ჯერ კიდევ აქ ვარ და სანამ წავალ, მოგიყვებით ერთ მხიარულ ამბავს.
იმ პერიოდში, როცა რომ ქეიფი მოგვინდებოდა და უკვე "სიყვარულის ბუშტები დაგვისკდებოდა", ავიხვეტებოდით უბნიდან და მივიწევდით 37-ესკენ./უკვე იცით 37-ე რას ნიშნავს, გაგებაში და ამბავში რა./=haa=
იმ დროს "კერძო ბიზნესი" მქონდა, სხვა რამეების გარდა "შამპანურსაც" ვამზადებდით.
ერთი გამსაღებელი მყავდა, მონტინის ქუჩის ბოლოში, სახელად თენგიზა ერქვა, მაგრამ 100%-იანი სომეხი იყო.
ბიჯოოოოოოო, ყოველ საღამოს მივადგები "ჯაზ-ბანდით" და თუ რამე "ალკ" სამელი აქვს, გამომაქვს.
სულ გაციებული და ჩაყინული ჰქონდა ბოთლები.
პირობას ვაძლევ, ხვალ დილით მოგიტანენ, არ გაგაცდენენ, არ დაგაღალატებთქო.
უსრულებდი. მიჰქონდათ დილითვე, მაგრამ "თბილები".
ერთხელაც, როცა გამოუცარიელე მაცივარი, მეკითხება:
-შენ კაცო,ეს ყველაფერი კარგი, ამდენი რამე გააქ, და მაცივარი არა გააქო?=haa=
