↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი

+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1009 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
8 აპრილი, 2008

წინასაარჩევნოდ ოპოზიციური ძალები გამარჯვების შანსს ერთიანობაში ხედავენ

დღეისათვის ოპოზიციამ დიდი ძალისხმევისა და მრავალი კონსულტაციის შემდეგ მოახერხა გაერთიანებულიყო. ეროვნული საბჭოს ლიდერები არ მალავენ, რომ გაერთიანება არ იყო მარტივი პროცესი. როგორც ლევან გაჩეჩილაძემ აღნიშნა, მათ დაძლიეს ყველა სიძნელე და დღეს ერთად არიან, რათა იბრძოლონ საქართველოში სამართლიანობის დასამკვიდრებლად, პოლიციური და საარჩევნო ტერორის დასამხობად.
ეროვნულ საბჭოს, რომელმაც გაერთიანების დემონსტრირება გუშინ პარლამენტთან მოაწყო, დავით გამყრელიძე ოფიციალურად შეუერთდა. რამდენად წარმოსადგენი იყო ”მემარჯვენეების“ ეროვნულ საბჭოში გაერთიანება, ძნელი სათქმელია, რადგან სულ ცოტა ხნის წინ გამყრელიძე და გაჩეჩილაძე საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენტები იყვნენ, და თანაც, ლევან გაჩეჩილაძე “ახლებს“ კონსტრუქციულ ოპოზიციას უწოდებდა. თუმცა თავად დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ მან დაასრულა ხელისუფლებასთან კოსტრუქციული საუბარი. როგორც ამბობენ, გამყრელიძემ და ”ახლებმა“ შიმშილობით დაამტკიცეს ეროვნულ საბჭოსთან სოლიდარობა. მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ მათ ეშინიათ პარლამენტს გარეთ დარჩენის.

ის, რომ ამდენი სხვადასხვა იდეის, პლატფორმის, აზრისა და შეხედულების ლიდერთა ერთ რომელიმე საკითხზე ჩამოყალიბება ძნელია, გაერთიანებული ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც არ მალავენ. კახა კუკავას თქმით, 2003 წელს მათ არ ჰქონდათ ზნეობრივი მიზეზები, რომ გამდგარიყვნენ გვერდით და მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგე ბანაკში ყოფილიყვნენ. დღეს კი ხელისუფლებასთან მათ ექნებათ ბრძოლა, რომელსაც აუცილებლად მოიგებენ. გაერთიანებული ოპოზოცია მმართველ პარტიას პირდება, რომ ისინი, ამჯერად, შეასრულებენ ხალხის დაკვეთას - ამ ხელისუფლების დამხობას.

“მრეწველებმა”, შესაძლოა, საარჩევნო ბლოკი “წინ, საქართველოსთან!” ერთად შექმნან. კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გრძელდება.

“ტრადიციონალისტების” ლიდერი აკაკი ასათიანი ამ ეტაპზე ადასტურებს მხოლოდ გოჩა ჯოჯუას პარტია “ჩვენი საქართველოს”-თან ალიანსს. ასათიანის თქმით, შესაძლოა, ბლოკში კიდევ ერთი პარტიის გაერთიანების საკითხი გადაწყდეს...

განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევს “რესპუბლიკელთა” მზადება არჩევნებისათვის და ისიც, რომ პარტია გარკვეულ დისტანციას ინარჩუნებს ოპოზიციურ ფრთასთან მიმართებაში. ამასთან დაკავშირებით ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ისეთი დიდი წარსულისა და გამოცდილების მქონე პარტიისათვის, როგორიც “რესპუბლიკური პარტიაა”, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის დამოუკიდებლად მიღება უმჯობესია. დავით ზურაბიშვილის თქმით კი საპარლამენტო არჩევნებში ერთიანობა არ ნიშნავს ერთიან სიას და ეს ნამდვილად არ არის აუცილებელი. მისივე განცხადებით პოლიტიკური სპექტრი უნდა იყოს გაშლილი, რათა ამომრჩეველს მიეცეს თავისუფალი არჩევანის საშუალება. ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ, როდესაც ბევრი პარტია ერთად იკრიბება და ერთიანად გამოდის ბრძოლაში, ეს არ არის ნორმალური კრებული.

“რესპუბლიკელების” განცხადებით, მიღწევაა ისიც, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ერთად არ ტარდება, საარჩევნო კომისიები ყველა დონეზე ”ნაციონალებით“ აღარ არის დაკომპლექტებული და ა.შ. მათი თქმით, ის ხალხი, ვინც ხელისუფლების მთავარი იდეოლოგიურ გუნდი იყო და რომელთა მიზანიც ”ახალი ჯიშის ქართველების გამოყვანა“ იყო, აღარც ტელევიზიებში ჩანან და ვეღარც საპარლამენტო სიებში ხვდებიან. “ეს იყო უსერიოზულესი მიღწევები, რომელსაც სჭირდება განმტკიცება, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ტყუილად არ იყო ქუჩაში, ტყუილად არ მოხვდა რეზინის ტყვიები და გაზი ტყუილად არ ჩაუსუნთქავს“,- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

ძნელი სათქმელია, რამდენად ჩაითვლება ეს ყოველივე ხელისუფლების მიღწევად. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოების დიდი ნაწილი რომ ასე არ თვლის, ეს ცხადია.

გაერთიანებულ ოპოზიციაში არ ჩანან და, სავარაუდოდ, არც გამოჩნდებიან ”ლეიბორისტები“ და გიორგი თარგამაძის ”ქრისტიან-დემოკრატები“. შალვა ნათელაშვილის პოზიცია ამასთან დაკავშირებით მკვეთრია - მას არ სჯერა “ოპოზიციის ოპოზიციისა”. გიორგი თარგამაძე კი, ჯერჯერობით, გადაწყვეტილად არ საუბრობს ამის შესახებ.

გუშინ, ცნობილი გახდა გაერთიანებული ოპოზიციის სია, რომელიც ასე გამოიყურება: პირველი ნომერია ლევან გაჩეჩილაძე, მეორე - დავით გამყრელიძე, მესამე - კონსტანტინე გამსახურდია, მეოთხე - ზვიად ძიძიგური, მეხუთე - კობა დავითაშვილი, მეექვსე - ეკა ბესელია, მეშვიდე - გუბაზ სანიკიძე, მერვე - დიმიტრი ლორთქიფანიძე, (რომელიც სალომე ზურაბიშვილის პარტიის წევრია, რადგან სალომე ზურაბიშვილს, კანონმდებლობის თანახმად, არ აქვს უფლება კენჭი იყაროს, თუმცა საარჩევნო კამპანიაში ის აქტიურ მონაწილეობას მიიღებს). მეცხრე ადგილი - გოგა ხაინდრავა, მეათე - ჯონდი ბაღათურია, მეთერთმეტე - პაატა დავითაია, მეთორმეტე - გია თორთლაძე, მეცამეტე - გია ცაგარეიშვილი, მეთოთხმეტე - ფიქრია ჩიხრაძე, მეთხუთმეტე- დავით საგანელიძე, მეთექვსმეტე- კახა კუკავა, მეჩვიდმეტე - კოკა გუნცაძე და ა. შ. სია 150 კაციანია.

დღეს წარმოდგენილი გაერთიანებული ოპოზიცია თავისი ენთუზიაზმით, იმედებით, გაახლებული და შევსებული რიგებით, საკმაოდ შთამბეჭდავია. ერთ-ერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა ისიც კი თქვა, რომ ასეთი წარმომადგენლობა კლასიკური რომის სენატსაც კი შეშურდებოდაო. ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებით ხალხი დაბნეულია და უიმედო. ზოგი კი პირიქით, ამბობს, რომ ხალხი დღეს ისეთი აქტიურია, როგორც არასდროს... სავარაუდოა, რომ ხალხი ისევ ისე მოიქცევა, როგორც აქამდე ჩატარებულ სხვა არჩევნებზე. მთავარი ის არის, რომ ამ ხალხს დაპირება ერთხელ მაინც აუსრულონ... თუ ხალხის შეკვეთა მართლაც იყო გაერთიანება, მაშინ ხალხმა უნდა გამოხატოს თავისი მოწონება, თუ სააკაშვილს მართლა ჰყავს მომხრეეები, ალბათ მიიღებს მათგან ხმებს. ამიტომ მთავარია, მოსახლეობამ ირწმუნოს, რომ არჩევნები საქართველოში შესაძლებელია სამართლიანი იყოს.

რეპორტაჟი მომზადებულია “ინტერპრესნიუსის” მასალების გამოყენებით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
8 აპრილი, 2008
10 აპრილიდან ადვოკატებმა შესაძლოა სასამართლოებთან კარვები გაშალონ

10 აპრილიდან ადვოკატებმა შესაძლოა სასამართლოებთან კარვები გაშალონ და შიმშილობის აქცია დაიწყონ, - ამის შესახებ განცხადება ადვოკატთა საგაფიცვო კომიტეტის ხელმძღვანელმა ზაზა ხატიაშვილმა გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, უპრეცედენტო ფაქტი მოხდა საქართველოში, როდესაც 3500 ადვოკატი დადგა ადვოკატთა მთავრი წუხილის გვერდით და მონაწილეობა მიიღო საგაფიცვო აქციაში. მისივე თქმით, 31 ადვოკატი, ვინც სასამართლო პროცესებს დაესწრო, არის მოღალატე. “იყვნენ ადვოკატები, რომოლებიც არიან პროკურატურის ხელქვეითები, პროკურატურის თანამშრომლები მათ დაატარებდნენ მთელი წლის განმავლობაში პროცესიდან პროცესებზე. სააპელაციო სასაართლოდან საქალაქო სასამართლოში და ა. შ. და ასე ატარებდნენ სასამართლო პროცესებს, რათა იმიტაცია შეექმნათ, თითქოს არ ჩაიშალა მუშაობა სასამართლოებში”, - აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა.

მისივე თქმით, 10 აპრილიდან ამგვარ პრაქტიკას სასამართლოებში არსებულს და უსამართლობას, რომელიც სასამართლოებში არის უფრო რადიკალური პროტესტის სახე მიეცემა. “ორ-ორი ადვოკატი იშიმშილებს საპროკურორო სახელმწიფოს წინააღმდეგ, ვიდრე სამართლიანი სასამართლო არ იქნება ქვეყანაში, ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება”, - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

მისივე თქმით, მომავალ კვირაში კანცელარიის წინ იგეგმება დიდი აქცია, სადაც ადვოკატების გარდა მათი მხარდამჭერი საზოგადოება მიიღებს მონაწილეობას. ზაზა ხატიაშვილმა აღნიშნა, რომ ამ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას შეიტანენ. ადვოკატები მოუწოდებენ მათ კოლეგებს, რომ დღეს 11 საათზე საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბონ, ასევე მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ მივიდნენ ამ აქციაზე და ნახონ, როგორ შეიპარებიან პროცესებზე, მისი თქმით, მოღალატე ადვოკატები.

ზაზა ხატიაშვილმა, მათ კოლეგას ადვოკატ დათო ხაჟალიას უწოდა მოღალატე. საზოგადოებას შეახსენა, რომ ხაჟალია არის ის პიროვნება, რომელიც გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს იცავდა. “სწორედ ასეთი ადვოკატები არცხვენენ ადვოკატურას მთლიანად”, - განაცხადა ხატიაშვილმა.

ადვოკატების თქმით, იმ ადვოკატებს შორის, რომლებიც პროცესებზე შევიდნენ იყო ადვოკატი იასონ ბესელია.

საგულისხმოა, რომ სახალხო დამცველის ოფისში მოშიმშილე ადვოკატმა მალხაზ ჯანგირაშვილმა შიმშილობის 29-ე დღეს აქციის შეწყვეტის შესახებ ოფიციალური განცხადება გუშინ გააკეთა.

როგორც კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მალხაზ ჯანგირაშვილმა განაცხადა, შიმშილობის შეწყვეტის მიზეზი 40 ათასი ხელმოწერა გახდა, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივას სჭირდება. ასევე, შიმშილობის შეწყვეტის საფუძველი გახდა მათი კოლეგების მხრიდან მასობრივი გაფიცვების გამოცხადება.

მალხაზ ჯანგირაშვილმა ყველა კოლეგას, ვინც მონაწილეობა მიიღო საგაფიცვო აქციაში, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ადვოკატების მხრიდან გადაიდგა. მალხაზ ჯანგირაშვილმა ასევე განაცხადა, რომ იწყება სერიოზული მოძრაობა სამართლიანი სასამართლოსთვის, რომელიც სამართლიანი სასამართლოს მიზნის მიღწევამდე არ დასრულდება.

“არ გაჩერდება ბრძოლა, რამდენიმე ვირთხა შეძვრა ე.წ. პროცესებზე და შექმნა იმიტაცია, ვითომ სასამართლო სხდომაზე პროცესები არ ჩაშლილა”, - განაცხადა მალხაზ ჯანგირაშვილმა და დასძინა, რომ გვარები აქვთ იმ ადამიანების, რომლებიც პროცესებში მონაწილეობდნენ და ამ გვარებს დღეს ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერით გამოაქვეყნებს. მანვე დასძინა, რომ აღნიშნულმა ადვოკატებმა მათი მონაწილეობით სასამართლო პროცესებში თავის კოლეგებს, დაცვის ქვეშ მყოფებს და მთლიანად საზოგადოებას უღალატეს.

ამასთან, გუშინ გაკეთდა განცხადება, რომ სასამართლოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 21 ადვოკატი და ერთი პროკურორი დაჯარიმდა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პრესკონფერენციაზე სპიკერმა-მოსამართლემ მაია ჯვარშეიშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ადვოკატთა მხრიდან ორგანიზებული აქცია თავისი შინაარსით არის ბოიკოტი, რომელიც რეალურად არ შედგა. “ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილულ იქნა 87 სისხლის სამართლის საქმე და 27 აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობა”, - განაცხადა ჯვარშეიშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ მსგავსი სახით აქციებში მონაწილეობა პირის უფლებაა და არა ვალდებულება. შესაბამისად, თითოეული ადვოკატი უფლებამოსილია პირადად მიიღოს გადაწყვეტილება, უერთდება თუ არა ამ აქციას. “მოგეხსნეებათ, “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” მხარდაჭერით ადვოკატები აცხადებენ სამდღიან გაფიცვას სასამართლოსგან მიღებული ე.წ. უკანონო განაჩენების გადასინჯვისა და ადვოკატთა საქმიანობის საკანონმდებლო გზით გაუმჯობესების მოთხოვნით. გაფიცვა ვრცელდება თბილისის საქალაქო, სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს საქმიანობაზე”, - განაცხადა ჯვარშეიშვილმა და აღნიშნა, რომ გაფიცვის უფლება აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის კანონმდებლობით, როგორც სოციალური უფლება და იგი ვრცელდება დამქირავებელსა და დიქირავებულს შორის არსებულ შრომით ურთიერთობაზე. “ანუ გაფიცვის მოთხოვნა შესაძლებელია იყოს პრეტენზია დაწესებულების ადმინისტრაციის ან დამქირავებლის მიმართ სამუშაო დროის განსაზღვრისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების შრომის ანაზღაურების გაზრდის და ა. შ. მოთხოვნით”, - განაცხადა ჯვარშეიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ადვოკატთა საგაფიცვო კომიტეტმა გაფიცვამდე შეიტანა სასამართლოში წერილი, რომლითაც ისინი მოითხოვდნენ საპატიოდ ჩათვლილიყო მათი გაფიცვა, თუმცა როგორც ჯვარშეიშვილმა განმარტა, აქ არ იყო იმ კონკრეტული ადვოკატების გვარები ჩამოთვლილი, რომლებიც აპირებდნენ გაფიცვას და აქედან გამომდინარე, აბსტრაქტულ განცხადებას სასამართლო ვერ აღიარებდა, როგორც საპატიო მიზეზის საფუძვლად.

რეპორტაჟი მომზადებულია “ინტერპრესნიუსის” მასალების გამოყენებით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
tekla79 wrote:
ციტატა:

გადავირიე რაააააააა=oops= =oops= =oops=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
იუსტიციის მინისტრის განცხადება
08.04.08 12:40

იუსტიციის სამინისტრო რუსული მხარის მიერ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და მას \'\'რუსეთის მხრიდან გადადგმულ უკიდურესად არამეგობრულ ნაბიჯად და აფხაზეთისთვის სტატუსის მინიჭების მცდელობად\'\' აფასებს.

როგორც აღნიშნული წერილის საპასუხოდ დღეს იუსტიციის მინისტრმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, წერილში გამოყენებული ტერმინები ~აფხაზეთის ხელისუფლება~ და ~აფხაზურ-რუსული ურთიერთობები~ ქართული მხარის მიერ პოლიტიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით “უკიდურესად არაკორექტულად” განიხილება.

~რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მხრიდან წერილში მოყვანილი მოთხოვნა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს. რაც შეეხება რუსეთის სურვილს, მჭიდროდ ითანამშრომლოს აფხაზურ მხარესთან და სამართლებრივი ხასიათის გადაწყვეტილებები მიიღოს, ეს ჩვენს მიერ ფასდება, როგორც რუსეთის მხრიდან გადადგმული უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი, მიმართული აფხაზეთისთვის ახალი სტატუსის მინიჭებისკენ და სუვერენული უფლებების მქონე სუბიექტთან ოფიციალური ურთიერთობების გამყარებისკენ~ - განაცხადა გვარამიამ და დასძინა, რომ ~ეს, თავის მხრივ, რუსეთის მხრიდან აფხაზეთში მოვლენების ჩრდილოეთ კვიპროსის მოდელით განვითარების ინსპირირებას ნიშნავს და ბოლო პერიოდში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს~.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ქართული მხარე აცხადებს, რომ როგორც წერილში მოყვანილ, ისე სხვა საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობა შეიძლება, მხოლოდ საქართველო-რუსეთის ხელისუფლებებს, როგორც დამოუკიდებელ და თანაბარ სუბიექტებს შორის განხორციელდეს.

~რუსეთის ფედერაციის სხვა ნაბიჯი აღქმული იქნება საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარებად და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად~ - განაცხადა გვარამიამ და დასძინა, რომ აღნიშნული წერილი სათანადო რეაგირებისა და რუსული მხარისთვის გადასაცემად საქართველოს საგარეო უწყებას გადაეგზავნება.

რუსული მხარე აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიმართ გაგზავნილ წერილში კონფლიქტის ზონაში მცხოვრები რუსეთის 35 დაპატიმრებული მოქალაქის გათავისუფლებას მოითხოვს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
ბაღაფში შეიარაღებულ კონფლიქტს არ გამორიცხავს
08.04.08 11:08

აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი საქართველოსთან შეიარაღებულ კონფლიქტს არ გამორიცხავს-აცხადებს სერგეი ბაღაფში. დეფაქტო ლიდერის მტკიცებით აფხაზეთი შეიარაღების გაუმჯობესებას მხოლოდ თავდაცვის მიზნით ცდილობს.

\'\'ეს 1998 წლის აფხაზეთი აღარ არის. ახლა ჩვენ ის ყველაფერი გვაქვს, რითიც საქართველოა შეიარაღებული\'\' - განაცხადა ბაღაფშმა. მან კიდევ ერთხელ გამორიცხა საქართველოს შემადგენლობაში შესვლის ნებისმიერი შესაძლებლობა. დევნილების შესახებ კი სერგეი ბაღაფში აცხადებს, რომ პროცესი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებამდე უნდა გაიყინოს, 300 ათასი დევნილის დაბრუნება ნებისმიერ შემთხვევაში გამორიცხულია, მსოფლიომ ამ პრობლემას სხვა თვალით უნდა შეხედოს, ეს ადამიანები დიდი ხანია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში არიან ინტეგრირებულები.

ქართული მხარის განმარტებით კი \'\'დევნილების დაბრუნების ვალდებულებაზე მითითებულია ყველა საერთაშორისო დოკუმენტში და თუ აფხაზები ამ მათ შესრულებაზე უარს იტყვიან ჩვენ ადეკვატურები ვიქნებით\'\' - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში. იაკობაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დევნილები აფხაზეთში დაბრუნდნენ, ბაღაფშს კი პასუხობს რომ საქართველო არ აპირებს კონფლიქტის ძალისმიერი მეთოდებით მოწესრიგებას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
08.04.08 10:51
ყაჩაღობა ზესტაფონში

ზესტაფონში ყაჩაღები სასულიერო პირს თავს დაესხნენ და დაჭრეს. დეკანოზ ვახტანგ ხერხეულიძეს ფულის გამოძალვის მიზნით სახლში ათამდე ბოროტმოქმედი შეიჭრა. მათ თან წაიღეს 2,500 დოლარი, რომელიც მოძღვარს ახლობლებმა თვალის ოპერაციისთვის შეუგროვეს. თავდამსხმელებმა მისი მეუღლეც დაჭრეს. დეკანოზი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შედარებით მსუბუქადაა მისი მეუღლე. ბოროტმოქმედებს ხელნაკეთი იარაღები ქონდათ. საქმეს ადგილობრივი პოლიცია იძიებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
ოჰ,ღმერთო ასეთი საშინელება, ამას რა კომენტარი უნდა გაუკეთო, გაოგნებული ვაარ......

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
08.04.08

კოკოითის თათბირი

კოკოითი საკუთარ ჩინოვნიკებს დისციპლინას და მუშაობის სტილს უწუნებს, გასართობ ინერნეტ-საიტებზე ვიდეომასალა დაიდო სახელწოდებით \"საუკეთესო პრეზიდენტი კოკოითი\" .

\"შეწყვიტეთ კაბინეტებში მუსიკოსებთან ერთად გართობა და შეიქმენით სამუშაო გარემო,\" - კოკოითი ამ სიტყვებით თავის მოხელეებს მიმართავს. დე ფაქტო პრეზიდენტი კაბინეტებში მრავალფეროვანი საკვების სურნელით და ტაფებით სიარულის წინააღმდეგიცაა. სეპარატისტთა ლიდერი მაღალჩინოსნებს კომპიუტერულ თამაშებსაც უკრძალავას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ კომპიუტერების ჩამორთმევით ემუქრება.

http://www.youtube.com/watch?v=--Rg9PdjYG8
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ყოჩაღ თეკლა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
აი ესღა გვაკლდა, სასულიერო პირებზე თავდასხმა და დაჭრა, სანამდე დაეცა ეს ხალხი ,ფულის გულისთვის სულსაც ყიდიან და ადამიანობასაც ,ნუთუ შიში არაფრის არააქვთ,ღმერთო მოგვიტევე ცოდვილთ ცოდვები

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ძროხას იპარავდნენ დ, პატრონმა იცნო ქურდები ,ქურდებმაკი მოკლეს ძროხის პატრონი ძროხა ვერ წაიყვანეს .
აქაც შინაური იყო და მამაოს შემთხვევაშიც

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
დავით ბაქრაძე: რუსეთი აფხაზეთის ლეგალიზებას ცდილობს
08.04.08

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, რუსეთი აფხაზეთის სამართლებრივი სივრცის ლეგალიზებას ცდილობს.

როგორც დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთთან მიმართებით გადადგმულ \"მორიგ პროვოკაციულ ნაბიჯზე\" ყურადღების გამახვილებას სთხოვს და კონსულტაციებს იწყებს გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნის ელჩებთან.

დავით ბაქრაძის მტკიცებით, რუსეთი იმ სივრცის ლეგალიზებას ცდილობს, რომელიც ეთნიკური წმენდის შედეგად წარმოიქმნა, რასაც თან ერთვის რეგიონში შეიარაღების უწყვეტი შედინება, რაც სახიფათო პრეცედენტია.

საუბარია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს წერილზე, სადაც რუსული მხარე აცხადებს სურვილს, დაიწყოს პირდაპირი თანამშრომლობა „აფხაზეთის ხელისუფლებასთან“ იმ პატიმრების გადაცემის თაობაზე, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან და სასჯელს აფხაზეთის ტერიტორიაზე იხდიან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთის საკითხზე რუსეთის იუსტიციის სამინისტროს წერილთან დაკავშრებით საპროტესტო ნოტა გადასცა რუსეთის ელჩს
18:51 | 08/ 04/ 2008

თბილისი, 8 აპრილი /”ახალი ამბები - საქართველო”/. სამშაბათს, საღამოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბარქაძემ საქართველოში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს ვიაჩესლავ კოვალენკოს აფხაზეთის საკითხზე რუსეთის იუსტიციის სამინისტროს წერილთან დაკავშრებით საპროტესტო ნოტა გადასცა, განუცხადა ჟურნალისტებს სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

სააგენტო ”ახალი ამბები - საქართველოს” ინფორმაციით, აღნიშნულ წერილში რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრო რუსულ და აფხაზურ უწყებებს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებას სთავაზობდა, ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე დაკავებული რუსეთის 35 მოქალაქის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირებას ითხოვდა.

”რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს იუსტიციის სამინიტროში გაგზავნა წერილი, სადაც გამოთქვამს სურვილს, დაიწყოს პირდაპირი თანამშრომლობა ”აფხაზეთის ხელისუფლებასთან” იმ პატიმართა ექსტარდირები შეასხევბ, რომლებიც სასჯელს აფხაზეთის ტერიტირიაზე იხდიან და, ამავდროულად, რუსეთის მოქალაქეები არიან”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ კოვალენკოსთან და გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი-ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ.

კოვალენკომ, თავის მხრივ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს წერილი ”მიმართულია სამართლებრივი კავშირების აღდგენაზე იმ საკითხში, რომელიც აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების უფლებებს ეხება”.

”აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეთა დიდი რაოდენობა ცხოვრობს და ასეთი სამართლებრივი ქმედებები აუცილებელია ამ ტერიტორიაზე მცხოვრები რუსეთის მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად”, - აღნიშნა ელჩმა. --0--

ა
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
10 აპრილი, 2008

საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანება დასრულდა

საზოგადოებაში არსებობს კითხვები და ისინი პასუხებს მოითხოვენ. ამის გამო ამა თუ იმ პარტიის შესახებ ინფორმაცია ხალხს აინტერესებს და სურს, რომ თვითონაც ჩართული იყოს წინასაარჩევნო პროცესებში.
შედარებით ახალი პარტია ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ დამოუკიდებლად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, რადგანაც მისი ლიდერების აზრით, ამ პარტიას უკვე ჰყავს თავისი ამომრჩეველი. როგორც გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, ისინი შეეცდებიან პოლიტიკურ სპექტრში თავის დამკვიდრებას. თუმცა პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ მათ ოფისებზე დარბევა მეთოდურად მიმდინარეობს. მორიგი ასეთი ფაქტი 9 აპრილს ქარელში მოხდა, მიმდინარე ორი თვის განმავლობაში კი მსგავსი ფაქტები სხვა რეგიონებშიც დაფიქსირდა.

”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ აპროტესტებს მომხდარს და მოუწოდებს სახელმწიფო სტრუქტურებს, უზრუნველყონ წინაასაარჩევნო პერიოდში ყველა პოლიტიკური პარტიის უსაფრთხოება და საარჩევნო კამპანიის ნორმალურ ვითარებაში ჩატარება.

ერთ ბლოკში აპირებენ გაერთიანებას პარტია ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, ”ეროვნულ-დემოკრატიულ პარტია“ და ჯუმბერ პატიაშვილის პარტია ”ერთობა“.

პარტია ”ჩვენი ქვეყანა“ მომავალ პარლამენტში დილეტანტიზმის აღმოფხვრას აპირებს. როგორც პარტიის ლიდერმა თამაზ ღუღუნიშვილმა განაცხადა, არჩევნების საშუალებით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ისინი პროფესიონალებით მოვლენ. მათი აზრით, პროფესიონალიზმი დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას. “სამწუხაროა, რომ საკანონმდებლო ორგანოში ისეთი ხალხია, რომელთა მიერ მიღებული კანონების შეცვლა ორ თვეში ერთხელ არის საჭირო. ჩვენ პარტიაში ინტელიგენიციის წარმომადგენლები, მეცნიერ-მუშაკები, პროფესორები და აკადემიკოსები არიან, რომლებიც საქართველოს ყველა კუთხეში არიან მაჟორიტარობის კანდიდატებად წარდგენილი. პარლამენტში მისვლით, ჩვენ დილეტანტიზმს აღმოვფხრით”,- აღნიშნა თამაზ ღუღუნიშვილმა.

ბათუმში გაერთიანებული ოპოზიცია მაჟორიტარად “ხალხის პარტიის” წევრს, ჯუმბერ თავართქილაძეს წარადგენს. როგორც პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ჯუმბერ თავართქილაძეს ბათუმელების ხმები უფრო სჭირდება, ვიდრე “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთ ლიდერს დავით ბერძენიშვილს.

საზოგადოების ნაწილს აინტერესებს, როდის მოიქცნენ რესპუბლიკელები სწორად - როცა გაერთიანდნენ ეროვნულ საბჭოში, თუ როცა დატოვეს საბჭო? რესპუბლიკელთა ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის განცხადებით რესპუბლიკელები ორივე შემთხვევაში სწორად მოიქცნენ. მათი ეროვნულ საბჭოში გაერთიანება მიზნად ისახავდა საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებას. ეს მიზანი მიღწეულია და ამიტომ საბჭოში მათმა ყოფნამ აზრი დაკარგა. ამის გამო წამოვიდნენ ისინი გაერთიანებული ოპოზიციის რიგებიდან. გარდა ამისა, მისი პარტიის დიდი წარსულისა და მნიშვნელოვანი გამოცდილების გამო, აგრეთვე იმიტომაც, რომ რესპუბლიკელებს ჰყავთ თავისი ამომრჩეველი, რესპუბლიკური პარტია საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებელი სიებით წარდგება. ხიდაშელის განცხადებით, ამაში გასაოცარი და საეჭვო არაფერია.

“რესპუბლიკურმა პარტიამ” გუშინ მაჟორიტარობის კიდევ ორი კანდიდატი წარადგინა. როგორც უზენაეს სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, “რესპუბლიკური პარტიის” მანდატისთვის ხაშურში ნინო გვენეტაძე იბრძოლებს, ხოლო ზუგდიდის რაიონში - ნონა თოლორაია.

ცნობილი გახდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე მმართველი გუნდის საპარლამენტო სიაში იქნება. იგი, სავარაუდოდ, მმართველი გუნდის - “ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის” საპარლამენტო სიის პირველ ათეულშიც კი მოხვდება.

საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს, სავარაუდოდ, ხელისუფლება გიგა ბოკერიას შესთავაზებს. იგი რამდენიმე დღეში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ უკვე ოფიციალურად დაინიშნება.

საპარლამენტო სიაში იქნებიან იუსტიციის მინისტრი ნიკა გვარამია და სახელმწიფო მინისტრი რეგიონული მართვის საკითხებში დავით ტყეშელაშვილი. თუმცა, გვარამია და ტყეშელაშვილი მმართველი გუნდის საპარლამენტო სიის პირველ ათეულში არ იქნებიან.

წინასაარჩევნო ციებ-ცხელება გრძელდება. რომელი პარტია ან რომელი ბლოკი მოვა უმრავლესობაში, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს. საგულისხმოა ის, რომ სწორედ ამომრჩევლის პრეროგატივა იქნას საკანონმდებლო ორგანოში ახალი წამყვანი ძალის მოსვლა. დღეისათვის ყველა პოლიტიკური პარტია და ბლოკი ამაზე თანახმაა. თუმცა, როგორ განვითარდება მოვლენები და როგორი იქნება 22 მაისისათვის საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია, ამას მომავალი გვიჩვენებს.

რეპორტაჟი მომზადებულია “ინტერპრესნიუსის” მასალების გამოყენებით
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
10 აპრილი, 2008
რა შედეგი გამოიღო ადვოკატთა საპროტესტო აქციებმა

საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე სუსტ რგოლად სასამართლო უწყების მუშაობა ითვლება. ამის შესახებ საუბრობს ყველა - ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, მოსახლეობა, სახალხო დამცველი. როგორც ამბობენ, საქართველოში საბჭოთა სასამართლოს მოდელი დამკვიდრდა, როდესაც საპროკურორო განაჩენები გამოდის სასამართლოებში და დამცველების უფლებები იგნორირებულია.
ორიოდე დღის წინ სახალხო დამცველის ოფისში გაფიცულმა ადვოკატებმა საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე უამბეს. შეხვედრას ეუთო-ს, საფრანგეთის საელჩოს და ევროკომისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხელყოფილია სამართლიანი სასამართლოს უფლება.

“ჩვენ გვინდა დავაბრუნოთ სამართლიანობა და აღვადგინოთ მართლმსაჯულება ქვეყანაში”,-განაცხადა ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა.

მოქმედ ადვოკატთა სამდღიან გაფიცვას ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა წარმატებული და მნიშვნელოვანი უწოდა. მანვე განაცხადა, რომ ამ აქციამ დაამტკიცა ადვოკატთა ერთსულოვნება პრობლემათა შეფასებაში.

“ადვოკატთა კორპუსმა თითქმის მთლიანად მიიღო ამ აქციაში მონაწილეობა. თუ არ ჩავთვლით 50-მდე ადვოკატს, რომლებსაც სასამართლოებში პროცესიდან პროცესზე დაატარებდნენ. ეს 0,1 პროცენტია მთლიანად ადვოკატების და ეს არაფერს არ ნიშნავს. ამ აქციით მოხდა ლუსტრაციაც. გამოჩნდა ვინ არის პროკურატურის ადვოკატი”, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
როგორც ჩანს, ამ აქციამ შედეგი პატიმრებისთვისაც გამოიღო, რადგან მათთან პროკურატურა საპროცესო შეთანხმებებზე წავიდა.

ნიკოლაიშვილის თქმით, “პროკურატურა თვეების განმავლობაში საპროცესო შეთანხმებებს არ უფორმებდა პატიმრებს. ამ აქციის წინ კი დაიწყეს დარეკვები ადვოკატებთან და პატიმრების ახლობლებთან და საპროცესო შეთანხმებები გააფორმეს. ესეც ჩვენი გამარჯვება იყო”.

მისივე შეფასებით, აქციამ მოსამართლეთა მონურ მდგომარეობაში ყოფნა დაადასტურა. “მოსამართლეები უკანონოდ აჯარიმებდნენ ადვოკატებს. ზოგიერთი მოსამართლე თავისი უფროსების დასანახად იმდენად უზნეოდ მოიქცა, რომ ადვოკატები 300-500 ლარამდეც კი დააჯარიმეს. ადვოკატები არ აპირებენ ამ ჯარიმების გადახდას და მოსამართლეთა გადაწყვეტილებებს გაასაჩივრებენ”,-განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ადვოკატებმა აქციით თავისი ძალა და ღირსება იგრძნეს.

გაფიცული ადვოკატების განცხადებით, დღეს ისინი სასამართლო დარბაზებს დაუბრუნდებიან, თუმცა ბრძოლას სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის გააგრძელებენ.

ადვოკატთა აზრით, სამდღიანმა აქციამ სერიოზული შედეგი გამოიღო. ისინი უსამართლობის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და გადაწყვიტეს, რომ საქართველოში საპროკურორო სახელმწიფო უნდა დასრულდეს.

“ჩვენ კონკრეტულ გეგმებს დავსახავთ, თუ როგორ გავაგრძელებთ ბრძოლას. მართალია სამდღიანი გაფიცვის აქცია დღეს სრულდება, მაგრამ ადვოკატთა შიმშილობის აქცია გაგრძელდება. ბრძოლა, შესაძლოა, ერთ წელს გაგრძელდეს, მაგრამ ჩვენ გამარჯვებას მივაღწევთ. სახალხო დამცველის ოფისში ახლაც მიმდინარეობს ადვოკატთა შიმშილობის აქცია. ყოველდღე მონაცვლეობით ვიშიმშილებთ ადვოკატები. კარავი, რომელიც სახალხო დამცველის ოფისში დგას შეიძლება სასამართლოსთან ან აშშ-ს საელჩოსთან გადავიტანოთ. აშშ სააკაშვილთან ერთად ქართული მართლმსაჯულების მესაფლავეა”, - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა და განმარტა, რომ აშშ-ს მიერ საქართველოს სასამართლო სისტემაში გატარებული მოვლენების დადებითად შეფასებამ ცუდი შედეგი გამოიღო ქვეყნისთვის. სხვა შემთხვევაში პრეზიდენტი სააკაშვილი იქნებ დაფიქრებულიყო იმ შეცდომებზე, რასაც მისი ხელისუფლება უშვებს.

უახლოეს დღეებში იგეგმება ადვოკატთა ფართომასშტაბიანი აქცია და ადვოკატები ხალხს თანადგომისაკენ მოუწოდებენ. დღეს, 18.00 საათზე, ადვოკატები სახალხო დამცველის ოფისში შეიკრიბებიან და სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ.

თუ საქართველოს უკეთესი მომავალი და, სულ მცირე, ჩრდილოატლანტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანება უნდა, ხელისუფლებამა, ოპოზიციამ, ადვოკატთა კორპუსმაც და საზოგადოებამაც ერთად უნდა მოვახერხოთ სამართლიანობის დამკვიდრება ქვეყანაში. სხვანაირად შეუძლებელი იქნება რაიმე წინსვლა, პოლიტიკური ან ეკონომიკური. საერთაშორისო თანასაზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ ჩვენ თვითონ გვაქვს ამისი სურვილიცა და ძალაც.

ციტირება პასუხი
   
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1009 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი