kroll wrote:ციტატა:
ალბათ ბევრი შეამჩნევთ რა ხდება საქართველოში და არა მარტო საქართველოში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამდენი სტიქია ამდენი წყალდიდობა და ამდენი ომი აი მე რის თქმა მსურს მყავს 14 წლის დაიკო გვანცა რომელსაც თავის შეხედულებები აქვს და გამაცნო აქამდე არ მჯეროდა და ახლა მგონი მჯერა აი რა ღმერთმა უდიდესი სასჯელი მოუვლინა მსოფლიოს გთხოვთ მიპასუხეთ თქვენ გჯერათ ამის?
მე კი
მოგესალმებით
kroll თქვენი განწყობილების შესაბამის განყოფილებაში ხართ

.ძალიან სასიამოვნოა ,რომ თქვენი პატარა დაიკო ასე ღრმად აზროვნებს,მაგრამ არც არის გასაკვირი - ახალ თაობაში სულიერად მაღალგანვითარებულები საკმაოდ ბევრნი არიან - თავიანთი სინათლით და ამაღლებული ვიბრაციებით დედამიწას ეხმარებიან და ასევე გვეხმარებიან ჩვენც.
სასჯელი ნამდვილად არის კაცობრიობაზე,მაგრამ არა ღმერთისგან,არამედ ჩვენი საკუთარი ცოდვების და სიბნელის გამო.ღმერთი მხოლოდ სიყვარულია,ის არასოდეს არავის არ სჯის და არც არავინ არ სძულს,მაშინ ის ღმერთი კი აღარ იქნებოდა არამედ ჩვეულებრივი ადამიანი

სამყაროში არსებობს კარმა,ანუ ბუმერანგის პრინციპი,და რასაც ვთესავთ იმას ვიმკით ყველა.მაგრამ ადამიანი თუკი გონზე არ მოეგება და სინათლეს სიბნელეს არჩევს,მაშინ მისი სულის არსებონის საკითხი ნამდვილად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
მაგრამ ნუ შეგეშინდებათ,დედამიწა ფიზიკურად არ განადგურდება - უბრალოდ სიბნელისა და ბოროტი სულებისგან განიწმინდება.იწყება ახალი ერა და ეს უმტკივნეულო ვერ იქნებოდა.
დიდება უფალს !!!
გაუმარჯოს სიყვარულს,სინათლეს და სიკეთეს!