maxsimas wrote:ციტატა:
დადიანების ზუგდიდის მუზეუმის კოლექცია 41 ათასამდე ნივთს ითვლის. მსოფლიოში არსებული ნაპოლეონის ნიღაბიდან ერთი ზუგდიდში ინახება. აქვეა დაცული რაფაელის,ტიციანის შედევრების მიხედვით შექმნილი უნიკალური გრავიურები, მოცარტის, შუბერტის, ვაგნერის უნიკალური კლავირები, რუსეთის,ჩინეთის იმპერატორების თურქეთის სულთნების ბრძანებით დამზადებული ნივთების ერთადერთი ეგზემპლარები რომელთაც მსოფლიოს ბევრი მუზეუმი ინატრებდა და მაინც სასახლის ფასდაუდებელი საგანძური არის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი კვართი რომელიც საქართველოში ჩამოიტანეს მერვე საუკუნეში ხატბრძოლისდროს კონსტანტინეპოლიდან მეჩვიდმეტე საუკუნეში საქრისტიანოს ამ დიდი სიწმინდისათვის ლუსკუმა შეუკვეთეს.
ყველას,ვისაც კი ოდესმე საშუალება გექნებათ, თუ ნახავთ ზუგდიდის დადიანების სახლ-მუზეუმს,დამიჯერეთ მართლაც ბევრ საინტერესეო ისტორიულ დოკუმენტებს და ნივთებს იხილავთ,ამასთანავე დაგრჩებათ საოცარი სიამაყის შეგრძნება,მართლაც არ ინანებთ,პირიქით, არაჩვეულებრივი ადგილია ,დამიჯერეთ!