dorado wrote:ციტატა:
თუ სააკაშვილის მსგავსად რესპუბლიკელებმაც იციან ექსკლუზიური მისამართები ვაშინგტონში_რატომ არ
იყენებენ?
მე ვფიქრობ, იმიტომ რომ რესპუბლიკელებმაც იციან „ექსკლუზიური მისამართები" ვაშინგტონში, სწორედ ისინი იყვნენ ინიციატორები გაერთიანებული ოპოზიციის დაქსაქსვის. მათ ამით ბევი ვერაფერი მოიგეს, შედეგი თავიდანვე ნათელი იყო, სამაგიეროდ ოპოზიციისა და მართველი პარტიის ორთაბრძოლაში ამ უკანასკნელის წისქვილზე დაასხეს წყალი.პარტიის ლიდერები იმავე ინსტიტუტების პირმშოები არიან, საიდანაც მმართველი პარტია მოდის, შეიძლება იერშენიღბულნი. ამის ეჭვებს ბადებს ის გარემოება,რომ ამ პარტიის ინტელექტუალური პოტენციალი ეჭვს არ იწვევს, ის კი არა და ბევრი პარტიისთვის შესაშურიც კი არის/ეს ჩემი აზრია/. ამდენად არანაირ ლოგიკაში, არანაირ ისტორიულ გამოცდილებაში არ ჯდება დაქსაქსულ მდგომარობაში ომის მოგების შანსების გაზრდა, ვიდრე ერთიანი ძალებით ბრძოლა.ამდენად, ძალიან არადამაჯერებელი და ყალბია საპარლამენტო არჩევნბში წარმატებებისათვის მათი გაერთიანებული ოპოზიციიდან გამოყოფის არგუმენტები.ან ზედმეტად პატივმოყვარენი არიან და საერთო, ერონულ ინტერესებს ვერ ანაცვალეს ეს პატივმოყვარეობა. და თუ მათი მამოძრავებელი ასეთი მერკანტილური გრძნობები იყო-ნამდვილად არ იმსახურებენ პატივისცემას. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ პარტიამაც თავისი დაღი დაასვა ქართულ პოლიტიკაში წინააღმდეგობის მოძრაობაში გაჩენილ ნიხილიზმის საშიშ ტენდენციას. მე პირადად მათ პატივს ვცემდი. ასევე იცის ეს "ექსკლუზიური მისამართები" გია მაისაშვილმა, რომელიც საგანგებოდ ბოლო დღეებს ელოდებოდა, რომ განეცხადებინა თუ მის ძვირფას სააკაშვილს როგორი მძიმე "პახმელია" ქონდა გაჩეჩილაძესთან ქეიფისაგან. ჯერ იმ პლიტიკოსს რა ვუთხარი, თუ პრეზიდენტის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის და ასეთი ფაქტი სიმართლეც რომ იყოს, არ ეყოფა პოლიტიკური ალღო და პოლიტიკურ დაფაზე სულ ცოტა ორი სვლით მაინც ვერ განსაზღვრავს "წამოყრანტალებული"სიტყვების შედეგებს. მე ეჭვი მეპარება, რომ გია მაისაშვილი ასეთი ბრიყვი იყოს. მისგან ეს იყო შეგნებული სვლა და ალბათ იმ "ჯადოსნური" მისამართებიდან ნაკარნახები . იმიტომ, რომ ამ სვლამ იმუშავა. ამას გარდა, არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ხელისუფლების ლიდერებს შორის შეხვედრები იმართება, ის კი არა, და, მიმაჩნა რომ ასეც უნდა იყოს. ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე, შეიძლება სასმელიც კი იყო მაგიდაზე და ეს ფაქტიც სააკაშვილის მიერ საგანგებოდაც იყო გაბუქებული და ხასგასმული და "შეგდებული"-ან იმიტომ, რომ თვლიდა მაისაშვილს იმდენად ბრიყვად, რომ აიტაცებდა ამ ფაქტს დაგაახმაურებდა რითაც თუ სააკაშვილს ქულები ვერ დაეწერებოდა- ოპოზიცის ლიდერებს აუცილებლად ჩამოეჭრებოდათ. ან შეთანხმებული , დაგეგმილი სვლა იყო. მერე რა, რომ მაისაშვილს "ჩამშვების" და "ძირი გამომთხრელის" იმიჯი ემუქრებოდა. მთავარია სააკაშვილს დაეხმარებოდა და დიდი თამაშის მონაწილე გახდებოდა. მაისაშვილის ორმაგი თამაში მაშინაც კარგად გამოჩნდა, როდესაც განაცხადა თავისი სააკაშვილისადმი მხარდაჭერა თუ ბადრი პატარკაციშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში გარკვეულ სდაშიშროებას შექმნიდა სააკაშვილის გამარჯვებისთვის.
არჩევნებმა ჩ ა გ ვ ი ა რ ა,

ა გ ვ ა რ ჩ ე ვ ი ნ ე ს და მომავალი მაინც გაურკვეველია....იმიტომ, რომ ეხლაც ,თუ დავუკვირდებით, როგორ არაცალსახა და არამკაფიოა რესპუბლიკელების პოზიცია, ასევე ბევრ კითხვის ნიშნებს ტოვებს უპასუხოდ თარგამაძის"ბუფერული" პარტია, და ა.შ. ალბად ბევრი დრო რ დარჩა, რომ ყველაფერი ძალიან აშკარა გახდეს.....
ჩვენ კი მხოლოდ ესღა დაგვრჩენია=lol=
