barby wrote:ციტატა:
ნინოჩკა თემა ძალიან საინტერესოა, მაგრამ საუბარი დემოკრატიაზე?!...ეროვნული თვითგადარჩენის პრობლემის ფონზე...რა ვიცი აბა...მე ვერ ვაკავშირებ ერთმანეთთან.
ჩემი აზრით, გულსატკენია როდესაც ისეთ გეოპოლიტიკური მდებარეობით ხელსაყრელ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ხუთმილიონიანი მოსახლეობისთვის ვერ მიუხედია, მილიონნახევარი ადამიანი ემიგრაციაშია, მათი ბედი გაურკვეველია, სახელმწიფოს არანაირი პასუხისმგებლობა არა აქვს აღებული ამ ხალხზე. პირიქით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ქართველების საქართველოდან გადინების პროცესი, რომელიც დაიწყო 10-15 წლის წინ, რაღაც გეგმას ექვემდებარება. სამაგიეროდ ჩინელები მრავლდებიან გეომეტრიული პროგრესიით ჩვენს მიწა-წყალზე.
მმართველობის რა ფორმაც არ უნდა დამკვიდრდეს, არა აქვს ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა. მთავარია ეროვნული ინტერესების დამცველი იყოს.
რაც შეეხება თქვენს მიერ ზემოთ გამოთქმულ აზრს პრეზიდენტის გაბერილ და უნორმო უფლებებზე, მე რამდენადაც ვერკვევი მაგას დიქტატურა ჰქვია.

გეთანხმები ბარბი,ზუსტად მაგას ვამბობ მეც,რითი აშენებენ და რის საფუძველზე დემოკრატიულ სახელმწიფოს მე ვერ ვხვდები.ქვეყანაში,სადაც ელემენტარული კერძო საკუთრება არაა დაცული,რომელ უფლებებზეა საუბარი.
ისიც გასაგებია ბატონო,რომ გარდამავალ ეტაპზე ქვეყნისთვის,დასაშვებია ეს მცირე ზომით ავტორიტარიზმი,მაგრამ ასეთი?!თან მაშინ,როცა ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფოსკენ მივილტვით...მცდელობაც კი არაა იმისი,რომ რაღაც რეალურად შეიცვალოს...:huh: