|
ღმერთის შეგონება.
" ვაჰ სოფელო რა შიგან ხარ"
დინების აღმა ვეწევი ნიჩბებს, და უარმყოფენ ციცქნა ტალღები, და ისევ, კვლავაც მესალმენიან, უკვე განვლილი ხილის ბაღები, მინდა რომ ფონი მოვძენბო სწრაფად, და დავეწაფო მწყურვალი ხელი, მაგრამ არა და აღარ გამოდის, წინ და უკან სვლით- გზა არის გრძელი. წყალში ვარ,- წყალი მწყურია კვლავაც, ბაღში გადაველ, ხილს თვალი ვავლე, ვაშლი მინდოდა ჩამომეკრიფა, ტოტი გამისხლტა, ხელი ვერ ვავლე. და ოქროყანას შეველ მშიერი, რომ მომეცელა თუნდაც ხორბალი, ცელი ვერ ვნახე,- ოჰ ღმერთო ჩემო, დაღმა ტრიალებს ბედის ბორბალი. რა განსაცდელებს მიგზავნი ღმერთო, შემიბრალე და მაკმარე ცრემლი, ვგრძნობ, თითქოს ეშვება ურო, და ქვე მიგია მე რკინის გრდემლი, ხვატისგან სუნთქვა მეკვრება ისევ, მთელი ხმით ვყვირი: ჰაერი მინდააააააააააააააააააა! ჰაერი მინდა, სუფთა ჰაერი, ჩემი სამშობლოს ჰაერი წმინდა. ცა გადაიხსნა, მზე გაირინდა, ნიავიც შეწყდა, გაქვავდნენ ხენი, მამა ზეციერ გამოჩნდა ცაზე, ლოცვით უთრთოდა ოდნავ ბაგენი, და მიკარნახა რუდუნებითა: "არ შეუშინდე,- გაქვს ძლიერ გენი, მოთმინებითა ბევრითა შენთა, კვლავ მოიპოვე ეგ სული შენი." სული ჰო,მაგრამ ეგ ხვალის არის, დღეს კი თუ რამ მაქვს სულ ყველა ვკარგე, რა გამოვიდა? ჯერ აქ,- საცა ვარ, ესე სიცოცხლე და ყოფა მარგე! "უნდა ირწმუნო, ყველაფერს შესძლებ, ეცადო იღწვო, ითმინო ჯერა, შენ გაიმარჯვებ, შენ გაიმარჯვებ, აღმა ასცურავ მდინარეს- მჯერა. ამოეფარა დღის მანათობელს, გადამატარა სიძნელის ქედი, წავიდა ჩემგან და დამიტოვა, საიხარული და დიდი იმედი.
ნუ გეშინიათ,-ღმერთი ჩვენთან არს დესპანელებო, ამინ!
|