↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მოუგოთ სავალუტო და საფონდო ბირჟას


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 32 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
სისტემა В

ინფორმაცია სისტემაზე

ტიპი: ყველა გარიგება

საერთო მოგება: $ 5315. 00

ბრუტტო – მოგება: $ 18565.00

ბრუტტო – წაგება: $ (- 13250.00)

გარიგების რაოდენობა: 41

მოგების რაოდენობა: 19

მოგების პროცენტი: 46%

წაგების რაოდენობა: 22

ყიდვების რაოდენობა: 19

მოგების რაოდენობა ყიდვებზე: 13

მოგების პროცენტი ყიდვებზე: 68%

გაყიდვის რაოდენობა: 22

მოგების რაოდენობა გაყიდვებზე: 6

მოგების რაოდენობა გაყიდვებზე: 27%

საშვალო გარიგება: $ 129. 63

საშვალო მოგება: $ 977. 11

მაქსიმალური მოგება: $ 3500. 00

საშვალო წაგება: $ ( - 602.27)

მაქსიმალური წაგება: $ ( - 2050. 00)

საშვალო გარიგების რაოდენობა: 36

საშუალო მოგება: 19

საშვალო წაგება: 7


ინფორმაცია ანგარიშის შესახებ

საწყისი კაპიტალი: $ 25000.00
საბოლოო კაპიტალი: $ 30315. 00
მაქსიმუმი: $ 30315.00
საწყისი პროცენტი: 100%
მინიმუმი: $ 20575.00
საბოლოო პროცენტი: 121%
მაქსიმუმი პროცენტებში: 121%
მინიმუმი პროცენტებში: 82%

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
სისტემა С

ინფორმაცია სისტემაზე

ტიპი: ყველა გარიგება

საერთო მოგება: $ 6847.00

ბრუტტო – მოგება: $ 20917.00

ბრუტტო – წაგება: $ (- 14070.00)

გარიგების რაოდენობა: 41

მოგების რაოდენობა: 12

მოგების პროცენტი: 29%

წაგების რაოდენობა: 29

ყიდვების რაოდენობა: 19

მოგების რაოდენობა ყიდვებზე: 8

მოგების პროცენტი ყიდვებზე: 42%

გაყიდვის რაოდენობა: 22

მოგების რაოდენობა გაყიდვებზე: 4

მოგების რაოდენობა გაყიდვებზე: 18%

საშვალო გარიგება: $ 167.00

საშვალო მოგება: $ 1743.08

მაქსიმალური მოგება: $ 3500. 00

საშვალო წაგება: $ ( - 485.17)

მაქსიმალური წაგება: $ ( - 12000. 00)

საშვალო გარიგების რაოდენობა: 47

საშუალო მოგება: 25

საშვალო წაგება: 25


ინფორმაცია ანგარიშის შესახებ

საწყისი კაპიტალი: $ 25000.00
საბოლოო კაპიტალი: $ 31847.00
მაქსიმუმი: $ 32447.00
საწყისი პროცენტი: 100%
მინიმუმი: $ 23900.00
საბოლოო პროცენტი: 127%
საბოლოო პროცენტი: 130%
მინიმუმი პროცენტებში: 96%

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
მეთოდიკა – ფიქსირებული პროცენტი სავაჭრო

კაპიტალიდან


წინა მეთოდის ნაკლად შეილძლება ჩაითვალოს ის, რომ იგი არ იძლევა საშვალებას გააერთიანოთ მოგებები ან ცუდი პერიოდის დროს შეამციროთ რისკის ფაქტორი. ამის კომპენსირება შესაძლებელია თუ ჩვენ გავრისკავთ სავაჭრო კაპიტლის გარკვეული პროცენტით. ეს მეთოდიკა გვაძლევს საშვალებას გავზარდოთ და შევამციროთ რისკები სავაჭრო კაპიტლის ზრდისა და კლების მიხედვით.

ამ მეთოდიკის გამოყენებით, ტრეიდერებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ სავაჭრო კაპიტლის რა პროცენტული წილით გარისკავენ თითოეულ გარიგებისას. მაგალითად მათ შეუძლიათ გარისკონ 10% -ით ე.ი. თუ სავაჭრო კაპიტალი არის 25 000 რისკი გარიგებისას იქნება 2 500. შემდეგი სავაჭრო სიგნალისას უკვე ითვლება ისევ 10% სავაჭრო კაპიტალიდან და ასე შემდეგ.

ამ მეთოდს შეუძლია სასაწაულების მოხდენა. ამ მეთოდში ავტომატურად ხდება ცვლილებების შეტანა ყოველი ახალი გარიგების დროს. და ხელს უწყობს სავაჭრო ანგარიშის სწრაფ ზრდას.

მეორეს მხრივ კი, გრდძელი წამგებიანი გარიგებების სერიის შემთხვევაში გიცავთ გაბანკროტებისაგან.
მაგალითისთვის მოვიყვანოთ გრაფა სადაც ნაჩვენები იქნება თუ როგორ იცვლება ანგარიში ამ მეთოდის გამოყენებით წაგებების შემთხვევაში.

სურათი აღარ არსებობს

შემდეგ მოყვანილია მაგალითი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს გრაფიკი. ვთქვათ, სისტემა აგებს შვიდ გარიგებაში ზედიზედ. თუ ტრეიდერები რისკავენ 10%-ით, მაშინ 7 წაგების შემდეგ მოსალოდნელია, რომ მათ დარჩებათ 48% საწყისი კაპიტალიდან. ძედიზედ 14 წაგების შემთხვევაში კი, დარჩებათ კიდევ 23 %.

ფენომენი იმისა, რომ 7 წაგების შემდეგ საწყისი კაპიტალი აღსდგება ზედიზედ 9 მოგების შემდეგ კარგადაა ცნობილი მარკეტინგულ წრეებში. გაყიდვებისა და მარკეტინგის კარგმა სპეციალისტმა კარგად იცის, რომ თუ ის შეამცირებს ფასებს თავის საქონელზე 25 %-ით, მაშინ მან გაყიდვების რაოდენობა უნდა გაზარდოს 33 %-ით იმისათვის, რომ მიიღოს იგივე მოგება რაც ადრე.

შემდეგ გრაფიკში ნაჩვენებია თუ რამდენი წამგებიანი გარიგებაა საჭირო იმისათვის რომ დაკარგოთ თანხის 50% და რამდენი მომგებიანი გარიგებაა საჭირო თანხის დასაბრუნებლად.

სურათი აღარ არსებობს

ეხლა განვიხილოთ სამი სისტემა ამ მეთოდიკის გა მოყენებით.

სისტემა A

სურათი აღარ არსებობს

სისტემა А – ეს არის მოგების ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებლის მქონე სისტემა. ეს სისტემა აკეთებს 9490$, მაშინ როდესაც გამოიყენება კაპიტლის მართვის არქონის მეთოდიკის 8 %-იანი კრედიტი. თუ გამოვიყენებთ 12 %-იან რისკს, მაშინ ჩვენ მივიღებთ 60470$ მოგებას.

სისტემა B

სურათი აღარ არსებობს

სისტემა იგებს ვაჭრობის დროის 50% ში

სისტემა C

სურათი აღარ არსებობს

სისტემა იგებს ვაჭრობის 35% ში
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
მე აღარ გავაგრძელებ დანარჩენი ოთხი მეთოდიკის

ახსნას რადგანაც, კაპიტლის მართვის ამ ორი

ახსნილი მეთოდიკის შერწყმით უდგები თავად

ჩემს სავაჭრო სისტემას. ანუ ვაჭრობ ერთი

კონტრაქტით და რისკის % ფიქსირებული მაქ.

შემდეგ პოსტებში ავხსნი ტეხნიკური ანალიზის

იმ საშვალებას, რომელსაც ვიყენებ ყოველდღიური

პროგნოზებისთვის.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
ერთი სიტყვით ჩემი მიდგომა კაპიტლის მართვასთან ასეთია:

ვაჭრობ ერთი კონტრაქტით და რისკი შეადგენს 12% სავაჭრო

კაპიტალიდან. სავაჭრო მხარი კი არის 1:100.

მაგალითი:

მაქ 200$ ვთამაშობ 1 კონტრაქტით სავაჭრო მხარი 1:100, ანუ

ერთი პუნქტი ფასის ცვლილება = 0.10$. ამასთან რისკი მაქ 12%

ანუ თუ ვაგებ 24$, მაშინ პოზიცია იხურება ან იხსნება ახალი

ოღონდ საწინააღმდეგო პოზიცია (ლოკში ჩადგომა).

400$ საწყისი კაპიტლით ვაჭრობ 2 კონტრაქტით სავაჭრო მხარი 1:100,

ანუ ერთი პუნქტი ფასის ცვლილება = 0.20$. ამასთან რისკი მაქ 12%

ანუ თუ ვაგებ 48$, მაშინ პოზიცია იხურება ან იხსნება ახალი ოღონდ

საწინააღმდეგო პოზიცია (ლოკში ჩადგომა).

600$ საწყისი კაპიტლით ვაჭრობ 3 კონტრაქტით სავაჭრო მხარი 1:100,

ანუ ერთი პუნქტი ფასის ცვლილება = 0.30$. ამასთან რისკი მაქ 12%

ანუ თუ ვაგებ 72$, მაშინ პოზიცია იხურება ან იხსნება ახალი ოღონდ

საწინააღმდეგო პოზიცია (ლოკში ჩადგომა).

800$ საწყისი კაპიტლით ვაჭრობ 4 კონტრაქტით სავაჭრო მხარი 1:100,

ანუ ერთი პუნქტი ფასის ცვლილება = 0.40$. ამასთან რისკი მაქ 12%

ანუ თუ ვაგებ 96$, მაშინ პოზიცია იხურება ან იხსნება ახალი ოღონდ

საწინააღმდეგო პოზიცია (ლოკში ჩადგომა).

1000$ საწყისი კაპიტლით ვაჭრობ 5 კონტრაქტით სავაჭრო მხარი 1:100,

ანუ ერთი პუნქტი ფასის ცვლილება = 0.50$. ამასთან რისკი მაქ 12%

ანუ თუ ვაგებ 120$, მაშინ პოზიცია იხურება ან იხსნება ახალი ოღონდ

საწინააღმდეგო პოზიცია (ლოკში ჩადგომა). და ასე შემდეგ……

ეს პროპორციები კარგად დავიმახსოვროთ , რადგანაც ამას ისევ

მიუბრუნდებით ტეხნიკური ანალიზის ახსნის და სავაჭრო სისტემის ახსნის

შემდეგ, როდესაც ყველაფერს ერთ “პაპკაში” გავაერთიანებ, რის შემდეგაც

გექნებათ სრულყოფილი სავაჭრო სისტემა.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
ტექნიკური ანალიზი

ელიოტის ტალღები

ფორექსის მარკეტი შედგება ფასთა მოძრაობის ციკლებისაგან, ციკლები წარმოადგენენ ტალღებს რომლებიც თავის მხრივ შედგებიან უფრო პატარა ტალღებისაგან. თითოეული ციკლი შედგება ტრენდისგან და კორეკციისგან. ტრენდი შედგება 5 ტალღისგან ხოლო კორექცია კი სამი ტალღისგან.

სურათი აღარ არსებობს

რა არის ტალღა?

პირველ რიგში მოდით ფასთა მოძრაობები დავყოთ 5 ნაწილად.

1. აღმავალი.

2. დაღმავალი.

3. ჰორიზონტალური.

4. ვერტიკალური (აღმავალი).

5. ვერტიკალური (დაღმავალი).

სურათი აღარ არსებობს

ასევე ჩავთვალოთ, რომ მოხდა ფასის მოძრაობის შემოტრიალება თუ, ფასის მოძრაობის მიმართულება შემოტრიალდა შემდეგნაირად:

1.აღმავალიდან-დაღმავალზე.

2.აღმავალიდან-ჰორიზონტალურზე

3.აღმაცლიდან-ვერტიკალურად დაღმავალზე

4.ჰორიზონტალურიდან-ნებისმიერ სხვაზე

5.ვერტიკალური აღმავლიდან-დაღმავალზე

6.ვერტიკალური აღმავლიდან-ჰორიზონტალურზე

7.ვერტიკალური აღმავლიდან-ვერტიკალურად დაღმავალზე

8.ვერტიკალურად დაღმავალიდან-აღმავალზე

9.ვერტიკალურად დაღმავალიდან-ჰორიზონტალურზე

10.ვერტიკალურად დაღმავალიდან-ვერტიკალურად აღმავალზე

11.დაღმავლიდან-აღმავალზე

12.დაღმავლიდან-ჰორიზონტალურზე

13.დაღმავლიდან-ვერტიკალურად აღმავალზე

სურათი აღარ არსებობს

სურათი აღარ არსებობს

ტალღა - ეს არის, ფასთა მოძრაობა,

დაწყებული ფასის მოძრაობის მიმართულების

შეცვლიდან და დასრულებული ფასის მოძრაობის

მიმართულების შეცვლით.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

როგორც ავღნიშნე სრული ციკლი შედგება ტრენდისგან და კორექციისგან. ტრენდი შედგება 5 ქვეტალღისაგან ხოლო კორექცია შედგება 3 ქვეტალღისაგან.

მოდით ნათელი რომ მოვფინოთ ყველაფერს ამ სურათს შევხედოთ “მიკროსკოპის” ქვეშ.

სურათი აღარ არსებობს

სურათზე ნათლად ჩანს, რომ მონაკვეთი 0 დან [1] მდე შედგება 5 ქვეტალღისაგან (1);(2);(3);(4);(5). ხოლო მონაკვეთი [1] დან [2] მდე შედგება 3 ქვეტალღისაგან (A);(B);(C).

ახსანიშნავია ის, რომ ეს ქვეტალღები ასევე წარმოადგენენ ფასთა მოძრაობის უფრო პატარა მაშტაბის სრულ ციკლებს და თავის მხრივ ასევე იყოფიან უფრო პატარა ზომის ტრენდებად და კორექციებად.

სიცხადისათვის გავადიდოთ ეხლა ეს სურათი.

სურათი აღარ არსებობს

ვხედავთ, რომ სრული ციკლის ქვეტალღები ასევე დაყოფილნი არიან ტრენდებათ და კორექციებად.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
შემდეგ პოსტებში დეტალურად განვიხილავ

ტრენდს და შემდეგ კორექციას

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
ტრენდი

ტრენდი-იგივე დიდი მასშტაბის იმპულსური ტალღა შედგება 5 ქვეტალღისაგან სადაც ქვეტალღები (1); (3) და (5) ასევე წარმოადგენენ მცირე მაშტაბის იმპულსურ ტალღებს და ვითარდებიან დომინირებული ტრენდის მიმართულებით.

როდესაც ჩემს პროგნოზებში ვამბობ: ფორმირდება ტალღა (3) of [1] მხედველობაში მაქვს, რომ მიმდინარეობს ტალღა [1]-ის მე-(3) იმპულსური ქვეტალღის განვითარება.

სურათი აღარ არსებობს

ჩამოვაყალიბოთ იმპულსური ტალღის ნიშნები და თვისებები.

იმპულსის ნიშნები:

1. იმპულსი ყოველთვის შედგება 5 ტალღისაგან

2. იმპულსში მეორე ტალღის დასასრული არასდროს არ სცდება

პირველი ტალღის დასაწყისს

3. იმპულსში მესამე ტალღა ყოველთვის სცდება პირველი ტალღის

დასასრულს

4. იმპულსში მეთხე ტალღის დასასრული არასდროს არ სცდება

პირველი ტალღის დასასრულს

5. იმპულსში მესამე ტალღა აროსდროს არაა ყველაზე მოკლე

6. იმპულსში მესამე ტალღა ყოველთვის თვითონვეა იმპულსური

ტალღა და ახასიათებს იმპულსური ტალღის ყველა ნიშნები

7. იმპულსში პირველი და მეხუთე ტალღები როგორც წესი ასევე

გვევლინებიან იმპულსურ ტალღებად.


იმპულსის თვისებები:

1. იმპულსი ყოველთვის ვითარდება

დომინირებული ტრენდის მიმართულებით

2. იმპულსის დასრულების შემდეგ ყოველთვის ვითარდება, ან

კორექციული ტალღა ან ახალი ტრენდი საწინააღმდეგო

მიმართულებით.

3. პირველი, მესამე და მეხუთე ტალღები გვევლინებიან როგორც

იმპულსური ტალღები და მიმართულნი არიან დომინირებული

ტრენდის მიმართულებით.


იმპულსის აღნიშვნა:

1.იმპულსური ტალღა ყოველთვის აღინიშნება ციფრებით.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
ტრენდულ ტალღებს იმპულსებთან ერთად ასევე ქმნიან დიაგონალური სამკუთხედები.

დიაგონალური სამკუთხედები იყოფიან ორ ჯგუფად:

1.საწყისი დიაგონალური სამკუთხედი

2.დამაგვირგვინებელი დიაგონალური სამკუთხედი

განვიხილოთ თითოეული მათგანი.

საწყისი დიაგონალური სამკუთხედი (სოლი)

სურათი აღარ არსებობს

სურათზე კარგად ჩანს, რომ ამ მოდელის მომქმედი ტალღები გვევლინებიან იმპულსებად, ხოლო უკუქმედითი ტალღები კი ერთგვარ კორექციებად. იმპულსური ტალღები თითკმის თანაბარნი არიან და ასევე მესამე (III) ტალღა არ არის ყველაზე მოკლე. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს რომ იმპულსური ტალღების დაბოლოებები ისე ახლოა ერთმანეთთან, რომ ტალღა (IV)
იძულებული გახდა გასცდენოდა ტალღა (I) ის დაბოლოებას. სოლის ტალღური სტრუქტურაა 5-3-5-3-5.

სოლის ნიშნები:

1.სოლი ყოველთვის შედგება 5 ძირითადი ტალღისაგან.

2.მეორე ტალღის დაბოლოება არასდროს არ ცდება პირველი

ტალღის დასაწყისს.

3.მესამე ტალღა ყოველთვის ცდება პირველი ტალღის დასასრულს.

4.მეოთხე ტალღა ყოველთვის ცდება პირველი ტალღის დასასრულს

მაგრამ არასდროს არ სცდება მესამე ტალღის დასაწყისს.

5.მესამე ტალღა არასდროს არაა ყველაზე მოკლე.

6.მესამე ტალღა ყოველთვის გვევლინება იმპულსურ ტალღად.

7.პირველი და მეხუთე ტალღები როგორც წესი გვევლინებიან იმპულსებად.

8.მეხუთე ტალღა ყოველთვის სცდება მესამე ტალღის დასასრულს.


სოლის თვისებები:


1.სოლი შეიძლება იყოს პირველ ტალღად უფრო დიდი მაშტაბის

ტალღის მოდელში.

2.სოლის დასრულების შემდეგ ყოველთვის იწყება კორექცია და

არასდროს არ იწყება ახალი ტრენდი.

3.პირველი, მესამე და მეხუთე ტალღები გვევლინებიან მომქმედ

ტალღებად და მიგვანიშნებენ დიდი მაშტაბის ტრენდის

მიმართულებას.


სოლის აღნიშვნა:

1.სოლის ძირითადი ტალღები აღინიშნება მხოლოდ ციფრებით.

დამაგვირგვინებელი დიაგონალური სამკუთხედი

საწყისი დიაგონალური სამკუთხედის საწინააღმდეგო მოდელად უფრო დიდი მაშტაბის ტალღაში გვევლინება დამაგვირგვინებელი დიაგონალური სამკუთხედი, რომელიც შეიძლება იყოს უფრო დიდი მაშტაბის ტალღის მეხუთე ქვეტალღაში. მისი სტრუქტურაა 3-3-3-3-3 გამომდინარე აქედან არცერთი მისი ქვეტალღა არ შეიძლება იყოს იმპულსური ტალღა, ან სოლი, ან დიაგონალური სამკუთხედი.

სურათი აღარ არსებობს

დამაგვირგვინებელი დიაგონალური სამკუთხედის ნიშნები:

1.დიაგონალური სამკუთხედი ყოველთვის შედგება 5 ძირითადი

ტალრისაგან.

2.მეორე ტალღის დაბოლოება არასდროს არ სცდება პირველი

ტალღის დასაწყისს.

3.მესამე ტალღა ყოველთვის ცდება პირველი ტალღის დასასრულს.

4.მეოთხე ტალღა როგორც წესი ცდება პირველი ტალღის

დასასრულს მაგრამ არასდროს არ სცდება მესამე ტალღის

დასაწყისს.

5.მესამე ტალღა არასდროს არაა ყველაზე მოკლე.

6.არც ერთი ძირითადი ტალღა არ გვევლინება იმპულსურ ტალღად.


დამაგვირგვინებელი დიაგონალური სამკუთხედის თვისებები:

1.დამაგვირგვინებელი დიაგონალური სამკუთხედი შეიძლება

იყოს მხოლოდ დიდი მაშტაბის ტალღის მეხუთე ქვეტალღად.

2.მისი დასრულების შემდეგ ყოველთვის იჭყება ან კორექცია ან

ახალი ტრენდი საწინააღმდეგო მიმართულებით.

3.პირველი, მესამე და მეხუთე ტალღები მიგვითითებენ დიდი

მაშტაბის ტალღის მიმართულებას.


დამაგვირგვინებელი დიაგონალური სამკუთხედის აღნიშვნა:

1.დამაგვირგვინებელი დიაგონალური სამკუთხედის ძირითადი

ტალღები აღინიშნება მხოლოდ ციფრებით.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
შემდეგ პოსტებში განვიხილავ უკვე კორექციული

ტალღების მოდელებს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
კორექციული ტალღები

სურათი აღარ არსებობს

წინა პოსტებში მოკლედ განვიხილე იმპულსური ტალღების მოდელები მათი ნიშნები და თვისებები (მონაკვეთი 0დან [1] მდე). ეხლა შევეხოთ ყველაზე მნიშვნელოვან და ყველაზე სერიოზულ საკითხს, განვიხილოთ კორექციული ტალღების მოდელები ნიშნები და თვისებები. (მონაკვეთი [1] დან [2] მდე).

კორექციული ტალღების მოდელებია:

1.ორდინალური ზიგზაგი.

2.ტალღური სიბრტყე.

3.ორმაგი/სამმაგი ზიგზაგი

4.კომბინაცია (ორმაგი/სამმაგი სამეული).

5.ჰორიზონტალური სამკუთხედი

6.დახრილი სამკუთხედი.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
ორდინალური ზიგზაგი

ნებისმიერი ზიგზაგი, ისე როგორც სხვა დანარჩენი კორექციული მოდელი შედგება სამი ძირითადი ტალღისაგან, მისი სტრუქტურაა 5-3-5. გამომდინარე აქედან მისი ტალღები A და C შეიძლება იყოს მხოლოდ 5 ტალღიანი იმპულსები.

სურათი აღარ არსებობს

ზიგზაგის ნიშნები:

1.ზიგზაგი ყოველთვის შედგება სამი ძირითადი ტალღისაგან.

2.ტალღა A ყოველთვის არის ან იმპულსი ან სოლი.

3.ტალღა C ყოველთვის არის ან იმპულსი ან დიაგონალური

სამკუთხედი.

4.ტალღა B შეილება მოგვევლინოს ნებისმიერი კორექციული

მოდელის სახით.

5.როგორც წესი ტალღა B-ს სიგრძე მოკლეა ტალღა A-ს

სიგრძეზე


ზიგზაგის თვისებები:

1.როგორც წესი ზიგზაგი წარმოადგენს დომინირებული

ტრენდის ღრმა კორექციას

2.ტალღები A და C გვევლინებიან მომქმედ ტალღებად და

მიგვანიშნებენ ზიგზაგის შიგნით დომინირებული ტრენდის

მიმართულებას


ზიგზაგის აღნიშვნა:

1.ზიგზაგი ყოველთვის აღინიშნება ასოებით A-B-C.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
ტალღური სიბრტყე

ნებისმიერი ტალღური სიბრტყე შედგება სამი ძირითადი ტალღისაგან. მისი სტრუქტურაა 3-3-5. მისი პირველი ორი ტალღა შეიძლება იყოს ერთგვარი კორექცია, ხოლო მისი მესამე დამაგვირგვინებელი ტალღა მხოლოდ 5 ტალღიანი იმპულსი.

სურათი აღარ არსებობს

სიბრტყის ნიშნები:

1.სიბრტყე ყოველთვის შედგება სამი ძირითადი ტალღისაგან.

2.ტალღამ A შეიძლება მიიღოს ნებისმიერი კორექციული

მოდელის ფორმა გარდა ჰორიზონტალური ან დახრილი

სამკუთხედისა.

3.ტალღამ B შეიძლება მიიღოს ნებისმიერი კორექციული

მოდელის ფორმა.

4.ტალღა C ყოველთვის გვევლინება ან იმპლსურ ტალღად

ან დიაგონალურ სამკუთხედათ.

5.როგორც წესი ტალღა B-ს სიგრძე უფრო გრძელია ან

თანაბარია ტალღა A-ს სიგრძესთან.

6.როგორც წესი ტალღა C-ს სიგრძე უფრო გრძელია ან

თანაბარია ტალღა B-ს სიგრძესთან.


სიბრტყის თვისებები:

1.როგორც წესი სიბრტყე გვევლინება დომინირებული ტრენდის

არაღრმა კორერექციად.

2.ტალღები A და C არიან მომქმედი ტალღები და მიგვანიშნებენ

სიბრტყის შიგნით დომინირებული ტრენდის მიმართულებას.


სიბრტყის აღნიშვნა:

1.სიბრტყის ძირითადი ტალღები აღინიშნებიან მხოლოდ

ასოებით A-B-C.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
განხილულ იქნა კორექციული ტალღების

ძირითადი, ასე ვთქვათ მარტივი მოდელები.

ამ მარტივი მოდელებისგან კი შედგება რთული

კორექციული მოდელები (ორმაგი/სამმაგი ზიგზაგი,

კომბინაცია (ორმაგი/სამმაგი სამკუთხედი),

ჰორიზონტალური სამკუთხედი და დახრილი

სამკუთხედი). რომლებსაც განვიხილავ

შემდეგ პოსტებში.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 32 posts ] 
მოუგოთ სავალუტო და საფონდო ბირჟას
დესპანი