↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიყვარული პოეზიის ენით..!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის
იყოს წყეული... ის იყოს კრული,
ვისაც არ სწამდეს და არ უნდოდეს:
“ძმობა, ერთობა და სიყვარული”.

საერთშორისო მტკიცე კავშირი,
ეს არის ქრისტეს სწავლა და მცნება,
საყოველთაო, სამარადისო, -
და არ საწუთო სიზმარ-ოცნება.

ვისაც ესა სწამს წრფელის განზრახვით
და ჭეშმარიტად არს გამსჭვალული,
მას შეერგება ციურ მანანად
“ძმობა, ერთობა და სიყვარული”.

ვინც გაიძახის ცარიელ სიტყვებს
და გულში სულ სხვა აქვს დამარხული,
ამაო არის მისი ნათქვამი:
“ძმობა, ერთობა და სიყვარული”.

მთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის
იყოს წყეული... ის იყოს კრული,
ვინც მხოლოდ სიტყვით გაიძახოდეს:
“ძმობა, ერთობა და სიყვარული”.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ასეთ დროს, საერთოდ, ფხიზლობენ გიჟები -
ხუთი საათია, ღამის, არასრული.
გკითხულობ... გკითხულობ - წიგნივით ქვიშების,
არც დასაწყისი გაქვს და არც დასასრული.

გკითხულობ ბრაილით, სანტიმეტრ-სანტიმეტრ,
სხეულზე სხეულით მიკრულს და მიბორკილს
და მთვარე, ნიკელის თხუთმეტი სენტიმი,
პროფილით აბატი მონარქის, სებორგელ,

გვიყურებს, ანთებულ თვალებით კორუნდის
და სულში უსკდება ვარსკვლავთა ეგზემა
და იცის, არ უნდა, არ უნდა, არ უნდა,
არ უნდა დაეცეს და მაინც ეცემა...

და მერე წამია წუთისოფელიც კი.
და მერე მთვარესაც თავში ქვა უხლია!
დგას ღამე ფანჯრებთან, როგორც ობელისკი
და ახლა შეშლამდე ისეთი ახლოა,

რომ ამ დროს, საერთოდ, ფხიზლობენ გიჟები -
ხუთი საათია, ღამის, არასრული.
გკითხულობ... გკითხულობ - წიგნივით ქვიშების,
არც დასაწყისი გაქვს და არც დასასრული

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ვაიმე, ზიზი, ყოველ დილას 5-ზე მეღვიძება!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
pac wrote:
ციტატა:
რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს, რამ დამავიწყოს ეს ალუბლები! იცოდე, როცა სხვას შეიყვარებ, ამ სიყვარულზე ვესაუბრები.

ვეტყვი თუ როგორ გვიყვარდა ძველად ჩვენ ტრფიალება წრეგადასული, თუ როგორ გაქრა ოცნება ყველა და მოგონებად დარჩა წარსული. ვეტყვი, თუ როგორ გვიყვარდა გულით ფიროსმანი და თბილისის ღამე, ლაჟცარდოვანი მტკვარის დუდუნი და მარტოობის მკაცრი სიამე.

ვეტყვი: რა მწვავდა, რა სატკივარი, მაღალ მთებს რისთვის გამოვექეცი, როგორ გაგანდე, ძვირფასო, ჯავრი და კაცი ლექსად როგორ ვიქეცი, ამ შენს სახელზე ბერდანის ტყვიით როგორ დავკოდე ნადირი მხარში, რომ არ ვიცოდი მაცდური ტყვილი, რომ შეშლილივით მიყვარდი მაშინ.

ო... მასაც ვეტყვი, ვეტყვი ყველაფერს, რა კარგი იყავ და რარიგ ნაზი, რომ მხოლოდ შენთვის ავაფერადე ჩემი სიმღერა და მუხამბაზი!

ო... მასაც ვეტყვი, ძვირფასო ცირა, როგორ გვდევნიდა ბედი ტიალი, როგორ გვიყვარდა შავი ზღვის პირას, გასეირნება და ხეტიალი.

როგორ გვათრობდა ტალღების ნანა და სიყვარულით როგორ ვიწვოდით... და ეს შარბათზე უტკბესი ხანა რომ გაქრებოდა, რად არ ვიცოდით?! ვეტყვი, რა იყო ის გაზაფხული, როდესაც შეგხვდი და შემიყვარდი, ოპერის ბაღის სიზმრად ნახული, აკაკის ძეგლთან გაშლილი ვარდი. რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს, რამ დამავიწყოს ეს ალუბლები! იცოდე, როცა სხვას შეიყვარებ, ამ სიყვარულზე ვესაუბრები! Image
=oops= =oops= =oops= =oops=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
dorado wrote:
ციტატა:
ვაიმე, ზიზი, ყოველ დილას 5-ზე მეღვიძება!

მეც ეგრე ვარადრე ვწვები და ადრე ვდგები
"კტო რანშე ვსტაიოტ ტამუ ბოგ დაიოტ"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
დაიოტ, დაიოტ, კონეჩნო დაიოტ....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
მემკვიდრეს უნდა გვიტოვებდეს მამრი თუ მდედრი,
კოკორმა უნდა მიიბაროს ვარდის მშვენება
და რადგან ყველას გზას მოუჭრის სიკვდილის ხვედრი,
შვილებში უნდა გრძელდებოდეს მშობლის ხსენება.

შენ კი გწადია, მარად შეგრჩეს სიტურფე თვალთა,
გსურს, შენივ ცეცხლით გამოკვებო დროის სახმილი,
გინდა ხრიოკეთს დააბერტყო სიუხვის კალთა
და, როგორც მტერმა, საკუთარ სულს ჩასცე მახვილი.

დღეს შენ ამშვენებ ამ სამყაროს, ვით ხატი ტაძარს,
ხარ წარმავალი გაზაფხულის ზღვა უნაპირო,
ხვალ კი ჩააცმევ შენს სიტურფეს ჟამთასვლის ძაძას
და სამარისკენ წარიტაცებ... ნაზო ნადირო.

იყავ მოწყალე და ნუ ელი ჟამთა აღვსებას,
ნუ აჭმევ მიწას წუთისოფლის კუთვნილ არსებას


სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
ამ წუთისოფლად ვისაც შენი ნახვა ენება,
ვის გულისთქმასაც შემოენთე ვნების სახმილით,
ყველამ შეაქო საკადრისად შენი მშვენება _
მტერმა სიტყვით თუ მოყვრის სულმა ამოძახილით.

გარეგნულ სახეს შენ გიწონებს გარედან თვალი
და შენს მეხოტბეს ეგებ ხოტბამ ცრემლიც ადინოს,
მაგრამ შენს სულში თუკი ვინმემ გაიგნო კვალი,
ქება-დიდება, არ მგონია, მოიწადინოს.

ამქვეყნად ბევრი შენ საზრიან ჭკუასაც გიქებს,
ალბათ ჰგონიათ _ ამაგს დასდებ დროის მსვლელობას,
მაგრამ თუ გულწრფელ მოტრფიალეს შენ არჩევ მლიქვნელს,
ყვავილის გვერდით დრო გარგუნებს სარეველობას.

შენი ყვავილი სურნელების გარეშე ჭკნება,
რადგან მიეცა ყველას მისი მოწყვეტის ნება


ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
ყველას ვთხოვ ვინც საქართველოშია რამენაირად უნდა შევგროვდეთ რომ ერთად მოვახერხოთ ორგანიზებამე დავწერ ჩემს მობ ნომერს და დამიკავშირდით მთავარია მოვგროვდეთ და მოვიცალოთ იმ შაბათ კვირისთვის.

855 44 06 12 გაგა sms მაინც გამომიგზავნეთ :))=sher= =sher= =sher= =sher= =sher=

ორგანიზატორები მე და lion

გელოდებით ძალიან მაგარი იქნება =zer= =zer= =zer= =ae= =ae= =ae= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
ყველას ვთხოვ ვინც საქართველოშია რამენაირად უნდა შევგროვდეთ რომ ერთად მოვახერხოთ ორგანიზებამე დავწერ ჩემს მობ ნომერს და დამიკავშირდით მთავარია მოვგროვდეთ და მოვიცალოთ იმ შაბათ კვირისთვის.

855 44 06 12 გაგა sms მაინც გამომიგზავნეთ :))=sher= =sher= =sher= =sher= =sher=

ორგანიზატორები მე და lion

გელოდებით ძალიან მაგარი იქნება =zer= =zer= =zer= =ae= =ae= =ae= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
საქართველოში მყოფი დესპანელების საყურადღებოდ!!! დაგეგმილია ექსკურსია 5 ივნისისთვის.სავარაუდოთ ზედზენზე.
ყველას ვთხოვ ვისაც აქვს სურვილი ფორუმზე გახსნილია თემა "დესპანის ექსკურსია" შემოდით და დათოვეთ თქვენი კომენტარები ან საკონტაქტო საშუალებები რომ მოხდეს ორგანიზება. ყოველი შემთხვევისთვის მე ვტოვებ ჩემს მობ ნომერს და დამირეკეთ ან sms გამოაგზავნეთ 855 44 06 12 გაგა

ორგანიზატორები ვართ მე და lion

გელოდებით ძალიან მაგარი იქნება

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
იქნებ მომისმინო...
_გისმენ ყურადღებით...
_მხოლოდ სიტყვებს გეტყვი წამიანს...
_ნეტავ საჭიროა?!.
_ალბათ ასეც არის...დღეს ხომ გიჟმაჟი მარტია...
_მარტი?ჩვენი მარტი?
_ჩვენი,მხოლოდ ჩვენი...
გახსოვს მასში რაც გვინატრია...
_მხოლოდ ეს გინდოდა?ნუთუ მარტო მარტი...
მგონი საუკუნეც გავიდა...
_ია მოგიტანე...
ციცქნა...ლურჯთვალება...
ჩემი სიყვარულის ბაღიდან...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ჩამობნელდება. თვალებ გახელილს,
დამეუფლება სევდის განწყობა.
მე დღეს გავიგე შენი სახელი
და მინდა შენი სულის გაცნობა.

მე შენი სახე თვალებით დამაქვს,
გულს კი სწყურია ტირილი მორთოს.
ო, როგორ ძლიერ აწვიმდა ქალაქს
და მიტოვებულ, სევდიან ფოთოლს...

ჩამობნელდება. გიტარის სიმზე
თეთრი სანთელი თოვლივით დნება.
მე შენი თმების სურნელი ვიგრძენ
და მინდა შენი სულის შეგრძნება.

მძიმე მუსიკა სულში სუფევდა,
ჩემს მწუხარებას ზამთარი მოთვლის.
მე ეხლაც მახსოვს იმისი სევდა,
სევდა, ეულად დარჩენილ ფოთლის...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
სიყვარული პოეზიის ენით..!!!
დესპანი