kroll wrote:ციტატა:
სოფია მოკლედ მაგარი ოცნება გაქვს მეც კი ვიძმაკაცებდი მაგრამ საქართველოში არა იმიტომ რომ სტატისტიკური მონაცემებით პირველ ადგილზეა ჩვენი ქვეყანა სიგოიმეში
და ჩვენი ხალხის მენტალიტეტი მაგდენს ვერ გაწვდება
იმედია მეთანხმები და მინდა ლუისი გაგაცნო საერთოდ ცისფერია მე გრძელი თმა მაქ და მაგ პონტში მოვწონვარ უი რა კაცს რო შევუყვარდი სირცხვილით ქუჩაში ვეღარ გამოვსულვარ ხო ასეა და რა ვქნა
ქართველები გოიმები არ არიან და მაგ მენტალიტეტმა გადაგვარჩინა,ახლა რომ სალანძღავადაა გახდილი. შენ არ გიბრაზდები კროლი, მაგრამ ჩემ საწყალ ქვეყანაზე რამეს ისე ,რომ ამბობენ გული მწყდება ,თავისი გაჭირვება ეყოფა ისედაც ათას ომში და ღალატში გამომოვლილ საქართველოს. სოფია ჯორჯია იცი რატომ მქვია? ამერიკელებს ყველას ეგრე ვეცნობოდი,რომ არ დავიწყებოდათ ,რუსეთიდან კი არა ჯორჯიიდან რომ ვარ. საბოლოოდ ყველას დავუმტკიცე, რომ ჯორჯია მაგარი ქვეყანაა და იქ უშიშარი ხალხი ცხოვრობს.ხო, უშიშარი

იცი როგორ უკვირდათ? მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ: "იუ არ ფიარლესს, გრლ" მე ვუთხარი, რომ ქართველები ყველანი ეგეთები ვართ :მებრძოლები, უშიშრები. როგორიც არ უნდა იყოს საქართველო, თუ გინდა გოიმებით სავსე, მაინც საქართველოს დროშას ავაფრიალებ ყველას დასანახად და მალე განმეორდება კვლავ, როცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 1500 კაცი : ჰელო ჯორჯიას დაიძახებს. ამ უცხო ქვეყანაში ეგ მაძლებინებს და როცა ცუდად ვარ, ამ მომენტებს ვიხსენებ ხოლმე : უცნობი ხალხის აღფთოვნებას საქართველოს მიმართ, ჩემი პატარა ქვეყნის პატარა ტრიუმფს. ეს იმედი მაძლებინებს, რომ მომავალ ზაფხულს კიდევ ავწევ საქართველოს დროშას და გავიგონებ როგორ იძახიან ჯორჯიას, მერე კიდევ და კიდევ

რაც ვართ ისინი ვართ,მე მადლობელი ვარ უფლის რომ ქართველი ვარ და ჩვენი კარგი თუ ცუდი, ჩემთვის ორივე ძვირფასია