↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ჩემში გაიღვიძა ნაზად გაზაფხულმა
გუ
ლი
გამითბო და-
სუ
ლი
გამინათა...
ლურჯმა ყვავილებმა სითბო ჩამიღვარა
ოცნე
ბა
ჩამისახა და-
ფიქ
რი გამილაღა...
ისევ იზეიმა გულში ამ ჩემ გრძნობამ
დარ
დი
წაიღო და-
წყე
ნა
გამიქარვა...
და წამი წუთში სწრაფად გაიყვანა ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ნუშმა იმრუშა მდიდარ აპრილთან
და უკანონო ეყოლა კვირტი
ჟერამი იცმევს პერანგს ყვავილთა
ატამს გაუბა ნიავმა ფლირტი.
ალუბლის ყვავილს ფუტკარი წველის
ვაშლის ტოტებზე დახტის ბეღურა
ტირიფმა ხშირი მოუშვა წვერი
ალუჩას ქუდად ნისლი ეხურა
მიეყრდნო ღობეს დაღლილი თხილი
მზემ ხელის გულზე შინდი დაისვა
თუთას დააჯდა პეპელა ფრთხილი
და ბაღმა ჩუმად გაიმაისა.

გაზაფხულია!

გიორგი ზანგური

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
აბლაბუდებით ვქსოვე სიზმარი,
ღამემ სული და ძილი შემიძრა...
და მაშინ როცა გიპოვე თითქმის
სასაცილოა...გამომეღვიძა.
ნაცნობი ოთხი კუთხე კედლისა
სუნი ნაცნობი,ფარდა და კარი
და ჩემს მაგივრად დაუყვედრებლად
საწოლზე ვიღაც ტიროდა ღამით.
ხმაური ქუჩის ჩუმი და მკვეთრი
ოთახში ეგდო როგორც ხალიჩა,
დილამ დახედა სიზმარს ღიმილით
გაათრია და გარეთ დახლიჩა.
ვერ მოვასწარი ზმანება ჩემი
დამეხატა ან წიგნად მეკინძა
და დამენანა ეს მერამდენედ
შენს გარეშე ,რომ გამომეღვიძა.

ბ ი ა კ ო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ცალკე ქალშავა გონებას მიბინდავს
ცალკე მაწუხებენ აზრები,
ერთხელაც იქნება
ერთხელაც იქნება
უბრალოდ წავალ და გავქრები

ქალი იმისაა
ხვეწნით გააშმაგო -
მითხრეს,
კვლავ ვბორგავ, ვვალდები
ოედსმე იქნება
უთუოდ იქნება
რომ ხელში შენც ჩამივარდები

მინდია გოგოჭური

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ქარი არის

ქარი არის.
სულ უბრალოდ -
ქარი არის.
ლიხს იქით კი,
ახლა ალბათ
წვიმებია.
ცაზე თეთრმა
ურჩხულებმა
ჩაიარეს
და ფიქრებიც
ამინდივით
მძიმდებიან.

სიგარეტი,
გაბზარული
ჩაის ჭიქა...
ქარმა ღამე
გადაფინა
კანაფებზე.
დამიჯექი,
მოდი გვერდით
დამიჯექი
და დილამდე
ვისაუბროთ
არაფერზე.

გ.საჯაია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მე შენ სიზმარში გიხილე წუხელ,
ლაღი სიცილით ავსებდი ოთახს,
მაისი იყო, ფერთა სიუხვე,
და გული თრთოდა, უმწეოდ თრთოდა...
ვკეტავდი ფანჯრებს,ო, როგორ მსურდა,
რომ დამემწყვდია ძვირფასი ხმები,
იყო ვიღაცა ...და მას შეშურდა
შენი სიცოცხლე ხელშეუხები.
გამომეღვიძა სულ მარტოდ შთენილს,
მერე მთელი დღე სარკმელთან ვიდექ,
სიცილი, შენი ლაღი სიცილი,
ტოტიდან ტოტზე დაჰქონდათ ჩიტებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
bubusuna wrote:
ციტატა:
მე შენ სიზმარში გიხილე წუხელ,
ლაღი სიცილით ავსებდი ოთახს,
მაისი იყო, ფერთა სიუხვე,
და გული თრთოდა, უმწეოდ თრთოდა...
ვკეტავდი ფანჯრებს,ო, როგორ მსურდა,
რომ დამემწყვდია ძვირფასი ხმები,
იყო ვიღაცა ...და მას შეშურდა
შენი სიცოცხლე ხელშეუხები.
გამომეღვიძა სულ მარტოდ შთენილს,
მერე მთელი დღე სარკმელთან ვიდექ,
სიცილი, შენი ლაღი სიცილი,
ტოტიდან ტოტზე დაჰქონდათ ჩიტებს.

ულამაზესიაა!!!! =ko= =ko= =ko=

ვისია??

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ქეთა არ ვიცი ვისი ლექსია, მეც ძალიან მომწონს და უკვე ასი წელია ვიცი. ასეთი ხასიათი მაქვს, თუ ლექსი მომეწონა ძალიან ადვილად ვიმახსოვრებ(ჩემთვის ავტორს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს), თუ არა და მთელი სიცოცხლე რომ ვიკითხო, ვერაფრით ვერ ვისწავლი ზეპირად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
bubusuna wrote:
ციტატა:
ქეთა არ ვიცი ვისი ლექსია, მეც ძალიან მომწონს და უკვე ასი წელია ვიცი. ასეთი ხასიათი მაქვს, თუ ლექსი მომეწონა ძალიან ადვილად ვიმახსოვრებ(ჩემთვის ავტორს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს), თუ არა და მთელი სიცოცხლე რომ ვიკითხო, ვერაფრით ვერ ვისწავლი ზეპირად.

:) ძალაინ მელოდიურია, ლამაზი რითმაა და ავტორით იმიტომ დავინტერესდი...

უკვე შევამჩნიე რომ უზადო პოეტური გემოვნება და მდიდარი სული გაქვს!!!

იყავი დღეგრძელი და ბედნიერი, ღმერთი გფარავდეს ჩემო კარგო!!!=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მადლობთ, ქეთა,:) :) შენზეც იგივეს ვიტყვი, შენც კარგად იცი კარგი ლექსის ფასი და არაჩვეულებრივი გემოვნება გაქვს.=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
ის დღე რა დღეა,თუ დაღამდა და ვერ გიხილე,
ვეღარ ვისვენებ, მეკარგება სიმშვიდე სულის,
და თუ გიხილე,თუ გიხილე,ისე ვარ,თითქოს
დიდი ხნის შემდეგ დამშეულმა ვიხილე საზრდო...
რომ გამიღიმებ და ქუჩაში მომესალმები,
ვით თოფის წამალს,ცეცხლი ისე წამეკიდება...
და თუ ხმა გამეც,მღელვარებით ხმა მეკარგება,
აღარ არსებობს და მიქრება მძაფრი სურვილი...
ო,დასასრული არა აქვს ტანჯვას
და მეფლითება გული წამებულს,
რადგან ის მიყვარს,ვინც სიყვარული
არ იცის რაა!როგორ ვიცოცხლო?..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts825
კარმა60
OFFLINEPROFILE
ერთი მლოცველი მეცა ვარ
შენი წყლისა და ქვიშისა.
ვინა ვარ? - სამასმეერთე
არაგველთა ვარ ჯიშისა!
შენი გაზრდილი ბოკვერი,
მტრისთვის შემკვლელი თავისა,
სულს სხვა რა უნდა სტკიოდეს,
თუ არ სამშობლო თავისა.

მურღვა არდოტელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
bubusuna wrote:
ციტატა:
მე შენ სიზმარში გიხილე წუხელ,
ლაღი სიცილით ავსებდი ოთახს,
მაისი იყო, ფერთა სიუხვე,
და გული თრთოდა, უმწეოდ თრთოდა...
ვკეტავდი ფანჯრებს,ო, როგორ მსურდა,
რომ დამემწყვდია ძვირფასი ხმები,
იყო ვიღაცა ...და მას შეშურდა
შენი სიცოცხლე ხელშეუხები.
გამომეღვიძა სულ მარტოდ შთენილს,
მერე მთელი დღე სარკმელთან ვიდექ,
სიცილი, შენი ლაღი სიცილი,
ტოტიდან ტოტზე დაჰქონდათ ჩიტებს.

ძალიან მაგარია... მაგრად მომეწონა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
მე ეხლა ვხვდები რატომ სვამენ ღვინოს კაცები

თამბაქოს კვამლში რად ახვევენ მზერას დარდიანს

შეეშინდებათ სიფხიზლეში მუხლზე დაცემის

გააბოლებენ და ბახუსის ფრთებით დადიან

დამისხით ღვინო უნდა ვიგრძნო ძალა ამ ღმერთის

თამბაქოს კვამლმა იქნებ ღამე გამათევინოს

დამალევინეთ,გეხვეწებით,დამალევინეთ

ოღონდ არცერთი სადრეგრძელო არ მათქმევინოთ

მე უღვინოდაც მუხლმოყრილი ვხვდები ალიონს

და ცრემლის მძივი მახვევია ყელზე რკალივით

შენი სიცოცხლის სადღეგრძელო მინდა დავლიო

და შენი სული მინდა ჩავისუნთქო რუხი კვამლივით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
თქვეს ერთხელ სამთა ანგელოზთა:
როგორ დავბადოთ კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც,
რა დავაწყევლოთ ან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც?
პირველად თეთრმა ანგელოზმა წარსდგა ნაბიჯი:
"დავბადოთ კაცი მდიდარი,მაგრამ მახინჯი"_
წითელმა:_"ის სჯობს ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს,
ულამაზესი იყოს ,მაგრამ უღარიბესიც.
ბოლოს კი შავი ანგელოზი წამოიმართა
და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:
"სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,
სახელ-დიდებით მისწვდებოდეს ცათა კაბადონს,
ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშე,
უთუოდ მგოსნად და უთუოდ საქართველოში"

იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიაოდა წყნარად რიონი...
თურმე იმ ღამით დაიბადა
გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი