↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ბაღში ამოსულა ნარცისი...
წვიმა წამოვიდა...
-შეგცივდათ ქალბატონო?
-არც ისე...
-მოდით მოგახურავთ მზეების მანტიას,
რას იზამთ ქალბატონო,მარტია...
წვიმა წამოვიდა...
ბაღში ამოსულა ნარცისი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1173
კარმა85
OFFLINEPROFILE
მე ხომ შენთან სიზმრიდან და სიზმრებით მოვედი.
შენ რომ არ ყოფილიყავ მე გამოგიგონებდი.
უნაპირო გზის შემდეგ ისევ შენთან მოვალ დღეს,
იცი დავიღალე და მხოლოდ შენ თუ მომარჩენ.
წვიმა ცრემლად შემარგე,
ცრემლიც უკვე გამიშრა.
როცა მოვალ შენამდე
უკან აღარ გამიშვა.
თორემ უშენოდ ყოფნის ძალა გამომელია,
იქ ვეღარ გავჩერდები, სადაც არ მომელიან.
იცი როგორ მატირებს
ღამისფერი საკანი?
აღარა ვარ იცოდე უშენობის ამტანი.
მე ხომ შენთვის გავრითმე
სულში ყველა სტრიქონი
სიზმრებში თუ დაგკარგე
ცხადში მალე გიპოვი.
თუ შენ ისევ სიზმრიდან და სიზმრებში მომელი
გაახილე თვალები!!! აი, უკვე მოვედი! =mt

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jul 2007
Posts632
კარმა51
OFFLINEPROFILE
ჩაუმქრალი სანთლები (ოჰოი ნანა)

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
ხულო, შუახევ, ქედიდანა,
დედო დვრინით დამემღერა
დიდგოროზი მთები თანა,
მთები! - ვისთვის თვალსეირი,
ვისთვის ჯავრი შიგნიდანა,
თეთრ პერანგებს ხრამში ყრიდნენ,
ლურჯს იცვამდნენ თანდათანა,
კლდის კატარში მზე ყვაოდა,
კლდის ბორჯღალზე ბენჩქვი ყანა,
გვანცას ლოცვებს ვაზის სული
გორით გორზე გადეყვანა,
ვარდანისთან, ნაჯვარისთან,
დაჯვარული ქვები წვანან,
ქვებში ჩუმად დაქვითინებს
ჩემი დიდი ნენეს ნანა,
დერდებს გულში ვიბექსნიდი,
აჭარელი ვიყავ განა!

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
ხარიტყავის გუდა თანა,
შიგ ჭიკჭიკით მოჭუჭკული
ამ სირთების სევდა თანა,
მიმღერია ღვინიანზე,
მიტირია კიდეც განა,
როცა ჩემი ზველთი ზვარე
ზვავის ნაძოვს დაემგვანა,
როს სხალთაში სხალთიხატებს
უსაპნავდნენ ყელში კანაფს,
ჯვარიქედზე ჯამეს დგამდნენ,
ვარდიქედზე ეკლის კარავს,
ეივახ! ამის შემხედვარე,
ნამსხვანიდან გაველ განა,
მთებს ტყეები ბალანივით
აბურძგლოდა უბიდანა,
ღელე-ღურდან დავეძებდი,
კანკალებდა ხელში დანა,
გამჩენელო, სხვა რა მექნა,
აჭარელი ვიყავ განა!

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
თეთრათები ვთიბე განა,
ხამიყელზე ხაოღერი
ბალახები შემრჩა თანა,
მთAპერანგა გადავმუხლე,
გზაბაწარამ დამახანა,
ხინოს თავში თაფლი ვხილე,
ჩოლოქისპირს ვმარგლე ყანა,
ჩოლოქს გაღმა გოგო იდგა,
გულგუნდა და თვალმაყვალა,
ღმერთმა რაფერ გადმომხედა,
ღმერთმა რაფერ გამახარა,
- გოვ! კისერში ჩეგეფუნჩხე, -
ჩემებურად ვკადრე, მარა,
გოგო რაცხამ დააფეთა,
გოგო ვინცხამ გადამალა,
თოხი ტარზე დაყუდებულს
ცამ სიცილი დამაყარა,
შიგნი-შიგნი ჩევიფუფქე,
აჭარელი ვიყავ განა!

ჰოიდა ნანა, ნანოვ ნანა,
ვერ წამიხვალ განდაგანა,
ეგ ლიზღობა, ეგ ლირწობა
კმარა-მეთქი, უკვე კმარა!
ჩემი სისხლი სიყვარულით,
ო, რა ხანი არ დამთვრალა,
მეყო! მტევნის წებო წვენში
ჩემი სულის ორთქლი დგანა,
ყელზე შემომეფართქალა
ვაზის ლერწი ლოფორთქანა,
სიზმარ-სიზმარ მიბრუნდება
შაქტბერდი და შორი ბანა,
იქ სანთლები ჩემისისხო,
ჯერეთ კიდევ არ ჩამქრალან,
მეყო, ჟამმა ჟანგნაფლეთმა
რაც მტანჯა და რაც დამგმანა!

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
წარბგახსნილი დავალ განა,
საქართველოვ, ჩემო დედავ,
ჩემი სუნთქვა გენაცვალა,
ჩემი ყველა მქუხარება,
მწუხარებაც გენაცვალა,
შენი სიტყვის სიცოცვხლისთვის
ხიხაძირში კიდევ ვდგავარ,
შენი ჭერის სიმაღლისთვის
მარადიდში ვხლიჩავ ყავარს,
შენი რჯულის საჯილდაოდ
სხალთას ვრეკავ ზარებს მთავარს,
ერთ ძირ ვენახს სულ გირგავდი,
კვლავ დაგირგავ დღეს და ხვალაც!
იდიდგულე, რომ ამფერი
აჭარელი გყავდი განა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jul 2007
Posts632
კარმა51
OFFLINEPROFILE
გახსოვთ ქართული მხატვრული ფილმი ,,მევლუდი"?
ზურაბ გორგილაძის ლექსია სიკვდილის წინ კითხულობს ფილმის მთავარი გმირი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1235
კარმა67
OFFLINEPROFILE
სად ხარ სჰენ ? რატომ აგარ ხარ ცემ სკაიპსჰი?გამოცჰნდი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jul 2007
Posts632
კარმა51
OFFLINEPROFILE
lia wrote:
ციტატა:
სად ხარ სჰენ ? რატომ აგარ ხარ ცემ სკაიპსჰი?გამოცჰნდი.

გამოვჩნდები აბა რას ვიზამ =love= =love= =love= =love= =love= =love=
აი უკვე გამოვჩნდიიიიიი=ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
დაკარგულის პოვნა მინდა,
რა დავკარგე ეს არ ვიცი.
სულ შენს ახლოს ყოფნა მინდა,
როგორ დავრჩე ეს არ ვიცი.
წუთისოფლის მოვლა მინდა,
ერთგული ვარ- გეზს არ ვიცვლი.
საწამლავის შოვნა მინდა,
როგორ მოვკვდე ის არ ვიცი.
რა ვქნა, რაც რომ ქონება მაქვს
ერთ წვეთ შუქში გადაგიცვლი,
ამ ქვეყნიდან წასვლა მინდა,
სად წავიდე, ეს არ ვიცი.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts825
კარმა60
OFFLINEPROFILE
ფაცხა მეგრული, ოდა გურული,
ისლით და ყავლით გადახურული.

სულ ერტი არის ფაცხა და ოდა
თუ სიყვარული არსებობს ცოტა

პატარა სახლი როგორც ნალია
თვით სასახლეზე იდუმალია

სტუმართმოყვარე იმედით დაცხა
გურული ოდა მეგრული ფაცხა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts825
კარმა60
OFFLINEPROFILE
ავტორს ხომ ვერ მეტყვით?))))
ესეთი ჯერ არ წამიკითხია ))

ყველა ჩემი ლექსი არის შენთან სექსი
მე და შენი სექსი არის ჩემი ლექსი
ჩემი თითები არის რითმები
შენი სხეული ჩემი რვეული
შენამდე ვაბავ მე ლექსის ძუებს
ლექსით გიკოცნი ლამაზ ძუძუებს
ტუჩებს გიხატავ მორჩილი მელნით
მერე კი გლოკავ პოეტის ენით
არ დავიღლები მე შენთან სექსით
ვერ ამოგწურავ ვერცერთი ლექსით
თუ ვერ დაგატევ ვერცერთ ფურცელზე
ტუჩებს დაგამჩნევ ყელზე,მუცელზე
გადამერია ლექსი ლოდინში
როდის გიხილავს ჩემთან ლოგინში
როდის გაგიშლი თმებს ათასგვარად
როდის ვიხარებ შენში ჩემგვარად
სიტყვებით გიშლი,გიშიშვლებ ტანს
კოცნით დაგიშრობ ორივე თვალს
ძუძუს თავებზე ვიცეკვებ ვალსს
გადაგაშორებ ორგაზმის ზღვარს
ყველა ჩემი ლექსი არის შენთან სექსი
მე და შენი სექსი არის ჩემი ლექსი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე
და რომ მეტყოდე რამეს...
ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე
შევცვლიდი თვით ამ ღამეს.
ავაწიოკებდი... ავაწიოკებდი...
მხიარულებით ქალაქს...
შენი შემხედვარე
შენი ხმის გამგონე
ჭკუას დავკარგავდი ალბათ.
ეხლა რომ მოხვიდე?
ეხლა რომ დარეკო?
ეხლა რომ შემეხო, წამით...
ალბათ ჩავიდენდი ათას სისულელეს
თუკი შენ გარგებდი ამით...
ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე
და რომ მეტყოდე რამეს
ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე
ავაწიოკებდი ღამეს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
იესო ტკბილო, ჩემი განცდა ხარ,
დავმონებივარ სიყვარულს შენსას,
ჩემი ფიქრები და გულის ფეთქვა
განადიდებენ სამებას ერთარსს.
მინდა გრძნობებში გულწრფელი ვიყო
და გულზე შენი სახე მეხატოს,
შენდობისათვის, წყალობისათვის
წმინდა ცხოვრებით გადამეხადოს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
მოგონებები, თეთრი ფერის უცხო მორევი
და ჭრელი ბინდით დაბურული წუთი გონების.
მოგონებები, წამიერი ელვა ცხოვრების
და გზის ნაპირზე გაბნეული ლამპიონები.
ჩვენი შეხვედრა, მოგონება, კვალი წაშლილი,
პატარა გრძნობა, სიყვარულის მხოლოდ ნაწილი.
ცხელ უდაბნოში გზად ნაპოვნი ვარდი გაშლილი,
სხვის მოლოდინში დაკარგული და გადაღლილი.

შენი ოთახის გამოღებულ ფართო ფანჯრებში
ჩანს სილუეტი გარს მოცული იდუმალებით,
გამოღებული დაგრჩენია გულის კარები,
შენი ღიმილის ანარეკლი ჩანს სხვის თვალებში.
მოგონებები, თეთრი ფერის უცხო მორევი
და ჭრელი ბინდით დაბურული წუთი გონების.
ჩვენი შეხვედრა, წამიერი ელვა ცხოვრების
და გზის ნაპირზე გაბნეული ლამპიონები.

წადი, შორს წადი, თუნდაც ცხრა მთა გადაიარე,
წადი, ჩემგან შორს, წადი, სადმე გადაიკარგე,
იქ წადი, სადაც ვერ მოგაგნებ, ვერ გაგიაზრებ,
იქნებ და ასე ეშველოს რამ გულს ნაიარევს.

წადი, ოღონდაც ფეხაკრეფით, გთხოვ, წადი ღამით,
წადი და ჩუმად მიიხურე გარედან კარი,
ისე წადი, რომ ვერ ვიგრძნო, ქურდულად წადი,
წადი, თორემ უკვე მწამლავს განშორების წამი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
ო,მაპატიე ჩვენს შეხვედრებს ზღვარი დაედო
დავრჩით შორიშორს ბედისწერას ასე ენება
ო,მაპატიე უნდა გავძლოთ უერთმანეთოდ
თუმცა ძნელია სხვაგან ვპოვო ბედნიერება
მე ვიცი,ტანჯვის უეცარი ჩამოქროლებით
კვლავ ათრთოლდები უიმედო ძიების წილად
როცა მოისმენ ისევ ისე გულაჩქარებით
სახელს იმისას ვინც დაკარგე დიდი ხნის წინათ
სულ ერთი წამით შევხვდით ერთურთს,სულ ერთი წუთით
მაგრამ იმ წამში უკვდავება ვიგემეთ სრული
ჩვენ ყველა გრძნობა,ყველა გრძნობა უცებ დავცალეთ,
და ერთ კოცნაში ამოვხადეთ ყველაფერს სული,
ო,მაპატიე,მაპატიე,და განუსჯელად
იმ ჩვენ ხანმოკლე სიყვარულზე არ დაგწყდეს გული,
მძიმეა,მძიმე,განშორება,მაგრამ ეს მჯერა-
ჩვენი შეხვედრა იქნებოდა უფრო ტანჯული .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts548
კარმა50
OFFLINEPROFILE
ninikara wrote:
ციტატა:
ო,მაპატიე ჩვენს შეხვედრებს ზღვარი დაედო
დავრჩით შორიშორს ბედისწერას ასე ენება
ო,მაპატიე უნდა გავძლოთ უერთმანეთოდ
თუმცა ძნელია სხვაგან ვპოვო ბედნიერება
მე ვიცი,ტანჯვის უეცარი ჩამოქროლებით
კვლავ ათრთოლდები უიმედო ძიების წილად
როცა მოისმენ ისევ ისე გულაჩქარებით
სახელს იმისას ვინც დაკარგე დიდი ხნის წინათ
სულ ერთი წამით შევხვდით ერთურთს,სულ ერთი წუთით
მაგრამ იმ წამში უკვდავება ვიგემეთ სრული
ჩვენ ყველა გრძნობა,ყველა გრძნობა უცებ დავცალეთ,
და ერთ კოცნაში ამოვხადეთ ყველაფერს სული,
ო,მაპატიე,მაპატიე,და განუსჯელად
იმ ჩვენ ხანმოკლე სიყვარულზე არ დაგწყდეს გული,
მძიმეა,მძიმე,განშორება,მაგრამ ეს მჯერა-
ჩვენი შეხვედრა იქნებოდა უფრო ტანჯული .
ქალო ნუ ამატირე =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1173
კარმა85
OFFLINEPROFILE
თუ შეგიძლია სიყვარული - ბედნიერი ხარ,
რადგან ამ ქვეყნად უნიჭონიც იბადებიან,
მთელი ცხოვრება თამაშობენ სიყვარულობას
და სიყვარული არ იციან ისე კვდებიან....

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი