ARIADNIT wrote:ციტატა:

ბრავო ელჩი,რამდენი პროცენტი ქონდა ?
მართლა ნამუსიანად ვაკეთებდით.
ყველაფერი სტანდარტში იჯდა, მაგრამ არ გაძღა ტყემალაძის და გ.....ხას მუცელი, თვითონ იყიდეს ლიცენზიები და დაახლოებით 50 ლეგალური და გამართული საამქრო "დაგვახურინეს", იძულებული გაგვხადეს შეგვეჩერებინა წარმოება.
მოდი, მეტს აღარ დავწერ მაგ თემაზე.
უბრალოდ გეტყვით, სხვა საამქროებიც მქონდა, ნახევარფაბრიკატებს ვამზადებდით.
შეგვჭამეს რა.
იმიტომაც ვიმყოფები სამშობლოს გარეთ უკვე 9 წელია.
ჭკვიანი და საქმის მკეთებელი კაცი, კაი ხანი ვერ გაიხარებს ჩვენს ქვეყანაში.
უფრო, ხალხს ვადანაშაულებ, ვიდრე "მომსვლელ-წამსვლელ" მთავრობებს.
ჩვენი პრობლემა-ჩვენა ვართ.
ჩემს შეკითხვაზე, თუ რა ჰქვია ეკლესიის კარიბჭეს?
მოგახსენებთ: სტოა ერქვა ძველად.
P.S. ადრე, მესამე დღეს ვდებდით ხოლმე პასუხებს, ეხლა მოვმრავლდით და გადავწყვიტე, შეკითხვები არ "დაიძიროს", იმიტომაც გაგეცით პასუხი ჩემივე კითხვაზე.