ძალიან საინტერესო თემა არის CHEმობატონო

)
კონსტიტუციით რეგლამენტირებულია პიროვნების დისკრიმინაციის დაუშვებლობა ზემოთ მოყვანილი ნიშნებით.ეს ეხება განვიტარებული ქვეყნების კონსტიტუციას და რაც "უგანდისა" და "ნიკარაგუის" კონსტიტუციაში ხდება ვერაფერს გეტყვით

) რაც შეეხება ცალკეულ პიროვნებებს და განსაზღვრულ საზოგადოების ნაწილს,მიუხედავად რეგლამენტაციისა აქვთ პრობლემები და ამას საკმაოდ მტკივნეულად გამოხატავენ, მაგალითისთვის მოვიყვან ჰომოსექსუალიზმის პრობლემას საქართველოში..
რაც შეეხება ადამიანთა დამეგობრებისა და ჯანსაღი ურთიერთობის არსებობის დამაბრკოლებელ გარემოებად ზემო აღნიშუნული ნიშნების დასახელება, ადამიანის გაუნათლებლობაზე და კონსერვატულობაზე მიუთითებს..ბევრი კი ამ უმეცარობის და კარჩაკეტილობის კომპლექსის დასაფარად აკეთებს საპირისპიროს ,ცდილობს დაუმეგობრდეს მისგან რელიგიურად თუ სექსუალურად განსხვავებული შეხედულობების მქონე პიროვნებებს, რომ ამით თავის თავს თუ ირგვლივ მყოფთ დაუმტკიცოს საპირისპირო...
ჩემი აზრით ამას უარესი შედეგი მოაქვს .მოკლედ ვიცნობ ბევრ ადამიანს (გოგონებს), რომლებიც სამეგობროდ მხოლოდ ჰომოსექსუალებს ეძებენ და ამის შემდეგ თავი მოსწონთ რომ მათ ყავთ განსხვავებულად მოაზროვნე და განსხვავებული შეხედულებების თუ მოთხოვნილებების მქონე მეგობრები და ამათ ხარჯზე ცდილობენ გამოეყონ მასას, რის შესაძლებლობასაც მათი განათლება,შესალებლობები და ინტელექტი ისე ვერ იძლევა..ჩემთვის მთავარია პიროვნების ზნეობრივი ფასეულობები, მსოფლმხედველობა და მოვლენათა ჯასაღი შეფასების კრიტერიუმის არსებობა ..და ზემოთ აღნიშნული ნიშნები ჩემთვის და ვფიქრობ საღად მოაზროვნე საზოგადოებისათვის არ წარმოადგენს დამაბრკოლებელ საფძველს...
მაგრამ ერთს დავამატებდი რაც ასეთი "ეგზოტიკური" საკითხების გარჩევის დროს წინა პლანზე დგება, "თემის გაპოპულარიზირებაა"...რაც თუნდაც ევროპაშიც ჰომოსექსუალიზმის გატრენდების ტენდენციაში ჩნდება..მოკლედ რომ ვთქვა თუ ხარ ჰომოსექსუალი ავტომატიურად ხარ ტრენდი (მოდაში)..
იგივე ნიშანს დავასახელე რწმენასთან დაკავშირებით,მე ვიმეგობრებ პიროვნებასთან თუ ის არ შეეცდება თავზე მომახვიოს მისი შეხედულებები თუ მოთხოვნილებები...
მოკლედ მე ასე ვფიქრობ,მაინტერესებს სხვების აზრიც..