შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ზუგდიდში შექმნილი ვითარება “ვერსია” ინკოგნიტო რესპოდენტმა მოაწოდა: - ”3 დღე ვრცელდებოდა ხმა, რომ ზუგდიდში აფხაზები შემოვიდოდნენ. სხვა სასაუბრო ქალაქში არაფერი იყო. მიუხედავად აჟიოტაჟისა, გახიზნული მოსახლეობა ოჯახებს დაუბრუნდა. სანამდე შეიძლებოდა დაგვეტოვებინათ სახლი?”. რაც მოსასვლელი გვაქვს, ვერსად გავექცევით. ჭორები სიმართლე აღმოჩნდა - 13 აგვისტოს, წალენჯიხის რაიონის სოფლებში: მუჟავასა და ფახულანში აფხაზები შევიდნენ, ზუგდიდის რაიონის სოფლები რუხი და რიყეც დაიკავეს. ზუსტად ვიცი, აფხაზები წალენჯიხასა და ზუგდიდის განაპირა სოფლებში შეიჭრნენ. თანაც აფხაზი ნაცნობები მყავს და მათი განწყობა დაფარული არ არის. რუსებთან ერთად მოიწევენ.
ისინი სოფლებში მოსახლეობას არ აწიოკებენ, მაგრამ მარადიორობენ. ხალხს ყველაფერი ჩამოართვეს, რაც ებადათ. ყველაფრის მიუხედავად, ქალაქი არ ჩამკვდარა. ზუგდიდში ტრანსპორტი მოძრაობს, მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოსკენ გადაადგილება შეიზღუდა. აღარავინ იმალება, პანიკაც არ არის.
რუსი სამხედროები სად განლაგდნენ და როგორ მოქმედებენ? - ყველა ადმინისტრაციული შენობა დაიკავეს. მერიიდან, პოლიციის შენობიდან, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან კომპიუტრები გამოზიდეს, რაღაც ინფორმაციას ეძებდნენ. ფაცი-ფუცში იყვნენ. ალბათ, ომის წამოწყებაში სურთ დაგვადანაშულონ და რაღაც “კომპრომატებს” ეძებენ. 12 აგვისტოს, სააკაშვილის რეზიდენციასთან, მოქალაქეს ჩამოართვეს “06”-ის მარკის მანქანა. ზუგდიდიში ბენზინი მხოლოდ ერთ ადგილას იყიდება და შეზღუდული რაოდენობით გასცემენ.
პროდუქტებზეც ფასებმა მოიმატა, პური 80 თეთრი ღირს, დეფიციტი გახდა მობილურის ბარათები, არ იშოვება არც მაგთის და არც ჯეოსელის, ტელეფონზე თანხის ჩარიცხვაც გართულდა, რადგან აპარატებთან რიგებია.
რუსეთის საოკუპაციო ჯარების ნაწილებმა კასპის რაიონში, მეტეხი-გრაკალის გადასარბენზე სარკინიგზო ხიდი დანაღმეს და ააფეთქეს
2008 წლის 16 აგვისტოს რუსეთის საოკუპაციო ჯარების ნაწილებმა დანაღმეს და ააფეთქეს სარკინიგზო ხიდი კასპის რაიონში, მეტეხი-გრაკალის გადასარბენზე. ამ დივერსიულ-ტერორისტული აქტის შედეგად შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის, კავშირი საქართველოს საზღვაო პორტებთან. ამავე გზით ხდებოდა ლტოლვილების გადმოყვანა რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უსაფრთხო ადგილებში. ამის შესახებ საუბარია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. "საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევისა და სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ დოკუმენტების ხელმოწერის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების განადგურებას. რუსეთი მიზანმიმართულად ახორციელებს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურებისაკენ მიმართულ ქმედებებს, მათ შორის ჰუმანიტარული კატასტროფის გამოწვევის საშუალებით",-ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მეგობარ სახელმწიფოებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები საქართველოში ჰუმანიტარული კატასტროფისა და სახელმწიფოებრიობის განადგურების შესაჩერებლად.
რუსეთის საოკუპაციო ჯარის ნაწილი ხაშურის ტერიტორიაზე არის შემჩნეული. როგორც ”პრესა.გე”-ს კორესპონდენტი ხაშურიდან გადმოგვცემს, ქალაქის გზაგასაყარზე, ცენტრში 3 რუსული ტანკი და ერთი სამხედრო ”ურალი” არის განლაგებული. ხაშურში განლაგებულ რუს ჯარისკაცთა ოდენობა 20-30 ერთეულია. ქალაქში სიწყნარეა და ამ დროისთვის არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.
- ”რაღაცა გაუფუჭდათ და ისინი ამჟამად ამ ტანკის შეკეთებით არიან დაკავებულნი. ხოლო, ვიღაც სამხედრო პირები ცენტრალურ მოედანზე მდგომი ”სახალხო ბანკის” შენობის თავზე შევნიშნე. არ ვიცი, შეიძლება სნაიპერები არიან. ქალაქში სიწყნარეა. პანიკას ადგილი არა აქვს, თუმცა დაძაბულობა იგრძნობა”, - გვატყობინებს კორესპონდენტი ხაშურის ავტოსადგურის ტერიტორიიდან.
ტრანსპორტი ხაშურიდან დასავლეთის მიმართულებით არ მოძრაობს. როგორც გაირკვა, დასავლეთ საქართველოში ჩასვლა მატარებლით შეიძლება, რომელიც მოგვიანებით შეასრულებს რეისს.
ფოთს ინტერნეტის მიწოდება შეუწყდა. ეს იყო ერთადერთი საშუალება, რითაც ადგილობრივი მასმედიის საშუალებების წარმომადგენლები ინფორმაციებსა და ფოტო-მასალას ავრცელებდნენ. "ინტერპრესნიუსი" დაუკავშირდა "კაუკაზუს ონლაინის" ცენტრალურ ოფისს, როგორც იქ განგვიცხადეს, გორში რკინიგზაზე დაზიანდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რამაც დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქისთვის ინტერნეტის მიწოდების შეწყვეტა გამოიწვია. მათი თქმით, სამუშაოები მიმდინარეობს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის აღსადგენად და, სავარაუდოდ, ხვალ ფოთს ინტერნეტის მიწოდება აღუდგება.
ქართველმა ჰაკერებმა რუსეთის სამთავორბო ინტერნეტ-გვერდი გატეხეს, რომელიც http://www.fsoz.gov.ru/ მისამართძე იმყოფება. ინტერნეტ რესურსი რუსეთის თავდაცვის ერთერთ ფედერალურ უწყებას ეკუთვნის. საიტის გატეხვის ფაქტი პრესა.გე-ს მიერ 16:22-ზე დაფისქირდა. ”გატეხილ” ინტერნეტ-რესურსზე ქართველმა ჰაკერებმა განათავსეს გორში მომხდარი ტრაგედიის ამსახველი ფოტო (Reuters) და ბანერი მოწოდებით STOP RUSSIA.
ჯერ უცნობია, თუ როდის შეძლებს რუსეთის შესაბამის უწყება ქართული ჰაკერული ”თადასხმის” შედეგების გამოსწორებას, მაგრამ ეს უკვე რიგირთ მეორე შემთხევაა, როდესაც ქართველმა ჰაკერებმა რუსულ ინტერნეტ-სივრცეს შეუტიეს.
12 აგვისტოს რუსულ ინტერნეტ-სივრცეში ”დაჰაკული” საიტები საქართველოს სიმბოლიკას და რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინის უცენზურო გამოსახულებებს შეცავს.
როგორც ჰაკერთა გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, ბექამ განაცხადა, მათ ”უპასუხეს ზუსტად იმ მეთოდით, რა მეთოდიც მანამდე ქართული სამთავრობო და ინფორმაციული რესურსები იყო გატეხელი”.
რუსეთის მხარემ ე.წ. DDos შეტევებით შეძლო რამოდენიმე პოპულარული ქართული საინფორმაციო რესუსრსის მუშაობის შეფერხება, ხოლო რამოდენიმე ინტერნეტ-გვერდი საერთოდ გაეთიშა.
პირველი ქართული Cyber-შეტევის დროს ქართველმა ჰაკერებმა კომერციული და პერსონალური ინტერნეტ-გვერდები გატეხეს, რომელთა უმრავლესობა უფასო (FREE) სერვერებზეა განთავსებული.
ამჯერად ქართველებმა სამთავრობო საიტი გატეხეს, რომლის Screenshots-ს ქვემოთ ხედავთ:
გაეროს ბავშვთა ფონდი იძულებით გადაადგილებულ ბავშვებსა და ქალებს ეხმარება. გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, 3 600-მა იძულებით გადაადგილებულმა ქალმა და ბავშვმა უკვე მიიღო ჰიგიენური საშუალებები, სასმელი წყალი, დასაკეცი საწოლები და პირსახოცები. "იუნისეფი" შეშფოთებულია კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულთა მზარდი რაოდენობით, რომელმაც გაეროს მონაცემებით უკვე 115,000-ს მიაღწია. დევნილთა შორის ბევრია ქალი და ბავშვი, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ სუფთა წყლით, აუცილებელი ჰიგიენური საშუალებებითა და სანიტარული ობიექტებით",_განაცხადა საქართველოში "იუნისეფის" წარმომადგენლის მოადგილე ბენჯამინ პერკსმა. "იუნისეფი" აგრძელებს კონფლიქტის ზონიდან იძულებით გადაადგილებული ქალებისა და ბავშვების მდგომარეობის შეფასებას თბილისში, მცხეთასა და თიანეთში განლაგებულ თავშესაფრებში. შეფასებების თანახმად ვლინდება, რომ გადაუდებელი დახმარების ფარგლებში აუცილებელია დევნილთა უზრუნველყოფა ბავშვთა სპეციალური კვების პროდუქტებით, ჰიგიენური საშუალებებით, უსაფრთხო სასმელი წყლითა და სანიტარული პირობებით. შეფასებაზე დაყრდნობით "იუნისეფი" დაუყოვნებლივ ახდენს რეაგირებას არსებული საგანგებო მარაგის გამოყენებით. მალე საქართველოში "იუნისეფის" კოპენჰაგენის საწყობიდან ჩამოვა სასწავლო,Hჰიგიენური ნივთები, სასმელი წყლის კომპლექტები, წყლის რეზერვუარები, საკვების კონსერვები და წყალგამანაწილებელი მოწყობილობები. აღნიშნული დახმარება დამატებით 6 000 დაზარალებულ ოჯახს შეუმსუბუქებს მდგომარეობას.
4 დღის წინ გაიტეხა www.russia.net და www.russia.com, მეორე გუშინ აღადგინეს,მაგრამ საქართველოზე ინფორმაცია წაშალეს. ცოტაა, მაგრამ სასიამოვნო:) ცოტა კი გვაწვალეს,მაგრამ მაინც გაითიშა
ეჰ, ქეთადეა, ჩემი ჭკვიანი გოგოობა არ გაიშვა...რა უნდა გითხრათ, ხალხო, ან ყველაფერი_ან არაფერი,ყოფნა-არყოფნის ბრძოლა გვაქვს, ამათი მონღოლი ჯიში და ამათი შავი სისხლი რომ გაშრეს...ღმერთო, თუკი რამე კრედიტი გვაქვს ქართველებს, ახლა გაგვიქეშე, გეხვეწები!
ქართველმა ჰაკერებმა რუსეთის სამთავორბო ინტერნეტ-გვერდი გატეხეს, რომელიც http://www.fsoz.gov.ru/ მისამართძე იმყოფება. ინტერნეტ რესურსი რუსეთის თავდაცვის ერთერთ ფედერალურ უწყებას ეკუთვნის. საიტის გატეხვის ფაქტი პრესა.გე-ს მიერ 16:22-ზე დაფისქირდა.
ჩინური რესტორნების ქსელი რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას გაუწევს. ჩინური რესტორნების ქსელის დირექტორის ირინა მჭედლიძის თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლებს თანადგომას უცხადებს ჩინური რესტორნების ქსელი "პიკასო" და "სიანგანი". "იგი სისტემატიურად იზრუნებს და მათ კვების პროდუქტებს მიაწვდის. ასევე, დახმარებას გაუწევს შიდა ქართლში დარჩენილ მოსახლეობას", - განაცხადა მჭედლიძემ.