გახსოვს შე ეშმაკო არა,ხინკლის სპეციალისტი ვარ
მეთქი რომ ვთქვი. ეჰ,თქვენ მართლა ჩამოდით და
ხინკალიც იქნება და სხვა რამეც.იმის დედა
ვატირე ვინც რესტორანში მიკროფონთან არ
გიმღეროთ.
მიკროფონზე, paksaqi გამახსენდა,თქვენ რომ
ნახოთ პაკსაქი ანუ გია(ჩემთვის გიალო) როგორ
მღერის ყვავილების ქვეყანას,ტირილით ხომ
აუცილებლად იტირებთ და პაკსაქიც უფრო მეტად
შეგიყვარდებათ.
paksaqi რადგან გავიხსენე,მოდით და ბარემ
ჩვენს ურთიერთობაზეც გავაკეთებ აღსარებას.
გია თბილისიდან რომ ჩამოვიდა,ერთ ახლობელთან
დაბინავდა,რომელთანაც მეც ვახლობლობდი.
ჩვენ ყოველდღე ვნახულობდით ერთმანეთს და
ძალიან დავმეგობრდით,იმ დონეზე,რომ მისთვის
დედაც კი გავხდი,ეხლა ხან დედათი მომმართავს,
ხან დედუნათი და ხანაც მატჩეხას მიწოდებს.=haa=
არის არაჩვეულებრივი პიროვნება,კარგი საძმაკოცო
ახალგაზრდა,სიმპატიური მამაკაცი.
პოლიტიკაზე თავიდანვე ვდაობდით,მაგრამ ამით ჩვენი
ტკბილი ურთიერთობა არ შეწყვეტილა.
პირველად მან ამომიცნო დესპანზე ვინც ვიყავი,
მაგრამ კატეგორიული უარი ვტკიცე,გეშლება მეთქი.
ბოლოს იფიქრა ალბათ ეს ჩემზე ჯიუტიაო და
მაგ საკითხზე აღარ ვდაობდით.
ძლიან რთულია დამეთანხმებით,ორ ფრონტზე თამაში.
სულ ყურადღებით ვიყავი რაიმე ისეთი არ წამომცდენოდა,რაც მთლიანად გაამხელდა ჩემს
ვინაობას და ასე გრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა
ტელეფონითაც და საღამოობით ნარდის თამაშით.
მოკლედ რომ ვთქვათ,ძალიამ კარგი ბიჭია,ერთი
ნაკლი რომ არ ქონდეს,პოლიტიკაზე თუ დაიწყო
საუბარი,მაშინ გიჟია,გიჟი. ხოდა მეც მაინც
სიგიჟემდე მიყვარს,რა ვქნა კაცო შვილობილს
ხომ ვერ ვუღალატებ პოლიტიკის გამო.

