↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯში დღეს მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით კომენტარი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ გააკეთა და განაცხადა, რომ მკვლელობას არჩევნებთან არავითარი კავშირი არა აქვს.

ზღულაძის ინფორმაციით, დღეს გაუპატიურებისა და იაღარის უკანონო შეძენა-ტარებისთვის ძებნილმა იური როგავამ სოფელ ობუჯში გერონტი კაცია ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. დაიჭრილია მისი შვილი მაკა კაცია.

აღძრულია სისიხლის სამართლის საქმე.

მანამდე საარჩევნო ბლოკ "გაერთიანებული ოპოზიციის" საარჩევნო შტაბის უფროსმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ წალენჯიხაში ოპოზიციის აქტივისტი გერონტი კაცია სანადირო თოფით მოკლეს.

ps: რადგან საარჩევნო პროპაგანდას ეწეოდაო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
საარჩევნო პროცესი 20 წუთით შეჩერდა

ზუგდიდის საარცევნო ოლქის მე-9 საარჩევნო უბანზე 20 წუთის განმვლობაში საარჩევნო პროცესი შეჩერდა.

საარჩევნო პროცესისი შეჩერების მიზეზი გახდა ინციდენტი რომელიც მოხდა კომისიის თავმჯდომარეს და საარჩევნო ბლოკ "გაერთიანებული ოპოზიციის" წარმომადგენლებს შორის.

ოპოზიციის წარმომადგენელი ითხოვდა მიღება-ჩაბარების აქტს, რომელიც კომისიის თავმჯდომარის ოთახში ინახებოდა. ითხოვდნენ დოკუმენტს, რომლის შენობიდან გატანის უფლებაც კომისის თვმჯდომარის განცხადებით მას არ ჰქონდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
ნათელაშვილი: დღევანდელ არჩევნებშიც გამარჯვებულები ვიქნებით

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მან ხმა საქართველოს გადარჩენას მისცა.

შალვა ნათელაშვილი საბურთალოს რაიონის #48 საარჩევნო უბანში ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.

"წლების განმავლობაში ჩვენ ყოველთვის გამარჯვებულები ვიყავით. 21 მაისს ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის პოზიციას საქართველოს მომავლის გადასარჩენად," - განაცხადა მან.

მან ასევე დასძინა, რომ დღევანდელ არჩევნებშიც გამარჯვებული იქნება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
ბურჯანაძემ არჩევანი გააკეთა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საბურთალოს #2 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა და არჩევანი გააკეთა.

ბურჯანაძის თქმით, ~ჩვენ უნდა ავირჩიოთ ის პარლამენტი, რომელიც ქართველი ხალხის ნებას გამოხატავს.~

~ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარია, არჩევნები თავისუფალად და დემოკრატიულად ჩატარდეს", დასძინა მან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
გაჩეჩილაძე: დღეს ხმა მივეცი საქართველოს და მის მომავალს

საარჩევნო ბლოკ "გაერთიანებული ოპოზიციის" საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა ლევან გაჩეჩილაძემ ხმა საქართველოს მომავალს მისცა.

"თუ ეს არჩევნებიც გაყალბდება, ამას შეუქცევადი პროცესი მოჰყვება და ხალხი აჯანყდება. გაერთიანებული ოპოზიციის დევიზია - საქართველოს განმათავისუფლებელი მოძრაობა, რაც ნიშნავს, რომ დღეს ხმა მივეცი საქართველოს და მის მომავალს", - დასძინა მან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
მოსკოვში ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა

ხმის მიცემის შემდეგ რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ელჩმა ეროსი კიწმარიშვილმა განაცხად, რომ "მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ახალი პარლამენტი აქტიურ მონაწილეობას მიირესბ რუსულ-ქართული ურთიერთობების მოგვარებაში".

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ დემოკრატიული და ქმედითი პარლამენტი იქნება არჩეული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
გურგენიძე: ხმა მივეცი საქმეს ლაპარაკის ნაცვლად

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძის განცხადებით, მან ხმა მისცა“საქმეს ლაპარაკის ნაცვლად”, სტაბილურობას, წინსვლას, სიღარიბის დაძლევას და ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს".

“დღეისათვის არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა და დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდება,” - განაცხადა პრემიერმა.

გურგენიძემ ხმა მისცა ვაკის რაიონის #15 საარჩევნო უბანზე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
ბაქრაძე ოპოზიციას წესრიგისკენ მოუწოდებს

მმართველი პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვებული საქართველოსთვის” სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე სამართალდამცველებს მოუწოდებს ოპოზიციური კანდიდატების მხრიდან საპარლამენტო არჩევნების ჩაშლის მცდელობა აღკვთონ.

ბაქრაძემ კომენტარი გააკეთა მარნეულის საარჩევნო უბნებში მომხდარ ინციდენტებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა არათუ დესტაბილიზაციისაკენ უნდა წავიდეს, არამედ განვითარებისაკენ და დასძინა, რომ არჩევნები პოზიტიურ როლს შეიტანს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ბაქრაძემ ხმა მისცა მთაწმინდის #1 ოლქის #27-ე უბანში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას სულ 85 ორგანიზაცია დააკვირდება

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მიმდინარეობას 36 ადგილობრივი და 49 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება.
36 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან დამკვირვებელთა ყველაზე სოლიდური რაოდენობით წარმოდგენილნი არიან კავშირი “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორიო საზოგადოება”, “საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “ახალი თაობა - ახალი ინიციატივა”, “ადამიანის უფლებათა ცენტრი” და “სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი”.

რაც შეეხება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებთან, საარჩევნო კომისიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდებიან ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის საარჩევნო დამკვირვებელი მისია, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი, ევროკავშირის ევროპული კომისია, ევროპარლამენტი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.

საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდება და გააშუქებს 31 ადგილობრივი ტელე, რადიო, ბეჭდვური და ელექტონული მედიასაშუალება.

“ინტერპრესნიუსი”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
არჩევნებს “კოალიცია დემოკრატიისთვის” 300-ზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდება

21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებაზე “კოალიცია-დემოკრატიისათვის” სადამკვირვებლო შტაბის 300-ზე მეტი დამკვირვებელი იმუშავებს და საარჩევნო უბნების 10%-ზე მეტს დაფარავს.
კოალიციის ცნობით, საპარლამენტო არჩევნებს მათ კოალიციაში შემავალი 6 არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება.

მათივე ცნობით, კოალიციის დანარჩენი წევრი ორგანიზაციები პარალელურ რეჟიმში, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას ხელს შეუწყობენ სხვადასხვა საქმიანობით: ჟურნალისტების მობილიზება რეგიონებში, ვიდეოგადაღებების უზრუნველყოფა უბნების გარეთ, დოკუმენტაციის ცსკ-მდე უსაფრთხო გადატანის ხელშეწყობა, მობილური ჯგუფების დახმარებით უბნებზე დარღვევების დაფიქსირება, უფასო სამართლებრივი დახმარება ამომრჩევლისათვის (კვალიფიციური სამართლებრივი მომსახურების გაწევა საარჩევნო უფლების დარღვევასთან დაკავშირებით) და უფასო იურიდიული კონსულტაციები.

კოალიცია-დემოკრატიისათვის ქვეყნის მასშტაბით 200-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.
ა
2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილია სადამკვირვებლო შტაბი, რომელიც დღეს უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს სადამკვირვებლო საქმიანობის კოორდინაციისათვის.

კოალიციის სადამკვირვებლო შტაბის ერთ-ერთი ფუნქციაა, საზოგადოების ინფორმირება არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

კოალიცია-დემოკრატიისათვის სადამკვირვებლო შტაბი 21 მაისს 12:00; 15:00; 18:00 და 21:00 საათზე ჩაატარებს ბრიფინგებს და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას არჩევნების მიმდინარეობისა და შედეგების შეჯამების შესახებ.

სადამკვირვებლო შტაბში შედიან: კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი კავკასიის ქალთა ქსელი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ჯანმრთელი სამყარო და კონსტიტუციის 42-ე მუხლი.

“ინტერპრესნიუსი”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობას ირჩევს....

საარჩევნო ბატალიებმა პიკს მიაღწია და დღეს ყველაფერი გადაწყდება - ვინ აირჩია ხალხმა, შეუშალა თუ არა ამ პროცესს ვინმემ ხელი და, საერთოდ, შევძელით თუ ვერა, რომ ცოტათი მაინც დავმსგავსებოდით ევროპელ ადამიანს.
მიხეილ სააკაშვილი არჩევნებამდე გაკეთებულ ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში მოსახლეობას დაპირდა, რომ საქართველოს მომავალ პრეზიდენტს გადაეცემა საქართველო, რომელსაც ტერიტორიული მთალიანობის პრობლემები მოგვარებული ექნება.

“საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ჯერაც აღსადგენია და მე მოგეცით სიტყვა, რომ ჩემს შემდგომ პრეზიდენტს მე გადავცემ საქართველოს, ყველანი ერთად გადავცემთ საქართველოს, რომელსაც ეს პრობლემები მოგვარებული აქვს”, - უთხრა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისელებს.

პრეზიდენტმა ბაგრატის ტაძრიდან მიმართა ხალხს და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ბოლო ოთხი წელიწადი სწორედ წინსვლის, გამთლიანების, გაძლიერების ოთხი წელიწადი იყო. თავის დროზე ილია შენატროდა აზრიანად, რაციონალურად, ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ გამოყენებულ იმ წლებს, როცა ქართველი ახალგაზრდები თერგს გაღმა მიდიოდნენ განათლების მისაღებად.

“ახლა ძველი დიდების და ბწყინვალების დაბრუნების, ძველი იარების მოშუშების დროა და ჩვენ დაწყებული გვაქვს ჩვენი სამშობლოს აღდგენა. მინდა გთხოვოთ, უფრო დიდი მასშტაბით შევხედოთ იმას, თუ საიდან მოვდივართ, სად ვართ და საით გვინდა ერთად წავიყვანოთ ქვეყანა”, - მიმართა პრეზიდენტმა ამომრჩევლებს. მისი თქმით, საქართველო აფხაზ და ოს ძმებთან ერთად თავს დაიხსნის გარედან თავზე მოხვეული კონფლიქტისგან, რომელიც არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანის ინტერესებში არ შედის.

“ძალიან დიდი გზა გვაქვს მანამ გასავლელი, სანამ მოვახდენთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციას, დაახლოებას ევროკავშირთან, ნატო-ში უფრო დაჩქარებულ ინტეგრაციას”, -აღნიშინა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, გასული ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ურთულესი მდგომარეობიდან გამოყვანა გახდა შესაძლებელი - დაიწყო განვითარება, აღმშენებლობა.

“შევძელით ერთად შეგვექმნა ფუნდამენტი საქართველოს სახელმწიფოებრიობის. ავამუშავეთ მთლიანად გაჩერებული ეკონომიკა და საზოგადოება გავათავისუფლეთ ქურდების და კრიმინალების დაუნდობელი ძალადობისგან, აღვადგინეთ გზები”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან ისაუბრა ისეთ წინ გადადგმულ ნაბიჯებზე, როგორიც არის ქვეყნის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა, ბიზნესისათვის თავისუფალი გარემოს შექმნა, პოლიცია, არმია, რეზერვისტთა სამსახური და კორუფციის აღმოფხვრა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ამ ჩამონათვალიდან ნებისმიერზე ოპოზიციურ პარტიებს მკვეთრი და საწინააღმდეგო არგუმენტები გააჩნიათ, ხოლო ქართველ პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი ხელისუფლებას ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრაში ადანაშაულებს და საგარეო საქმეებში წარმატებებს გაზვიადებულს უწოდებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ისუბრა იმაზეც, რომ უნდა გაიზარდოს პარლამენტის კონტროლი მთავრობაზე. “მომავალი პარლამენტი ძლიერი უნდა იყოს. მე მზად ვარ, მინიმუმ კვარტალში ერთხელ გამოვიდე ანგარიშით პარლამენტის წინაშე; ასევე გავმართო კონსულტაციები პარლამენტის ყველაზე პატარა ფრაქციებთან”, -აღნიშნა მან.

“ვარდების რევოლუცია” არ აღმოჩნდა ის რევოლუცია, რომელიც ხალხს შეუსრულებდა მოლოდინს. ამ რევოლუციამ მხოლოდ მცირე ნაწილს ერისას მისცა პროფესიული გაზრდის, უკეთესი ცხოვრების, ბიზნესის განვითარების საშუალება. ეს დღესავით ნათელია და ამაზე პრეზიდენტიც საუბრობს და სიღარიბის აღმოფხვრასაც გვპირდება. თუმცა რევოლუციები ადამიანებს ოცნებებს კი არ უსრულებენ, მმართველობას ცვლიან ქვეყანაში.

პრეზიდენტი კარგად ხედავს ქვეყნის პროგრესს, მაგრამ იმასაც ხედავს, რომ ეს პროგრესი ყველა მოქალაქეს არ ეხება და აღნიშნავს, რომ ამ მიზნისათვის წლებია საჭირო. ჯერჯერობით კი საქართველომ მსოფლიო თანამეგობრობაში ღირსეული ადგილი უნდა დაიკავოს. ამის ერთ-ერთი მაგალითია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ოფიციალურად აღიარებული ისტორიული რეზოლუცია ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდა აფხაზეთში და რომელსაც 500 ათასამდე უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა. ამ რეზოლოუციით გაერო-მ დააკანონა ყველა დევნილის უპირობო დაბრუნებისა და მათი საკუთრების უფლებები.

სააკაშვილი მონდომებულია, გამონახოს საერთო ენა ოპოზიციურ ძალებთან, რათა ქვეყნისათვის ყველაზე მეტად მტკივნეულ და საჭირო საკითხებზე ერთად მიიღონ გადაწყვეტილებები.

“მე არა ერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ დასაკარგი ქართველები არ გვყავს და მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, არ მიმაჩნია, ვინმე საქართველოში არის ჩემი ან იმ პოლიტიკური ძალის მტერი, რომელსაც მე წარმოვადგენ”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მან ოპოზიციას თანამშრომლობის ხელი არა ერთხელ გაუწოდა და გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება მოხერხდა კიდეც, მაგალითად, “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” დაკავშირებით. თუმცა, ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვა ვერ მოხერხდა.

“იანვრის არჩევნების შემდეგ ოპოზიციას შევთავაზე მაღალი თანამდებობები მთავრობაში, სამწუხაროდ, ისინი ამაზე არ წამოვიდნენ”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

“ვიცი, რომ 21 მაისს საქართველო ყველაზე ღირსეულებს აირჩევს”, - დასძინა მან. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საქართველო აირჩევს ერთიანობას, წესრიგს და შენებას და მიუხედავად პოლიტიკური მოსაზრებებისა, არჩევნები მშვიდად, სამართლიანად, სამაგალითოდ ჩატარდება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
სეპარატისტებმა სამგზავრო ავტობუსი ააფეთქეს

გალის რაიონის სოფელ ხურჩაში აფხაზური შეიარაღებული ფორმირებების წევრებმა ორ სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც ერთ-ერთი ავტობუსის აფეთქება მოჰყვა.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად მგზავრები დაშავდნენ. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

აფხაზური შეიარაღებული ფორმირებების წევრები 20 წუთის განმავლობაში ესროდნენ ავტობუსს და ამ ფაქტს რუსეთის სამშვიდობო ძალების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
სროლა კონფლიქტის ზონაში

აფხაზეთისა და სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, მდინარე ენგურის მარჯვენა სანაპიროზე, 20 წუთის განმავლობაში სროლის ხმა ისმოდა.

არსებული ინფორმაციით, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მცხოვრებლები მდინარეზე გადმოდიოდნენ, რომლებსაც სურდათ, რომ მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში.

თვითმხილველების ცნობით, დე ფაქტო სამართალდამცველებმა მშვიდობიან მოქალაქეებს გაუხსნეს ცეცხლი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
სანიკიძე ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს

საარჩევნო ბლოკ "გაერთიანებული ოპოზიციის" ქუთაისის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გუბაზ სანიკიძემ ბრიფინგი გამართა და საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა.

მისი მტკიცებით, ქუთაისში საპარლამენტო არჩევნები ტოტალური გაყალბებით მიმდინარეობს.

სანიკიძის განცხადებით, ქუთაისში პოლიციამ მათი აქტივისტები დააკავა ხულიგნობის ბრალდებით, თუმცა ისინი უკვე გაათავისუფლეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
თეკლა, არაჩვეულებრივად გვაწოდებ ინფორმაციას.დიდი მადლობა.

კარმა ჩემგან გაწეული შრომისთვის.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი