↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დესპანის პოეტები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
შემოდგომის მთვარე

გაყუჩდა ღამე!..
მთვარე მღერის ჩუმ სერენადას,
იხსნება ფარდა!..
ითვლის დღეებს წლის კალენდარი,
წვეთები წვიმის თითქოს ოხვრით ცრიან ვერანდას,
თითქოს მოლოდინს ნათელი დღის შეცვლის ავდარი.
გიტარის სიმებს აჰყოლია სანთლების ალი,
ძველ როიალზე ფერწასული ნოტები ყრია,
ჩამოშლილ აფრას დამსჩნევია წვიმისგან ნამი
და შორიახლო ალისფერი ფოთლები ქრიან.
შემოდგომის ცას მოუხატავს ფერადი რკალი,
ჩითის ფოთლებით შეუმოსავს ხეთა გენია,
ბაღის ბილიკებს შერჩენიათ ზაფხულის კვალი
ეხლა კი ზამთრის სუსხს და ყინვას თრთოლვით ელიან.
განაგრძობს მთვარე სევდიანი ხმით სერენადას
და ნაცნობ სიმებს თან ჰყვებიან ცეკვით ჭადრები...
წვიმა კვლავ აცრის შემოდგომის მოქარგულ ფარდას
და ბნელ კუთხეში ანათებენ წყვდიადს სანთლები.

ხატია ფაცია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
lia wrote:
ციტატა:
სურათი აღარ არსებობს საკარტველოს ასეტი სიკვარულის და მონატრებისტვის ;სჰენტვის ეს ვარდი. მეტი არაფერი სჰემიზლიააააააააა გენაცვალეეეეეეეეეე=ko= http://up.pixgeo.com/out.php/i5011_cid0 ... rabaki.gif
სურათი აღარ არსებობს

ძალიან ,ძალიან,ძალიან დიდი მადლობა! გაიხარეეეეეე!!!!!!!!!!! =love= =love= =love=

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Dec 2007
Posts90
კარმა51
OFFLINEPROFILE
ჩემი ერთ ერთი უსაყვარლესი ლექსი

"საქართველოში"

საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:
ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშობა და სილამაზე.

თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს
ერთი იმედით: სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.

საქართველოში როცა კვდებოდნენ,
უფეო და უფრო წუხდნენ ამაზე:
ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!

ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვსდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ აეც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.

რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ქუპაკა,დარწმუნებული ვარ ეს ლექსი ყველას უყვარს,მართლა კარგი ლექსია,მაგრამ აქ მარტო ჩვენი საკუთარი ლექსები იწერება, ხოლო შენი უსაყვარლესი ლექსები შეგიძლია "ჩვენი საყვარელი ლექსები"-თემაა ასეთი ცალკე და იქ დაწერო. შენ თუ წერ ლექსებს აქ დაგვიწერე და დიდი სიამოვნებით წავიკითხავთ! ვხედავ ახალი ხარ ჩვენთან, კეთილი იტყოს შენი წერილები დესპანზე! წარმატებებს და კარმების სიუხვეს გისურვებ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Dec 2007
Posts90
კარმა51
OFFLINEPROFILE
ოკ! მაშინ გავლექსავ რაღაცას თუ ესა:)

აპსურკუყ ვდრიპშ მოკვეშ სარა,
იტაბუბ ბზიოუპ, ტჰახსჰარა,
ბზია ამშ აშუა აბზიარა!

აი ასე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
კარამელკა,ტკბილო და გემრიელო გეფერები და გკოცნი=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Dec 2007
Posts90
კარმა51
OFFLINEPROFILE
ქუპაკა კი არა არამედ "წუპაკა"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
cupaka wrote:
ციტატა:
ოკ! მაშინ გავლექსავ რაღაცას თუ ესა:)

აპსურკუყ ვდრიპშ მოკვეშ სარა,
იტაბუბ ბზიოუპ, ტჰახსჰარა,
ბზია ამშ აშუა აბზიარა!

აი ასე!

კაი "წუპაკ" , მაგრამ ამ ლექსს რაც შეეხება ,მეგრელი რომ არ ვიყო თავად, ვიფიქრებდი კიდეც ალბათ მეგრულიათქო,მაგრამ მართლა ვერ მივამსგავსე ვერც ერთ ენას =tavfx= =tavfx= =oops=

=lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
nanano wrote:
ციტატა:
კარამელკა,ტკბილო და გემრიელო გეფერები და გკოცნი=ko= =ko= =ko=

მეც ჩემო მარმალატკავ !=ko= =love= =love= :ilv

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
აი ჩემი კიდევ ერთი ლექსი!:

ათიათასი კითხვა დასმული
და ათასობით ლექსების კონა,
ცხოვრების გზაზე რითმად გასმული
ნატანჯი სულიც მზეს ჩაეკონა...
პირდაღმა მზერით სიოს ჩურჩული
და გახვეული ბადეში ქარი,
გულის კარები ასე მიხშული
და ჩუმად მჯდარი ფიქრში ავდარი!
კიდევ ამდენი კითხვა...ვიღლები...
და ისევ ლექსთა დიდი ლაშქარი,
პოეტად არა,აღარ ვითვლები_
უბრალოდ მუზის ვარ ქარიშხალი!
გეყოთ კითხვები!_ნუთუ ვერ ხვდებით,
რომ ამ ქაოსით მართლა ვიღლები?!_
დიახ, მე თვითონ ვცხოვრობ ლექსებში,
მაგრამ პოეტად აღარ ვითვლები!

ხატია ფაცია =kf=

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Dec 2007
Posts90
კარმა51
OFFLINEPROFILE
სირცხვილი თქვენ!!! ეს აფხაზურია!!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
cupaka wrote:
ციტატა:
სირცხვილი თქვენ!!! ეს აფხაზურია!!!!!

დიდუუ,მელენარ რექო გოლვაფირო?=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined07 Jan 2008
Posts30
კარმა55
OFFLINEPROFILE
მონანიება

შენს სუნთქვას ვუსმენ და მეკვრება სუნთქვა წამიერ,
შენი გული ძგერს და ჩემს მკერდში გული ჩერდება,
შენი თვალებით ვიხედები და ვინანიებ,
რომ ვარსებობდი უშენოდ და ბრალად მედება

სხვის სარეცელზე დაფანტული ყველა სიყალბე,
არარსებული სიყვარულის ყველა პარტია...
მოვინანიებ ახლა ყველა ავხორც სიხარბეს,
მოვინანიებ და თუ ღმერთმაც არ მაპატია,

ამ ერთ ღამესაც გადავუთვლი ღამეთა უფალს,
განსასვენებელს ამოვბლანდავ მუხის ფიცრებით,
ცრემლით ჩავაქრობ ვნებასავით გიზგიზა ბუხარს
და განთიადზე შენს სხეულში გარდავიცვლები...

მანანა ფრუიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
მანჩო შენი ფანი ვარ!
=zer= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined07 Jan 2008
Posts30
კარმა55
OFFLINEPROFILE
მე კიდევ შენი,ხატია=ko= ძალიან კარგი მიგნებები გაქვს.
: =mp

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
დესპანის პოეტები
დესპანი