↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1009 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (ოპეკი) გენერალურმა მდივანმა აბდულა ალ-ბადრიმ ხუთშაბათს, საღამოს განაცხადა, რომ ირანთან ომის დაწყების შემთხვევაში ნავთობის ფასი ”უსაზღვროდ” გაიზრდება. წერს გაზეთი The International Herald Tribune.

”შავი ოქროს” გაძვირების სხვა ფაქტორთა შორის ალ-ბადრიმ დაასახელა ამერიკული ვალუტის კურსის შემცირება სხვა საერთაშორისო ფულად ერთეულებთან მიმართებით, სპეკულაცია ნავთობის ბაზარზე, ასევე ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების უკმარისობა.

”ირანის წარმოების მოცულობის ჩანაცვლებას მართლა ვერ შევძლებთ - ეს შეუძლებელია”, - ახდენს გაზეთი ოპეკის გენერალური მდივნის სიტყვების ციტირებას.

დღესდღეობით ირანს ოპეკის წევრ ქვეყნებს შორის ნავთობის მოპოვების მოცულობით საუდის არაბეთის შემდეგ მეორე ადგილი უკავია. ყოველდღიურად ამ ქვეყანაში ოთხ მილიონ ბარელ ”შავ ოქროს” მოიპოვებენ. როგორც ალ-ბადრიმ დასძინა, ნავთობის რეკორდული ფასი გეოპოლიტიკურ უთანხმოებათა შედეგია.

ოპეკის გენერალურმა მდივანმა ქვეყნებს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდა.

აშშ-სა და რიგ სხვა ქვეყნებს ეჭვი აქვთ, რომ ირანი ბირთვული იარაღის დამზადებაზე მშვიდობიანი ატომის პროგრამის საფარქვეშ მუშაობს. ირანის ხელისუფლება ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ბირთვული პროგრამა მხოლოდ ქვეყნის ენერგეტიკული მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად.

ამის პარალელურად ნავთობის კოტირებები მსოფლიოს ბაზრებზე ხუთშაბათს თითქმის ექვსი დოლარით გაიზარდა და ერთი ბარელის ფასმა 141 დოლარს გადააჭარბა. მაგალითად, ერთი ბარელი ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსების ფასმა ლონდონის ბირჟაზე IСE (InterContinental Exchange Futures) 142,03 დოლარი შეადგინა, ნიუ-იორკის ბირჟაზე NYMEХ (New York Merchantile Exchange) კი - 141,65 დოლარს მიაღწია. აღნიშნავს ”რია ნოვოსტი”

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts956
კარმა54
OFFLINEPROFILE
რა ტერიტორიის გაყოფაზეა საუბარი (ქურდების შეკრებას ვგულისხმობ) პუტინის სახელმწიფოში.. იქ სადაც ორადორი დემოკრატიული პარტია 4%-იან ბარიერს ვერ აბიჯებს . იქ სადაც ჯურნალისტებს სასტიკად უსწორდებიან , მშვიდბიან მიტინგებს სასტიკად არბევენ ვინ რას იყოფს? თეატრია ეგ ყველაფერი..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts622
კარმა21
OFFLINEPROFILE
gioarmani wrote:
ციტატა:
რა ტერიტორიის გაყოფაზეა საუბარი (ქურდების შეკრებას ვგულისხმობ) პუტინის სახელმწიფოში.. იქ სადაც ორადორი დემოკრატიული პარტია 4%-იან ბარიერს ვერ აბიჯებს . იქ სადაც ჯურნალისტებს სასტიკად უსწორდებიან , მშვიდბიან მიტინგებს სასტიკად არბევენ ვინ რას იყოფს? თეატრია ეგ ყველაფერი..

გიო იმედი მაქვს წაკითხული გაქვს წიგნი \"ანარქია, სახელმწიფო და უტოპია\"-თანამედროვე ანგლო-ამერიკული ფილოსოფიის ხელშეუხებელი ავტორიტეტის რობერტ ნოზიკის ავტორობით. იქ საინტერესოდ არის გადმოცემული თუ რატომ უპირისპირდებიან ინტელექტუალები კაპიტალიზმს. საინტერესოა დემოკრატიის ახსნაც, ანუ დემოკრატია-კაპიტალიზმის თვითგადარჩენის მძლავრი იარაღი...მიმიხვდი ალბათ რისი თქმაც მინდა ხომ?...
პოლიტიკა საერთოდ თეატრია... ყველა ქვეყანაში...:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
თეატრის მაყურებლები ვართ ცუდ დღეშიიიი

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
სასიამოვნო ამბავი =ae=

ჩინებულად დაიწყო შვიდკაცა რაგბიში საქართველოს ნაკრებმა ჰანოვერში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი. ჩვენმა გუნდმა პირველ დღეს ოთხივე მატჩი მოიგო და თანაც ისე, საწყის სამ მატჩში ქულაც არ გაუშვია და მხოლოდ ესპანეთის ნაკრებს გაატანინა ერთადერთი ლელო. ტურნირის პირველ მატჩში «ბორჯღალოსნებმა» რუსეთის ნაკრებს მოუგეს 5:0 და სასიამოვნო ტრადიცია არც შვიდკაცა რაგბიში დაარღვიეს. კარგად მოგეხსენებათ, რუს მორაგბეებს ყველგან ვჩაგრავთ, - ტურნირისა და ასაკის განურჩევლად.

გაცილებით შედეგიანად ითამაშეს ჩვენმა ბიჭებმა მომდევნო შეხვედრებში. მასპინძელი გერმანიის დამარცხების შემდეგ (26:0), «ბორჯღალოსნებმა» რუმინეთსა (12:0) და ესპანეთსაც (28:5) გამოუყვანეს წირვა. ამ გამარჯვებებით საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალისა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურიც გაინაღდა, რომელიც 2009 წლის 5-7 მარტს დუბაიში გაიმართება...სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
მადლობთ,ზვიგენ ძლივს არ გავიგე ერთი კარგი ამბავი,ღმერთმა ქნას დუბაიდანაც გამარჯვებულები დაბრუნებულიყვნენ.ამინ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
მკვლევარებმა იპოვეს ახალი მტკიცებულებები იმისა, რომ მარსზე ოდესღაც წყალი იყო. ამის შესახებ საუბარია ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის კვლევაში, რომელიც ჟურნალ Nature-ის ახალ ნომერში გამოქვეყნდა. იუწყება ”რია ნოვოსტი”.

როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, მარსის სამხრეთ ნაწილში დაახლოებით ოთხი მილიარდი წლის წინ ბევრი წყალი იყო - ამაზე მიუთითებს ახალი მონაცემები, მიღებული ნასას ზონდიდან Mars Reconnaissance Orbiter, რომელიც წითელი პლანეტის ირგვლივ ბრუნავს. სპეციალისტებმა შეისწავლეს მარსის გრუნტის შემადგენლობა - ქვები, რომლებიც მილიარდობით წლის წინ წყალმა ე.წ. ფილოსილიკატებად აქცია.

”ფილოსილიკატებში ატომები გვერდიგვერდაა განლაგებული და ყველა ფილოსილიკატი ამა თუ იმ სახით წყალს ან წყლის ნარჩენს შეიცავს”, - აღნიშნავს კვლევის ხელმძღვანელი სკოტ მარჩი.

უფრო ადრინდელი მონაცემები, მიღებული მარსის ევროპული ზონდიდან, მიუთითებდნენ იმაზე, რომ ფილოსილიკატები მარსზე ძალიან მცირე რაოდენობით იყო.

ახალი მეცნიერული მონაცემების შესაბამისად, მარსზე აღმოჩენილია ათასობით ადგილი ფილოსილიკატებით, რომლებიც წითელი პლანეტის მთელს ზედაპირზე მდებარეობს. ქანების შრე, რომლებზეც მილიარდობით წლის წინ წყალმა მოახდინა გავლენა, იმალება, მეცნიერთა მონაცემებით, უფრო ახალგაზრდა ვულკანური ქანების ქვეშ, თუმცა ბევრ ადგილას ფილოსილიკატები ზედაპირზე ამოდის.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ახალი პროფესიული ჟურნალი მასწავლებლებისათვის ... ბაღები თანამედროვე სტანდარტების მიხედვით ... ქართული ენის დღესთან დაკავშირებით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა ...
www.mes.gov.ge/index.php?module=calendar&month=04&year=2008 Quick Look

ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined04 Jul 2008
Posts28
კარმა3
OFFLINEPROFILE
ქალბატონო ციციკორე! ძალიან სასიამოვნო პიროვნება ბრძანდებით, მოგესალმებით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
მადლობა და ჩემგანაც გულითადი სალამი
კეთილი იყოს შენი შEმოსვლა ჩვენს პააატარა ოჯახში
ჩემგან პირველი კარმა(შექება)

ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined04 Jul 2008
Posts28
კარმა3
OFFLINEPROFILE
მადლობ უღრმესი ციციკორე(მაპატივეთ თუ არასწორად გამოვთქვამ) მე დათუჩია ვარ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
მიგებულია სად ხარ ტერიტორიულად?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
მამულის ენა საფრთხეშია!”, - ამ აზრმა შეაშფოთა და შეკრიბა პრესკონფერენციის ”მამულის ენა - რწმენა, მეფე” მონაწილეები, რომელიც ”რია ნოვოსტის” თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გაიმართა. პრესკონფერენცია ისტორიული გვარების შთამომავალთა, აზნაურთა და მათ თანამოაზრეთა კავშირის და მონარქისტული მოძრაობა ”სამეფო გვირგვინის” მიერ იყო ორგანიზებული.

შეხვედრის ყველა მონაწილემ შეშფოთება გამოთქვა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც მოზარდ თაობას ქართული ენის სრულფასოვნად შესწავლა არ შეუძლია, რაც ნიშნავს, რომ საკუთარი ბუნებრივი ფესვებისგან მოგლეჯილი იზრდება, ამას კი ფსიქიკის ცვლილებასთან და სხვადასხვა მორალურ-ეთიკურ გადახრებთან მივყავართ.

”საქმე მარტო ამაში არ არის, არამედ იმაშიც, რომ ცნებები - ენა, მამული, სარწმუნოება, მეფე - ეს ქართული ისტორიის და კულტურის საკრალური და ყოვლისმომცველი მოვლენებია”, - განაცხადა საქართველოს აზნაურთა კრების მმართველობის თავმჯდომარემ, საქართველოს მონარქიული მოძრაობის ”სამეფო გვირგვინის” ლიდერმა ია ბაგრატიონ-მუხრანელმა.

მისი თქმით, ”ქართველი ხალხის ბუმბერაზი წინაპარი ილია ჭავჭავაძე, რომელიც ილია მართლად იწოდება, ამბობდა, რომ ეროვნული კუთვნილების პირველი ნიშანი ენაა და პიროვნება, უპირველეს ყოვლისა, მშობლიური ენის ზემოქმედებით ყალიბდება”.

”ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, წარსული და მომავალი თვითშენარჩუნებისთვის ბრძოლას წარმოადგენს. ჩვენი სამშობლო, რომელმაც სხვადასხვა სახის უამრავი გამოცდა გაიარა, ახლა ქართული ენის, როგორც ქართული ეთნოსის კულტურულ-ისტორიული მონაპოვრის, წინააღმდეგ ჯერ არნახული აგრესიის წინაშე დგას”, - აღნიშნა ბაგრატიონ-მუხრანელმა.

მისი თქმით, ”ამ ბრძოლას დღეს გადაგვარებული ქართველი ჩინოვნიკები და მოსყიდული ”სპეციალისტები” აწარმოებენ. ”ხოლო ”სპეციალისტების” სისასტიკემ XIX–XX საუკუნეების რუსული იმპერიის აგრესიას გადააჭარბა”.

”მთელ საზოგადოებასთან ერთად ჩვენ პროტესტს გამოვთქვამთ და ვგმობთ ქართული ლიტერატურის და ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის როლის დაკნინების ტენდენციას. სამთავრობო ინსტიტუტები და ტელეარხები მშობლიური ენის მნიშვნელობის იგნორირებას ახორციელებენ, რასაც მოზარდი თაობის დეგრადაციამდე მივყავართ. ბოლო დროს გამოსული სასკოლო სახელმძღვანელოები გამოირჩევა არაპროფესიონალიზმით, გაუმართლებელი ნოვაციებით და ვიზუალურ-ვერბალური მასალების პრიმიტიულობით, საზღვარგარეთული ლიტერატურის გაუმართლებელი შემოჭრით და იაკობ გოგებაშვილის დიდი სახელმძღვანელოს ”დედაენის” უარყოფით, რომელიც ჩვენი ბავშვების ფსიქოლოგიას ყველაზე მეტად ესადაგება და დიდი უპირატესობა აქვს ახალ ან მოდერნიზებულ სახელმძღვანელოებთან”, - განაცხადა საზოგადო მოღვაწემ.

ია ბაგრატიონ-მუხრანელმა და პრესკონფერენციის ყველა დანარჩენმა მონაწილემ, რომელთა შორისაც იყვნენ მეცნიერები და ისტორიკოსები, ასევე მასწავლებელები და პედაგოგები, ქვეყნის განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების გამო სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს. მათ პროტესტი გამოხატეს საკონსტიტუციო ნორმების დარღვევების გამო, რომლებიც სახელმწიფო ენას და მის სტატუსს ეხება.

ქვეყანაში განათლების სისტემის რეფორმის პროცესში არსებული ნაკლოვანებების შესახებ, რომელიც არა მხოლოდ მშობლიური ენის სწავლებას, არამედ სხვა ფუძემდებლური საგნების სწავლებასაც ეხება, დეტალურად ისაუბრეს ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა მანანა ტაბიძემ, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, ენათმცოდნე თემურ გვანცელაძემ, მეცნიერმა, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ რატიანმა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, კვებითი მრეწველობის და აგროტექნოლოგიის აკადემიის წევრმა შოთა ჩხეიძემ, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა ჯემალ გამახარიამ.

საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლში ნათქვამია: ”საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული ენა, ხოლო აფხაზეთში - ასევე აფხაზური”. ეს ხომ ქვეყნის მთავარი კანონია და ის მუდმივად ირღვევა, როდესაც განათლების სისტემის რეფორმირება და ძველი სახელმძღვანელოების ახლით - გამოფიტული და აპრობირებულის უპირატესობას მოკლებული სახელმძღვანელოებით შეცვლა ხორციელდება, აღინიშნა პრესკონფერენციაზე, რომლის მონაწილეებმაც შეხვედრის დასასრულს ყველას მოუწოდეს, მიაღწიონ კონსტიტუციური მოთხოვნის დაცვას საქართველოს სახელმწიფო ენის - ხალხის უმთავრესი სიმდიდრის შესახებ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ტელევიზიაზე ვეთახმები ნაწილობრივ მართლაც რომ დაკნინებულია ენა მაგრამ არა ისეთი სახით რომ განგაშის ატეხვა იყოს საჭირო. უბრალოდ ვიღაცეებს ან საქმე გამოელიათ ან აწყობთ ასეთი აჯიოტაჟი. რაც შეეხება პედაგოგებს სიახლეს ნუ გააგონებ და სიამოვნებით ასწავლიან ადამის დროინდელი მეთოდებით სკოლაში...

სიახლეების შიშია რასაც ასეთი უარყოფითი მუხტი მოყვება ხოლმე, მაგალითად სწავლების ახალმა მეთოდებმა რომ დაიწყო შემოსვლა საქართველოში რათქმაუნდა პედაგოგების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. მიზეზი ერთია: სიზარმაცე. ყველას ურჩევნია გაშეშებული ენაჩაგდებული ბავშვები გაკვეთილზე და დაზეპირებული კონსპექტების თუ ვინმე ისწავლის ამოფრქვევა გაკვეთილზე. სიახლეები აუცილებელია. ის მეთოდები რითაც ჩვენ ვიზრდებოდით არაა იდენტური იმ გარემოსთან რაშიც ვიმყოფებით.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1009 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი