მიყვარს -ჩემი შვილი და შვილიშვილი

ვოცნებობ -აღარაფერზე საქართველოს გარდა
ვფიქრობ - წარსულზე
მძულს - ორგული ადამიანები
ვნანობ - რომ ცხოვრებაში ნამდვილ სიყვარულს ხელი ვკარი
კმაყოფილი ვარ - უმცირესით
მენატრება - ჩემი შვილი რომელიც ცაშია
მსურს - დიდხანს იცოცხლოს ჩემმა ქალიშვილმა თავისი ოჯახით
მაღიზიანებს -ტყუილი დაპირებები და ტრაბახა ადამიანები
ვგრძნობ - ლექსის გულის ფეთქვას
მეშინია - სობერეში ლოგინად ჩავარდნისა
ვიცი - აღარ დაბრუნდებიან ვინც ცაში ანგელოზებად დაფრინავენ
არ ვიცი -ვნახავ თუ არა მათ
შემიძლია - სიყვარული გაგინაწილოთ
არ შემიძლია - ღალატი
ვმეგობრობ -უანგაროდ
ვაპატიებ - საპატიებელს
ვტირი - მხოლოდ ღამე რომ არავინ შევაწუხო
ვიცინი - საკუთარ სისულელეებზე
ვეძებ-და ვერ ვპოულობ მომგებიან ლატარიის ბილეთს
ღირსი ვარ-ხანდახან ალოყურის
ვკარგავ-ახალგაზრდობას
მშურს - მისი ვისაც შვილები უკლებლივ ყავს
ვემალები - უსიამოვნებას
ვემტერები - უზნეობას
მაინტერესებს-საკმაოდ ბევრი რამ
არ მაინტერესებს -მუსულანური სამყარო
მახსოვს - რომ ვკრეფდი იებს.....
მრცხვენია -რომ ყურთ მაკლდება
უარვყოფ -და არ მიყვარს თუ სხვას შევეცოდები
ვავადმყოფობ -ჯერ ჯერობით არა
ვმალავ - ჩემს დარდებს და წუხილს როგორც შემიძლია
ვინახავ - ლამაზ მოგონებებს სათუთად
მწამს - რომ ოდესღაც აყვავეულ საქართველოს ვიხილავთ
მიკვირს - უვიცების ფაფხურობის
მიხარია - რომ კიდევ ერთ გაზაფხულს შევესწარი
ვჭორაობ -სიამოვნებით
ვდარდობ - გულისგულში ჩემს სიზმრის შვილზე
ვამაყობ -ჩემი ქალიშვილით
ვაკეთებ -ხშირად სხვის საკეთებელს
ვეფერები -ყველა ღირსეულ ქართველს
მსიამოვნებს -მუსიკა
მესიზმრება - წარსული და ხშირად თავი საქართველოში მგონია
ვეხმარები - თუ შემიძლია და როგორც შემიძლია
ვეწევი - როგორც "პარავოზი"
მწყინს - როცა სიკეთეს ვერ ხედავენ
ვხარჯავ - სიცოცხლეს
ვღალატობ - არასდროს საკუთარ სინდისს
ვკამათობ -არ მიყვარს კამათი
ვუხეშობ - არაფრის დიდებით
ვუსმენ -მინდა თუ არ მინდა მოლაყბე ადამიანებს
ვყოყმანობ - როცა რაიმე საყოყმანოა
ვკითხულობ - სიამოვნებით
ვამზადებ -კერძებს როგორც სხვები ამბობენ არც თუ ისე ცუდად
ვუყურებ -DVD-ს სოამოვნებით
ვკლავ - დარდს
ვაფუჭებ - ანუ ვაძმარებ ხშირად გახსნილ ღვინოს იმიტომ რომ
არა ვსვამ
ვცხოვრობ - საზღვარგარეთ
ვცემ -პატივს ჩემს მეგობრებს
ვყვირი -მხოლოდ გულში როცა ვბრაზობ
ვმღერი -გადატანილი უბედურებების მიუხედავად და ალბათ
სამარეშიც ვიმღერებ
ვასრულებ - ხშირად სხვების დაწყებულ საქმეს
დავდივარ - ატა-ბატა
ვმკურნალობ - ჩემს უტვინო ქცევებს
ვერიდები - გულბოროტ ადამიანებს
ვთამაშობ - სიამოვნებით ტაკიმასხარის როლს შვილიშვილთან
ვიტყუები - მხოლოდ მაშინ თუ სიმართლით ვინმეს გულს ვატკენ
ვეთაყვანები - მამაზეციერს
ვგიჟდები - ქართულ სიმღერებზე
ვაგროვებ - სიყვარულს
ვიხდი - სხვების ვალს
ვეჭვიანობ - არაფერზე
"ვკაიფობ" - ანეგდოტებზე და ტუტუც პოლიტიკოსებზე
ვიზიდავ - გამომძალველ ადამიანებს
ვალამაზებ - იმედია ვინმეს ცხოვრებას
