↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
ძლივს შემეჩვიე... და მტუქსავ თითით:
"არ შეიძლება... აკრძალულია..."
თურმე შეჩვევა ყველაზე დიდი,
ყველაზე სანდო სიყვარულია.
შენი ჩურჩული მე შევიყვარე,
როგორც ოჯახის დიდი ნუგეში,
შენი ჩურჩული არხევს ფიჭვნარებს,
ბალახად წვება ჩიტის ბუდეში.
მე შენს ჩურჩულში ვარ შეყუჟული,
მთვრალი ვარ შენით და საღამოთი,
და მეჩვენება, შენი ჩურჩული,
სადღაც, ბუხარში, კვამლად ამოდის.
მეხვევა ეგ ხმა, როგორც ვენახი.
და რას აღმიქვამს, მინდა გავიგო,
მაგ ჩურჩულიდან ვიღაც მეძახის,
გაუბედავად: "მამა..მამიკო"...
ძლივს შემეჩვიე... და მტუქსავ თითით:
"არ შეიძლება... აკრძალულია..."
თურმე შეჩვევა ყველაზე დიდი,
ყველაზე სანდო სიყვარულია.

ნიშნიანიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
შეხვედრა ........

მოვალ. თვალებში ჩახედვით დაგღლი,
ჩვენს შორის მანძილს დავწნი სამძივედ,
ხელში აგიყვან მკლავების ტალღით
და დაგაძინებ.
ჩვენი სიზმრების ფრთხილი შეხებით
მყუდრო ნაპირზე,
ამოვა მზე და ერთი შეხედვით
გამოგაღვიძებ...

რატი ამაღლობელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
დღეს გუშინდელი ფიქრი დავშალე,
გაჩნდა ოცნება კიდევ სხვა ფერის,
ვფიქრობ: ძვირფასო, რა დავაშავე?
ან რისთვის მოხდა ეს ყველაფერი.

ისევ საშინელ დღეებს განვიცდი,
წინ მიდევს წიგნი, სისხლით ნაფერი,
ვღონდები, ვდარდობ, თუმცა არ ვიცი,
რის ნიშანია ეს ყველაფერი?!

სული ამაღლდა, გული ილევა,
თითქო საკუთარ ცხედარს დავცქერი,
არ ვიცი, მართლა სინამდვილეა,
თუ სიზმარია ეს ყველაფერი?!

ტერენტი გრანელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
უაზრო მგზავრი

მე მიყვარს, როცა ოცნება იღუპება,
ოცნება ნაშობი ფიქრების კრებით,
მე მიყვარს, როცა ცრემლებით ილუმპება
უაზრო ბინდბუნდში მძინარე გზები.

მე მიყვარს, როდესაც კვდებიან ჰაშიშით,
ჰაშიშის კვამლში რომ ხითხითებს გრძნობა,
მე მიყვარს იმედი, ოღონდაც საშიში,
იმედი გადაყვა სიკვდილის შობას.

მე მიყვარს, როდესაც რევოლვერს ვაკვნესებ,
როდესაც მუსიკას ენდობა ტყვია,
მე მიყვარს, როდესაც ცარიელ აკვნებზე
უფერო ყვავილებს ღიმილით ყრიან.

მე მიყვარს, როდესაც მოთქვამენ კაცები
და მათ გრძნობებზე იცინის ქალი,
მე მიყვარს ლოგინი, ბორგვებით ნაცემი,
ზეწარზე აჩნია ღამეთა კვალი.

მე მიყვარს თვალები, თუმც ღამენათევი,
დაღლილი გუგებით სინათლეს ჭამენ.
მე მიყვარს ღრიალი, ვნებები ნათრევი,
ვნებები ყვებიან უგონო რამეს.

მე მიყვარს, როდესაც ტკივილით თვრებიან,
როდესაც ულმობლად იმეფებს ჯავრი.
მე მიყვარს, რა გიყოთ, უაზრო გზებია,
სიცოცხლეს დაეძებს უაზრო მგზავრი.

გაგა ნახუცრიშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
წასვლაზე ბევრი დავწერე...

წასვლაზე ბევრი დავწერე,
მოსვლაზე არ მეწერება,
ჩახერგეს შემოსასვლელი
ალქაჯებმა და დევებმა.
განა მთის წვერზე გელოდი,
ან სისხამ დილით, ადრიან.
არ მეძებ, როგორ მიპოვი,
თითქოს არც დაგიკარგივარ.
ჩემივე სისხლი თავს მაწვიმს,
სველი მივდივარ შინისკენ,
დამხვდები _ დამეწერება,
არა და ისევ იწვიმებს...
სისხლარეული ამინდი
ნისლად ჩამოწვა მინებთან,
სულო წადი და დამტოვე,
ვერ გიძლებ ჩემზე მძიმე ხარ.

თეა თოფურია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
მე ვარ...როგორ გითხრა?-არანორმალური..

ჩემი სიმშვიდე არის ფორმალური,
ღამით,როცა გძინავს,ვარსკვლავებს ვდარაჯობ,
მე ვარ..როგორ გითხრა ?-არანორმალური,
ცხოვრებით ვთამაშობ !
დღეს მაქვს პაემანი შუადღის თორმეტზე,
ალბათ,სიჩქარეში ქუსლებსაც მოვიტეხ,
თუ გსურს მესაუბრე წესებზე,ნორმებზე..
მოგისმენ,მოგისმენ !
მერე ქარს გავატან შენს ყველა ნაბოდვარს
და პეპლის ფრთებოვით ფარფატა სიყვარულს,
არ ვიგრძნობ სინანულს.გინდა დავიფიცო,
რომ მე და სინანულს
ბრძოლები გადაგვხდა,უხმლო და უსისხლო,
რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული,
ხოდა,გავიყარეთ,უხმოდ და უსიტყვოდ.
დღეს ჩემი ნიღაბი არის ფორმალური
და ჩემი ცხოვრება, - ტრაგი-კომედია...
და მე,მთავარ როლში,
არანორმალური სევდა მომერია !


ნათია ჯანაშია

უხ წავედი :side:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
შენზე ვუამბე გაზაფხულს,
გრძნობა ვასინჯე ცის კარს...
ამ ქარსაც გამოვკითხე და
სიტყვა ვაწიე იმ ქარს...
ბოლოს მივაგენ გვირილას-
ათას ფურცელა მთის ქალს...
სულ ფურცელ-ფურცელ ვამისნე:
მიყვარს? არ მიყვარს ? მიყვარს...
არ დამიმალა გვირილამ:
გიყვარს...ძალიან გიყვარს...

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
მე მთვრალი ვარ,გესმის მთვრალი
და ჩემს სულში ეშმაკები სხდებიან,
მოლოდინით აღმვსებია ეგ თვალები
და ჭიქაში ფერწასული სახე გდია.
არა ახლა მაინც რაღა გამახსენდი,
როცა სახე დიონისებრ დამიბურავს,
მენატრები, მენატრები, მენატრები
და შეშლილი ფიქრი კოცნის შენს ცივ სურათს.
მე მთვრალი ვარ და იცინე რამდენიც გსურს,
მონატრების სადღეგრძელოს არ დავლევდი?
ცრემლთან ერთად წამწამს გაჰყვა მოგონება,
ალავერდით შენთანა ვარ ალავერდით.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
რა სასწაულმა შემახვედრა შენთან არ ვიცი,
ან ამ სიყვარულს ტკივლამდე რატომ გავიცდი,
როცა ჩემთან ხარ აღარ მახსოვს ქვეყნად არავინ
და რომ მშორდები დარდი მიპყრობს დაუფარავი,
გიცდი , მოგელი და შენ გზაზე მწყდება თვალები,
იცი? მიყვარხარ შენ თუ გინდა ნუ გეყვარები,
ვცდილობ როგორმე მივაკვლიო შენს გულის სითბოს,
მაგრამ სამყარო დაფარულა ყინულით თითქოს,
ვილოცებ შენზე სანამ ქვეყნად დავიარები
და მრჩება გული, შენი ტრფობით ნაირები
სიკვდილის დროსაც ბაგზე მხოლოდ შენ სახელს იტყვის,
გინატრებ კრძალვით, სიყვარულით,ოცნებით, რიდით
და თუ არსებობს სულის ყოფნა სიკვდილის შემდეგ,
ცივ სამარეშიც სევდიანი ვილოცებ შენზე ....

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
როგორ დაგივიწყო, როგორ არ მახსოვდე, როცა სიყვარული შენით შემიგნია?!
ისევ შენზე ვფიქრობ, ვდარდობ, რა ვქნა, უშენობა,
რომ არ შემიძლია?!
დილით ნისლივით უხმოდ გამეპარე, შორით დამიძახე,
ნუ დამელოდები...
ვიცი, წახვედი და აღარ დაბრუნდები, მაინც გზას გავცქერი,
მაინც გელოდები.
გული ვერ გელევა, გული ვერ გშორდება.
ცხადში გხედავ და ძილში მელანდები.
ვიცი, არ გახდები ჩემი არასოდეს, მაინც მიყვარხარ
და მაინც მენატრები.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
,,მოხვედი მგონი შორეულ ციდან,
ერთი ვართ ორნი
არავინ გვინდა,
თვალები გიშერი,ბაგე კი ლალია,
ერთი გაქვს მინუსი-
ცოტა ხარ ძალიან"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
სარკმელს წკარუნით აწყდება წვიმა,
ვით მეწამულ ცას ლაჟვარდთა ხვევი
შენ მოხვალ ჩემთან რომ გათენდება
მოხვალ და ყელზე შემომეხვევი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დასტოვებსო ჩაყვება ვინცო,
ცოლშვილს გაგყრის და აგარებინებსო,
შენზე თუ უთქვამთ პატარა ციცო.
მე იმ ჭკუაზე არავარ ახლა
და არც იმ ასაკში ცოლშვილს გავეყარო
მაგრამ შემომიჩნდა სურვილის მახრა
და პატარა ციცუნია უნდა დამეხმარო.
ჩემი ციცუნია ტოლებში დაქრის
და ეს ჩემი მხრა სულ ფეხებზე ჰკიდია.
სავსე მკერდი მიუგავს სახნისს
და ის თუ შეახსენებს რომ უკვე დიდია.
ისე ჩამოგივლის მიწა დასაყრელი
თითქოს ქვეყანაზე მხოლოდ ის ერთია,
როგორც ხეჭეჭური ქვაზე დასათხლეში
ციცო ისეთია.
წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დატოვებსო ჩაყვება ვინცო,
ცოლშვილს გაყრის და აგარევინებსო,
შენზე თუ უთქვამთ პატარა ციცო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
მოხვედი შენით, განა რამ მკითხე.
რა დაგიშავე, რად გამაგიჟე.
ვიცი რომ გინდა რაღაცა მითხრა.
რად გინდა, რატომ, არ არის საჭირო,
თვალებზე გატყობ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
,,ალბათ დაგკარგავ და ეს დღე ჩემთვის
აუწერელი იქნება ენით,
ვიცოცხლებ შენთან შეხვედრის დარდით,
ლოდინით,თმენით,ტანჯვით,ვაებით.
ვერ დაგაბრუნებს ალბათ ვერსდროს,
უკანასკნელი დაქნევა ხელის,
კაცები მუდამ სადღაც მიდიან,
ქალი კი ზის და სასწაულს ელის.
ჩვეულებრივი იქნება ის დღე,
ჩვეულებრივზე უბრალოც იქნებ,
კაცისთვის ქალი ქალია მხოლოდ,ქალი კი კაცში სასწაულს ეძებს"

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი