↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
♥♥♥ მონატრება ♥♥♥


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 266 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 Jan 2010
Posts180
კარმა0
OFFLINEPROFILE
სინანული მკლავს,
მომდევს, მიბამს მხარს,
მახრასავით მხრავს.
მირონი აქვს სხვა,
ჩვენში ვაზის სხვლას,
ყანის მკას და ხვნას
მაკადულის ხმას.
ძელქვის ძირძველ ძროს,
წყაროს კლდეში მძრომს.
კვლაც მითრთოლებს ძარღვს,
სულხორციან მძრავს,
მეყსეულად მყმობს,
კვდომის ზღვარზე მყოფს.
ვიდრე სისხლი ჩქეფს,
მე არ დავთმობ ჩემს
წამოგრაგნილ თხემს,
ვაჟას "წიფელს ხმელს",
ენგურს, რიონს მხნეს.
რადგან ნატვრას მძლავრს,
ვერ ვუშვები ძვრას,
რადგან ჩვენში სხვლას
ყანის მკას და ხვნას,
სალამურის ქნარს,
ნაკადულის ხმას
მირონი აქვს სხვა!

მედეა კახიძე
(/კრბულიდსნ "ის, რაც აქამდე არ მითქვამს")
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts571
კარმა51
OFFLINEPROFILE
ო რა ჩამწვარი ყოფილა კაცო აავაჰმე, დამბურძგლა ტანში!!!!
ვინც თერგი დავლიეთ ანუ წამოვედით აქეთ, ყველას იგივე შეგეძნება გვაქვს, გვიმძაფრდება საქართველოს სიყვერული და ყოველი პატარა გაშლილი კვირტი საქართველოში სადღაც მთში ერთ ხევსურულ ხეზე, უფრო მიყვარს ვიდრე აქ შეძენილი ტროპიკული ყვავილების გიგანტური თაიგული!!!
არაფერი არაა იმაზე ტკბილი ვიდრე სამშობლოს სურნელი!!!
მძიმეა მონატრების სევდა არ მეთანხმებით?

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 Jan 2010
Posts180
კარმა0
OFFLINEPROFILE
აი კიდევ ერთ ლექსს გეტყვით ბებია ჩემო ცუგრუმელებო...

წამოივალ

ფრთებს გასაფრენად შევმართავ,
ველს გადავუვლი ფეხმარდად,
გამოვეხსნები მედგარს.

და თუ ელვა არ დამნაღმავს,
იქნებ მეღირსოს ამაღამ
მთვარისთვის თვალის შედგმა.

წამოვალ ასწრაფებული,
დიდ სურვილს დაწაფებული
დავაქვესკნელო ღვარძლი.

და ვით ცა ზეცის სიგლუვეს,
მე შენ ჩემს გვერდით გიგულვებ,
წავშლი ჩვენს შუა მანძილს.

უკურნელ ვნებამისჯილი,
შენ დიდ სიყვარულს მიჯრილი,
ალერსს გამოგთხოვ წამლად

...და შენგან აღარ წავალ!
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მადლობა ბებია. გაიხარე .მაგარიაააა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 Jan 2010
Posts180
კარმა0
OFFLINEPROFILE
zizikore წერს:
მადლობა ბებია. გაიხარე .მაგარიაააა.
არაფერს ჩემო ციციკორე, დიდი სიამოვნებით გიზიარებთ ჩემს საყვარელ ლექსებს. პოეზია ძალიან მიყვარს. =11918 =5172

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
ai monatreba didi tkivilia amavdroulad sulis shemdzvreli faqtoric me menatrebian magalitad ninochka ninokara zariosi black pirat maia kizibi da dzveli kvela despaneli titqmis rogor gamovxato monatreba ramdenic ar unda vikviro tu isini aq ar shemovlen xmas ver mivacvden ara da es xalxi magrad mikvars magram sad arian isini? arian ki?

xoda game camovcvebi sibneleshi da vfiqrob neta vaxsovar mat?minda chavrto compiuteri shevide chems ertert usayvarles saitze despanze da vicino mattan ertad ganvicado mattan ertad vitiro da ase shemdeg
mere ickeba nostalgia dzveli drois rogor shevdiodit chatshi rogor mexumrebodnen ucha(zarios)da kidev erti jumberi xar da iraklio da kidev mravali sxva

i mere ki tvalebi micremliandeba ganvicdi me isini menatrebian ai esaa monatreba me am cremlebis ar mrcxvenia geficebit mikvarxart kvela

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 Jan 2010
Posts180
კარმა0
OFFLINEPROFILE
არ მოკვდება

შინაურმა მომხდურებმა
თავი ურცხვად აიშვეს,
გუშინდელი მოსულები
თესენ შარს და ქარიშხლებს.

მშვიდი ძილი წაგვერთვა
თითქმის მთელ ქვეყანაში,
არ ვღუღუნებთ აკვნებთან,
არ დავძახით ყანაში.

არც არავის გვეცეკვება,
გვეცინება არც ვისმე,
ჰანგმა იწყო ნელ-ნელ კლება
არც გვისმენენ, არც ვისმენთ.

ჩემო ძველო სიმღერებო,
"ოდოია", "ჩაკრულო",
გუშინ ყელს რომ იღერებდით
პირი რად გაქვთ აკრული.

ნუთუ წმენა გაწბილდა,
უხმლოდ მოგვითარეშეს,
შეიკუთვნა კვლავ წმინდად
ველ-ჭალები გარეშემ.

რაგინდ ვიყოთ ოხვრაში,
მაინც ყელს მოვიღერებთ
ბრძოლაში თუ თოხნაში,
შემოვძახებთ სიმღერებს.

ჰანგებს, ასე საფიცარს,
არ გავატანთ ნიავქარს,
არ ჩავკლავთ, არც ავფიცრავთ
სულის ნაფორიაქალს.

არ ვიქცევით მტრის ღობედ,
ხალხი ზეაღმართული,
მიწაზე არ იღოღებს
სიმღერები ქართული!

მედეა Kახიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე აღარ ვიცი მონატრება აღარც მორიდება ეს საზოგადოება ფუ როგორ მეზიზღება

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined25 Feb 2010
Posts1
კარმა0
OFFLINEPROFILE
სამშობლო მენატრება,ჩემი სოფელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
საიდან ხარ ლილიან?

ციტირება პასუხი
   
User avatar
Posts3
კარმა51
OFFLINEPROFILE
NJ_Maiko წერს:
შენი სარკმელი - ბუდე ამურის,
კაკანათი და ოქროს დილეგი.
შიგ ჩიტებივით ბევრჯერ გაბმულან
ჩემი სიზმრები და სურვილები.

პატარა სახლი ლიბომოშლილი -
ერთი პაწია ყანჩის ფიტული
მეჩვენებოდა ბროლის კოშკივით,
ზედ ცაზე იყო გადმოკიდული.

ღამით კოშკიდან ოქროს დალალი
ჩამოგიშვია როგორც რიჟრაჟი,
მეც ამოვსულვარ შენთან მალულად,
ჰო, ამოვსულვარ ოღონდ... სიზმარში...

ჩავუვლი შენს სახლს გულის ძაგძაგით
და ძველი სუსხით შევირთვილები,
დამესევიან და გამძიძგნიან
ძველი სიზმრები და სურვილები.

შოთა ნიშნიანიძე
dfdf

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 266 posts ] 
♥♥♥ მონატრება ♥♥♥
დესპანი