↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
თანამედროვე ქართული პოეზია.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 466 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
(მე ავიბლანდე ...)
შოთა იათაშვილი
მე ავიბლანდე შენს დასავარცხნ თმაში,
ხოლო შენ თავი გადაიპარსე და წახვედი და
მე ძლივს გადავურჩი
საპარიკმახეროს დამლაგებლის დიდ ცოცხს.

რამდენიმე წლის შემდეგ,
მე ჩამოვეკიდე შენს ერთ,
უკვე წამოზრდილ ნაწნავს,
ხოლო შენ ადექი და
სულ მეორე ნაწნავით მცემე.

მერე,
მე ვცადე,
გადავქცეულიყავი შამპუნის ერთ წვეთად
და კიდევაც შევძელი,
მაგრამ შენ ცხელი შხაპის ნაკადით
ჩამომრეცხე შენი ოქროსფერი თმიდან.

და როცა
შენი სხეულის წმიდა ჭუჭყით
გაჯერებული წყალი
აბაზანის ფსკერზე შემზარავად პირდაღებული
ხვრელისაკენ მიმაქანებდა,
მე დავინახე ჩემკენ გამოწვდილი
შენი თმის ერთი ღერი და
როგორც ანდაზურ ჭეშმარიტებას,
ისე მოვეჭიდე მას...

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
მადლობა ჩე შესანიშნავი ლექსები დაგიდევს:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
აუ ეს ძაან მაგარი ლექსია....

ეკა ქაჯაია-ომობანა

დილიდან საღამომდე
ბავშვები ომობანას თამაშობენ
ხის ცხენებს არბევენ
და ხის ხმლებს იქნევენ
დილიდან საღამომდე ბავშვები ვაჟკაცობენ
და ახალ რაინდთა სახელებს ირქმევენ

დილიდან საღამომდე
მტვრის ცხელ ორგიაში
არის თითისტოლა ბიჭების ჯირითი
ირყევა, ზვირთდება ქუჩის ოკეანე
აურა მილეთით...

დილიდან საღამომდე
ბავშვები ომობანას თამაშობენ
ხის ცხენებს არბევენ და ხის ხმლებს იქნევენ
დილიდან საღამომდე ბავშვები ვაჟკაცობენ
და გვივერიებენ...

ირყევა ქალაქი ამ ვითომ განგაშით-
ო ღმერთო, -
ასწავლეთ ბავშვებს სხვა თამაშიც!

ეკა ქაჯაია-როლი

დახუნძლულია ხეები თოვლით
ჰაერში ფრთხიან ყინვის ჩიტები
დამითმეთ თქვენი ლამაზი როლი
ბავშვის ხელები-
სავსე გირჩებით...
ბავშვის ხელები-სირბილე მოვის
გლუვი მაქმანი და გამაშები...
დამითმეთ თქვენი ლამაზი როლი
მე თქვენს როლს
უკეთ ვითამაშებდი...
დაფარა თოვლმა ყინულის სცენა
მერე ლღობასაც უნდა გავასწროთ.
ჩემი ბრალია! რა ბედისწერა -
საკუთარ თავს რომ
ცუდად ვთამაშობ...
ბავშვი-
დიდრონი თვალების ჭრილი
და მტრედის ფრთები ოქროსფერ თმაში...
დამითმეთ
თქვენი ლამაზი როლი
გირჩებით სავსე ხელები ბავშვის...

დახუნძლულია ხეები
თოვლით...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
(ასე მგონია, სულში ჩამეხრჩო მთელი სამყარო...)
ნონა გუმბერიძე
ასე მგონია, სულში ჩამეხრჩო მთელი სამყარო,
ხმაური დადუმდა ჩემში.
მზად ვარ ამქვეყნად ხეტიალის ნება ამყარონ,
მზად ვარ ცის იქით სამყოფელი გავცვალო ჩქერში.
მაჯაზე ძარღვი ისე მიცემს,
როგორც ცის რისხვა,
ნეტავი წვიმდეს,
ამ ლექსს წერდეს ნეტავი სულ სხვა.
და მეჩვენება სასაკლაო გავკაფე სულში,
სიკვდილზე ცივი, შიშზე უგულო,
და შეხიზნული ვითომ სიცოცხლის უღვთო ფარდულში
ვეღარ ვძლებ, მინდა ამ ცხოვრებას შორით ვუყურო.
ასე მგონია, სულში ჩამეხრჩო მთელი სამყარო

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
ყური დაუგდეთ
პეტრე გრუზინსკი
ყური დაუგდეთ ძველთა ნანგრევთა
უხმო კვნესას და უხმო გოდებას,
ის, რაც იხილეს ამ ქონგურებმა
არასდროს აღარ განმეორდება.
დგანან ამაყად მკერდშენგრეულნი
და იხსენებენ წარსულს ნისლიანს,
ყველა გოდოლზე, ყველა კედელზე
მამა-პაპათა წმინდა სისხლია.
და თითო ლოდი ხავსმოდებული _
ძველ მატიანის თითო ფურცელი _
უნდა გადავცეთ ჩვენს შვილთაშვილებს
წასაკითხავად ისევ უცვლელი.
იმათაც დახვდეს ციხე რუხისა,
ვარძიის მღვიმე _ დიდება ჩვენი,
მათთვისაც რეკდეს ძველი გელათი,
სვეტიცხოველი და ზედაზენი.
დაე იცოდნენ: ყველა ნანგრევი
დღესაც გუშაგობს წარსულს ნისლიანს,
ყველა მათგანზე მამა-პაპათა
ჩვენთვის დაღვრილი, წმინდა სისხლია.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ლილი ნუცუბიძე

სხვაგან არ მეძიოთ

მე თუ დავიკარგო, გელათში მეძიეთ,
ვიქნები ლოცვად დავარდნილი,
სასთუმლად მექნება ღვთისმშობლის კალთა
და ცა მეხურება საბანივით.

მე თუ დავიკარგო, ალავერდში ვიქნები,
მზესთან გადასული ალავერდს
და ყელზე მექნება გამობმული
შვიდფერი ცისარტყელის სადავე;

იქნებ ანანურთან დამეწიოთ,
ვიდრე არაგვის წყალს გავცურავდე,
ვიდრე ორთავ მუხლზე დავეცემი
და გულს მტევანივით დავწურავდე.

მე თუ დავიკარგო, მცხეთაში ვიქნები,
არსაკიძის ტკივილით გათანგული,
ან გრემში ვიქნები, ანდა ვარძიაში, -
მთის გულში წყაროსავით დაკარგული.

მინდა ცის ლაჟვარდი მხრებზე დამეფინოს,
დავიწვე მიწის ალმურში,
მე თუ დავიკარგო
სხვაგან არ მეძიოთ, -
მხოლოდ ჩემს სალოცავ მამულში!

რატი ამაღლობელი

* * *

მე როცა ვახელ – შენ ხუჭავ თვალებს. იქნებ,
ხდება პირიქით.
გზას ისევ შენი ბაღისკენ ვიგნებ
მწიფე ბილიკით.

სად შენი ფიქრის განკაცებულ საქმროებს ვებრძვი
გაუთავებლად –
მე შენთვის მხრებით მომქონდა ვერძი
და უკვდავება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts326
კარმა50
OFFLINEPROFILE
ენა ქართული (თამაზ მონიავა)
ნუთუ იმიათვის ვიბრძოდით,ხალხნო,
ქართული ენა რომ დაგვვიწყნოდა,
უბედურაბის მეტი რა ვნახეთ...
ენა,მამული სულ წინ გვიძღოდა,
რის ამერიკა, რა ამერიკა?
რის ინგლისური? რისი ფრანგული?
იცით,რა იშვა ჩვენი ენიდან-
რა აზროვნება, გალობა,გული?
"ღმერთების ენა"უწოდა ლადომ,
დღეს კი უღმერთოდ მიტოვებული-
კაცმა ამ ქვეყნად ვის უნდა ანდოს?-
ისევ ქართველ კაცს- ენა ქებული.
ქართველი ბიჭი მოდის ქუჩაში
ყურზე საყურით,"ჰოპ"-ის ხიზანი,
ჩვენ ეს გვინდოდა? გამაგებინეთ,
ბრძოლებში ქედი არ მოგვიხრია ,
საუკუნენი ასე ვიარეთ.
გადავარჩინეთ ენა ქართული,
თუმცა ბორბლებით გადაგვიარეს...
ჰეი,ქართველო ძმაო და დაო!
თავს ავარიდებ ზღაპრებს,ქარაგმებს,
მე არ მოვუხმობ ალეგორიებს,
მოიარებით ნათქვამ არაკებს ,
პირდაპირ გეტყვით: დედას გაფიცებთ,
ქართულ ენაზე მელაპარაკეთ!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
გაგა ნახუცრიშვილი.

უკვე მოგონება მივეც ანათემას
უკვე დავივიწყე შენი სუსტი ტანი.
ღამის მარტოობას ისევ ანათებდა
ქუჩის მოწყენილი სველი შუქნიშანი.

დავთმე სიყვარული, მაინც არ მეძინა
თითქოს მომყვებოდნენ ძველი აკორდები,
მერე ჩემს გრძნობებზე ცივად გამეცინა-
მივხვდი, -აღარასდროს აღარ გავლოთდები.

ქუჩა სიბნელეში თითქოს ნახაზია,
როგორ იცვლებიან სახლთა ფიგურები,
ყოფნა უშენოდაც ისე ლამაზია, -
შენსკენ, დამიჯერე, აღარ ვიყურები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
. .

მზეში ყოველთვის რაღაცას ვკარგავთ,
სხვა არის ღამე..
მე შემიძლია დავუგდო ყური
შენს დუმილს, სადღაც, ქალაქის იქით,
სხვა არის ღამე ეჭვის და შურის
თითო ნატეხის და ღვინის ჭიქის
და როცა ვიცი, რომ ფიქრობ სხვაზე,
როცა გგონია, რომ ფიქრობ ჩემზე,
სხვა არის ღამე, შენსავით ნაზი,
შენსავით ბავშვი,
მენდე, ძვირფასო,
მე შემიძლია დავუგდო ყური
გაყინულ ქარში ფოთლები თოვას
და თქვი, რაც გინდა, შხამად თუ პურად,
დღეს ყველაფერი ჩემამდე მოვა
და თქვი, რაც გინდა, არ ვღირვარ იმად,
რომ შენ იფხიზლო ქალაქის იქით,
რა შუაშია ქარი და წვიმა,
ეს სხვა ღამეა - დაცლილი ჭიქით.
არ შეუშვირო მუჭები წუთებს
და არ მიადო სიცივეს ლოყა,
არ მაგრძნობინო, ძვირფასო, უცებ
რომ ჩვენი სევდა ერთ ქარში მოყვა,
თორემ ხვალ დილით რაც გინდა, ის თქვი,
თუნდაც ღამეზე მოყევი რამე,
ოღონდ დილამდე თუ გამყვა ფიქრი,
ოღონდ დილამდე თუ იქნა ღამე.

ესეც გეთიაშვილია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
დუმილის პოეზია

მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
თვალებით თანხმობა, თვალებით უარი
და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია,
შენგან ვისახსოვრე... და სადმე თუ არის,
მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია!
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.

გიორგი საჯაია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ამინდი გვნათლავს მარტის,
თოვლი წიოკობს მთებში,
ქვეყნიერების დარდი
მოდის და ბინას ეძებს.

არის ფანტელთა ტვისტი,
ენძელა ღელეს ქარგავს,
მაგრამ ჩემთვის და მთისთვის
მარტი გაზაფხულს არ ჰგავს.

დროა სიმღერის, ცეკვის,
მაგრამ დარდი გვაქვს თითო
მთებს მზე აკლია, მე კი

შენი თითების სითბო

გელა დაიაური

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
* * * * *
ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო
და მომინდა ხეტიალი ქართან,
ცხრა ფიქრის და ცხრა ოცნების მიღმა
აშრიალდა შენი კაბის კალთა...
ღამით, რა ვქნა, ოცნებების მეტი,
მაგ ღიმილის გახსენების გარდა;
დავეცემი, როგორც წვიმის წვეთი
მოგონების საჩრდილობლის კართან.
უძილობის თეთრ თოლიებს მისევს
გახსენება მაგ ანთებულ თვალთა
და ფიქრებში გათენდება ისე,
როგორც უცებ ჩამომწყდარი ფარდა.

ვახუშტი კოტეტიშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ქალი იმისია ხელზე აგოგმანო!...
ლექსით გააბრუო...
ქარით მოიტაცო....
ქალი იმისია ხვეწნით გააშმაგო!...
მხრებზე შეისვა და
მთვარეს მოაფარო....
არ გამოგყვება?
კაცი იმისი ხარ
თავი მოიკლა და
მაინც შეაყვარო!!!!!!

ავტორი არ ვიცი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
მე მოვალ შენთან,ვით გაზაფხული,
ჩამოგაშორებ გულიდან ყინვას.
მე მოვალ შენთან, ვით ანცი სიო,
რომ, სიყვარულზე რაიმე გითხრა.
გზა თუ ამებნა შენსკენ სავალი,
სიზმარში მაინც უთუოდ გნახავ.
მე დაგიტოვებ ბაგეზე ამბორს
და ფეხაკრეფით, უჩუმრად წავალ...

თუ, მოგენატროს ჩემთან ალერსი,
ჩემი თვალები, თუ, გაგახსენდა,
მე, ყვავილების თეთრი ბილიკით,
თვით, სიყვარული მომიყვანს შენთან.

და როცა მოვალ, ვით, გაზაფხული,
კრძალვით შემოვხსნი შენს სულში კარებს,
მე მოვალ შენთან ისე უჩუმრად,
რომ, გაოცებით მომაპყრობ თვალებს.

გადაგავიწყებ ყოველგვარ წყენას
და დაგიკოცნი თაფლისფერ თვალებს.
მე შეგიყვარებ ისე ძლიერად,
რომ, შეშურდება, შენი სხვაკაცებს.

თეა კანდელაკი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
* * * * *

მე დამესიზმრა ფოლკნერის დათვი.
ჰო, შეიცვალა ხანი, ბუნება,
ახლა უცხოა ხალხისთვის ხალხი,
უღრან ტყეებში მსურს დაბრუნება.

როცა მწყინდება ჭერი და სახლი
და ქუჩაც ჩემთვის უცხოა როცა,
მე მესიზმრება ფოლკნერის დათვი,
მიყურებს, მელის, მეძახის, მოთქვამს.

და მენატრება მწვანე რტოები —
იქ შეიძლება თავის დაღწევა —
და უღრან ტყეში განმარტოებით,
მარტოობისგან მინდა გაქცევა.

ვინც მყვარებია, დამტოვებს ნელა
და აღარ ვიცი, ვინ შევიყვარო.
ღამის ქალაქში უღმერთოდ ბნელა,
მე შენთან მოვალ, ეჰ, მეგობარო!..

მე შენთან მოვალ, ქალაქს დავტოვებ,
რადგან ბევრი გვაქვს, ალბათ, საერთო,
არ შეგვაწუხებს ჩვენ სიმარტოვე —
გიამბობ რამეს, ერთად გავერთოთ.

გაგა ნახუცრიშვილი

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 466 posts ] 
თანამედროვე ქართული პოეზია.
დესპანი