netoia wrote:ციტატა:
იცი რაზე მწყდება გული?9 წლის ბიჭი მყავს.და სახლში ვამეცადინებ ქართული სკოლის პროგრამას.ისე აქ სწავლობს და დზალიან კარგი მოსწავლეა.მეჩხუბება ვის ჩირდება შენი მაგდანას ლურჯაო.....და სხვა ქართველი ბავშვები სტუმრად რომ მოდიან შვედურად ლაპარაკობენ.ტვინში ლამის სისხლი ჩამექცეს.....მპასუხობენ ასე უფრო ადვილად ვსაუბრობტო
სამწუხაროდ, ეს რეალობაა და ვერაფერს იზამ. საზღვარგარეთ დაბადებული და გაზრდილი ქართველი ბავშვებისთვის სამშობლო არსებობს იდეაში და არა გრძნობებში. მათ ი ც ი ა ნ რომ უნდა უყვარდეთ სამშობლო, მგრამ ამ სიყვარულს ა რ გ რ ძ ნ ო ბ ე ნ . ერთი ძალიან ნიშანდობლივი შემთხვევა მინდა გავიხსენო საკუთარი გამოცდილებიდან. ჩემი პატარა დავტოვე 3 წლის და როდესაც ორიოდე წლის შემდეგ ვიღაცამ ჰკითხა ჩემზე ,თუ ვახსოვდი. იცით რა უპასუხა? გული დღესაც დასერილი მაქვს ამ სიტყვებისაგან. \"არა, აღარ მახსოვს, მაგრამ ძალიან, ძალიან რომ მიყვარს, ეს კი მახსოვს\"-ო. ყოველდღე ვრეკავ, ხშირად გაკვეთილებს აქედან ვამეცადინებდი, რომ კავშირი არ გამწყვეტოდა, მაგრან დრო და მანძილი თავისას შვრება. უწინ, თუ ბევრს \"მეტლიკინებოდა\", დღეს სიტყვებს ძალით \"ვქაჩავ\". აი, ეს კი ვისწავლეთ უცხოობაში- ტკივილი, მოთმინება და ალბათ იმასაც ნელ-ნელა გვაჩვევენ რომ დედაშვილური გრძნობებიც არ იყოს მჭიდრო . როგორც უცხოეთში რჩებინ მოხუცები სხვისი მოვლის ანაბარა, მალე ჩვენთანაც ეს ნორმალური მოვლენა იქნება. შეიძლება შვილი გვერდზე ქუჩაზე ცხოვრობდეს და არანაირი პასუხისმგებლობა არ იგრძნოს მშობელზე.მას ხომ მომვლელი ყავს, ვისაც ფულს უხდიან და მიხედოს კიდეც-აი ეს არის კაპიტალისტური ფილოსოფია. ფული ყიდულობს ყველაფერს, მაგრამ სიყვარულს ვერა. არავინ მითხრას ჩვენი მოხუცები გვიყვარს, სითბოსა და სიყვარულის გაცემა ვისწავლეთო, ჩემი შრომის ფასი ვისწავლე და სხვისასაც ვაფასებო. აქედან დავიწყოთ, რომ ჩვენი შრომის ნაწილია დავრდომილ მოხუცს სითბო და ყურადღება გაუნაწილო. ამაში ფულს გიხდიან. აბა დაფიქრდით(ღმერთმა ნუ ქნას), ხვალ თქვენი პირდი ოჯახისთვის აუცილებელი იყოს თქვენი წასვლა და მოხუცის მიტოვება-დიდ ხანს გაგყვებათ სინდისის ქეჯნა? ან ფულს რომ არ გიხდიდნენ მოუვლით მუქთად იმიტომ რომ მოხუცია? ალბათ სულგრძელობა რაღაც პერიოდი მას არ მიგატოვებინებთ, მაგრამ მისთვის თქვენს ცხოვრებას არ შეწირავთ, ისე როგორც ამას იზავთ ბთქვენი სისხლი და ხორცისთვის. მჯერა, რომ გამონაკლისებიც არსებობს. ზოგიერთს ისეთი მადლიანი მართოხელა მოხუცი შეხვდა, რომ მთელი ქონება მას დაუტოვა, ხოლო ძოგიერთის მარტოხელა მოხუცმა იოტისოდენაზეც კი არ დაუფასა მასზე გადამკვდარ ადამიანს ამაგი და მილიონები ცხოველების საავადმყოფოსთვის უფრო იოლად გაიმეტა. მაგრამ გამონაკლისები ხომ სწორედ \"подтверждают правила \". თქვენ თუ არ იქნებით, სხვა იქნება და ის სხვა მოუვლის. მათთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და არც ძალიან სენტიმენტალურები არიან, რომ დიდ ხანს თქვენი დაკარგვა იდარდონ. ეს მათი ცხოვრების წესია. მათთვის უმთავრესი პირადი კომფორტია, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი.სენტიმენტალიზმი კი ვერანაირად ვერ თავსდება სულიერ კომფორტის ჩარჩოებში.იმისათვის, რომ მოხუცის მდგომარეობა გამეგო და უფრო მგრძნობიარე ვყოფილიყავი სულაც არ იყო საჭირო ემგრაციაში ჩამოსვლა. დრო ამას ჩემს ქვეყანაშიც მომიტანდა. ახალგაზრდა და უდარდელი ვიყავი, როგორც ბევრი ჩვენთაგანი. მშობლებიც შედარებით ახალგაზრდაები და ჯანმრთელები იყვნენ. ამ წლების განმავლობაში ბალანსის გადანაწილება ისედაც მოხდებოდა. ასე ხდებოდა თაობიდა თაობაზე ამის გადანაწილება და არც ჩვენ ვიქნებოდით გამონაკლისი.რა ვისწავლეთ უცხოობაში I love You-ს ძახილი ყველას და ყველაფრის მიმართ? ამიტომაც არის ასე გაუფასურებული ეს გრძნობა. ჩვენ ამ სიტყვებს როდესაც ვხმარობდით-ვგულისხმობდით კიდეც. არ ვამბობ ამას ყველაფერს იმისთვის, რომ ვიღაცა დავთრგუნო. მე თვითონ ვცდილობ ღრმად არ ჩავუფიქრდე რეალობას , თორემ ცხოვრება მართლა აბსურდის თეატრად გადაიქცევა სადაც სპექტაკლის დასასრულიც კი არანაირ იმედს არ მოგცემს. ვიფიქროთ პოზიტიურზე. სახლებში რომ ვყოფილიყავით რა გვეშველებოდა. დღეს ის ხომ მაინც გამშვიდებთ, რომ თქვენ შვილებს არაფერს აკლებთ საკუთარი თავის გარდა?!?!?!?!?!?!?!!?1?=zer=