NJ_Maiko wrote:ციტატა:
რატომ არის ბავშვი უმანკო?
ჩემს შეკითხვას ვეცდები თავად გავცე პასუხი.
რატომ არის ბავშვი უმანკო?-ბავშვი უმანკოა,რადგან მას არა აქვს უნარი და ცოდნა განასხვავოს კარგი და ცუდი ერთმანეთისგან.
ბავშვმა შეიძლება აიღოს სხვისი ნივთი, მაგრამ ამას არავინ ჩაუთვლის ქურდობად, რადგან მან ჯერ არ იცის ჩემი და შენი.
ბავშვი დარბის დედიშობილა, მაგრამ არავინ უთვლის ამას ამორალურ საქციელად, რადგან ბავშვმა არ იცის, რა არის სირცხვილი.
უმანკოება ცნობიერების მდგომარეობაა და არა ადამიანის მიერ ჩადენილი “კარგი” და “ცუდი” საქციელი.
ბავშვი უბიწოა უგუნურების გამო, ხოლო ბრძენი ადამიანი უბიწო ხდება სიბრძნის გამო. ჭეშმარიტი ბრძენი კვლავ ბავშვს ემსგავსება, მაგრამ იგი განსხვავდება ბავშვისაგან შეგნებით. დიახ, ცოდნა კეთილისა და ბოროტისა მავნეა და უსარგებლო, მაგრამ ეს აუცილებლად გასავლელი ეტაპია, რათა ადამიანმა გაცნობიერებით გადალახოს იგი და მივიდეს შეგნებულ უბიწოებამდე.