დილა მშვიდობისა, დესპანელებო, ღმერთმა ყველას ბედნიერი დღე მოგცეთ.
ქურდი მახო,ისე ხშირად ვერ შემოვდივარ, ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, მე თქვენთან ვარ იცოდეთ, რასაც გადაწყვიტავთ, მეც თქვენთან ერთად მიგულეთ, ყველაფერში გეთანხმებით:) უი,რაღაც ძალიან კომუნისტურად გამომივიდა, პარტიის სხდომებზე, ლაპარაკი რომ ეზარებოდათ ან ახალი აზრის დაფიქსირება არ უნდოდათ, ბოლო ხმაზე გაჰკიოდნენ, ვეთანხმები აქ გამოსულ ამხანაგებსო=haa=

ეს ისე ხუმრობით.
ახლა გადავხედე კომენტარებს, ხალხო ,რას გაჩუმებულხართ და გატრუნულხართ? ათასობით ადამიანია დაფიქსირებული დესპანზე, ნუთუ ამ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანების გარდა
არავის სურვილი არა გაქვთ გაჭირვებულის დახმარების? მხოლოდ გაშლილ სუფრაზე მკერდზე მჯიღების რტყმა და ბრტყელ -ბრტყელი სადღეგრძელოებია საქართველოს და მოყვასის სიყვარული? ან დროშების ფრიალი და ხმის ჩახლეჩამდე ყვირილი? ვიცი, ბევრი დაიწყებთ, ჩვენ ჩვენი თავი და ოჯახი გაგვჭირებიაო, უამრავს ვეხმარებითო, მესმის, მასე ვარ მეც და თითოეული ჩვენთაგანი, მაგრამ 20-30$ თვეში არანაირად არ მოაკლდება იმ ჩვენს გაჭირვებულებს, სამაგიეროდ სხვას დაეხმარება, და შეიძლება იმაზე მეტად, ვიდრე წარმოგიდგენიათ. მე ექიმი ვარ და სხვებთან შედარებით მაინც ახალი ჩამოსული ვარ, და გადასარევად ვიცი ,რა ხდება სამედიცინო სფეროში. ამ ხალხს დახმარება სჭირდება, თუ არა ჩვენ და ჩვენნაირები, მაგათი პატრონი არავინაა. გაჭირვებულისთვის გულით გაღებილი მცირეოდენი დახმარებაც კი უდიდესი მადლია, ღმერთი შეგეწიოთ ყველას, მადლი მადლად დაუბრუნდეს თქვენს ოჯახებს და ,ღმერთმა ქნას, მალე აღარ ჰყოლოდეს საქართველოს ასეთი გაჭირვებული ადამიანები. მაპატიეთ, ბევრი ვილაპარაკე.