↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 25 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
გადავწყვიტე ეს გვერდი ცალკე გამეხსნა, რადგანაც ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში მომიგროვდა ბევრი წერილი, რომლებსაც სხვადასხვა საითებიდან გამოხმაურება მოჰყვა.
მირჩევენ, არ დავკარგო და ერთად მქონდეს ყველა.
ვწერდი ხოლმე დასმულ შეკითხვაზე, ვრცელ პასუხს, რომელიც ბევრს ღიმილს ჰგვრიდა.
მოვაგროვებ და ყველას წაგაკითხებთ.
ვისაც სურვილი გექნებათ შემომიერთდეთ, მხოლოდ თქვენი დაწერილი დაწერეთ გთხოვთ.

გახსნილად ვაცხადებ. =xor=

P.S. ყველა ერთისათვის და ერთი ყველასათვის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ეს პატარა ისტორია, ადრე "წერილად" დავწერე და ბევრი ადამიანი გამოეხმაურა ამ ნამდვილ ამბავს.
გიმეორებთ, არავითარი პრეტენზია არ მაქვს "მწერლობაზე", თუ რამე გამახსენდება და დავწერ, მერე თქვენ არა გქონდეთ შეკითხვები ჩემთან, რადგანაც კითხულობთ, მე კიდე გითხარით, პრეტენზიები არა მააქვსო .

მიწას, რომ მოვლა და პატრონობა სჭირდება, ეს სიბრძნე, ბავშვობიდან გვასწავლეს ქართველებს.
"ქალაქელი" კაცი მქვია, მაგრამ გულით და სულით "სოფლელი" ვარ.
ბავშვი ვიყავი და ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა არდადეგების დრო, სოფელში წავეყვანე მშობლებს.
ის ყველა, სოფლელი ბავშვის"სიამეც" ვნახე და საკუთარ თავზეც გამოვცადე.
ბევრი "თავგადასავალი"შემიძლია გავიხსენო.
ჯერ ისევ სკოლაში ვსწავლობდი, საკმარისი იყო, სამდღიანი დასვენებაც, რომ გვქონოდა, დიდუბის ავტო-სადგურზე, პირველ ავტობუსს მივყვებოდი, შუა ქართლის, ერთერთ, ულამაზეს სოფლისაკენ.
მე, ძალიან მიყვარს სოფელი და ყველა იქ მაცხოვრებელი.

გავიდა დრო.
სტუდენტი ვიყავი და მაინც ვპოულობდი დროს, "გავარდნილიყავი"-ხოლმე, ჩემს ჯიგრებთან.
სათევზაოდ, სანადიროდ და საქეიფოდ, იმ ულამაზეს ადგილებში, სადაც ჩვენი წინაპრები ლაღობდნენ მანამდე.
მყავს სანათესაო,ბიძაშვილ-მამიდაშვილები ბლომად.
უფროსი მამიდაშვილი, ძალიან დაემსგავსა, ჩვენს დიდ პაპას, გარეგნობითაც და ცხოვრების წესითაც.
საერთოდ, მე ვარ ყველაზე უფროსი წლოვანებით, ჩემს ბიძაშვილ-მამიდაშვილებში.
მოვეკიდეთ ოჯახებს.
გავმრავლდით.
ერთხელაც, ძალიან მომენატრა და მოვინდომე, მომენახულებინა ჩემი უფროსი მამიდაშვილის, ჩემი ძმის პატარა ოჯახი.
ყველამ კარგად ვიცით, ჩვენ ქართველები, და-ძმას ვეძახით, სისხლით ნათესავს.

ვეფხვია-ჰქვია ჩემს ძმას.
უფროსი შვილი, ხუთი წლის ჰყავდა, მეორე მაშინ სწავლობდა სიარულს.
ვაჟკაცების მამაა.

ნოემბრის თვის დასაწყისი იყო.
ქართლში, თუ არ იზარმაცებ და გვიან შემოდგომაზე ვაშლის ხეებს, გარშემო შემოუბარავ, შრომას დაგიფასებენ ვაშლის ხეები, გაზაფხულზე კიდევ უფრო გაგიადვილდება ხის მოვლა.
ვაშლის ხემ, ამაგის დაფასება იცის.
ბევრ ოჯახს ინახავდა და ინახავს დღესდღეობითაც.

მივედი სახლში და რძალს ვეკითხები:-ამ თავსხმაში, სად დადის შენი ქმარი მეთქი?
წვიმა მოდის ისეთი, ორ ნაბიჯზე არ ჩანს არაფერი.
წასულა სამუშაოდ ბაღში და უფროსი შვილიც გაუყოლებია.
მანამდე მზიანი ამინდი ყოფილა.
სიგარეტი გამოლევია და სახლში გამოუგზავნია პატარა ბექა.
ბავშვს წაუღია სიგარეტი და "სპიჩკა".
ამ დროს, წვიმას მოუსწრია.
დედამისს, პატარაც ვერ მიუტოვებია და ვერც უფროსს გამოჰკიდებია.
მაგ გაწამაწიაში მიუსწარი.
თავსხმაა.
მანქანით ბაღებისკენ ვერ გადავიდოდი. მოვიხურე "პლაში" და გაუყევი.
მივედი და რაც მე ვნახე, მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება.
მამამისს, კალთაში ეჯდა ეს პატარა ბოკვერი და მხრებით იყო გადაფარებული, თვითონ-ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები.
პატარა ბექა, სულმთლად სველი იყო, სიგარეტი და ასანთი-მშრალი.
დამინახა და მიცნო:-მამას, პაპილოსი მაინც მოუტანეო.
ბავშვი, თურმე გულში იხუტებდა, არ დასველდესო.

ეს, ხუთი წლის პატარა ქართველმა გააკეთა და სთქვა, მამის გულში ჩახუტებულმა.

დამიჯერეთ: არ გაწყდება ქართველი ერი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ჩემო ქართველებო.
ვინც შემოიხედეთ ამ თემაში და თქვენი აზრი გამოთქვით, მადლობას გეტყვით.
მადლობას ვეტყვი იმ ადამიანებს, რომლებმაც წაიკითხეს და კომენტარი არ დატოვეს.

თავიდანვე მოგახსენეთ, არ ვარ მე "ის კაცი"

ტექნიკური განათლება მაქვს მიღებული, რომელიც მართლა შევისწავლე და ეხლაც, მისი "დახმარებით" გამაქვს თავი და ოჯახს ვარჩენ.
სკოლა ისე დავამთავრე, "საკონტროლო წერა", როცა გვქონდა, ჩემით არცერთი არ დამიწერია, ყველა გადაწერილი მაქვს, "შპარგალკებიდან".
საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი მასწავლიდა ქართულ ენას და ლიტერატურას, ძალიან მკაცრი ქალბატონი იყო.
მამაჩემიც მისი მოსწავლე იყო ჩემამდე.
რომ გითხრათ უყვარდი და თვალს ხუჭავდა, როცა ვიწერდი, არ იქნება მართალი.
უფრო მეტ ყურადღებას იჩენდა ჩემს მიმართ და სხვაზე მეტს მთხოვდა.
ვერ ვსწავლობდი ლექსებს.
მაგარი ზარმაცი ვიყავი./ეხლაც ვარ/
მახსოვს, ნიკოლოზ ბარათაშვილის და გრიგოლ ორბელიანის ლექსები და პოემები იყო მიბმული სასწავლო პროგრამაში, ის კიდევ ყოველდღე მიძახებდა და "გამტენა" ორებით.
თხზულებებში ძლიერი ვიყავი, არ არსებობდა ჩემთვის წაუკითხავი წიგნი, მაგრამ ეს "პოეზია" დამღუპველად მოქმედებდა, ჩემს ნიშნებზე.
როგორც იქნა დავამთავრე სკოლა.
ქართულში, ოთხიანი გამომყვა, რაზედაც ეხლაც ვნანობ.
დანარჩენი საგნები ფრიადზე ჩავაბარე, ფიზიკის გარდა.
ფიზიკაში, სამიანი დამიწერა "ძალად დაპატარავებულმა"./მომცრო იყო ტანითაც და ჭკუითაც./
იმაზე მეტი ვიცოდი და იმიტომ.
მათემატიკაში გურამი ჩაჩანიძე მამზადებდა, მერე აკადემიკოსი გახდა, ფიზიკას კიდევ-გოგი დოლაბერიძე, /ქართული "ატმორის" გამომგონებელი./
მისაღებზე, იმავე წელს, ნახევარ საათში გამოვდიოდი გამოცდებიდან, ფრიადზე ჩავაბარე ყველა გამოცდა./რათქმა უნდა, ქართულის გამოცდაზე გადავიწერე./

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თუ ხალისობთ და ერთობით, ჩემი მოგონებების წაკითხვით, მივცემ ჩემს თავს უფლებას და მომავალშიც მოგაწვდით "ჩემს თავგადასავლებს".

მადლობა ყველას.
გაიხარეთ.

P.S. და ყველაზე მთავარი ჩემთვის, ვფიქრობ თქვენთვისაც.
ქართულად ვწერ, ეს ჩემს "პირობებში", ძალიან ბევრს ნიშნავს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
კაი ხნის ამბავია.
ქორწილია უბანში, მოვგროვდით ახალგაზრდობა ერთად "კუთხეში" და "უბერამთ". =ae= =piv
ერთი მსმელი კაცი გვყავდა უბანში, ძიენ ბევრსა სვამდა რა.
უბნელებსაც აუღიათ და "ღრუსების საპატივსაცემოდ", ამ კაცისთვის ზედმეტსახელად, "კიმა" დაურქმევიათ.
შექეიფიანებული ვაართ უკვე.
მოვიდა ჩვენს მაგიდასთან და მართლა, მაგრა დაგვლოცა ახალგაზრდობა.
ბოლოს ერთი გვთხოვა:
ცხოვრებაში, შაბაში არ მიმიცია "მუზიკანტებისთვის", იქნება სურვილი ამისრულოთო.

მივეცით წითელი თუმნიანი/მაშინ ეგეთი ფულითა ვსარგებლობდით ყველა, თანაც, "ლენინის თავი" ეხატა, იმ ქაღალდის ბანკნოტს/.
წავიდა "კიმა" დამკვრელებისკენ.

ვიღაცა, კასპელების "დასტა" ჰყამდათ ჩამოყვანილი დამკვრელებად.
იმჟამად, "მოდაში" ყოფილან.
მედოლე ჰყამდააააააათ?
ჰაერში სცემდა დოლსა.
გაისვრიდა მაღლა უკვე შემორტყმულსა, მერე ისევ ჰაერშივე იჭერდა, დაიდებდა ქვეშა და უბრაგუნებდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა.
თითებზე, "ლეიკოპლასტელინის" ლენტები ჰქონდა გადახვეული, დარტყმებისაგან, რომ არ გახეთქვოდა თითები/ალბათ/

გავიდა ათი წუთი და მუსიკა გაჩერდა.
ხალხმა ჩოჩქოლი დაიწყო.
ერთერთი მუსიკოსი გაქრა.
მედოლეს ეძებენ.
ბოლოს, მაგიდის ქვეშ უგონო იპოვეს.

ეხლა რა მოხდა.
"კიმა" მისულა და განაპირას მჯდომი მედოლესთვის ყურში უთქვია, "დოლია ვარავსკაია" დაუკარიო და ესეც შაბაშიო, დაუფურთხებია ხელისგულზე გაშლილი თუმნიანისთვის და ჩვენს "დოლთან ერთად მოხტუნავე" მუსიკოსისთვის, ისე მიუწებებია ფული, კედლისთვის მიურტყმევინები თავი და ის საცოდავი კიდევ, სკამიდან გადავარდნილა და მაგიდის ქვეშ შეგორებულა გონება დაკარგული.

მეორე დღეს ვეკითხებით"
-კიმა, რათა ჰქმენი ეგ საქმე?
-ერთი მაგის დედაც, ეტყობა "თუმნიანი" არ ჰქონდა ნანახი და გული წაუვიდაო. =dk= =dk= =dk=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
სამაგალითო თემაა ყოჩაღ elchi მივესალმები ამ წამოწყებას იმედი მაქვს ერთ-ერთი რეიტინგული თემა გახდება ჩვენს მშვენიერ ფორუმზე.5+ ჩემგან ოღონდ სიტყვა მოგვეცი რომ ბოლომდე დაიხარჯები ამ თემის დასამთავრებლად :) არც ერთი წერილი არ გამოგვიტოვო ყველა გამოიტანე ჩვენს სამსჯავროზე :).წარმატებებს გისურვებთ მთელი ოჯახი :)

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
შემთხვევით ჩემი დიდი ხნის წინანდელი "ნაცოდვილარების" დღიური იპოვნეს სახლში მინდა რამოდენიმე შიგ აღმოჩენილი "ნაწარმოები" შემოგთავაზოთ. კრიტიკოსების აზრს არ გავიზიარებ :) მაშინ ხომ 15 წლისა ვიყავი როცა ძროხაში თავი შევყავი....:)
p..s. ეს არც ისე დიდი ხნის წინ იყო....

კერძო საკუთრებაზე ნაწილობრივ გადასვლის შემდეგ გლეხებმაც ნაწილობრივ მოუმატეს თოხების ბაყუნს,შესაბამისად ქურდებმაც მოუმატეს გლეხის ეზო-კუთხეში ხელის ფათურს.იპარავდნენ:ხბოს ,ძროხას,ინდაურს.....
გაჭირვებამ გლეხსაც ეშმაკობა ასწავლა და ახლა სოფელში საქონელს რქებზე ადგას ბოქლომი,ფრინველს ფეხებზე.
გაჭირვებამ ჭკუა ქურდებსაც ასწავლა და ახლა ჯიბეში გასაღების ასხმულასთან ერთად მხარზე გადებული "დრუჟბაც" თან დააქვთ.თუ რქებზე ბოქლომდადებულ ძროხას "თავის ნომერ" გასაღებს ვერ მოარგებს,ამ რქებს პირდაპირ ახერხავს,ფეხზე კლიტედადებულ ინდაურს ამ ფეხს ცოტა ზემოთ ბარკლის გადასახსნელთან აჭრის.ამ საქმიდან მეტნაკლები სარგებლობა ყველას რჩება:
ქურდს-ძროხა და ინდაური
გლეხს-ძროხის რქა და ამ რქიის ყანწზე მისაყოლებელი...ინდაურის ბარკალი.
21.12.96

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
che-ს გაუმარჯოს, სახლში მოკითხვა ყველას. =cp =ae=

შევეცდები ყველა მოვაგროვო. =ifif
ისე, მაგარი მიმოფანტული კი მაქვს აქეთ-იქით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ჩვენი იქ ჩასვლა და მთელი უბანი გამოცოცხლდებოდა ხოლმე.

ჰე-ჰეეეეეე, მაგარი მოუსვენარი და მოურჯულებელი ვიყავი მაშინაც.
აბა "კეტებით" ან "ბუცკეტებით" მევლო სოფელში.

პაპა გიორგი, დაგვიმძღვანიებდა სარდაფისკენ და დაახლოებით სამი თვე, ჩვენი ფეხთსაბურველი მიეცემოდა დავიწყებას.
ფეხშიშველებმა უნდა იაროთ, როგორაც ეს ბავშვები დადიანო.

ბიჯო, ბიჯოოოოოოო, ვინ დაეძებდა ფეხსაცმელს, ოღონდაც ბაბოს გავპარვოდით.

მოვლილი მაქვს, მთელი ქარელის რაიონის სოფლები, რომლებიც ახლო-მახლოში იმყოფებიან, ერთ ყველაზე ძლიერ და ულამაზეს, ქართლის შიგ, შუა გულის ცენტრში მყოფ სოფლის გარშემოოოოოოო.
/ძლივს არ ამოისუნთქეთ, ნეტა საიდან არისო, მაგრამ ხომ მაინც არა ვთქვი რომლიდანა და რომლი გარშემო./

დატანჯული მყამდა მეზობლები.
მაშინ "ლაგატკებს" ვეძახდით ხოლმე.
სუ დალურჯებულები დადიოდნენ მეზობლები, ვინც დღე და ღამე ბაღებში მუშაობდა.
ყველა მოძრავ წერტილს ვესროდი.
თანაც, ძველი აკუმულატორისგან, იმ დაფშხალულ თუთიის ფირფიტებს ვიღებდი, მერე ვადნობდი და "განგსტერების" ტყვიებიც მზათა მქონდა.
თან, თუ "გაზ-53-ის ბალთავოი რეზინაში" ჩამოასხავდი?
წესით და რიგით, ნამუსიან მონადირეს, მიზნისთვის არ უნდა აგეცილებინა.

ხო, დალურჯებულებზე ვყვებოდი.

ერთხელაც, პაპაჩემის აშენებილ ქვის კედელზე ვწევარ, დაბლა არ "მიშვებდნენ", გაფუჭდებიო.
სოფლის ბირჟის ადგილმდებარეობა გაგანდეთ ეხლა.
"სეკას", კამათელს და თქვენ წარმიდგინეთ, ნარდსაც და დომინოსაც, ფულზე თამაშობდნენ.
მეც სხვა რა გზა მქონდა?
ვიჯექი კედელზე და ვიბეჭდავდი მათ ნათქვამს და ქცევას.
ეგენი კედელზე ამომსვლელები არ იყვნენ და თუ რამეს მესროდნენ, ისიც იცოდნენ, რაც დაუბრუნდებოდათ.

სოფლის "ბირჟაზე", მეზობელმა ჩამოიარა, /მე, თოხისა და ბარის გარეშე ეგ კაცი, ნანახი არა მყაამს./
სუ ბაღში იყო და ხელიდან არ აგდებდა მაგ "ინსტრუმენტებსა".
"ბირჟავიკებმა" გასძახეს:-ჟორა, მოდი ერთი სიტყვა გვითხარი, ამდენი შრომა ვის გაუგიაო.
-რა უნდა გითხრათ, ოჯახი მენგრევა, ამ გოგიას შვილიშვილის გადამკიდეო.
ამის გაგონებაზე, კატასავით ავიფხორე.
-რათა ბიჯო, ჯერა ბავშვიაო.
-ბავშვი კი არა, ჩემი წერა სანამ არ გახდება, არ მომეშვებაო, გავგუდამ კატასავითა და მიუგდებ ეზოზე პაპამისსო.
/აი თურმე, რატომ "გამკრა"კატის ხსენებამ./
-გვითხარი რა ხდება, რას გიშავებსო.
-დღესა ციალაი/ცოლი/, სამჯერ იყო ბაღში გადმოსული, ეჭვიანობს ეგ ჩემის თვრამეტიანიო.
-რა აეჭვიანებსო?
-რა აეჭვიანებს და ესაო, შემოიფხრიწა "საროჩკა" და ტანზე ჩალურჯებულები აჩვენა ხალხსა.
-ვერაფრით ვერ უმტკიცებ, ესენი "ლაგატკის ტყვიებისგანა" მააქვსო, ის კიდე გაიძახის, "ეგენი" ქალის ნაჩმეტებიაო.

ამ ამბის მერე, იმი ბაღის გარშემო აღარ "მინადირია" ღობემძვრალებზე.

მართლა ხომ არ მოვაკვლევინებდი თავსა.

2008. ნოემბერი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
16-17 წლის წინანდელ ამბავს გიყვებით.
ესეც სიმართლეა.

ზარი შემოდის და ვპასუხობ.
საღამოა, უკვე ბნელა, ახალი წელი მოდის.

"ქვისლი ჰქვია", თორემ ძმა არის.
მეუღლის, დეიდაშვილის ქმარია.

ძმობა უთხარით ერთმანეთს.
ფიცი გვაქვს ნათქვამი.

მოკლედ, მირეკავს და მეუბნება:
-წამოსაღები წამოიღე, მჭირდებიო.

სულ პატარა თხოვნა მაქვს, ჩემს ძამიკოს, მოუსმინეთ ისე, როგორც ძირძველი სვანები ლაპარაკობენ.

სვანია, ჩემი ძმადნაფიცი.

ავხვეტე, თუ რამე გამაჩნდა.

თან მეუბნება, სასწრაფოდ უნდა მოხვიდეო.
"ნახალოვკიდან", ორთაჭალაში გასვლას, დრო უნდა.

სარეკორდო დროში დავფარე ეს "დისტანცია".

ეხლა მეღიმება,აბა მაშინ დაგენახეთ?

მივედი და გარეთ დგას, ხელში ავტომატი უჭირავს.
- წამო უნდა მოვკლა, სხვა გზას ვერ ვხედავო.

მე ცოტა "ძიენ დინჯი" კუთხის შვილი ვარ და ვეკითხები:-მოიცა, ვთქვათ და მარტო შენ გადაწყვიტე იმის მოკვლა, მერე დანარჩენები რას იტყვიან -თქო.
-ისინი მე მომკლავენ, ის თუ არ მოვკალიო.

ვატყობ,რომ ჩემი "გვერდში დგომა" სჭირდება.
მაინც ვერ ვისვენებ და ვეკითხები:-არი რო, მოსაკლავითქო?
-მაგი დღეს არ უნდა მომკვდარიყო, მაგას მე, 31 დეკემბერს უპირებდი დაკვლასო.

ეგრეა რა, მოსაკლავი უნდა მოკვდეს.

-ვის ვესროლოთქო?
-მაგას შენ ვერ დაინახავ, ბუჩქებში იქნება შემძვრალიო.
-რა ბუჩქებში,ხომ არ გადაირიე მეთქი.
-აბა, როდის იყო, გოჭი ფეხზე იდგა, ან ხეებზე დადიოდაო.
-გოჭიოოოოოოოოო.

სვანეთიდან, ღერღილზე გაზრდილი, "ჯანმრთელი", გოჭუნია წამოუყვანია და მთელ სანათესაოს შეპირებია, ნაღდი უნდა მოგართვათო.
გაქცევია ამ ჩემს ძამიას ეს გოჭი და შეუბერია სერებისკენ, ფუნიკულიორის მიმართულებით, "ჩერეზ" ბოტანიკური ბაღით, ზემოთკენ რა.

აბა,იმას ხელით ვინ დაიჭერდა, თუ არ ესროდი,ისე როგორ გააჩერებდი?

მეორე დღეს, დეზერტირების ბაზარში, მეგრელებს ჰქონდათ ჩამოტანილი, გოჭების უამრავი ნაირსახეობა.
ამას ვეუბნები, რომელს გავდა ის უნდა გიყიდო მეთქი.

ისე, რა ვართ ქართველები, ჰააა? =ae=

2008. დეკემბერი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
როგორც იქნა, დაგვადგა საშველი და აქაც დათბა.
გუშინ, უკვე ცხელოდა.

ამინდების გაუმჯობესება და ჩემი სახლში ყოფნის ალბათობა, "ძლიერ და ინტენსიურ" კონტაქტშია ერთმანეთთან.
ისედაც, ერთ ადგილზე ვერა ვჩერდები და თუ გარეთ დარია?
მეძებონ მერე, ოჯახის წევრებმა.

მიყვარს "გარეთ ხეტიალი".
შარშან და მანამდეც, ნადირობის ლიცენზიაც მქონდა.
ვესროდი ყველაფერს მოძრავს, ირმის გარდა.
ეგეც ამიკრძალეს.
მეუღლემ და "დედიკო"-მ:- ცოცხალი არსების მოკვდინება, ცოდვააო.
თითქოს, მე ურჯულო ვიყვე.
ნადირობით, ხომ ირჩენდნენ თავს ჩვენი წინაპრები მეთქი?
ეგენი კიდე მპასუხობენ:-მაშინ სხვა საკვები არა ჰქონდათო.

მოკლედ, ვეღარ ვისვრი.
არადა, გრინ კარტის მიღება, უფრო იმიტომ გამიხარდა, რომ იარაღის ყიდვა შევძელი.
ენგრევე გადმოვიტანე "მონკავშირი" ჩემს სახლში./6 წელი ფულს ვაგროვებდი, როდის დამიდგებოდა ეს ნანინანატრი დღე./
"ნაირნაირები" შევიძინე.

მიხვდით უკვე, ვისთანაცა გააქვთ საქმეი.

გუშინ, მდინარეზე ჩავედი სათევზაოდ.
ტელეფონი სახლში დავტოვე.
როცა გავდივარ, მინდა, რომ მართლა დავისვენო.

ეჰ, ეხლა კი ვნანობ.

საღამოს 6 საათი იქნებოდა.
საიდანღაც, 10 ინდოელი გამოიჩხრიკა ნაპირზე./არ შეგეშალოთ: ინდოელი-ინდოეთი, გმადლობთ./
მაგარი მიუდგომელი ადგილია.
მე კიდევ, ვდგევარ ჩემთვის, ერთდროულად ვისვენებ და ვერთობი.
გავიხედოთ და სუფრა გაშალეს მდინარის პირას.
ამოალაგეს სასმელ-საჭმელი და ივახშმეს "მუზიკანტების" გარეშე.
როგორც იქნა დაამთავრეს და მერე "ადგილიც მოუძებნეს" ნარჩენებს.
ჰაიდა მდინარეში ყველაფერი.

პირი ღია დამრჩა.

მეთქი წავლენ და ამით მორჩება ამათი პურისჭამათქო.
თითიც არ გეტკინოთ.

ორნი გააგზავნეს და იმათ კიდევ რაღაც "შეხვეულები" მოიტანეს.
ვიფიქრე:-დალევით არ დალიეს, ასიანი მოწევენთქო.
აქაც შევცდი.
ყველაზე ახალგაზრდულად, რომელიც გამოიყურებოდა, გაიხადა ტანსაცმელი და მდინარეში შევიდა.
იქნებოდა დაახლოებით, 30-35 წლისა.
დანარჩენი ცხრაც მიყვა რამოდენიმე წუთში.

ჯერ იწუწავეს, წყალს ასხავდნენ ერთმანეთს, თან იღრიჯებოდნენ/იცინოდნენ/, ანუ უხაროდათ ძლიერ.
მერე საპონი "დააძრეს"და ტანის დაბანა დაიწყეს შუა, თავთხელ მდინარეში.
რო გაიღვრიჭნენ, მერე "შამპუნით" თავები დაიბანეს./ორჯერ/

ჩვეულებრივად, ამოვიდნენ წყლიდან, შეიმშრალეს, ჩაიცვეს, ჩასხდნენ იმაში, რითაც მოვიდნენ და წავიდნენ.

დამიტოვეს, დარდი და საფიქრალი.
ეხლა, დარდი რატომ?
იმიტომ რომ ტელეფონი სახლში დავტოვე და ეს ყველაფერი ვერ გადავიღე.
საფიქრალი?
მართლა "ენგრეთი ქათმები" არიან, თუ რამე რიტუალი ჩაატარეს, რომლის შესახებაც, მე არ ვიცი?

2007, მაისი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ეხლა სხვა ისტორიას მოგაწვდით, რომელიც მანამდე მოხდა და მიხვდებით, თუ რა "სიყვარული" მამოძრავებს მაგ
ხალხის მიმართ.

ინდოელი ცოლ-ქმარი მყავდა ერთხელ კლიენტებად.
სასტუმრო ჰქონდათ, შეკეთება სჭირდებოდა და სხვას ვის იპოვიდნენ?
ყველა დამთხვეულს ხომ, მე უნდა გადავეყარო.

ტვინი შემიჭამეს.
გახურებულ მუშაობაში ვარ.
მომადგება ქმარი ხილის წვენით, მიირთვიო.
მერე ცოლის ჯერია, ეს შენთვის გავაკეთე გასინჯეო.
-მამეშვით, ხალხი არა ხართ, დამამთავრებინეთ, რაც დავიწყეთქო.
რატომ "წუხდებოდნენ" არ იცით?
იმ წვენის დალევა და "ზაკაზი" გამოშვებული იყო:-ონკანი არ მუშაობს გაგვიკეთეო, იქ გათბობას გეეჭედაო, იქა შუქი არ ინთებაო და რა ვიცი, ყველაფერი მუქთად უნდოდათ მერე.
გახსოვთ ის ანეგდოტი: -პივას კარგად მიირთმევდიო.
ეგრე იყო რა.

იმ ქალის, ჩემთვის გაკეთებული, ერთხელ გავსინჯე და ორი საათი წრეებს ურტყავდი სასტუმროს.
მე ეგეთი ცხარე, საერთოდ არ მიჭამია ჩემს სიცოცხლეში.
ცოტა სული რომ მოვითქვი/სირბილით დავიღალე/, ვეკითხები:-რათა მკლამთ, თქვე შობელძაღლებოთქო?
-არაო, ესა შენთვის უწიწაკოდ გავაკეთე, მწარე არ გამოსულიყოო.
-ჩემთვის ცალკე ვაკეთებ, აბა ის რომ გასინჯო, მერე რა დაგემართებაო.
-მოკლედ, მე არაფრის დამლევი და მჭამელი არა ვარ, სანამ ამ პროექტს არ დავამთავრებ მეთქი.
გაიყურსნენ და აახვიეს.

სამი დღე მშვენივრად ვიყავი.
მეოთხე დღეს ქმარი მოდის ყურებჩამოყრილი.
-რა იყო, რა ცუდი ფერი გადევს თქო.
-ცოლი ვერა მყავს კარგად, ჰოსპიტალში მყავდა და ვერაფერი ვერ გაუგესო.
-რა სტკივა მეთქი?
-კუჭნაწლავი აწუხებსო.
-ექიმებს უთხარით, რასაცა ჭაამს და სვავს მეთქი?
-არაო.
-მაშინ მიხედე დროზე, თორემ დაუსკდება ნაწლავები ამდენი მწარის ჭამითთქო.
-სხვას ვერაფერს ჭამსო.

ბოლოს ამომიყვანა და ვეღარ მოუთმინე:
-ბიჯოოო, ჩუგუნის ტრუბები ვერ გაუძლებს იმას, რასაც შენი ცოლის ნაწლავები უძლებს, დროზე მიაქციე ყურადღება, თორემ გასკდება შუაზეთქო./"ჩუგუნი"-cast iron არის/== == == == ==
დაფეთებული გავარდა.

კინაღამ დავხოცე ბოლოს, ორივე.

ისე მოხდა, მაგ პერიოდში, ბილეთები უკვე აღებული მქონდა.
5 წლის წამოსული, პირველად მივდიოდი სახლში.
ყველაფერი გასტუმრებული და ნაყიდი მქონდა, მხოლოდ ამ პროექტიდან შემოსული თანხა გამივსებდა ჯიბეს და ავისრულებდი იმ უძინარი ღამეების და შფოთიანი დღეების შემდეგ, ჩემს ოცნებას,
საქართველოში წასვლას.

მანამდე გავაფრთხილე, როცა მოვრჩები, მთელი თანხა უნდა გადამიხადოთთქო.
არ ვართმევდი მანამდე ცოტ-ცოტას, ვიცოდი დამეხარჯებოდა.

ბოლო დღეა.
ჩავალაგე ჩემი ხელსაწყოები, მოვწესრიგდი და შევედი ოფისში.
/დაახლოებით თვე ნახევარი წასული ვიყავი სახლიდან. შორს იყო ეს ქალაქი და ვარჩიე მაქსიმალურად მემუშავა, დასვენების დღეებშიც./
შევდივარ და ორივენი მეღრიჯებიან, /ჰო სულ დამავიწყდა, გადარჩა ის ქალი/
ქმარი ფულს მაწვდის ხელში.
დავხედე და კინაღამ, ისტერიკა და ბნედა ერთდროულად დამემართა.
500$-ია მხოლოდ, როცა 7 ათასამდე მართებდათ.
-ყოველ კვირა 500-500-ას გადაგიხდით და მაინც გავისტუმრებთ შენ ვალსაო.

-პოლიციაში დარეკეთ ეხლავე, მაგარი საშინელება უნდა დავატრიალო და თქვენს გარდა, სხვებიც რომ არ დავხოცო, იქნება იმათ მაინც გამაჩერონთქო.
გადმოვიღე მანქანიდან დიდი ურო.
სასტუმროს, უშველებელი საცურაო აუზი ჰქონდა, რომლის გარშემოც, მოზაიკით და ქვით გავაკეთილშობილე იქაურობა.
გავექანე და ორ მეტრიან ღობეს, დიდ ჩაქუჩთან ერთად გადავახტი.
-იხდით თუ არა მითხარით, თორემ ვიწყებ ყველაფრის დალეწვას მეთქი.
-ხელი არ დააკარო, რამეს მოვიფიქრებთო.

შევიდნენ ეს მათხოჯები და ჩეკი გამომიწერეს, როცა რომ ნაღდ ფულზე ვიყავით მოლაპარაკებულები.

ინდოელები არ გამაგონოთ, თორემ ის დიდი ურო, მანქანაში მიდევს კიდევ.

2007. მაისი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ელჩი გიო,რომ არ დაგეკარგოს შენი ნამოღვაწარი ცალკე ფაილში ჩაწერე და შეგენახება "D"-დისკზე

ჩანაწერები მაგრად მომეწონააააა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts571
კარმა51
OFFLINEPROFILE
ძალიან კარგად წერ, (ათასი უნიჭო და უხეირო 2 სტრიქონს რომ დაწერს, თავი მწერალი ჰგონია) თავმდაბალი და მართლაც ნიჭიერი ხარ, დღეიდან უფრო დიდ პატივს გცემ, თავისუფალი ლაღი სტილი გაქვს, ძალიან ვისიამოვნე!!
კარგია რომ მარტო ეპისტოლარული ჟანრით არ შემოიფარგლები, ამ შემთხვევაში წერე და იკითხე კარგი გაგებით უნდა ითქვას!!!
გიო შენ წერე და ჩვენ სიამოვნებით წავიკითხავთ!!!
ხელს გართმევ მაგრად!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ციცია-ბოდიში, რომ დროულად ვერ გიპასუხე აქაც და youtube-ზეც.
natiku-იგივეს თქვენც გთხოვთ.

ვერ მომიხერხდა დროულად გამოხმაურება თქვენს წერილებზე და მაპატიეთ.
სამაგიეროდ, კიდევ დავდებ სხვა წერილებსაც.

ეხლა, ჩემი ოჯახური "ტრაგი-კომედია"უნდა მოგიყვეთ./ესეც სიმართლეა./

2 წლის წინ,სახლში შემოვდივარ და ჩემი "გოგოები",/ მეუღლესაც, მაგათთან ერთად გოგოებში ვთვლი, ისე ორი საქალბატონე მყავს./ გახარებულები და ბედნიერები შემომეგებნენ, ნახე მამიკო,ახალი ოჯახის წევრი გვყაავსო.

კინაღამ ისტერიკა დამემართა, ვინ მოიყვანეთ-მეთქი./უფროსი შვილი, მეორე დედა-ტერეზაა, ვინც გაჭირვებული და დაბეჩავებულია სკოლაში, ყველა სახლში მოყავს./

ვიფიქრე,ვიღაცა შამამისახლეს-თქო.

შემიყვანა თავის საძინებელში.
გალია უდგიათ.
ვიფიქრე,ან თუთიყუში მაიყვანეს, ან რამე მგალობელი ჩიტი-თქო.

გეგონოთ.

თაგვი. ჭრელი, შავ-თეთრი და თანაც ერთი ბეწვო./ისეთი რა, ლაბორატორიებში რო უტარებენ ხოლმე რაღაც-რაღაცეებს./
ეხლავე გაფრთხილებთ, ვირთხებზე და ზღვის გოჭებზე, არ იფიქროთ.

მოკლედ, მაიყვანეს, ტკბებიან და დნებიან.

ამ ვირთხების პატარა ნაირსახეობამ,ისეთი სუნი დააყენა საძინებელში,მერე ჩემი ღრიალისა/მაგარი დოღრიალა ვარ/ და იმ სუნის გადამკიდე,ჩემმა ოჯახობამ გადაწყვიტა, ეს საპატივცემულო არსება, სამრეცხაო ოთახში გადაეყვანათ.

დღე-დღეს მისდევდა, ვკითხე მეუღლეს, რამდენ ხანს ცოცხლობენ ეგ გასაწყვეტები მეთქი.
-2 წელს დაახლოებითო.
თანაც "უშვილებიათ", ცხოველების მაღაზიიდან.
ვეკითხები,-რო მაიყვანეთ, ერთი 3-4 თვისა ხო იქნებოდა მეთქი?
-კი, დაახლოებით 6 თვისა იყოო.

დავიწყე დღეების ათვლა.
ნეტა, როდის გავა წელიწად-ნახევარი, ეს "ხორველა" მოვაშორო აქაურობას-თქო.

სულ ფხაკუნობდა რა.
პირველი დღიდანვე ვერ ვიტანდი.
თანაც "ფრენკი" დაარქვეს.
მაგარია არა, კაცი წამოსული ამ სიშორეზე, ელეთ-მელეთი მოგდის შენ ქვეყანაზე და ხალხზე,ამ დროს კიდე თაგვი გყავს სახლში,"ოფიციალური რეზიდენტი".

ერთი წელი რო გავიდა, დაუწყე ხვეწნა-მუდარა, მოდი რა ჩავაბაროთ, მაგის მაგივრად, თევზებს მოგიყვანთ, ფრინველებს-მეთქი.

არა.იყო პასუხი.
ერთხელაც, ქალაქ გარეთ ვმუშაობდი.
მუშებმა ატეხეს ყვირილი, გველი დაუნახავთ.

მევ მეტი რა მინდოდა ოოო.
გავარდი და დავიჭირე.
გამჭვირვალე პლასტმასის კონტეინერი ვიპოვე, შევკარი საიმედოდ და საღამოს,სახლში რომ დავბრუნდი, ამ ჩვენი თაგუნიას გალიის გვერდზე მოვათავსე.

მტერს გაუთენდეს იმ წივილ-კივილით დილა, რაც მეორე დილით ჩვენ სახლში იყო.

სამი დღე, ოთახებიდან აღარ გამოდიოდნენ.
ვეუბნები, თქვენც რაც გინდოდათ,ხომ მოიყვანეთ-თქო, ეს კიდევ ჩემი "საყვარელი" ცხოველია-მეთქი.

ეჰჰჰ, იძულებული გავხდი,ისევ გამეშვა.
/ცხოველების მაღაზიაში მივიყვანე მანამდე, ჩაგაბარებთ უფასოდ-თქო, რო დაინახეს,ისინი კიდევ ერთი კვირა მაღაზიაში აღარ დადიოდნენ. თურმე შხამიანი ყოფილა./

ამ ამბავით მეტს აღარ შეგაწყენთ.

გუშინ "ფრენკი" დაიბრიდა სიბერით.
მიაბარეს მიწას და ორი დღეა "ტრაურში" არიან.

ეხლა წარმაიდგინეთ თქვენა, რა ბედნიერი გყაავთ "ელჩი".

რაც მართალია მართალია, ღვინო ვიყიდე და იმათ დასანახად მოწყენილ სადღეგრძელოებს ვამბობ, გულში კიდენა, ჰუი-ტა-ტატა-ტააა.

ძლივს არ მოვისვენე კაცოოოო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
მოგონებები არ მასვენებს, მეათე წელია მე "აქაური" სიზმარი არ მინახავს.
"სიზმარა" არა ვარ, უბრალოდ, ბევრს ვფიქრობ და ალბათ იმიტომაც ვხედავ "იქაურობას", თითქმის ყოველ ღამე.
ყოფილა შემთხვევა, გამღვიძებია და ნაბახუსევის შეგრძნება მაქვს.
გამიხსენებია წინა დღე და წვეთი სასმელი არ მქონია დალეული.
მერე "სიზმრების მინისტრთანაც" მიმიკითხავს და თურმე მთელი ღამე, ჩემს მონატრებულ მეგობრებთან ვყოფილვარ.
გვიქეიფია, გვიმღერია, თურმე ცეკვაც შეგვძლებია, მერე გაგვიცილებია, შედარებით ძლიერ ნასვამები სახლებში და ბოლოს ორ დარჩენილ ძმას, ძმობის და ქვეყნის სიყვარულის სადღეგრძელო დაგვილევია.

ამბობენ, ყველაფერს საზღვარი აქვსო.
მონატრებას, არა ჰქონია.

გავიხსენებ ერთ ლამაზ ეპიზოდს, ჩემი ცხოვრებიდან.

90-იანი წლებია.
აფხაზეთი, განადგურებული და დანგრეული ქართველებთან ერთად.
ბევრი ხალხი მოაწყდა დედაქალაქს.
აფხაზეთის ლტოლვილებს, სამეგრელოს სასაზღვრო რაიონებიდან დაემატა ბევრი ქართველი, რაჭიდან, სვანეთიდან, იმერეთის მაღალ-მთიანმა მოსახლეობამაც დინება დაიწყო თბილისისკენ.
დაიცალა ტყვარჩელი, ჭიათურას გაუჭირდა ძალიან, ტყიბული გაჩერდა, ზესტაფონი უფუნქციოდ დარჩა, ქუთაისს, გაღიმებული ხალხი მოაკლდა, ვეღარ ოხუნჯობდნენ, საფიქრალმა, მაქსიმუმს მიაღწია, ბოლოს, ბევრი ქუთაისელი ჩამოვიდა დედაქალაქში.
ქვეყანა, გაწყდა წელში.
სვანეთი, გურია, სამეგრელო და აჭარა, რაჭა-ლეჩხუმთან ერთად შიმშილობდა.
სამცხე-ჯავახეთი, თუშეთი, ხევსურეთი, მთიულეთი, კახეთშიც უკვე, ხალხმა დაიგმინა და გაჭირვებისაგან, სახლების დატოვება დაიწყეს.
მიატოვეს მამაპაპისეული და ქალაქს ჩამოვიდნენ.
ქართლზე, ხომ აღარ ვიტყვი არაფერს.

მოკლედ, "გაგვიჩალიჩეს" ძაან მაგრა.
და იცით რატომ?
მაგარი ჭკვიანები, რომ გვგონია ჩვენი თავები, იმიტომ.

გადავალ, ცოტა, შედარებით გასართობ "ნოტაზე".

"კოლორიტი" ყველა ქალაქს ყავს და თბილისშიც არ გველევა "ამ ნიჭით" დაჯილდოვებული ადამიანები.
ბავშვობის მეგობარი მყავს, რამაზა ჰქვია/რამაზი-ს ვერასდროს დაუძახებ./
ეგ "ბიჭი", მოწყენილი და დაღვრემილი, არასოდეს მინახავს.
სუ იღრიჯება.

დილაა, დაახლოებით 7 საათი იქნება.
"გავრბივარ" მანქანით საქმეზე, ამ დროს რამაზას სახლის წინ, ბირჟა უკვე მუშაობს.
გამოსულა ეს ტარტაროზი და "ლექციებსა" კითხულობს.
ეგ, როცა ბირჟაზე იდგა, სხვა ვერ ილაპარაკებდა./ნუ, სტილი ჰქონდა გამანადგურებელი/
დამინახეს, ხელი ამიწიეს, მეც აუწიე ხელი, მაგრამ სხვა გზა არ "დამიტოვეს", ისეთი ფინთი სახეებით აპირებდნენ ჩემს იმ ქუჩაზე გავლას და გატარებას, გადავწყვიტე, გამეჩერებინა და "გადამეკოცნა" ყველა იქ მყოფი.
/ისე, ჩვენში დარჩეს და რა მაგარი "სირობაა", ეს "ხვევნა-კოცნა-მტლაშა-მტლუში" ყოველდღე თანაც./

ამას, რამაზას, "პარადი" მიყავს.
"სასტავი" უსმენს?
"სასტავზე" დეეცემიო, ენგრაე რა.

ესა კიდე, მაღალი ბიჭია, მამალივითა დგაას შუაში და "უბერამს".
ბირჟის დაუწერელი კანონია:- უნდა დადგე და უნდა იდგე.
"ჩავპროშნე" ზოგიერთები, რომლებსაც ვიცნობდი და ვიცოდი, რომ ტილები და "მანდალოჟკები" არ გადამედებოდა/მაშინ "კრუშკებით" იღებდნენ შხაპს ქართველების უმეტესობა/, დანარჩენებს მივესალმე "ჯიგრულად"/სიტყვა- ჯიგრულად, თურმე მე სხვანაირად ვიცოდი მანამდე, სანამ გრეჩო დიდი არ გახდებოდა საპრეზიდენტო კანდიდატი და ჯიგრების ყაურმა კიდევ/

მოკლედ, ხვდებით უკვე, რა სიტუაციაც არის.

იქვე, რამაზას სახლის გვერდზე, მანამდე ქარხანა იყო.
იქა, უამრავ ქართველ კომუნისტს შეუსრულებია გადაჭარბებით, ყოველთვიური გეგმა და თვიურიცა.
რო გაჭირდა, აუღიათ და "პროფილაქტიკა" გაუკეთებიათ, თავის "ვულკანიზაციით"
ამ "ვულკანიზაციის ბიუროში", ანუ მატარებლის ვაგონში, ერთი გაჭირვებული, ჭიათურიდან წამოსული ბიჭი ცხოვრობდა.
სახელად, დათო ერქვა.
იმდენად ალალი და მართალი იყო, იქ, გარშემო მცხოვრებმა და იმ "ბიუროს" ხშირმა კლიენტებმაც, შეიყვარეს ეს ალალ-მარალი კაცი.

აბა, სადა ჰქონდა იმას პირსაბანი და სავარცხელი?

რამაზას ყროყინზე გაეღვიძა და გამოვიდა "ბუტკიდან".
მოხდა ისე, რომ "ორატორი" ნამეტნავად არის როლებში შეჭრილი და ვერ შეამჩნია, თუ როგორ ამოუდგა გვერდში, პირღია დათო./რამაზას "ძიალოგებზე" აფრენდა, რომ იტყვიან და შესაბამისად, პირი ეღებოდა ხოლმე თავისდაუნებურად.

რამაზა უბერამს და ამოისუნთქა ერთი, გაიხედა "დაბლა" და დათო დაინახა.

მართლა ვერ წარმოიდგენთ, რა თქვა.

-რა იყო შე ჩემის თვრამეტიანო, ბალიში ხო არ აგიფეთქდაო?

დათოს რომ შევხედე, ანუ მის ქოჩორს, დავრწმუნდი, რომ რამაზა "გიჟი" არ არის და ყველაფერს ნათელ ფერებში ხედავს.
დათოს თავი, გამომეტყველება, თვალები და ქოჩორის იმჟამინდელი მდგომარეობა, რომ მახსენდება, ეხლაც ვხალისობ, მართლა ბალიშ აფეთქებულსა გავდა.
რამაზას რეპლიკას, ხარხარი და ისტერიული სიცილი მოჰყვა.
მეც "ვიღრიჯებოდი".
მომიტრიალდა და მე მეუბნება:-რა "ნაპორით" ყროყინებო?./" ნაპორი"-რუსული სიტყვაა და ინგლისურად ნიშნავს jet stream-ს/

P.S. თუ არ გაიცინებთ, ღიმილი, ხომ მაინც მოგერევათ?
შეგარგოთ.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 25 posts ] 
დესპანი