bazi2002 wrote:ციტატა:
წინა გვერდიდან ვაბრუნებ უპასუხოდ დარჩენილ კითხვას. იმედია, ამჯერად მაინც დაინტერესდება ვინმე..
ავიღოთ ქაღალდის ნაჭერი, რომელსაც აქვს სახაზავის ფორმა. ამოცანის კითხვაა: როგორ შეიძლება ამ ქაღალდის ლენტზე ორივე მხრიდან გავავლოთ ხაზი ფანქრის აუღებლად. ანუ,ფანქარს ერთხელ, რომ შევახებთ ქაღალდს -აღარ მოვაცილოთ. შედეგს რასაც მიიღებთ, აქვს სახელი. თუ იცით ეს სახელიც.
მაქვს ერტი წინადადება, როდესაც გარკვეული დროის სემდეგ რაიმე კიტხვა უპასუხოდ დარჩება, კითხვის ავტორმა პასუხი დადოს. მე ვფქრობ ყველას გავაინტერესებს უპასუხოდ დარცენილი ამოცანების ამოხსნა. ვინც არ ვიცით-ვიწავლით. რადგან მე შემომაქვს წინადადება, მე ვუპასუხებ ჩემსავე უპასუხოდ დარცენილ შეკითხვას.
მაშ ასე: ავიღოთ სახაზავის ფორმის ქაღალდის ზოლი. მოვამრგვალოთ და ბოლოები გადავაწებოთ, მაგრამ ვიდრე გადავაწებებთ ერთი ბოლო გადავგრიხოთ, გადავატრიალოთ 180 გრადუსით, ანუ ნახევარი წრებრუნი. მხოლოდ ამის შემდეგ გადავაწებოთ ბოლოები. მივიღეთ დაგრეხილი რგოლი, რომელსაც მეცნიერები ეძახიან "მობიუსის ლენტს".
ამის შემდეგ თუ ავიღებთ ფანქარს და დავიწყებთ მასზე ხაზის გავლებას დავბრუნდებით იმავე წერთილთან საიდანაც დავიწყეთ და ამ ლენტის ორივე მხარეზე იქნება ფანქრით გახაზული ისე, რომ ფანქრის აღება არ მოგვიწევს.
