↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 63 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Mar 2008
Posts93
კარმა7
OFFLINEPROFILE
მინდა ისე იყოს ხალხი გაერთიანებული როგორც მაშინ აპრილის დღეებში,ისე უყვარდეთ ერთმანეთი და პატივს სცემდნენ.დიდება საქართველოსთვის დაცემულ გმირებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
შენ, საქართველოს იმედად და ვარდად გაშლილო,
ეს ვინ ჩაგაცვა შავი ძაძა აპრილის თვეში,
შენ საქორწილო კაბა უნდა ჩაგეცვა, შვილო,
ვარდების ნაცვლად შავი დროშა გიჭირავს ხელში.

სამშობლოსავით ხარ ამაყი, ლამაზი, მტკიცე,
ხარ ქეთევანის და წყნეთელის გენის და ჯიშის.
ცრემლით კი არა, ეგ თვალები სავსეა ფიცით,
არავითარი დაჩოქება, კრთომა და შიში.

ერის რისხვას და ხალხის წუხილს ვინ შეაკავებს,
გზა გოლგოთისა ადრეც ბევრჯერ გამოგივლია.
ქართველი ქალის დროა ახლა არის აკვანი
და „იავნანა“ ყოველ ქართველ დედის ჰიმნია.

დაიცხრე, შვილო, ეგ წუხილი და მრისხანება,
წინაპრებივით უმკურნალე ქვეყნის იარებს,
შენი ცხრა შვილის ცხრა პერანგი მტრების ჯინაზე
სამშობლოს ცაზე დროშასავით ააფრიალე. Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
დღეს ქრისტიან დემოკრატებმა გამოითქვეს აზრი რომ 9 აპრილი უნდა იყოს დამოუკიდებლობის დღე და არა 26 მაისი. როგორ შეიძლება 9 აპრილის აღქმა სიხარულად, დამოუკიდებლობის დღეთ და ზეიმად? 9 აპრილი უნდა იყოს გლოვის დღე და რას ვუპირებთ იმ გარდაცვლილი ადამიანების სულებს ზეიმით და პარადებით რომ შევხვდებით?

ნეტა ღმერთი არა სწამთ პოლიტიკოსებს?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
განა ეს მარაბდა მარაბდით იწყება?
ანდა ის შამქორი შამქორით მთავრდება?
რუსთველის გამზირიც დიდგორად იქცევა
თუ საქართველოსთვის გსურს თავის დადება...

და მართლაც, როდესაც გათენდა აპრილი,
თბილისს სისხლიანი აპრილი დაუდგა,
სული ალგეთური და ბორკილაყრილი
სიკვდილს ცეკვით და სიმღერით დაუხვდა.

თითქოს და ყოველდღე სისხლისგან ვიცლები,
ვიძინებ ტანჯვით და ვიღვიძებ სირცხვილით.
თვალებს არ სცილდება იმ გოგო-ბიჭების
საველე ნიჩბებით მოკლული სიცილი.

თუ ისევ გაისმა სამშობლოს ძახილი,
თუ ბედმა გაგვწირა, წლებმა გაგვიმეტა
შიშველი გულით და შიშველი მახვილით
კვლავ დგანან ლეკვები მომავლის იმედად.

მამულის მიწაზე კვლავ დააბიჯებენ,
სატკივარს ქვეყნისას კვლავ გულით უვლიან...
ალგეთის კვარცხლბეკზე შემდგარი ბიჭები
სამშობლოს მარადი , უკვდავი სულია!

ეს ლექსი დაიწერა 9 აპრილის მეორე დღეს, მე მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს რუსთაველის გამზირი 10 აპრილს და შემდეგ დღეებში, ხეებზე გაკრული უამრავი ლექსი, უამრავი ცრემლი და გაოგნებული სახეები...
ღმერთო გვაკმარე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
ეს თემა 1 წლის წინ გაიხსნა ჩიკო აქ ჩაწერე

წაიშლება ეს თემა ჩიკო.ჯობია ჩაწეროთ იგივე
თემაში რომელიც ერთი წლის წინაა გახსნილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Jun 2008
Posts1079
კარმა0
OFFLINEPROFILE
აბა ის როგორ წავშალო ახალი გახსნილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
:( :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
zvigeni wrote:
ციტატა:
დღეს ქრისტიან დემოკრატებმა გამოითქვეს აზრი რომ 9 აპრილი უნდა იყოს დამოუკიდებლობის დღე და არა 26 მაისი. როგორ შეიძლება 9 აპრილის აღქმა სიხარულად, დამოუკიდებლობის დღეთ და ზეიმად? 9 აპრილი უნდა იყოს გლოვის დღე და რას ვუპირებთ იმ გარდაცვლილი ადამიანების სულებს ზეიმით და პარადებით რომ შევხვდებით?

ნეტა ღმერთი არა სწამთ პოლიტიკოსებს?
ზვიგენ მოგესალმები საყვარელო,როგორა ხარ,
სად ხარ,მოგვენატრე.
გეთანხმები 100%-ით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მახუნი 12 თვის წინ არის ზვიგენის ჰოსტი დაწერილი

მოგესალმები=sher= =ko=

ტკივილიანია 9 აპრილი კარგად მახსოვს ის ღამე

ტირილი და გლოვა იყო ერთი ჩემი ნაცნობის შვილი

ეკა ბეჟანიშვილი დაიღუპა ბავშვი 16 წლისა იყო
:( :( :( :( :( :( :( :( :( :( :( :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
აქ ჩავწეროთ=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ციცი,არც შემიხედია რა დროსაა დაწერილი.
ეხლა ვაპირებდი სწორედ ამ თემაზე საუბარს,ნუთუ
შეიძლება იმ მწარე დღეების უმტკივნეულოდ
გახსენება. ყველას პანაშვიდებზე როგორ დავრბოდით,
რა განვიცადეთ და როგორ ერთმუჭად ვიყავით
შეკრულნი.
ეხლა კი ეკა ბეჟანიშვილზე ორი სიტყვა,ის იყო
15 წლის უნიჭიერესი და უსაყვარლესი ბავშვი.
მისი დღიურები რომ წაიკითხოთ,ვერაფრით დაიჯერებდით მის ასაკს.
ჩემო ციცი ეკა იყო ჩემი ყველაზე მტკივნეული
წერტილი.მისი მამა თამაზ ბეჟანიშვილი და მე
თანაკლასელები ვართ,ერთად გავიზარდეთ,
ოჯახთან დაახლოებული პირი ვიყავი.მისმა დედამ
ლალი ყანჩაველმა,რამდენი ხნის მერე გაიგო
შვილის სიკვდილი შენ გეცოდინება. როგორ
მიჭირს მათი გახსენება,როცა თბილისში ვიყავი
საფლავზე მისვლით მაინც ვიოხებდი გულს,ეხლა
კი სულ მოშორებული ვარ ყველაფერს.
ნათელში იყოს 9 აპრილს დაღუპულთა სულები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
სამარადისო ხსოვნა საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის დაცემულ გმირებს! ! !

აზა ადამია - 22 წლის
ეკა ბეჟანიშვილი - 16 წლის
ნატო გიორგაძე - 23 წლის
თამუნა დოლიძე - 28 წლის
თინა ენუქიძე - 70 წლის
ნინო თოიძე - 25 წლის
ზაირა კიკვიძე - 61 წლის
მანანა ლოლაძე - 33 წლის
თამარ მამულაშვილი - 50 წლის
მამუკა ნოზაძე - 22 წლის
ნანა სამარგულიანი - 41 წლის
მარინა ჭყონია-სამარგულიანი - 31 წლის
ელისო ჭიპაშვილი - 25 წლის
თამრიკო ჭოველიძე - 16 წლის
ნოდარ ჯანგირაშვილი - 40 წლის
მზია ჯინჭარაძე - 43 წლის
მანანა მელქაძე - 23 წლის
გია ქარსელაძე - 25 წლის

მოვიგონოთ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Jun 2008
Posts1079
კარმა0
OFFLINEPROFILE
:( :( :( :( :( :( :( სამარადისო ხსოვნა 9 აპრილს დაღუპულებს :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
გეფიცებით ჩემო კარგებო ამას როცა ვიხსენებ როგორ დარბიეს და დაჩეხეს ჩვენი დები და ძმები ცრემლებით მევსება თვალები.ეხლა ამდენი ხალხი რომ დავინახე შიშმა ამიტანა რომ რამე არ მოხდეს.უფალო დაიფარე საქართველო და ქართველი ერი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
დუმილი ფეხზე ამდგარი:( :( :( :(

ეკას ვიცნობდი(ოჯახს):( :( :( :(

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 63 posts ] 
დესპანი