TsudoooO wrote:ციტატა:
ყოველ დღე ლოცვებს ვკითხულობ: ათ მცნებას, ცრა ნეტარებას, მაგარამ ყოველდგე ვახერხებ უამრავ ცოდვის ჩადენას. ბევრჯერ გონების გაფანტვით, ლოცვაში ცოდვა მიქნია, ბევრჯერ მოყვასის ცემისა აუგი სიტყვა მითქვია, ბევრჯერ გლახაკის თვალებში ვედრება წამიკითხია, მაგრამ ხშირადაც უგულოდ გულშიაც განმიკითხია, ბევრი მლოცველი გულითა, ფარისეველი მგონია, ვგონებდი ბევრის მცოდნე ვარ, ტურმე არა რა მცოდნე, ზოგჯერ ტყუილიც მითქვია გამოსავალი მგონია, მაგრამ კეთილი ტყუილიც ბოროტის მონაგონია, კეთილი საქმის ჩამდენსა, თავი რომ კარგი მგონია, წირვაზე წაუსვლელობის მიზეზიც მომიგონია, სიზარმაცემაც კი მძლია, ბერვრჯერო განა ერთხელო, ოხ, კაცის გულო ორგულო, დაუდევარო მერყევო. სიკეთე დაფარული სჯობს, სააშკარაოს ნადებსა, ბევრი არა რა მიქნია, ბევრი ბოროტის ჩამდენსა, მფარველი ანგელოზისთვის ბევრჯერ შენდობა მითქვია, მაგრამ მოძღვრისთვის იგივე, ერთხელ, მეტჯერ არ მიქნია, ყოველთვის უფალს ვაწუხებ, თხოვნით: ოცნების ახდენის, გონებით იმას ვერ ვგონებ, რომ ღირსი არ ვარ ამდენის ყველას თავისი ჯვარი აქვს, ცხოვრების სატარებელი, ღმერთი იმდენს არ გვაკისრებს რის არ ვარ მატარებელი ცოდვებით დაგროვებული, დამძიმებულა გულიო, მოვინანიოთ ამას გთხოვთ და განვიწმინდოთ სულიო.
ეს რა კაცი ხარ ტო,გენაცვალე,ვიცოდი რო ნიჭიერი ბავშვი იყავი მაგრამ თუ ასეთი ეს ნაღდად არა.=ae= მოდი ლუდი დავლიოთ ჰა?