↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
გამოჩენილი ქართველი ქალები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 35 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
გეთანხმები ,დორადო,ნეტავ იმ დროს....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
რატომ ვარ არალეგალი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts616
კარმა51
OFFLINEPROFILE
დორადოს ვთანხმები მეც რა თქმა უნდა და მემგონი ყველა ამ აზრის იქნება მედეა ჩემის აზრით არის დიდი სირცხვილი რომელიც
თავის ქმედებით და ცხოვრებით იწვევს დიდ სიძულვილს ჩემში რაც შეეხება თემას ძალიან კარგია საღოლ ქეშ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
ფოცხვერ, დიდი მადლობა, მეც ასე ვფიქრობ.
ბუბუსუნა, ჯერ ერთი-კეთილი იყოს შენი ფეხი დესპანზე!მეორეც_არალეგალ მეზობელს იმიტომ გიწერს,რომ ჯერ ახალი ხარ და ბოლოს_ვაიმე, რას საყვარელი ნიკი გაქვს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
თამარ მეფე და ნინო ბურჯანაძე! ხომ კარგი შედარებაააა?=haa= =haa= =haa= =lol= =lol=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
დესპანზე ჩვენო კეთილო ბუბუსუნ კარგი კანონებია და ხშირად თუ გვეწვევი ლეგალი გახდები ისე რომ ხელის მოწერაც არაა საჩირო ვინმესთან. თანაც თუ ვინმეს არ აწყენინებ დეპორტი არ გემუქრება!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Oct 2007
Posts459
კარმა57
OFFLINEPROFILE
21-ე საუკუნის გამოჩენილი ქართველი ქალების ცხოვრებას ალბათ ჩემით დაიწყებ :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts616
კარმა51
OFFLINEPROFILE
კაცო სუყველანი მაგრები ხართ თქვენ გენაცვალოთ ფოცხვერი დორადო ყოველთვის საქართველოს და თქვენს გვერდიტ ვარ იმიტომ რომ სიმართლეს ლაპარაკობთ და რაც მაინტერესებს ბუბუსუნა მართლაც და კარგი ნიკია მაგრამ ამიხსენი რას ნიშნავს ძმურად ზვიგენი კაცური კაცი ხარ გაიხარე ეს ფიფქები მონიტორზე ძალიან მაგარია დიდი მადლობა=ae= =ae= =ae= =ae= =ae= =ae= =ae= =ae= =sher= =sher= =sher= =sher= =sher= =sher= =geo= =geo= =geo= =xor= =xor= =xor= =piv =piv =piv =piv =hai =hai =hai =hai
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
kassi wrote:
ციტატა:
21-ე საუკუნის გამოჩენილი ქართველი ქალების ცხოვრებას ალბათ ჩემით დაიწყებ :)

არააა.... ვინაიდან და რადგანაც შენ დროს გაასწარი მომავალი საქართველოს გამოჩენილ ქალებში მოგიხსენიებ =haa= =ko=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი

ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები
მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები,
მამაკაცებს გვერდით ჰყავდათ, ვით ფოლადის ფარები
და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები.

ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,
გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი.

მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.
სადაც უნდა ყოფილიყვნენ, მარად დაუზრახველნი, -
საქართველო იყო მათი საყვარელი სახელი.

ბრძოლის ველზე მიდიოდნენ რაინდული ოცნებით,
მიდიოდნენ და მიჰქონდათ ჩალისფერი დროშები,
ბევრჯერ სისხლით შეღებილა მათი ავგაროზები.

სადაც უნდა ყოფილიყვნენ, თუნდ სამარის კარამდის,
ოსმალეთის მიწა იყო, თუ მინდორი მარაბდის, -
საქართველო იყო მათი საყვარელი მარადის.

სადაც უნდა აღემართათ სატევარი და გორდა,
ვაჟკაცურად მიიწევდნენ, ვაჟკაცურად გაჰქონდათ –
სპარსეთში თუ დაღესტანში, კრწანისთან თუ შამქორთან,
საქართველოს ერთი მუჭა ცხელი მიწა თან ჰქონდათ.

სიკვდილის წინ რუსთაველის შაირების ძახილით
მიწას გულში ჩაიკრავდა ქართლელი თუ კახელი, -
საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი.

შვილებს ომში აგზავნიდნენ წარბშეკრული დედები,
აგზავნიდნენ, აბარებდნენ დედურ დაიმედებით:
თუ ისარი ზურგში მოგხვდეთ, არ დაიჭრათ მკერდები,
ხელმეორედ ნუ გენახოთ საქართველოს ქედები:

ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,
გმირი თინა წავკისელი და მაია წყნეთელი.

მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.

მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი,
საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
მაია ჩიბურდანიძე

მაია ჩიბურდანიძე (*17 იანვარი, 1961) — ქართველი მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ქალთა შორის.

მაია მეშვიდე მსოფლიო ჩემპიონი გახდა და 17 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა ქალია, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა. ის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წევრი იყო სსრკ-ის მოჭადრაკეთა გუნდში, რომელიც დომინირებდა ქალთა ოლიმპიადებს 1980-იანებში, ხოლო როცა საქართველო საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებელი გახდა ის პირველ დაფაზე თამაშობდა ახალი ქართული ეროვნული გუნდისთვის, რომელმაც სამი ოქროს მედალი მოიპოვა ადრეულ 1990-იანებში.

მრავალი ექსპერტისთვის საკვირველი იყო თუ როგორ მოახერხა ასეთმა პატარა რესპუბლიკამ ამდენი მსოფლიო ლიდერის აღზრდა ქალთა ჭადრაკში. მაია ჩიბურდანიძე ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე ქართველ ქალთაგან, რომელთაც ჭადრაკის უმარლეს მწვერვალებს მიაღწიეს. მან ჩემპიონის ტიტული მეორე ქართველს, ნონა გაფრინდაშვილს ჩამოართვა 1978 წელს და დაიცვა იგი რამდენჯერმე 1980-იანი წლების განმავლობაში ასევე საკუთარ თანამემამულეებთან პაექრობაში.

ბიოგრაფია

მაია დაიბადა ქუთაისში; ჭადრაკის თამაში 8 წლის ასაკიდან დაიწყო. 1976 წელს საბჭოთა კავშირის გოგონათა ჩემპიონატში გაიმარჯვა, ერთი წლის შემდეგ კი უკვე ქალთა ტიტულს დაეუფლა. 1977 წელს მას საერთაშორის ქალთა გროსმაისტერის ტიტული მიენიჭა.

მისი წარმატებული დებიუტი ბრასოვის ქალთა საერთაშორისო ტურნირზე გაიმართა 1974 წელს, 13 წლის ასაკში. შემდეგ იგი კიდევ ერთ ტურნირში იმარჯვებს თბილისში 1975 წელს, 1976/77 წლებში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ციკლში ჩართვამდე.

1976 წელს ზონათშორის შეჯიბრში მე-2-დ გასვლით ის 1977 წლის კანდიდატთა სიაში შედის. კანდიდატთა ფინალში ის ყველა მოწინააღმდეგეს ანცვიფრებს და ბოლოს ალა კუშნირის დამარცხებით (7½-6½) მსოფლიო ტიტულის მატჩზე ბიჭვინთაში ნონა გაფრინდაშვილის პირისპირ გამოდის.

ჩიბურდანიძემ მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა ანგარიშით 8½-6½ და ქალთა ჭადრაკის მსოფლიო განაცვიფრა. საკუთარი სიძლიერე მან შემდგომ ოთხ ცემპიონატში გამარჯვებებით დაამტკიცა. 1981 წელს ბათუმში მწვავე პაექრობა ნანა ალექსანდრიასთან ყაიმით 8-8 დასრულდა, თუმცა ტიტული მაინც შეინარჩუნა. სამი წლის შემდეგ ვოლგოგრადში ირინა ლევიტინასთან თამაშში ის ისევ მტკიცედ იმარჯვებს (8-5).

შემდეგი მოწინააღმდეგე იყო ელენე ახმილოვსკაია 1986 წელს, რომელთან მატჩში სოფიაში ჩიბურდანიძემ გაიმარჯვა 8½-5½. 1988 წელს მცირე უპირატესობით იმარჯვებს ნანა იოსელიანთან მატჩში თელავში 8½-7½.

1990-იან წლებში მაია ჩიბურდანიძეს ახალი ძლიერი მოპაექრეები გაუჩნდენ შორეული აღმოსავლეთიდან. ჩინელი ხი ჟუნი 1991 წლის თებერვალში ფინალში გადის და ყველასათვის მოულოდნელა ჩიბურდანიძემ დათმო გვირგვინი ჩინელ მოთამაშესთან მანილაში 8½-6½, რითაც ქართველთა ბატონობას მსოფლიო ჭადრაკში ძლიერი მოპაექრე გამოუჩნდა. ჩიბურდანიძის დედოფლობა ხანგრძლივობით მესამე იყო 14 წლით, ჩამორჩება რა მხოლოდ პირველ ქალთა ჩემპიონს ვერა მენჩიკს, რომელიც ჩემპიონი 18 წლის განმავლობაში იყო (1927-44) და გაფრინდაშვილს (16 წელი).

მისი თამაშის სტილი მყარი, თუმცა აგრესიულია და კლასიკურ პრინციპებს ემყარება, რაც მოსალოდნელია მოთამაშისგან, რომლის მწვრთნელი მის ადრეულ კარიერაში იყო ედუარდ გუფელდი, წამყვანი საბჭოთა სპეციალისტი.

ჩიბურდანიძის ფიდეს რეიტინგი 2005 წლის აპრილში იყო 2509, რაც მას მსოფლიოს ქალ მოთამაშეთა შორის მე-4 ადგილს აკუთვნებს.
სურათი აღარ არსებობს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
ნონა გაფრინდაშვილი

სურათი აღარ არსებობს
ნონა გაფრინდაშვილი (*3 მაისი, 1941, ზუგდიდი) — ქართველი მოჭადრაკე, ქალთა შორის მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონი (1962-78). საკუთარი თაობის უძლიერესი მოჭადრაკე ქალი.

1961 წელს 20 წლის ასაკში ფარინდაშვილი იმარჯვებს ქალთა მეოთხე კანდიადატთა ტურნირში და ტიტულისთვის მატჩში რუსი მსოფლიო ჩემპიონის ელისაბედ ბიკოვას წინააღმდეგ გამოდის. მატჩში ადვილად იმარჯვებს, რის შემდეგაც ოთხჯერ იცავს ტიტულს: სამჯერ ალა კუშნირის წინააღმდეგ (1965: 10-6; 1969: 12-7; 1972: 12-11) და ერთხელ თანამოძმე ნანა ალექსანდრიასთან (1975: 9-4). მან საბოლოოდ დათმო დედოფლის გვირგვინი 1978 წელს სხვა ქართველთან, 17 წლის მაია ჩიბურდანიძესთან, ანგარიშით 11-13 (+2-4=9).

კარიერის განმავლობაში გარინდაშვილი წარმატებით გამოდის მამაკაცთა ტურნირებში, იმარჯვებს რა ჰასტინგის ჩელენჯერთა ტურნირში 1963/4 წლებში, ხოლო 1977 წელს პირველი ადგილისთვის ყაიმს ამყარებს. 1978 წელს ის პირველი ქალი გახდა, რომელსაც საერთაშორისო გროსმაისტერის ტიტული მიენიჭა - ქალთა გროსმაისტერის ტიტულს 1962 წლიდან ფლობდა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
ვერიკო ანჯაფარიძე

სურათი აღარ არსებობს

ვერიკო (ვერა) ივლიანეს ასული ანჯაფარიძე (დ. 23 სექტემბერი/6 ოქტომბერი, 1900, ქუთაისი ― გ. 30 იანვარი, 1987, თბილისი), ქართველი მსახიობი. საქართველოს (1943) და სსრკ (1950) სახალხო არტისტი. სსრკ სახელმწიფო (1943, 1946, 1952), შოთა რუსთაველის სახელობის (1979) და კ. მარჯანიშვილის სახელობის (1975) პრემიების ლაურეატი. თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მისი საუკეთესო იდეურ-მხატვრული ტრადიციების ერთ-ერთი შემქმნელი და დამამკვიდრებელი. კ. მარჯანიშვილის თეატრის მრწამსის მიმდევარი და დამცველი

ბიოგრაფია

დაიბადა ნოტარიუსის ოჯახში. ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა მოსკოვში - ს. აიდაროვისა (1916-1917) და თბილისში - გ. ჯაბადარის (1918-1920) დრამატულ სტუდიებში. 1920-1926 წლებში იყო თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრის, 1926-1928 - ბათუმის თეატრისა და თბილისის \"მუშათა თეატრის\", 1928-1932 - ქუთაისი-ბათუმის აკადემიური დრამის (ხელმძღვანელი კოტე მარჯანიშვილი) მსახიობი. 1932-1933 მუშაობდა მოსკოვის \"რეალისტურ თეატრში\", სადაც მ. გორკის \"დედაში\" შეასრულა სოფიას როლი. 1933 წელს დაბრუნდა თბილისში და მარჯანიშვილის სახელობის თეატრში სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას. 1957-1959 წლებში იყო ამ თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

ანჯაფარიძე ძირითადად იყო ტრაგიკულ-დრამატული პლანის მსახიობი, თუმცა არაჩვეულებრივი სილაღით განასახიერა მირანდოლინა კ. გოლდონის \"სასტუმროს დიასახლისში\". იყო მკაფიო ინდივიდუალობის მსახიობი, ჰქონდა თანადროულობის მკაფიო შეგრძნების უნარი, გამოირჩეოდა მეტყველი საშუალებების სიუხვით. ანჯაფარიძის მიერ შექმნილ ტრაგიკულ და დრამატულ სახეებს ახასიათებდა მაღალი პათეტიკურობა, უდიდესი ლირიზმი, უშუალობა, სცენური ნახაზის მკაფიობა.

ანჯაფარიძესთვის დამახასიათებელი იყო საოცარი სცენური მომხიბვლელობა, კულტურა, მგზნებარება, გულწრფელობა, მეტყველების მელოდიურობა, მაღალი პროფესიონალიზმი, გემოვნება, ღრმა ინტელექტი, ვირტუოზული ტექნიკა. ანჯაფარიძის შემოქმედებაში განვითარება ჰპოვა ქართული თეატრის რეალისტურმა და რომანტიკულმა ტრადიციებმა. ანჯაფარიძის სახელთან არის დაკავშირებული კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მრავალი დადგმა. ამ თეატრში მუშაობის 60 წლის მანძილზე ანჯაფარიძემ განსაკუთრებული სცენური სახეების მთელი გალერეა შექმნა. მათ შორის: ოფელია (უ. შექსპირის \"ჰამლეტი (პიესა)\"), ივდითი (კ. გუცკოვის \"ურიელ აკოსტა\"), დეზდემონა (უ. შექსპირის \"ოტელო\"), ლიზი (ნ. შიუკაშვილის \"სულელი\"), გინატრე (შ. დადიანის \"ნინოშვილის გურია\"), მარგარიტა (ა. დიუმას \"მარგარიტა გოტიე\"), ცაბუ (შ. დადიანის \"ნაპერწკლიდან\"), აიშე (ი. ვაკელის \"შური\"), ლარისა (ა. ოსტროვსკის \"უმზითვო\"), ჯავარა (ვაჟა-ფშაველას \"მოკვეთილი\"), მაყვალა (ა. ყაზბეგის \"მოძღვარი\"), კლეოპატრა ( უ. შექსპირის \"ანტონიოს და კლეოპატრა\"), დარეჯანი (ი. მოსაშვილის \"მისი ვარსკვლავი\", სსრკ სახელმწიფო პრემია, 1952), გრაფინია (პ. ბომარშეს \"ფიგაროს ქორწინება\"), შეჰმენე ბანუ (ნ. ჰიქმეთის \"ლეგენდა სიყვარულზე\"), მარიამ სტიუარტი (ფ. შილერის \"მარიამ სტიუარტი\"), მედეა (ევრიპიდეს \"მედეა\"), ბებია (ა. კასონას \"ხეები ზეზეურად კვდებიან\"), ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის \"ღალატი\"), ფრუ ალვინგი (ჰ. იბსენის \"მოჩვენებანი\"), ფატი გურიელი (ა. ჩხაიძის \"შთამომავლობა\"), ნენი (პ. ზინდელის \"გვირილა\"), ლედი მაკბეთი (უ. შექსპირის \"მაკბეთი\"), დედოფალი (მ. მრევლიშვილის \"წამება დედოფლისა\"), მისის ჰიგინზი (ბ. შოუს \"პიგმალიონი\") და სხვა.

ანჯაფარიძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ და საბჭოთა კინოს განვითარებაში. შექმნა (1925-იდან) განუმეორებელი ეკრანული სახეები: მარო (\"საბა\", 1929), ლუიზა (\"კომუნარის ჩიბუხი\", 1929), კნეინა ბარათაშვილისა (\"არსენა\", 1937), რუსუდანი (\"გიორგი სააკაძე\", სსრკ სახელმწიფო პრემია 1943, 1946), ჰანსის დედა (\"ბერლინის დაცემა\" , 1949), დაფინა (\"სკანდერბეგი\", 1956), ოთარაანთ ქვრივი (\"ოთარაანთ ქვრივი\", 1958), ნინო (\"ბედნიერი შეხვედრა\", 1949), კნეინა (\"რაც გინახავს, ვეღარ ნახავ\", 1965), პელაგია (\"შეხვედრა წარსულთან\", 1966), მგზავრი (\"მონანიება\", 1984) და სხვა.

ქ-ნი ვერიკო მხატვრული კითხვის ოსტატი იყო. ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას: კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დადგა სპექტაკლები: ვ. როკის \"ინჟინერი სერგეევი\", ა. კასონას \"ხეები ზეზეურად კვდებიან\", ა. აღლაძის \"მღელვარე დღეები\".

ანჯაფარიძე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტსა და დრამატულ სტუდიებში. იყო აქტიური საზოგადო მოღვაწე. 1980 აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ. სოციალისტური შრომის გმირი (1977). დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 3 სხვა ორდენითა და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

ფილმოგრაფია

* 1926 — დინა ძა-ძუ
* 1929 — საბა
* 1932 — ოცდაექვსი კომისარი
* 1937 — არსენა
* 1937 — ოქროს ველი
* 1941 — ქაჯანა
* 1942 — გიორგი სააკაძე
* 1948 — ქეთო და კოტე
* 1949 — ბერლინის დაცემა
* 1949 — ბედნიერი შეხვედრა
* 1953 — ალბანეთის დიდი გმირი სკანდერბერგი
* 1957 — ოთარაანთ ქვრივი
* 1958 — მამლუქი
* 1958 — მძიმე ბედნიერება
* 1960 — ერთი გოგოს ამბავი
* 1960 — შეწყვეტილი სიმღერა
* 1963 — გენერალი და მარგარიტები
* 1965 — რაც გინახავს, ვეღარ ნახავ
* 1966 — შეხვედრა წარსულთან
* 1969 — არ იდარდო!
* 1970 — Чермен
* 1971 — გოია, ანუ შემეცნების რთული გზა
* 1973 — ძველი მეზურნეები
* 1984 — მონანიება
* 1984 — ამბავი სურამის ციხისა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts616
კარმა51
OFFLINEPROFILE
ქეშ ერთი მიტხარი ვისი ლექსია მათი ხსოვნა მარდ იქნება

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ქართველი პოეტი ანა პავლეს ასული კალანდაძე დაიბადა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში 1924 წლის 15 დეკემბერს. 1946 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიური ფაკულტეტი. ამავე წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსები.პირველი კრებული “ლექსები” 1953 გამოსცა. კალანდაძის პოეზიამ იმთავითვე მიიპყრო ყურადღება ლექსის სინატიფით და პოეტური აზროვნების მაღალი კულტურით. მან ქართულ პოეზიაში ხანგძლივი ინტერვალის შემდეგ კვლავ გამოხატა სულიერი სინაზე და სიფაქიზე. ანას შემოქმედების ყველა თემა თუ მოტივი ლირიკული თვითგამოხატვით ცხდადდება და უაღრესი ინტიმურობის ელფერს იძენს. ასე აჟღერდა მის ლექსებში, კერძოდ მშვიდობიანი ცხოვრების დასაწყისის თემაც (“კარში გამო ჭიაჭია მარია”,1946); ასეთია ბუნების განცდა (“თუთა”, 1945; “ჟუჟუნა წვიმა მოვიდა”, 1946; “ბეთანიის გზაზე”, 1954). ისტორია ანას ლექსში არასოდეს არ გვევლინება გაყინული სახით და თანადროულობაც პოეტის წარმოდგენაში ხშირად იწვევს გარდასულ დროთა ცხოველ მოგონებას (“შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო“, “ასეთი დარი თუ იყო მაშინ“, ორივე 1945; “ღრუბლები”,1953). კ-ის პატრიოტიზმი გამოხატავს ერის არსებით თვისებათა -სიკეთის, ქედუხრელობიის, სიდიადის, შეწყალების ორგ. განცდას “საქართველოო ლამაზო,” მრავალლჟამიერ”, 1952, “ფეხი დამადგით”, მას ალავერდის დიდებულ ტაძარს”, ორივე 1959). მისი ლექსის ჟღერადობა ეფუძნება თანამედროვე ადამიანის ზნეობრივი სიწმინდისა და ამაღლების დაცვას (“ნუ მიმცემ ეჭვთა”, 1957; “ისევ გახსენი გული ჩენი”, 1961). სიყვარული ანას შემოქმედებაში განუმეორებელი კდემით აღსავსე, ამაღლებული და სევდანარევი რომანტიკული განცდა (“რისად არ მომხედავ “, 1945, “შეყვარებული ოდეს ქარები”, 1954). კალანდაძის პოეტური სტილი სისადავითა და ჰარმონიული ფორმით გამოირჩევა. ანა კალანდაძის პოეტური კრებულები გამოიცა 1957, 1960, 1967, 1976 და სხ. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ და სხვა ენებზე.

ღრუბლები

მათ გადაიარეს ცა პირამიდების,
ხეთა და მიდია…
ზღაპრული ურარტუ, ქართული მინდვრები,
კვლავ საით მიდიან?
რამდენი მწვერვალი გადავლეს უკლებლივ,
კვლავ ფეხქვეშ რაოდენ

მწვერვალებს ითვლიან
ღრუბლები…
კვლავ საით მიდიან ღრუბლები?
რა ვიცი… მიდიან…

პაწაწინა რტო ვარ

მეფერება მზე ალერსის მთოვარს,

ვარდისფერად ცამან ჩამომთოვა...

მე მიგალობს, როდი მიმატოვა,

თოხიტარა, პაწაწინა რტო ვარ...

ქარი მარხევს და ყვავილებს მაცლის,

ყვავილს მომწყვეტს, გაიტაცებს მინდვრად...

დამიყვავე, ქარო, ნუ ხარ მკაცრი:

პატარა ვარ, მოფერება მინდა!

მითხარიო: როგორ, როგორ ვანდო

საიდუმლო აშარსა და მსტოვარს?

მებაღეო, ნუ დამტოვებ მარტო,

მეშინია, პაწაწინა რტო ვარ!

* * *
მე შენ დაგხურავ ლამაზ გვირგვინს
და მით მიწიერს
ჩემს საიდუმლოს გაზიარებ,
ო, ფიქრთა ჩემთა...
მე ავმაღლდები შენს ლურჯ ცაზე,
შენთვის ვიბრწყინებ,
აღვინთები და დავშრტები შენდა!

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 35 posts ] 
გამოჩენილი ქართველი ქალები
დესპანი