↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
თანამედროვე ქართული პოეზია.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 466 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ეკა ქაჯაია
სიჩუმე
პოეზია
2007.01.29
------------------------------------------------

დაცარიელდა
უეცრად სახლი
და სახლში მეტი სიჩუმე დადგა,
მე ვლაპარაკობ ხმამაღლა განგებ
სიტყვის გამცემი არა მყავს რადგან...
ერთბაშად
ყველას გაუჩნდა საქმე,
წავიდნენ სადმე ბედის საძებნად...
(- ოცნება იყო სიჩუმე ადრე,
რომელსაც ახლა ჰქვია გაძლება...)

:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
...და გამომკვეთეს
კლდეში, ვით იცით,
ვარძიის კლდე მაქვს კედელი,
ბედაურები დამიბეს ფიცხი,
ჯაჭვის და ლაგმის მკვნეტელი.
და მეჯინიბეს მოჰქონდა ქერი,
უხვად ეყარა ბაგაში,
პატრონნი ჩემნი შმაგნი და ხელნი
ხმალს არ აგებდნენ ქარქაშში.
და როცა იდგნენ ბერები ლოცვად,
ტორს სცემდნენ მიწას ცხენები,
შეუჩვეველნი დგომას და მოცდას
სისხლი კიოდა ჭენების.
და როცა რეკდა განგაშით ზარი
მტერს არისხებდა თამარი,
და მეფის მძლავრი სკიპტრით და ჯვარით
ფეხზე დგებოდა მთა-ბარი.
და მერე ვიდრე ცისკარი კლდეზე
გადმოდგებოდა ჯიხვივით,
ქვებზე ცვიოდა ფლოქვების კვესი,
იყო მერნების ჭიხვინი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება.
რა დააოკებს თავნება აპრილს?
მოვა, მოიტანს, ცისფერ ყვავილებს
და შენს ფეხებთან დაჰყრის და დაჰყრის.

ვერ გაუძლებენ მოვარდნილ ვნებებს
და დასკდებიან ატმის კვირტები
და მეც ვითარცა ახლად გაცნობილს,
ახალი თვალით დაგაკვირდები.

შენშიაც ვიგრძნობ აპრილის სუნთქვას,
მოვარდნილ მეწყერს და ძუ ავაზას!
გეტყვი, მითხარ: აპრილი გათბობს,
თუ სხვა სურვილმა გაგალამაზა?..

გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება,
მოვა დღეები წყურვილები და გაგიჟების,
სადაც შეგხვდები, შემოგახევ მოცისფრო კაბას,
თუ შენი ნებით, შენი ნებით არ გაშიშვლდები! . .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი

ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები
მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები,
მამაკაცებს გვერდით ჰყავდათ, ვით ფოლადის ფარები
და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები.

ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,
გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი.

მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.
სადაც უნდა ყოფილიყვნენ, მარად დაუზრახველნი, -
საქართველო იყო მათი საყვარელი სახელი.

ბრძოლის ველზე მიდიოდნენ რაინდული ოცნებით,
მიდიოდნენ და მიჰქონდათ ჩალისფერი დროშები,
ბევრჯერ სისხლით შეღებილა მათი ავგაროზები.

სადაც უნდა ყოფილიყვნენ, თუნდ სამარის კარამდის,
ოსმალეთის მიწა იყო, თუ მინდორი მარაბდის, -
საქართველო იყო მათი საყვარელი მარადის.

სადაც უნდა აღემართათ სატევარი და გორდა,
ვაჟკაცურად მიიწევდნენ, ვაჟკაცურად გაჰქონდათ –
სპარსეთში თუ დაღესტანში, კრწანისთან თუ შამქორთან,
საქართველოს ერთი მუჭა ცხელი მიწა თან ჰქონდათ.

სიკვდილის წინ რუსთაველის შაირების ძახილით
მიწას გულში ჩაიკრავდა ქართლელი თუ კახელი, -
საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი.

შვილებს ომში აგზავნიდნენ წარბშეკრული დედები,
აგზავნიდნენ, აბარებდნენ დედურ დაიმედებით:
თუ ისარი ზურგში მოგხვდეთ, არ დაიჭრათ მკერდები,
ხელმეორედ ნუ გენახოთ საქართველოს ქედები:

ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,
გმირი თინა წავკისელი და მაია წყნეთელი.

მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.

მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი,
საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

საქართველოში

საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ სწუხდნენ ამაზე:
ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.

თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს
ერთი იმედით, სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.

საქართველოში როცა კვდებოდნენ,
მუდამ და მუდამ სწუხდნენ ამაზე:
ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.

ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვსდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.

რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!

ლადო ასათიანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ცის ფიქრი აგიყოლიებს,
ჩრდილს დაასვენებ მთაზედა.

იელვებს ძველი ტკივილი,
როგორც მზის შუქი ხმალზედა.

მონატრებისგან
ლამაზი
დარდი დაგიწვენს მკლავზედა.
ვაჟა ხორნაული

ციცო მითხარი შემოგევლე, რა ხდება საქართველოში. მართლა ომს აპირებთ,თუ ჩვენ გვაბოთავებენ აქ? გაგიჟებულები ვართ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
დილა

ვარდის ტუჩზე ნამია,
ქარს მზესთან ენა მიაქვს,
თურმე ნამმა თქვა:
ნუ მიყურებს მზე რა,
მომარიდოს მზერა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სამშობლო
სამშობლო, ჩემო ლამაზო,
ზურმუხტო, ანუ ალმასო;
ვიდრე შენს მკერდზე დავდივარ,
გთხოვ მწარე რამე არ მასო.

მშვენიერი გაქვს ბუნება,
სხვებიც ამბობენ ამასო;
მაგ შენმა დაღონებამა
გული დარდებით აღავსო.

სამშობლო ყველას გიყვარდეთ,
ვისაც რო ღმერთი კი გწამსო;
სამშობლოს დამვიწყებელი,
მაღალმა ღმერთმა დაამსო.

ვის დედაენა არ მოსწონს,
მას ეშმაკები ახლავსო,
ცოცხალ იქნება დევნილი,
მკვდარსაც მატყლები დახრავსო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ლილე,
კივის ხეებს ვთესავ
და უკვე მეხუთე შუადღეა
მზეს თვალს ვუსწორებ
გაღლილობისგან,
მერე ღმერთების ბაღში გადავდივარ,
გრილა ღმერთებთან.
------
ჰაერში ახლაც
ნარინჯისფერი კარალიოკის
მოტკბო სუნია და
ვაღიარებ,
ფერების და სუნის შეგრძნება
სიყვარულს ნიშნავს.
-------
ლილე,
რას გრძნობს სიჩუმე
როცა ირღვევა?

/თითა ნამიანი/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
წვიმს და მერამდენედ გადაწერილ
სტრიქონს ბალდახინით ასვენებენ,
მე კი წვიმასავით ალმაცერი,
შენზე მოგონება მასველებს და...

ვდგავარ .... აღარაფერს ეშველება...
თოკზე ავდარია გაფენილი.
ახლა გამოსავლად მეჩვენება,
ვენებდასერილი ქვაფენილი...

წვიმს და, სიკვდილისგან მაციებს და,
დღეა საღამოსკენ გადახრილი,
ახლა მე მჭირდება გაცილება,
უკან დააბრუნეთ ბალდახინი!..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
სამაჩაბლოსკენ ზეცა გაორდა,
შუბლდაცვარული ნისლის ზმანებით,
დასთენებოდათ ბიჭებს შაორთან
და ნიკორწმინდას რეკდნენ ზარები.

ბერისკლდის მიღმა გარბოდა ჭინკა,
ნაძვთან კვდებოდა თეთრი ფაშატი,
ცლიდა მესტვირე ღვინიან ჭიქას
და ატირებდა გრძნობებს დაშანთულს.

ამოდიოდა ნათელი მდორე,
ცა ისრუტავდა სიცოცხლის მაჭარს,
მიაგორებდა რიონი ჭორებს
და ძილბურანში ტოვებდა რაჭას.

მანანა ფრუიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
კაწალ-კუწალების ფერი ესიზმრებათ ბორცვებს,
მწვანე იმედები თოვლზე გაყინული წიწვის,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა საქართველოს მიწის.

უკვე ვეღარ ვუძლებ შეთხზულ ღიმილსა და კოცნებს,
წაშლა მომდომნია შუბლზე დაწერილი ბედის,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა მობერებულ დედის.

მზერა ეფერება სადღაც გადანახულ ლოცვებს,
დილის გათენება გრძნობებს მითოშავს და მაზრის,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა სვეტიცხოვლის ტაძრის.

სისხლის გაგიჟება ალბათ დამიფლითავს ხორცებს,
სული არეული ნისლად დაედება თბილისს,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა ერთადერთი შვილის.

კაწალ-კუწალების ფერი ესიზმრებათ ბორცვებს,
მწვანე იმედები თოვლზე გაყინული წიწვის,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა საქართველოს მიწის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
რაშის აჩრდილი დადის ქალაქში,
ბედო,დამცინი! ბედო,თავხედობ!
მინდა ჩაგკეტო ერთხელ თავლაში
და ეკლიანი სახრით გაგხედნო.

ვიცი,დაღლილი და მოკანკალე,
ჩაიმუხლებ და ...გამიყუჩდები.
მე კი,მათრახის ყოველ ნაკვალევს
ამოგიშუშებ გრილი ტუჩებით.

და შერიგებას შემოგთავაზებ,
როცა შუაღამე ზეცას გარინდავს,
ხელს შემოგარტყამ ლამაზ გავაზე
და ურდულს ავხსნი ყველა კარიდან...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
როცა გეძახი,როცა მინდიხარ,
როცა აღმაღგზნებ და როცა გელი,
ჩემგან ყოველთვის მაშინ მიდიხარ
და გამოწვდილი მირჩება ხელი.
როცა მოვილტვი,როცა მიყვარხარ,
როცა მოგდევ და შენობას ვნატრობ,
ვიღაცას სწორედ მაშინ მიჰყავხარ
და ჩემი წილი ალერსით გათრობს.
როცა მწყურიხარ,როცა მაგიჟებ,
როცა გიჩოქებ,როცა ვენთები,
მაშინ დუმილის ზღურბლზე აბიჯებ
და ცრემლად დამდის წვიმის წვეთები.
როცა ვივსები,როცა ვარ შენი,
როცა გნებდები,როცა მინდიხარ,
როცა ვიჯერებ,ჩემს ყოფას შვენი,
ჩემგან ყოველთვის მაშინ მიდიხარ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
შენი ხმა ჩამესმა და გავქვავდი,
მეგონა, აგირიე კვალი,
"როგორ შეუმჩნევლად დაქალდი!"-
საკინძე გადამიხსენ თვალით.

სიცხისგან თუხთუხებდა თბილისი,
ცრემლივით დამშრალიყო მტკვარი,
წარსულში გაცილებდა ივლისი
და ჩემი ამრეზილი ქმარი...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 466 posts ] 
თანამედროვე ქართული პოეზია.
დესპანი