↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ზნეობა და მისი პარამეტრები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 77 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
dorado wrote:
ციტატა:
რა არის ბოლოსდაბოლოს ეს ლოლიტა, მეც უნდა ვნახოოო...დამაინტრიგეთ.

ვუყურე "ლოლიტას",ნაბოკოვის რომანი რომაა იმის მიხედვით ყოფილა, მე რაღაც სხვა მეგონა.ეს ნაწარმოები სკანდალურობის მიუხედავად კლასიკად აღიარეს, მაგრამ ამაზრზენ სიუჟეტზეა აგებული და ვერ ვიტან...ისე კარგი მსახიობებია.

დორადო ოქრო გოგო ხარ რომ გინახავს ლოლიტა. მიუხედავად სიუჟეტის ამაზრზენიბისა, და ფილმის სკანდალურობისა და შენი ამ ფილმის მიმართ უარყოფითი ემოციებისა, მინდა გითხრა, რომ ეს ყველაფერი რეალობაცაა, რაც ფილმში ხდება და ნამდვილად ამაზრზენია, მაგრამ რეალობას ვერ გავექცევით. როგორ გგონია, რომლის უზნეობას უნდა მივაწეროთ რაც ფილმში ხდება, ლოლიტასი თუ პროფესორის? და რა იყო მიზეზი ყველაფერ ამისა, ცუდი აღზრდა და უზნეობა თუ გრძნობა, რომლის წინაშეც უძლურები ვხდებით ხშირ შემთხვევაში?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მანა ჭირიმე ჯერ გოგონა არ არის პატარაობიდანვე კარგად აგზრდილი მამაკაცთან არ იქცევა ისე როგორც უნდა მოიქცეს. პროფესორს აღიზიანეწბს
კი პროპესორმაც უნდა შეიკავოს თავი, მაგრამ როდემდე თან მამაკაცური თავმოყვარეობა
მაგრამ ვფიქრობ და ადრქც მითქვამს სანამ ფილმს ვნახავდი მთავარი აგზრდაა. დედამ შვილი ვერ აღზარდა კარგად.ქალი (გოგო)უნდა იყოს სპეტაკი,სათნო,ლამაზი,მიმზიდველი,თავშეკავებული და ამავედროს ეშმაკი და არა მტაცებელი, გამაგიზიანებელი,ქცევით გამომწვევი(თუ წესიერია და მითუმეტეს ბავშვი)

შეიძლება ბევრი ვწერო და ვიკითხო მაგრამ რაც შენში ჩადეს ის ჩანს და ყოველთვის გამოჩნდება
თუნდაც იმპროფესორი ,მერე რა რომ პროფესორი ჰქვია ისიც ისეთივე მოკვდავია და რაც ჩადებული აქვს ისე იქცევა.თუმცა იცის რომ ცუდათ იქცევა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ვუყურე ლოლიტას,თან არა ერთხელ
აღფრთოვანებულიც ვარ და აღშფოთებულიც.აქამდე არ მეგონა თუ ეს ორი გრძნობა ერთდროულად შეიძლებოდა მწვეოდა.
რა ძლიერია წრფელი გრძნობა.არ გეგონოთ დოლორესისა და მასთან შედარებით ასაკოვანი პროფესორის ვნებებზე ვსაუბრობდე.
ბავშვობისდროინდელი სპეტაკი სიყვარული უკვალოდ არ ქრება.
ჩემს გონებაში ფილმის სიუჟეტი ასე იქნა გაგებული:სიყვარული არ ქრება,მეტიც-ის მარადიულია.
მინდოდა დოლორესში ბავშვი დამენახა,მაგრამ არ შემიძლია ხმამაღლა არ ვთქვა(ღმერთო მაპატიე)ამ ერთი შეხედვით ბავშვში დემონია ჩაბუდებული და განსაცდელად მოვლენილია პროფესორისთვის.
ისე სუფთა ადამიანური,მიწიერი გადასახედიდან თუ ვიმსჯელებ და ცოტა ვულგარულიც ვიქნები,არანაირი სისხლი ამ ორ ადამიანს არ აკავშირებდა და აღვირახსნილი,ცუდადაღზრდილი "ბავშვი"საკმაოდ გამოცდილიც იყო.
ძალიან დამენანა პროფესორი,სამწუხაროა რომ სუსტი ფსიქიკის აღმოჩნდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined11 Jan 2008
Posts23
კარმა50
OFFLINEPROFILE
პიკასო 22 (ჩემი ძმის კომპთან ვზივარ და მეზარება რა ჩემ ნიკზე გადაყვანა)
აბსოლიტურად გეთანხმები ნანანო. რა ვქნა ამაზრზენს მე ამ ფილმში ვერაფერს ვერ ვხედავ :(. უბრალოდ სიყვარულს ვერ მოერია კაცი. პროფესორი იქნები თუ ქარხნის მუშა არამგონია ეს რაიმეს ცვლიდეს. რა თქმა უნდა პროფესორს თავიდანვე უნდა დაეტოვებინა ის სახლი, ეს ყველაფერი რომ თავიდან აეცილებინა, მაგრამ იმდენად ძლიერი აღმოჩნდა ერთი ნახვით შეყვარება, თან აქ დიდი როლი ნანანოსი არ იყოს "დემონად" ქცეულმა ბავშვმა ითამაშა.
არვიცი, აქ კონკრეტულად პროფესორის უზნეობაზე მე ვერ ვილაპარაკებ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
ნამდვილად კარგი ფილმია ლოლიტა.ფილმი ნამდვილად ამაზრზენია,მაგრამ რაც მართალია რეალობას ვერ გავექცევით,მე ნამდვილად ვერ დავგმობ,ბოლომდე ბპროფესორის მოქმედებას,ვერც ამაზრსენს და ვერც უზნეობას უწოდებ,ის ნამდვილად ვერ მოერია იმ,გრძნობას რასაც სიყვარული ჰქვია,მაგრამ ასევე კარგად ჩანს მისი სუსტი მხარეც,მან ვერ სძლია ეშმაკს,ეშმაკს რომელსაც ლოლიტა ჰქვია,ლოლიტას სახით ფილმში თავიდან ბოლომდე გვაქვს, უზნეობისა და რაც მთავარია გაუზრდელობის,ბრწყივალე მაგალითი. ფილმის ფინალი ცხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო,მხედველობაში მყავს ლოლიტას ცხოვრების დასასრულიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
იმ პროფესორს, ღმეთის რწმენა არ ჰქონდა და იმიტომ წარიწყმიდა სული.
ჩვენ, ქართველებს, უფრო მეტი დაფიქრება გვჭირდება.

"თითქმის" ვიცი, სიყვარული რას ნიშნავს.
კაცობა რასაც ჰქვია, ეგ ბავშვობიდან მასწავლეს.

და ისიც ვიცი, ვის როგორ უნდა "შევხედო".

"იმის" ჭკუაზე მოსიარულე კაცს, უარესი მოუვა.
დაიღუპავს თავს და დაღუპავს იმასაც, ვინც გვერდში ეყოლება.

სიყვარული სხვა რამეა.

ამ ფილმზე და წიგნზე, უამრავი გამოხმაურება დაიწერა აქამდე.

ადამიანად რომ გაგაჩენს უფალი, ადამიანურად უნდა იცხოვრო.

შვილის თანატოლ ბავშვზე რომ გაექცევა თვალი ადამიანს, გინდაც კაცი იყვეს და თუნდაც ქალი, რა ყურადღების ღირსია?

ჩამოსაკიდებელია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
elchi wrote:
ციტატა:
იმ პროფესორს, ღმეთის რწმენა არ ჰქონდა და იმიტომ წარიწყმიდა სული.
ჩვენ, ქართველებს, უფრო მეტი დაფიქრება გვჭირდება.

"თითქმის" ვიცი, სიყვარული რას ნიშნავს.
კაცობა რასაც ჰქვია, ეგ ბავშვობიდან მასწავლეს.

და ისიც ვიცი, ვის როგორ უნდა "შევხედო".

"იმის" ჭკუაზე მოსიარულე კაცს, უარესი მოუვა.
დაიღუპავს თავს და დაღუპავს იმასაც, ვინც გვერდში ეყოლება.

სიყვარული სხვა რამეა.

ამ ფილმზე და წიგნზე, უამრავი გამოხმაურება დაიწერა აქამდე.

ადამიანად რომ გაგაჩენს უფალი, ადამიანურად უნდა იცხოვრო.

შვილის თანატოლ ბავშვზე რომ გაექცევა თვალი ადამიანს, გინდაც კაცი იყვეს და თუნდაც ქალი, რა ყურადღების ღირსია?

ჩამოსაკიდებელია.

100% მართალი ხარ!!! ყველაფერში გეთანხმები.=sher=

ზნედაცემული არ უნდა იყო, თუ ადამიანი გქვია, ან ამ უკანასკნელზე პრეტენზია გაქვს. აქ სიყვარული არაფერ შუაშია.სიყვარული-თავად ღმერთია.სადაც სიყვარულია-იქ სილამაზეა, სიწმინდეა, ბედნიერებაა. სიყვარულთან უზნეობას რა ხელი აქვს?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ბუბუ- მარტო მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის კი არა, ყველა მორწმუნე ადამიანი ასე იფიქრებს,
ურწმუნო ადამიანი საშიშია.
მაგათი, სახლში-ოჯახში შემოშვება არ შეიძლება.

ყველაფრის მკადრებელი ხალხია.

შორს ჩვენგან.

ურჯულოები მომრავლდნენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ლოლიტა რომ ძლიერი ნაწარმოებია_წყალი არ გაუვა, მაგრამ პროფესორის გრძნობებს რაც შეეხება_
პედოფილებსაც აქვთ გრძნობები...გრძნობები შეიძლება იყოს ძალიან სუფთა, ან ძალიან ბინძური...
"იგი სხვაა, ტრფობა სხვაა, შუა უძევს დიდი მზღვარი,
ნურვინ გარევთ ერთმანეთსა, გესმათ ჩემი ნაუბარი!"
რაც შეეხება თქვენს კომენტარებს, რამდენიმეს გამოვეხმაურები:
პიკა, მეტი რაღა ამაზრზენობა გინდა,დედა-შვილი მეტოქეობს,პატარა გოგო ჩამოყალიბებული მეძავია და მამინაცვალი გერთან ცხოვრობს!რა ვიცი, მე მგონი საკმარისად ამაზრზენი რაღაცეები ჩამოვთვალე...

ელჩი, მესმის შენი ძმაო, მეც მორწმუნე ვარ, მაგრამ ყველაფერზე ჯვრის გამოსახვაც არ გვარგებს.ბოლოსდაბოლოს, საუკუნის დასაწყისში ტანგო შეაჩვენა ეკლესიამ და საუკუნის ბოლოსკენ ლამბადა...კანტისა არ იყოს,ბრწყინვალეა რელიუგია, ოღონდ "გონების საზღვრებში"

მანა, ნაბოკოვი ჯერ მარტო იმიტომაა ძლიერი, რომ ამდენი ხალხს ალაპარაკებს უკვე რამდენი ხანი_აგერ ჩვენი ჩათვლით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
დორადო-ნაბოკოვი და "ვიღაც-ვიღაცეები"კი არ გვალაპარაკებენ.

ჩვენი უფალი გვალაპარაკებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
კაი ელჩ, ეგ ხო ეგრეა, ნაბოკოვი რა უფალთან სახსენებელია, მაგრამ ვმსჯელობთ კაცო,დაგვაცადე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
თქვენთან ალბათ გათენდა, ჩემთან კი ღამის პირველი საათია და დაღლილიც ვარ, ამიტომ დღეს თავს შევიკავებ დიდი სჯა-ბაასისაგან "ლოლიტას" თაობაზე, მაგრამ ერთ რამეს კი ვიტყვი. ნაბოკოვს ამ ნაწარმოებისთვის ჰქონდა მეორე სახელიც-'"ფერმკთალსახიანი ქვრივის აღსარება". აღსარება სინანულის, გადაფასების, დიდი ტკივილის განცდის შემდეგ მოდის.მე არ მეჩვენება, რომ ნაბოკოვის "ლოლიტა' არის ვინმეს გაკიცხვა, ეს უფრო სიბრალულია ადამიანისადმი, რომელიც უძლურია საკუთარი თავის წინაშე......../დანარჩენი დასვენებულ გონებაზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ოჰ ლოლიტა ლკოლიტა
გაასულელე პროფესორი
რომელიცა ჰყვა ყ.... ჭკუას

მაპატიეთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
წავიკითხე თვითოეული თქვენთაგანის მოსაზრება ლოლიტას და კერძოდ ზნეობის ირგვლივ, თქვენ ნახეთ უდიდესი, ბუმბერაზი რუსი მწერლის ნაბოკოვის ფილმის ეკრანიზაცია და შესანიშნავი ანალიზი გაუკეთეთ იქ მომხდარ ფაქტებს და მოვლენებს, რაზედაც მადლობას მოგახსენებთ, რადგან ეს თემა ჩემი წარმოჩინებული იყო და თქვენი ასეთი აქტიურობა, მეტყველებს მაღალ ინტელლექტზე, და მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, თუ რას კარგავს ჩვენი სამშობლო ჩვენი სახით.
ეხლა მეც მინდა ჩემი საკუთარი მოსაზრება გამოვთქვა.
მე პროფესიით პედაგოგ- ფსიქოლოგი ვარ და ჩემთვის, ადამიანის ზნეობის ამოსავალ წერტილად აღზრდა მესახება.
პედაგოგიკაში არსებობს აღზრდის ათასი მეთოდი, სხვა და სხვა ხალხებს შორის, მაგრამ მე კლასიკურ აღზრდაზე მაქვს საუბარი, რომელიც გულისხმობს არა მარტო ფიზიკურ აღზრდას ადამიანიასას, არამედ სულიერ წრთვნასაც, უპირველეს ყოვლისა.ამაში კი დიდი როლი ენიჭება მაგალითის ძალას, რელიგიას, შვილთან მეგობრებას, და უფროსისაგან სწორ მითითებებს, ასევე მშობლის მიერ ეთიკურ და ესთეთიკური ნორმების ჩამოყალიბებას პიროვნებაში,და აგრეთვე სექსუალურ აღზრდას,- ფიზიოლოგიურად მომწიფების დაწყებისთანავე და ზოგ შემთხვევაში ადრეულ ასაკშიც კი. მიუხედავად იმისა რომ აღზრდის თითოეული ზემოხსენებული პუნქტი ხელყობს ბავშვის თავისუფლებას,(რაც იაპონურ პედაგოგიკაში მიუღებელია) მშობლებო! დამერწმუნებით,რომ ჩვენს დღევანდელობაში უცილებელია.
ჩვენს პატარა ლოლიტას არც მაგალითის ძალა ჰქონდა დედისგან,არც დარიგება, არც მეგობარი იყო დედა მისთვის
არც ეკლესიაში დაჰყავდათ,რომ ღვთის მოშიში მაინც ყოფილიყო და არც არავინ მიუთითებდა როგორ უნდა დაეკავებინა თავი, რაც მისი ბრალი არ იყო. ლოლიტა ხის მორია, რომლისგანაც შეიძლებოდა ლობიოს ჯღაც გამოთლილიყო და საუკეთესო ვიოლინოც, გააჩნია ვინ ეყოლებოდა აღმზრდელი.
მე, ძალიან კარგად მესმის პროფესორის დაკარგული სიყვარულის გახსენების და ახალი, არა სიყვარულის, არამედ ვ ნ ე ბ ი ს აფეთქების შესახებ. მას რომ სწორი აღზრდა ჰქონოდა მიღებული, ის ბავშვს მამაკაცის თვალით არასოდეს შეხედავდა, მაგრამ პატივცემული პროფესორი იყო მხოლოდ ინტელლექტ- ნაწვრთნელი, ამორალური პიროვნება.ზნედაცემული და ბილწი, რომელმაც ძალიან კარგად იცის რას აკეთებს, მაგრამ იმდენად ძლიერია მასში ვნება, რომ მაინც სჩადის უმსგავსო საქციელს.
ეს როგორ, როგორ შეგიძლიათ ქალებმა -მაზლს ან მამამთილს და მამაკაცებმა ქალიშვილს ან გერს შეხედოთ სხვა თვალით?
მე მახსოვს სიმღერა: მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებ ,- ისიც შინაურიაო. სექსუალური სიახლოვე ერთად გაზრდილ ახალგაზრდებს შორისაც კი არ არის დაშვებული. თუ დედა თავიდან უხსნის გიას(პირობითად)- ნათია შენი დაიკოა, შენ რაინდი ხარ და შენი დაიკო უნდა დაიცვა ვინმემ არ აწყენინოსო, გია ნათიას მიმართ ყოველთვის და-ძმურად იქნება განწყობილი.
მე ვფიქრობ,რომ პროფესორი ზნედაცემულობის და ამორალობის საუკეთესო მაგალითია. ვაი რომ ანალოგიური რეალური მაგალითები უამრავი მოიპოვება დღევანდელობაში.
მე გთავაზობთ ფილმის- "შემოდგომის ლეგენდების" გარჩევას, რომელშიც არანაკლებ სადაო საკითხებია / ფილმი დესპანზე დევს, და ვისაც გაინტერესებთ შეგიძლიათ ნახოთ.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 77 posts ] 
ზნეობა და მისი პარამეტრები
დესპანი