↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიყვარული პოეზიის ენით..!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
თუ სიყვარულში არ გაგიმართლა,
ნუ ეკითხები იესოს რატომ?
თუ გიღალატა, კვლავ გიღალატებს
ნუ ეუბნები ქრისტეს-მირჩიე!
რად გამირბისო ღმერთს ნუ უჩივი,
დაფიქრდი იქნებ შენი ბრალია?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
Siyvarulistvis es cxovreba ase cotaa?
Ushenod flangva am dxeebis albat codvaa,
Tu es cxovreba ushenobis cutebs mpirdeba
Mashin icode es cxovreba axar mchirdeba….

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
მენატრება შენი სახე,
ამ დილითაც სიზმრად გნახე.
ისევ მათბობს შენი ფერი,
არ მამშვიდებს არაფერი.
აღარ მშველის ლექსის წერა,
ზურგით მიდგას ბედისწერა.
დამავიწყდა უკვე ლოცვა,
მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა.
თავში დამსდევს ერთი აზრი,
ვერ გავუგე შინაარსი.
ვერ დავხატე გრძნობის ფერი,
ყალბი გახდა ყველაფერი.
ვერ ვუყურებ მწვანე ჭადრებს,
ვეღარ ვხედავ რა შენს თვალებს.
არ მიპყრობდა ფერი ვარდის,
მაშინ, როცა გვერდით მყავდი.
დამეკარგა გრძნობა, სმენა,
აღარც ჩიტის მესმის სტვენა.
დამრჩა მხოლოდ დარდი, წყენა,
ერთადერთი ჩუმი რწმენა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
siyvarulistvis yvela msxverpli dasashvebia, siyvarulistvis ar arsebobs cona asaki, giyvardes magram mis cinashe nu daecemi, shen shegidzlia siyvarulit iyo amayi, tu shegidzlia sheyvareba bednieri xar radgan am qveynad unichonic ibadebian, mteli cxovreba tamashoben siyvarulobas, da siyvaruli ar ician ise kvdebian !!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
არც სხვისი ცხობრებით მიცხოვრია,არც სხვის ნაკვალევზე გამივლია, არც სხვისი სიყვარული მომიპარავს ჩემიც არავისთვის დამითმია,ისე მომეპარა გრძნობა გულში,ნაბიჯების ხმაც არ გამიგია გული ისე ზლიერ ამიჩქარდა, რომლის მსგავსი დღემდე არ განმიცდია,შენმა ლამაზმა გამოხედვამ გულში ნაკვალევი დამამჩნია,ჩემი ცხოვრების თანამგზავრად გულმა მხოლოდ შენ აგირჩია.შენ ხარ ის ყველაზე წმინდა რაც ცხოვრებაში გამაჩნია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ძალიან გიყვარდა?
_ეგ არაფერია, მეტად ჰყვარებიათ სხვებს;
ძალიან მოგწონდა?
_რა ვუყოთ მერე, განა არ მოსწონდათ სხვებს;
ცხოვრებას შესწირავდი?
_მიკვირს განა, ცხოვრება შეუწირავთ სხვებს,
ცხოვრება თეატრია ითამაშე, ოგონდ
ნუ გაიღებ მსხვერპლს!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მერე შენ დაჭკნები,
ვით ია ლარნაკში,
ღამით წყალი რომ ვერ გამოუცვალეს,
მოვლენ მეზობლები
და დაგამშვიდებენ -
ასე სცოდნიაო სიყვარულს უცაბედს.

ასე სცოდნიაო...
შენ ყურს არ ათხოვებ,
ჯანდაბას ჭორები ქალური,
იყო დრო - გიყვარდა,
იყო დრო - უყვარდი,
თუნდ იმ დღეებისთვის
ღირდა სიყვარული. =lll =rose =rose Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ყოველ დღე ლოცვებს ვკითხულობ: ათ მცნებას, ცრა ნეტარებას, მაგარამ ყოველდგე ვახერხებ უამრავ ცოდვის ჩადენას. ბევრჯერ გონების გაფანტვით, ლოცვაში ცოდვა მიქნია, ბევრჯერ მოყვასის ცემისა აუგი სიტყვა მითქვია, ბევრჯერ გლახაკის თვალებში ვედრება წამიკითხია, მაგრამ ხშირადაც უგულოდ გულშიაც განმიკითხია, ბევრი მლოცველი გულითა, ფარისეველი მგონია, ვგონებდი ბევრის მცოდნე ვარ, ტურმე არა რა მცოდნე, ზოგჯერ ტყუილიც მითქვია გამოსავალი მგონია, მაგრამ კეთილი ტყუილიც ბოროტის მონაგონია, კეთილი საქმის ჩამდენსა, თავი რომ კარგი მგონია, წირვაზე წაუსვლელობის მიზეზიც მომიგონია, სიზარმაცემაც კი მძლია, ბერვრჯერო განა ერთხელო, ოხ, კაცის გულო ორგულო, დაუდევარო მერყევო. სიკეთე დაფარული სჯობს, სააშკარაოს ნადებსა, ბევრი არა რა მიქნია, ბევრი ბოროტის ჩამდენსა, მფარველი ანგელოზისთვის ბევრჯერ შენდობა მითქვია, მაგრამ მოძღვრისთვის იგივე, ერთხელ, მეტჯერ არ მიქნია, ყოველთვის უფალს ვაწუხებ, თხოვნით: ოცნების ახდენის, გონებით იმას ვერ ვგონებ, რომ ღირსი არ ვარ ამდენის ყველას თავისი ჯვარი აქვს, ცხოვრების სატარებელი, ღმერთი იმდენს არ გვაკისრებს რის არ ვარ მატარებელი ცოდვებით დაგროვებული, დამძიმებულა გულიო, მოვინანიოთ ამას გთხოვთ და განვიწმინდოთ სულიო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
შემოდგომაა...დასცვენია ხეს ყვითელი ფოთლები,
მე და ჩემი ოცნებები დავალთ როგორც ლოთები,
ცივი ქარი დათარეშობს, თავს ევლება ქუჩებს,
ფოთლებს ცაში აფრიალებს, თვასატეხებს უჩენს.
ქუჩის ბოლოს შემეფეთა მათხოვარის სახე,
გათოშილი ხელით შველას სთხოვდა ყველა გამვლელს,
ჯიბეები მოვიძებნე, ლარიანი ვნახე,
გავიწოდე, ჩავაშტერდი მის თავფლისფერ თვალებს.
იმ სევდიან გამოხედვას ვეღარაფრით ვივიწყებ,
თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა სევდიანი ვიძინებ,
სიზმრად ისევ მისი სახე და თვალები ვიხილე,
ბედნიერი იყო და მეც სიხარულით ვიტირე.
გავიფიქრე: ეს სიზმარი იქნებ მართლა ახდეს,
და ის მოწყენილი სახე მომღიმარი გახდეს.
გავიარე ის კი ისევ იმ ქუჩაზე იდგა
თბილისში კი სუსხიანი ცივი წვიმით ცრიდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ნინიკარაააააააააა ეს შენ ჩემგან..!!! :)

შენს გვერდით მევლო მიტომ გავჩნდი
თურმე მიწაზე,
სიყვარული და ბედნიერება
მე მხოლოდ შენით ვიწამე.
დიდხანს ვიფიქრე შენთვის ახალი
რა უნდა მეთქვა,
მარტო ის ვიცი, მზე ხარ ჩემი
და გულის ფეთქვა.
ღამე შენს სუნთქვას ვაყურადებ
და ძილს ვდარაჯობ,
შენი ღიმილის ხილვას ველი
და მერე ვამბობ:
ამ სილამაზის პოვნა მართლა
ცხოვრებად ღირდა,
ჩვენ ერთად ყოფნა, სიყვარული და
სიცოცხლე გვინდა....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ის რომ ვიცოდეთ სად ვცდებით,
ალბათ არასდროს შევცდებით.
ეკლიან გზებსაც ავცდებით
და შორს მწვერვალებს გავცდებით.
თუმც ვერანაირი აცდენით,
ბედისწერას ვერ აცდები,
ამაო იქნება განცდები,
ამაში მართლა არ ვცდები...
:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მე ასე მგონია, ლერწამი ვიყავი,
ვამბობდი სიმღერებს, ცის მადლით ცხებულს,
მე ვიყავ ლერწამი, შენ კიდევ ნიავი
და თბილი ღუღუნით მივსებდი სხეულს.

და როცა ჟამთასვლამ ცვლილება გვარგუნა
და მიწად ვიქეცით როცა,
მე ვიყავ ბალახი - შენ ჩემი შხაპუნა,
ცრემლებით, სიცილით გიყვარდა მოსვლა.

მე ასე მგონია, ჩიტებიც ვიყავით
და გზებზე ვფანტავდით ბარტყებს და სიზმრებს.
ბევრჯერ გადავლახეთ სიკვდილის სიავე
და ჰა, ერთმანეთი მოვძებნეთ ისევ.

გიყურებ, გისმენ და მტეხს გულისფიცარი,
რაღაც მაგონდება, ვით შორი სიზმარი -

თითქოსდა ხილვებით ნათდება უკუნი,
ირღვევა ჟამი და ერთმანეთს ერწყმის:
წვიმების შხაპუნი, ჩიტების ჟღურტული,
ჩურჩული ქარის და ღუღუნი ლერწმის... =lll =rose Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა
შენი სიცოცხლისთვის_თუნდ სიკვდილი მინდა
შენი შუქი მინდა, შენი ჩრდილი მინდა
შენი წყაროს წყალი, შენი ხილი მინდა.

ჩემი არ მეყოფა_სხვისი წილი მინდა
სხვა დაბადების დღე_სხვა ქორწილი მინდა,
შენი საიდუმლო ყველა ღილი მინდა
შენი ბაგე მინდა, შენი კბილი მინდა.

მე შენს ნაკვალევზე სულ სირბილი მინდა
შენ რომ უნდა მოგკლას ის სიკვდილი მინდა.
შენთან სულ სიმღერა, სულ ღიმილი მინდა
ჩვენ რომ შეგვაერთებს ის მანძილი მინდა.

შენ რომ დაგწამებენ, მეც ის ცილი მინდა
შენი ყველა ვალი გადახდილი მინდა
შენთვის ,,რენო' მინდა, შენთვის ,,ზილი' მინდა
შენი შემოხედვა_კმაყოფილი მინდა.

მთელი საქართველო ასე ზრდილი მინდა
შენად დასახსნელად ავთანდილი მინდა...

შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა

=lol= =lol= =lol= =lol=
მაგარი ლექსიააა,მე ბევრი ვიცინეეეეეეეეე =zer= =haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
Imageთავი დამავიწყეს ძველმა სონეტებმა, ძველი სატკივარი გამანდეს, ისე მომენატრა შენი მოფერება, როგორც არასდროს აქამდე. წარსულს უმღეროდა ძველი როიალი, თითქოს შენც მეძახდი შორიდან, პირჯვარს ისახავდა ღამე მთვარიანი, გარეთ ხეტიალი მომინდა. ფიქრთა ჩირაღდანზე წლები აელვარდნენ, გაქრა ყველაფერი უკვალოდ, ისე მომენატრე,ისე მომენატრე, ვერც კი წარმოიდგენ უბრალოდ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
TsudoooO wrote:
ციტატა:
ნინიკარაააააააააა ეს შენ ჩემგან..!!! :)

შენს გვერდით მევლო მიტომ გავჩნდი
თურმე მიწაზე,
სიყვარული და ბედნიერება
მე მხოლოდ შენით ვიწამე.
დიდხანს ვიფიქრე შენთვის ახალი
რა უნდა მეთქვა,
მარტო ის ვიცი, მზე ხარ ჩემი
და გულის ფეთქვა.
ღამე შენს სუნთქვას ვაყურადებ
და ძილს ვდარაჯობ,
შენი ღიმილის ხილვას ველი
და მერე ვამბობ:
ამ სილამაზის პოვნა მართლა
ცხოვრებად ღირდა,
ჩვენ ერთად ყოფნა, სიყვარული და
სიცოცხლე გვინდა....
უღრმესი მადლობა გაგ.ეს კი შენ სიხარულო ჩემგან.
----------------------------------------------
მე შენთან ეხლა არაფერს ვმალავ,
უფრო გაღმერთებ,რაც დრო გავიდა,
შენ კვლავ მომეცი იმდენი ძალა
მთელ ჩემს ცხოვრებას ვიწყებ თავიდან.
შენთვის ვთხზავ ყველა ლამაზ ოცნებას,
იქნებ ჩემს ტკივილს რამე ეშველოს,
შენს თავს ვფიცავარ გულწრფელად მიკვირს,
როგორ ვცხოვრობდი ერთ დროს უშენოდ.:) :) :)

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
სიყვარული პოეზიის ენით..!!!
დესპანი