↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
რა არის სამშობლოს სიყვარული?


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 76 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 Jan 2010
Posts180
კარმა0
OFFLINEPROFILE
ხარბად მიჭირავს თვალი ქედი ქედს გადასკვნილი
მძლეთამძლე კავკასიონისკენ
და მისი სიყვარულისთვის ვეღარსაიდან ვერ შემომივლია.
გული ხელთ აღარ მაქვს,
დამდორებული სისხლი მიბორგავს ძარღვებში
და ჩემი სულთათქმის სიმძაფრეს აცხოველებს.
გონების მჩრეკელი მოგონებები
წყალმცენარესავით მატივტივებს
და მთელი სხეულით მისკენ მივისწრაფვი.
კისრებს იგრძელებენ უსასიშო
თუ საშიში უფსკრულები,
ჩემს შესაგებებლად მოიჩქარიან
ნისლებოხშივარ ადენილი
უკვდავუბერებელი ჭიუხები.
ქარიშხალივით ამოვარდნილ
აღმაფრენას ვეღარ ვაკავებ.
ჩემს თვალწინ ისარკება
არანაირთა მსგავსი ბუნების სისასწაულე,
რასაც კავკასიონი ქვია.
გულშერყეული ვუახლოვდები
სამზისთვცალოდ გამზადებულ სერებს,
სამქუხაროდ დაბადებულ ჩანჩქერებს,
ახალ ყვავილიან კორდებს,
მიმხვდურმა რომ ვერ უმძლავრა
და ფეხი ვერ მოიკიდა.
თვალს ემშვენიერება როკ-ნუჟრიანი კოლბოხები,
მთის ნაწიბურებში მირჩენილი თოვლი,
ციცაბოზე დაკიდებილი
მრავალტოტება დეკას ბუჩქები.
ახლო-მახლო ამომცენარებული
წითელ ყვითელფთილა ბიბილები.
უღელტეხილზე ამომაღლაურებული დავეძებ
გმირთაგმირი ამირანის ფეხის ნატერფალს.
თვალებმობრიალე არწივი თვალის უსწრაფესად
ჩამოიმდაბლებს და ამირანის დევთნამუხლარზე
ნიშანდობლივ მიმანიშნებს.
უღელტეხილზე ბედნიერი ვდგევარ
და ხმამაღლა გავყვირი:
დიახ, ეს ჩემი მწიაღებელი სამშობლოა!
რუსთაველის, ფიროსმანის და ქეთევან წამებულის დამბადებელი!
სადაც უსიმღეროდ პური არ შეიჭმევა და ...
რომელი ერთოი ჩამოვთვალო...
არწივი ჩემს შეძახილს სიტყვადაუკლებლივ იმეორებს
და ჰაერში ამაყად დაბრუნავს.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 76 posts ] 
რა არის სამშობლოს სიყვარული?
დესპანი