↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Mar 2009
Posts395
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვაჟა ფშაველა
შვილო ტანჯულის ქვეყნისავ,

სული დაჰლიე ტანჯვითა,

მიუხვალ მამა-პაპათა

ამოღებულის ხანჯრითა,

ცრემლად დამდნარის გულითა,

დაღლილი მტრისა ჯავრითა!..

ჯავრი ტანს ნაბდად გეხვევა,

ცრემლი მიგყვება საგძლადა

და ტრფობა შენის ქვეყნისა

უქმს და ხელუყრელს აბჯრადა.

თავს დგმული ეკლის გვირგვინი

ფერხთ-წინ დაუგდე გმირებსა,

მამულისათვის გამწყდართა

იმ საქართველოს შვილებსა.

ცოცხლად იმედით მცხოვრებო,

გთხოვ, იმათაც სცე ნუგეში!

პირობა ქართველებისა,

ვგონებ, მიგყვება უბეში!..

უჩვენე შენი კალამი,

ნაწები სისხლის გუბეში!

1893 წ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩამომსხდარიყვნენ ხევსურნი , დოიჩა უჯდათ ბანზედა
ამ სარვამარტო სუფრაზე თვალი დაედგა ავზედა,
ოხ დედას თქვენსას ქალებო რვა მარტს მიწუნებთ რაზედა,
წავალ ყვავილებს დავკრიფავ სულსაც დავღაფავ ქვაზედა.:) :) :)
არ მიწყინო ეხლა ვიხუმრე არა თქვა ,,მაიმუნობააო,,=tavfx=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Mar 2009
Posts395
კარმა0
OFFLINEPROFILE
1aiko wrote:
ციტატა:
ვაიმე რატოა თვითნაკეთი მაიმუნობა?? რომ გიყვარს ლექსის წერა მაიმუნობაა???
გული მატკინე დოიჩა
გაკოცე მაგ გულში მარა რახდება იცი ჩემო კეთილო ადამიანო როცა ვაჟას შემოქმედებას გაეცნობი ვიღაც რიგითი ქართველის შეთხზული ლექსი უკვე ისეთი ვერგეჩვენება რა ხოიცი რაა როგორც ვაჟა იტყოდა გულისა ამატირებიო რა გულს არხვდება ის ლექსები და რავქნა ეს ჩემი აზრია და მე ესევფიქრობ.ეხლა თვალები მიცრემლიანდება ამლექსებს როვდებ და ვკითხულობ . და ის ლექსები ჩემთვის არაფერია მარტო ჩემთვის ალბათ . სხვისთვის შეიძლება საუკეთესოცაა. =tavfx=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Mar 2009
Posts395
კარმა0
OFFLINEPROFILE
1aiko wrote:
ციტატა:
ჩამომსხდარიყვნენ ხევსურნი , დოიჩა უჯდათ ბანზედა
ამ სარვამარტო სუფრაზე თვალი დაედგა ავზედა,
ოხ დედას თქვენსას ქალებო რვა მარტს მიწუნებთ რაზედა,
წავალ ყვავილებს დავკრიფავ სულსაც დავღაფავ ქვაზედა.
რომგითხრა მიყვარხარო დაიჯერებ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Mar 2009
Posts395
კარმა0
OFFLINEPROFILE
გული გავგზავნე ქვეყნადა
ვაჟა ფშაველა
გული გავგზავნე ქვეყნადა

სალაღოდ, სანავარდოდა.

სულ უტიფარი და ნორჩი,

ვინ იცის, საით დარბოდა!

დაბრუნდა, ჩემთან მოვიდა,

შევხედე, ვეღარ ვიცანი:

ათიათასი წყლული სჭირს -

ტანჯვა-ვაების ნიშანი.

დამდნარა, ნალევს მთვარეს ჰგავ,

სულს ჰლევდა, თითქოს კვდებოდა.

ვეკითხებოდი, ხმას არ მცემს,

ცრემლის მორევში დნებოდა.

ვაებად ქმნილსა მოლხენის

აღარაფერი სცხებოდა.

ვასუსუვ-ვანუგეშებდი,

არ მისმენს, არა სცხრებოდა.

თვითეულს შეკითხვაზედა

ცრემლი ზღვად გადმოჰსკდებოდა.

გავიგე, რადაც სტიროდა

და რისათვისაც ბნდებოდა:

ქვეყნის ავ-კარგის გაცნობას

თურმე თან ცრემლი ჰხლებოდა.

1909 წ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვაჟას გიჟი თუ შეედრება....აბა გენიოსს რა შედარება უნდა....მერე რა ჩვენც ვიტყვით ჩვენს არაგენიოსურს მაგრამ გულიდან წამოსულს!!!!=tavfx=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Mar 2009
Posts395
კარმა0
OFFLINEPROFILE
მაცნე
ვაჟა ფშაველა
დაჰღონებულხარ, დედაო,

რას-რარა ჰფიქრობ შვილზედა,

ცრემლ რო ჩამოგდის მჩქეფარე

მაგ ხმელს, წაყვითლო პირზედა?

შენი გაზდილი მახარე

წევს მკვდარი კლდისა ძირზედა,

ეტყვიან დარიელასა,

ლაღის მდინარის პირზედა.

ნატყვიარი სჭირს გულშია,

სისხლი ამასდის ნჩქლევითა,

ხელში უჭერავ ფრანგული,

გადატეხილი ქნევითა.

შენს რძეს ვენაცვლე, დიაცო,

კარგი გაგიზდავ რწევითა!

ღამით მოგვადგა ურჯულო

იმ ვიწროებში მსხდომარეთ,

წინ-წინ ის გადაუფრინდა

ჩვენის გაწყვეტის მოლამეთ.

ხუთს კი დაუხშო ნათელი,

სხვანი ჩვენ თვითონ მოვძალეთ.

ზოგი კლდის ეხში შეგვიძვრა,

სხვათ გადალახნეს მთანია,

ყველამ კი გადააწითა

მთების ბალახი მწვანია.

ავსტეხეთ ხმლების წკრიალი,

თავზედ დავხვიეთ ალია.

ბევრი იტირებს ჩვენის მტრის

თმა-თაფლა, თეთრი ქალია!

დედილამ, ღვინოდ ვაქციეთ

ერთიან თერგის წყალია.

ზოგები დაშინებულნი

მთების ნაჟურმა დალია.

1886 წ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Mar 2009
Posts395
კარმა0
OFFLINEPROFILE
ხოდა ეგაა რაა ეხლა ამლეკსების მერე ისლექსები რაღაც არმიდის ჯიგარში და იმიტო ვამბობ მაიმუნიობას ვისთვის როგორ რაა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
გამემშვიდობისა დოიჩააა...მადლობთ მართლა მასიამოვნე მაგ ლექსებით სულ გახარებული მენახე=sher= :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Mar 2009
Posts395
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქალო, ქართველთა სულისდგმავ,
ქალო, ქართველთა დედაო!
ტყუილად ვამბობთ შენს სიკვდილს,
თამარს ცოცხალსა ვხედაო.
რუსთველის ქებას ჩვეულო,
მეც ქებას გაგიბედაო.
როს ვგრძნობ, იმისებრ ვერ ვმღერი,
რად არ ვჩუმდები ნეტაო?!
არ მოგეწონოს, იქნება,
სთქვა: „რისთვის ითავხედაო,
მონად აღზრდილმა მოლექსემ
სალამი გამიბედაო?!“
შენ თვალთ სხივებმა ამაგზნო,
დამათრო, ამაყბედაო.
საუნჯევ სათნოებისა,
ჩემიც მიიღე ქებაო,
ვინმე საწყალის ფშავლისა!
ცრემლი აღარა მშრებაო.
თამარის სალოცავშია
მოსჩანს ფშავლების კრებაო,
შენთვის მსხვერპლისა შეწირვით
ქალ-ვაჟი ვერა ძღებაო,
შენთვის დაკლულის ცხვარ-ძროხის
დიდი ჩახტები დგებაო.
გულში გვინთიხარ ლამპრადა,
ნათობს და არა ჰქრებაო.
შენს და შოთაის მარჯვენას
ვემთხვიე ზედიზედაო.
შენა ხარ ერის სიცოცხლე,
თავი არ მომიკვდებაო!
მოწყალედ გვექმენ ქართველთა,
ჩემო ლამაზო დედაო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Mar 2009
Posts395
კარმა0
OFFLINEPROFILE
1aiko wrote:
ციტატა:
გამემშვიდობისა დოიჩააა...მადლობთ მართლა მასიამოვნე მაგ ლექსებით სულ გახარებული მენახე=sher= :)
ძილინებისა . მომავალ შეხვედრამდე=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Mar 2009
Posts395
კარმა0
OFFLINEPROFILE
ის კი არ არის ბიჭობა,
რო გამაგრებდნენ, ჰმაგრობდე.
ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,
თავისთავადა ჰვარგობდე.

არც ის მგონია ბიჭობა,
ვისაც ერევი, ახრჩობდე,
ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,
რომ სხვის დამრჩვალსა სწამლობდე.

მითხარ, ვის უთქვამ ბიჭობად
დამჩაგვრელებსა სწყალობდე?
აბა, ბიჭობა ის არი,
დაჩაგრულთათვის სწვალობდე.

არც-რა ბიჭობა ეგ არი,
მაძღარი ჰმღერდე, ჰგალობდე,
თავი მოგქონდეს სხვებზედა
და ამის გამო გვშარობდე.

მგოსნობას არვის აცლიდე,
მუდამ ჰკვეხდე და სცხარობდე.
ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,
მშიერ-მწყურვალიც ჰგალობდე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Mar 2009
Posts395
კარმა0
OFFLINEPROFILE
ისევ შენ, ისევ, ქალაო,
მომხედე, გამიცინია.
შენ მაინც ნუ მიღალატებ,
მოვკვდები, - დამიტირია.
მაღლისა მთისა წვერზედა
საფლავი გაამითხაროდი,
ჩემის სამშობლოს ქვიშანი
ხშირ-ხშირად მომაყაროდი.
სოფლისგან დავიწყებულსა
შენც დამივიწყებ მალეო,
მალე იშოვი საქმროსა,
უკან გაჰყვები ხვალვეო.
ემ კლდეებს მაინც შესტირე
დანაბარები ჩემია:
იდგნენ გულსალნი ამაყად,
არ შამაუშვან მტერია!
ნუ დაიწყებენ ჩამოშლას…
არწივთ მოზარდონ წიწილნი,
დაჰბრუნონ ჩემსა სამარეს,
მალ- მალ მაიღონ ბიბინი;
მთებმა ახარონ ყვავილნი,
კისრით ატარონ ნისლები,
მკვდარს გულზედ ნამი მანამონ, -
ისევ ცოცხალი ვიქნები.

1886

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Mar 2009
Posts395
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვაჰმე, რა საბრალო არი
ია, მოსული მთაზედა!
ბეჩავს დააზრობს სიცივე,
ან ელვას დაჰკრავს თავზედა;
ღმერთს მიუცია საწყლისად
მოკლე სიცოცხლე ჟამია,
ქვეყნისა მისგან შვენება
ერთი ბეჩავი წამია.
ია დაიწყებს კდომასა,
დაიქვითინებს: „ვაჰმეო!
თუ გამაჩინე, უფალო,
დიდი დღე რად არ მამეო?!“

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Mar 2009
Posts395
კარმა0
OFFLINEPROFILE
მზადა ვარ, შენი ჭირიმე,
როგორც სჯობ, იცი უკედა;
მე კი გონება არ მიჭრის,
გამხდარს დარდ-ბოღმის ბუდედა.
მტრის ჯავრი გულში მიდგია
შავს ალაზანის გუბედა
ეგრ იყოს, როგორც შენ ამბობ,
უარს არ ვიტყვი მაგაზე,
ოღომც დააბას ჩვენმ ჯარმა
თათრები ვირის ბაგაზე.
იმოდენს როგორ არ შევძლებ,
რო დამკლან დედის კალთაზე...
ამ პირობაზე დამდგარნი,
ორნი გორი-გორ ჩადიან;
ოღომც ეშველოს ჩვენს ჯარსა, -
ორსვე სიკვდილი სწადიან

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი