|
ასფურცელა | Tanacetum vulgare
ასფურცელა | Tanacetum vulgareაღწერა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახისა, სიმაღლით 1,5 მ-ს აღწევს. ფესურა ჰორიზონტალური და მხოხავია. ღეროები მრავალრიცხოვანია, სწორმდგომი, ზედა ნაწილში დატოტვილი. ფოთლები ორმაგფრთისებრდანაკვთულია, წაგრძელებული, დაკბილული, ბოლოში წაწვეტებული. ზედა ფოთლები მჯდომარეა, ქვედა გრძელყუნწიანი, ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული. ყვავილები წვრილი, ყვითელი, ორსქესიანია და 10-70 ცალი რაოდენობით ფარისებრ თანაყვავილედებადაა შეკრებილი, ნაყოფი _ წაგრძელებული, წიბოებიანი თესლია. ყვავის ივლის-სექტემბერში, ნაყოფი აგვისტო-ოქტომბერში მწიფდება.
დამზადება სამკურნალოდ ასფურცელას თანაყვავილედებს იყენებენ. მათ ყვავილობის დროს აგროვებენ. ყვავილედებს 2 სმ.-ის სიგრძეზე ჭრიან, აშრობენ ჩრდილში 250ჩ ტემპერატურაზე. ინახავენ 1 წლის განმავლობაში. მცენარე შეიცავს შხამიან ნივთიერებებს, რომლებმაც შეიძლება მოწამვლა გმოიწვიონ, ამიტომ მათი მოხმარება შეზღუდული რაოდენობით უნდა მოხდეს.
ქიმიური შემადგენლობა
ასფურცელა შეიცავს ეთერზეთს, ფლავონოიდებს, ალკალოიდებს, მწარე და მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს, ტანაცეტინს, ფისებს, შაქარს, B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს, ვიტამინ ჩ-ს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
გააჩნია ნაღველსადენი, ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ოფლმდენი, ჭიის საწინააღმდეგო, შემკვრელი, ციებ-ცხელების საწინააღმდეგო თვისებები, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და მადას.
გამოყენება მედიცინაში
იყენებენ ღვიძლის დაავადებების (ლამბლიოზი, ქოლეცისტიტი, ჰეპატიტი) და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს, ასევე კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობის, წვრილი და მსხვილი ნაწლავის ანთებითი პროცესების, შარდის ბუშტის ანთების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებს დროს. იყენებენ შაკიკის, თავის ტკივილის, სახსრების ტეხვის, ასევე მალარიის დროს, მადის მოსამატებლად. გარეგანად იყენებენ კომპრესების და აბაზანების სახით ჭრილობების, წყლულების, ნიკრისის ქარის და სახსრების ანთების დროს.
სამკურნალო პრეპარატები ასფურცელას ბალახის ნაყენი: 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 200 მლ. მდუღარე წყალი, დააყენეთ 4 საათი, გაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. 3-4-ჯერ დღეში ასკარიდის, ჰიპაციდური გასტრიტის, კოლიტის, ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის, ჰიპერტონიული დაავადების, ნერვული აღგზნების, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების (კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობის ფონზე) დროს. მოიბანეთ დაჩირქებული ჭრილობები. ასფურცელას თესლის ნაყენი: 5 გრ. თესლს დაასხით 100 მლ. 600ჩ ტემპერატურის წყალი, დააყენეთ 3 საათის განმავლობაში. გამოიყენეთ ოყნისთვის კუდმახვილას დროს 7-8 დღის განმავლობაში. ასფურცელას ყვავილის ნაყენი: 5 გრ. ყვავილს დაასხით 200 მლ. მდუღარე, დააყენეთ 1 საათი, გაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. 4-5-ჯერ დღეში კოლიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს. უფრო მაგარი ნაყენი (20:200) მიიღეთ 1 ს.კ. 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე 15 წთ.-ით ადრე გასტრიტის, კოლიტის, ჰიპერტონიული დაავადების, ჭიების დროს. ასფურცელას ბალახის ნახარში: 1 ს.კ. ბალახს დაასხით 200 მლ. მდუღარე წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5 წთ., გაწურეთ. მიიღეთ თბილი 100 გრ. 3-ჯერ დღეში ჭამის წინ კოლიტის, გასტრიტის, ჰიპოტონიური დაავადების დროს. მოიბანეთ ძველი ჭრილობები, წყლულები, გაიკეთეთ კომპრესები ნიკრისის ქარის, რევმატიზმის, ამოვარდნილობის, კონტუზიების დროს. ასფურცელას ყვავილების ნახარში: 400 მლ. ადუღებულ რძეს დაამატეთ 20 გრ. ასფურცელას ყვავილი, 2-3 კბილი ნიორი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5-10 წთ. გაწურეთ. გამოიყენეთ ოყნისთვის ჭიების დროს. მიიღეთ ასფურცელას ყვავილის ფხვნილი 3 გრ. 2-3-ჯერ დღეში თაფლთან ან შაქრის სიროფთან ერთად ჭიების საწინააღმდეგოდ.
Lorem ipsum dolor sit amet, consectetuer adipiscing elit. Aliquam id tellus. Nulla orci enim, vulputate et, pharetra eget, imperdiet non, sem. Mauris sit amet mi nec nulla porttitor dapibus. Curabitur leo sem, lacinia sed, commodo eu, mattis sit amet, felis. Ut tortor. Donec porttitor orci et neque. Curabitur eget diam at libero egestas suscipit. In tortor est, ullamcorper eu, dapibus et, condimentum nec, nunc. Pellentesque habitant morbi tristique senectus et netus et malesuada fames ac turpis egestas. Duis vel aliquam luctus. Nullam risus ipsum, aliquam et, lacinia sit amet, fermentum vel, mi. In hac habitasse platea dictumst. Maecenas et dui non tortor lobortis feugiat. Donec eleifend iaculis arcu. Cras vitae leo nec nunc rhoncus laoreet. Integer eget enim. Nunc dignissim cursus mi. Donec eros.
უკუჩვენება
ფეხმძიმობა, პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობა, მცირეწლოვანება. ასფურცელას პრეპარატების მიღება ექიმის რეკომენდაციით და მიღების წესებისა და მკურნალობის ხანგრძლივობის დაცვით უნდა მოხდეს.
გავრცელების ადგილები გავრცელებულია ბუჩქნარებში, მდელობებზე, გზის პირებზე, ტყეებში და ტყისპირებში.
|