ლიაკო რა კარგი გოგო ხარ,მახოს დააგვიანდაო
და შენ თვითონ რომ გადმოიტანე ეს სია.
რატომღაც სურვილი მაქვს ყველა გვერდზე იდოს,
იქნება და კიდევ ვინმე შემოგვემატოს.
ეხლა იმ მტკივნეულ საკითხს რომელსაც ადგილი აქვს
დესპანის ფონდის თემაში,პირველ გვერდზე.
ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ
გამოხმაურებისთვის, როგორიც თქვენ გააკეთეთ
ჩემო ძვირფასებო.მადლობა ჩიკუნიას,არიადნის,
ბუკაკოს,ჯიჯილალას,ლეილას,ლიაკოს და ნანას.
მადლობა ყველას თქვენ,ჩემო საყვარელო
ადამიანებო ამდენი სითბოსათვის,მართალი რომ გითხრათ უფრო გავიზარდე თქვენს ხელში,
კიდევ უფრო თბილი და კეთილი გავხდი მგონია.
სურვილი მაქვს ასე ერთად,ხელიხელჩაჭიდებულმა
ვიაროთ ერთად და ერთმანეთის ავი და კარგი
გავიზიაროთ.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა,ჩემო დესპანელებო,
იმისათვის რომ თქვენ არსებობთ,კიდევ ერთხელ
დიდი მადლობა ადმინისტრაციას ამ საიტის
ჩამოყალიბებისათვის.
დიდი სიყვარულით თქვენი ქურდი მახო.
