zvigeni wrote:ციტატა:
წუპაკ ღირსი ხარ დაბლოკვის, არამარტო მათ აგინებ მაგ სიტყვებით ვისაც ოპოზიციის სჯერა არამედ პოზიციასაც გვაყენებ შეურაცყოფას. გინება რა შუაშია ან ვინ მოგცა უფლება ადამიანს აგინო იმის გამო რომ სხვა შეხედულება აქვს პოლიტიკური სპეკტრით. ბოდიში მოუხადე ყველას ეს ვაჟკაცობა მაინც გეყოს და მაგ პოსტი წაშალე.თუ ვკამათობ ისე მოვახერხოთ რომ შეურაცყოფაში არ გადაიზარდოს და სხვას თუ არა ჩვენ თავს მაინც ვცეთ პატივი.
კალიტრ მეგობარო კითხვა მაქვს, ძალიან განათლებული ადამიანი სჩანხარ , ძალიან პატრიოტულ თემებს პოსტავ სულ და საინტერესოდ იკითხება მუდამ მაგრამ კითხვა მაქვს და რისთვისაც პასუხი მაინტერესებს არამარტო შენგან არამედ ყველასაგან ვინც ოპოზიციის იდეებს იზიარებს. აი ამონარიდი რომ დადე "ყველანი ციხეში" რა აზრის ხართ ამასთან დაკავშირებით?
პირადად მე მივესალმები კანონის გამკაცრებას და კარგი იქნება თუ ყველა სახის კრიმინალი, ყაჩაღობა, ნარკოტიკების მოხმარება და მათი ყიდვა გაყიდვა, წვრილმანი ქურდობა, სახელმწიფო დანაშაული დაისჯება სათანადოდ მკაცრად. რატომ უნდა ვაფარებდეთ მათ ხელს ან რა არის ამ სტატიაში ისეთი რაც საერთოდ იწვევს ოპოზიციის უკმაყოფილებას?
ზვიგენ პასუხი გამოვაქვეყნე იყო აქ დადებული და ერთ საათში გაქრა, ვეღარ ვხედავ, აღარ არის, მაგრამ ისეთი არაფერი არ დამიწერია, ახლაც გავიმეორებ ჩემს აზრს.
პირველ რიგში დიდი მადლობა შექებისთვის. ახლა რაც შეეხება იმ ცნობილ ფრაზას:
ნულოვანი ტოლერანტობა და ყველანი ციხეში ამ ფრაზას პრეზიდენტი არ შეიძლება არ უნდა ამბობდეს, მითუმეტეს ვისაც დემოკრატიაზე აქვს პრეტენზია, ხოლო ნარკომანიის პირველი მტერი მე ვარ, მაგრამ არა ავადმყოფების, კი ბატონო, გამსაღებელი სეიძლება სამუსდამოდაც მოაშორო საზოგადოებას, მაგრამ მომხმარებელი არა, რა დააშავა იმ საცოდავმა 8000 კაცმა, "ავადმყოფმა" რომელიც იტანჯება ციხეში, ეგენი ავადმყოფები არიან და არა კრიმინალები, ადამიანის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე; კაცს რასაც დაუშლი ის უფრო უნდა, აქ მაგალითად ესპანეთში და მთელს ევროპაში, წამაილს უფრო ადვილად შეიძენ ვიდრე პურს, ადრე, მე რომ ჩამოვედი 10 წლის წინ, აქ 3 ბირჟა იყო მორფინისტების, სულ ცოტა, ხოლო ახლა არც ერთი არ არის, ხოლო თუ ვინმე დარბის ახლა ეს ქართველია, მაგრამ ახლა ქართველებშიც დაიწყო ის ტენდენცია რომ, მიხვდნენ რომ არავინ არ გიშლის, გინდა სიკვდილი? მოკვდი, გინდა მკურნალობა იმკურნალე, ასეთი ხალხი არავინ ახლოს აღარ გაიკარა, საზოგადოებიდან გარიყულნი დარჩნენ და დაფიქრდნენ რას ვაკეთებთო, მაგრამ ისეთებიც ბევრი ვიცი, ციხეში რომ ისევ წამალზე ზიან, ის რომ გამოვა აღარ გაიკეთებს? ესეიგი სამუდამო პატიმრობა ეკუთვნის? თუ მკურნალობა?
ახლა რაც შეეხება წვრილმან ქურდობას: აქ ყაჩაღობაზე და ქურდობაზეც აღარ სვამებ ციხეში (რა თქმა უნდა გააჩნია) მაგრამ ერთი ძროხის ქურდობაზე 3-4 ან 5 წელს რომ მისცემ ეს მგონია არა სწორია, ეს საკმარისია ჯარიმით დამთავრდეს ანაზღაურებით, ციხეში ის კარგს არაფერს ისწავლის, შეიძლება ვინმეს დაუფიქრებლად ხელი წაუცდა, ამისათვის რა "ნულოვანი ტოლერანტობა?" ამისათვის "ციხეში? ის რომ ციხეში შევა კარგს ისწავლის რამეს? და სამუდამო მომავალს უსპობ? იმისთვის საკმარისი უნდა იყოს ჯარიმა და სხვა ტიპის სასჯელი. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ნარკოტრაფიკანტები რა თქმა უნდა რომ საზოგადოებიდან იზოლირებულნი უნდა იყვნენ, ვინც ერთხელ იმ ფულის გემო გაიგო, ის ვერასოდეს ვეღარ გამოსწორდება, უმეტეს შემთხვევაში რა თქმა უნდა.
აი ეს არის ჩემი აზრი, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, პატივისცემით კალიტრი