნდები შენთან!
დაუსტვინე, ჩემო გიჟო,
და გავჩნდები შენთან!
რომც გაცოფდეს მამაჩემი,
რომც გაგიჟდეს დედა, _
სულ ერთია, დაუსტვინე
და გავჩნდები შენთან!

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
* * *
გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება.
რა დააოკებს თავნება აპრილს?
მოვა, მოიტანს, ცისფერ ყვავილებს
და შენს ფეხებთან დაჰყრის და დაჰყრის.

ვერ გაუძლებენ მოვარდნილ ვნებებს
და დასკდებიან ატმის კვირტები
და მეც ვითარცა ახლად გაცნობილს,
ახალი თვალით დაგაკვირდები.

შენშიაც ვიგრძნობ აპრილის სუნთქვას,
მოვარდნილ მეწყერს და ძუ ავაზას!
გეტყვი, მითხარ: აპრილი გათბობს,
თუ სხვა სურვილმა გაგალამაზა?..

გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება,
მოვა დღეები წყურვილები და გაგიჟების,
სადაც შეგხვდები, შემოგახევ მოცისფრო კაბას,
თუ შენი ნებით, შენი ნებით არ გაშიშვლდები! . .

პეტრე გრუზინსკი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
შენსავით ლამაზი არა მაქვს თვალები
შენსავით- სული მაქვს თბილი...
მომკიდე ხელი და მე და შენ ძვირფასო
ამ ქვეყნად ღიმილით ვივლით..
ფერდობზე ღიღილოს დაგიკრეფ ღიმილით
დაგიშლი კულულებს მზეზე...
შენსავით ლამაზი ,რომ არ მაქვს თვალები
ამიტომ ვლოცულობ შენზე!!!!
biako

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Sep 2007
Posts541
კარმა49
OFFLINEPROFILE
მირზა გელოვანი

დედას

ჩემთვის რა იყო ეს საღამო... არავინ იცის,
მე მივდიოდი, შორს რჩებოდა ყრმობის ბუნება,
დედავ, გრიგალში გადაკარგულს წუხილით მიცდით
და ჩემს სიცოცხლეს ლოცულობთ და ჩემს დაბრუნებას.

როდესაც ვწევარ ცივ სანგარში და ბრძოლა დამღლის,
მოდის თქვენი ხმა, როგორც კვნესა საკუთარ ძვლების
და თქვენ რომ არა, თქვენი ლოცვა, მე, ჩვილი ბალღი,
ამ სასტიკ გრიგალს ვერ გავუძლებდი.

გახსოვთ თენება?
მე გტოვებდით თქვენა და თბილისს,
თქვენ არ სტიროდით; წვიმა სცრიდა, სციოდა ქუჩებს,
ერთი თენება გულს ააგდებს, დაფარავს თრთოლვით
და სხვა ათასი ვერც გაალხობს, ვერც დააყუჩებს,

მთაწმინდის თავზე ინგრეოდა ნისლის ნინევი,
ინგრევდა წუხილს, განშორებას, დარჩენის წადილს,
შორს მიქანავდა ორთქმავალი, როგორც ირემი
და მეც - ესოდენ ახლობელი მთაწმინდისათვის.

თქვენ მაპატიეთ, თუ დავკარგე ბავშვის სიცილი,
თუ ჩემს თვალებში საშინელი სხივი კიაფობს.
ჰკითხეთ ქარს, ეგებ მან გიამბოთ ჩემი სიკვდილი
და უცნაური დაბადება ჩემი გიამბოთ.

მე გამარჯვება დამაბრუნებს თქვენთან, სწორებთან,
მე გამარჯვება გადამიყვანს მთებზე, ქედებზე,
ყოველი წვიმა თქვენს მდუმარე ცრემლს მაგონებდა,
და ის ცრემლები გამარჯვების გზებს მიქეზებდნენ.

1943 წელი,
ფრონტი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
* * * * *

თუ ტყემალი დღეს დამითმობს დედოფლობას,
თუ მარტი არ გაიგიჟებს თავს,
თუ გაზაფხულს გავუმხილე ეს სურვილი,
თუ როგორმე დავუყვავე ქარს...
თუ გვირილა დაიფიცებს უყვარხარო...
თუ ყაყაჩოც არ დამალავს ხალს,
თუ მუჭაში მომწყვდეული ბედისწერა,
ძველებურად ამარიდებს ავს....
თუ მოვკარი შროშანების შრიალს ყური...
ჩუმად... მგონი შენს ფეხის ხმას გავს...
დამიჯერე, დამიჯერე ვერასოდეს
დარდი ვეღარ დამისველებს თვალს...

თუ ტყემალი დღეს დამითმობს დედოფლობას...
თუ მარტი არ გაიგიჟებს თავს...
Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ქალს წამოეწია ქარი,
ქალი შეაშინა ქარმა,
მაგრამ შეაჩერა ქარი,
ვიღაც გოლიათის მხარმა.
უცებ დაძაბუნდა თითქოს,
წელში მოიხარა ქარი,
ამაყად მიარღვევდა სივრცეს,
მხარს შეფარებული ქალი.
Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
ახლოს,
სულ ახლოს,
ჩამიქროლა ბედნიერებამ,
ახლოს,
სულ ახლოს ,
ზედ ყურის ძირას,
მომელამუნა მაგ თმებივით,
მაგ ჩურჩულივით
და აცდენილი ტყვიასავით გაიზუზუნა...

შ. ნიშნინაიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/v/Qtg03v5Lsh8

კითხულობს გურამ საღარაძე-"ატმის რტოოო"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/v/Qtg03v5Lsh8

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
ქალები ამბებს ჰყვებიან ისევ,
შენც იტყვი რამეს, ქალი ხარ რადგან,
და ჩვენს სიყვარულს ახსენებ ისე,
ვით მგზავრობაში ყურმოკრულ ამბავს.
გულში კი სევდა გაჩნდენა ძველი,
რად ვთქვიო, შენს თავს დაჰყვედრი თვითონ,
და კლავიშებზე დახრილი ხელით,
გაწყვიტავ სიტყვას, არ გახსოვს თითქოს,
მაგრამ ამბავი განაგრძეს სხვებმა.
ვეღარ დამალე სათქმელი მაინც,
გაგიცივდება ტუჩშეუხებლად
ჩინურ ფინჯანში დასხმული ჩაი...
გვიან კისკისა ქალები წავლენ,
დაირაზება დარბაზის კარი
და მოგონებით ანთებულ თვალებს,
ვით საშიშ ხანძარს, შეხედავს ქმარი...

ოთარ მამფორია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
გული
როგორც ჩიტი გალიაში, როგორც მუჭში პეპელა,
ფრთხიალებ და ჩუმად ფეთქავ, სიცოცხლის სანთებელა,
რა ბედის ხარ, რა ვარსკვლავის, სულ შენა ხარ სამიზნე,
ნურცერთ ისარს ნუ აიცდენ, გულო, სანამ გამიძლებ.
თვითონ ღმერთი ,წამებული, შენ ერთს გწყალობს ისევე-
მხოლოდ გულში განისვენებს, მხოლოდ გულში ისვენებს,
გულო, სანამ გული გქვია, გულო, უნდა მტკიოდე.
გულო, უნდა მიერთგულო, მიმყვე საიქიომდე.
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ,
ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ.

ნიშნიანიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
დაჰკრავს წამი და გამოიელვებს,
პირ-მახვიანი სიკვდილის ცელი,
უსაზღვრო სოფელს მოვსწყდები ისე,
ვით შემოდგომით ვერხვის ფოთოლი,
მე წავალ იქით, სითაც მოვსულვარ,
საც იმყოფება ბინა სულისა,
და ამ მიწაზე დარჩება მხოლოდ,
ობოლი ცრემლი სიყვარულისა.

ლეონიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
უფ, რა ლამაზი ლექსებია ნია...

"მოლზე ნამი ბრწყინავს, მოლოდინი ისევ...
ცრუპენტელა წვიმა გაჰყოლია ნისლებს,
მთვრე შინ და გარეთ,გზაზე გუბე, წყალი
წყლიდან მიმზერს მთვარე ამღვრეული თვალით
ასე ყველა წამი თმაში თეთრად ჟონავს,
შენი მოსვლის ჟამი ჩემო გულის ჟრჟოლავ!!!

მორის ფოცხიშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
მე ეხლა მივხვდი საიდან მოდის
წვიმა , რომელსაც სიმღერა ჰქვია
მე ეხლა ვიცი, რატომ და როდის,
როგორ აჯენენ ტყვიაში ტყვიას.
მე ეხლა ვატყობ, რად დამჭრეს ფრთები
რად გაატანეს ჩემი ხმა ნიავს.
მე ეხლა...მაგრამ, მე უკვე ვთვრები
და გული ჩემი ,შენს ფეხთით გდია.....

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი