↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სამარხვო კერძები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 42 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
ისპანახი მოხარშეთ,გაწურეთ,აკეპეთ და მოშუშეთ ზეთში ხახვთან და ბლომად მწვანილთან ერთად.ძალიან გემრიელია და სასარგებლოც.
ღმერთო მომეცი ძალა ოდესმე მეც ვიყო მარხვაზე.შემინდე მე ცოდვილს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
nanano wrote:
ციტატა:
ისპანახი მოხარშეთ,გაწურეთ,აკეპეთ და მოშუშეთ ზეთში ხახვთან და ბლომად მწვანილთან ერთად.ძალიან გემრიელია და სასარგებლოც.
ღმერთო მომეცი ძალა ოდესმე მეც ვიყო მარხვაზე.შემინდე მე ცოდვილს
უი ისპანახი სულ დამავიწყდა :) =ko= =ko= =ko=

თუ ითხოვ მეგცემს =ko= გაიხარე=ko=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
ეტყობა არ ვთხოვ გულწრფელად,უნა,თორემ აქამდეც უნდა შემძლებოდა:(
=ko= =ko=
მხოლოდ გასაჭირში რომ ვიფიქრებ ღმერთზე,რა ქვია ამას.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts265
კარმა51
OFFLINEPROFILE
მასეთ ისპანახს მჭადი უხდება ძალიან.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
მარხვის დროს ყველაზე გემრიელი და მარტივი კერძებია :ლობიო,მჭადი და შემწვარი კარტოფილი! ესენი შემიძლია ყოველ დღე ვჭამო, სამარხვო სალათები და ნამცხვრები დროგამოშვებით კარგია ხოლმე... ისე ისპანახს და რეჰანს ვერ ვიტან!:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
ისე კარამელკა,გეთანხმები, ლობიო, მჭადი და შემწვარი, ყოველDრე ,რომ მივირთვა არ მომწყინდება,კი ვაკეთებ, მაგრამ იქ საქართველოში ყველაფერი ცხვა გემოსია. ეჰ, როდემდეს!!!!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts622
კარმა21
OFFLINEPROFILE
დიდი მადლობა ყველას, ვსარგებლობ თქვენს მიერ შემოთავაზებული რეცეპტებით, ყველაფერი ძალიან გემრიელი გამოვიდა=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
ბარბი მარხვას ინახავ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
სოკოს წვნიანი
საჭიროა:
გამხმარი(ჩირი)სოკო,(შეიძლება ცოცხალიც მაგრამ გამხმარს უკეთესი გემო აქვს)
ხახვი (თავიანი)
სტაფილო
ბარდა(გაროხი)მწვანე
კარტოფილი
ვერმიშელი
მომზადება:
მოვხარშოთ (მანამდე დავალბოთ რძეში)სოკო
ჩავყაროთ ასანთის ღერებად დაჭრილი კარტოფილი
დავამატოთ სახეხზე დახეხილი სტაფილო
მივამატოთ ბარდა (გადაჭურული და წყალ გადავლებული)(ბანკისა)
ვერმიშელი (ძალიან წვრილი)
ბოლოს ზეთზე მოშუშული ხახვი
ვადუღოთ ნელ ცეცხლზე
ვინც მარხვაზეა შეუძლია მიირთვას სამარხვო მაიონეზით ვინც არ არის მარხვაზე
მიირთვას არაჟანით გადასარევია
ყველაფრის რაოდენობა თქვენთვის მომინდვია
ვსაც როგორი სისქის წვნიანი უყვარს ისე გააკეთოს

გემრიელათ მიირთვით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Sep 2007
Posts1190
კარმა59
OFFLINEPROFILE
ყვავილოვანი კომბოსტო მაიონეზის სოუსით
ერთი საშუალო თავი ყვავილოვანო კომბოსტო დაშალეთ ყვავილედებად და მდუღარე მარილწყალში მოწალეთ. მერე კი ზეთიან ტაფაზე მოშუშეთ. შემდეგ სანამ კონბოსტო გაგრილდება, მოამზადეთ ასეთი სოუსი: 2 პაკეტი სამარხვო მაიონეზი გაათხელეთ ანადუღარი წყლით და შეაზავეთ სუნელებით (ხარჩოს სუნელი, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, ცოტა ხმელი ქინძი, სვანური მარილი). ბოლოს კი ამ სოუსში ჩააწყვეთ მოშუშული კომბოსტოები, დაახურეთ თავზე და შედგით მაცივარში 2 საათით მაინც, რომ სუნელები კარგად გაუჯდეს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Sep 2007
Posts1190
კარმა59
OFFLINEPROFILE
მშრალი ბარდა ჩაალბეთ წყალში და მთელი ღამე ასე დატოვეთ. მეორე დღეს გადაღვარეთ წყალი, დაასხით ცოტა ახალი წყალი და ცოტა მოხარშეთ, კარგად გაწურეთ, გაატარეთ,
შემდეგ ეს მასა მოშუშეთ ზეთში ხახვთან ერთად, დაუმატეთ მწვანილები, ნიორი, მარილი, აღმოსავლური სუნელები (კარი, კურკუმა) და შეახვიეთ კომბოსტოში როგორც ტოლმა.
ხო, ფარში ძალიან მშრალი არ უნდა იყოს, თუ გინდათ ცოტა ბრინჯიც დაამატეთ

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
ქორფა ბარდა მოხარშეთ,გაწურეთ ისე რომ ძალიან არ დაიჭყლიტოს,აურიეთ წინასწარ გამზადებული ნიგვზიანი სუნელი:ნიგოზი,ხმელი ქინძი,უცხო სუნელი,ნიორი,წიწაკა,მარილი და ჩანაყული ნედლი ქინძი,ამ მასას დაუმატებთ ძმარს გემოვნებით და ისე აურევთ ბარდაში.უგემრიელესია.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
nanano wrote:
ციტატა:
ქორფა ბარდა მოხარშეთ,გაწურეთ ისე რომ ძალიან არ დაიჭყლიტოს,აურიეთ წინასწარ გამზადებული ნიგვზიანი სუნელი:ნიგოზი,ხმელი ქინძი,უცხო სუნელი,ნიორი,წიწაკა,მარილი და ჩანაყული ნედლი ქინძი,ამ მასას დაუმატებთ ძმარს გემოვნებით და ისე აურევთ ბარდაში.უგემრიელესია.

ჰა გურულო, თხილზე უარს იტყოდი? არ გინდა ეხლა კიტრი და პამიდორი ეგრე თხილით და სუნელებით შენელებული? ზემოდან ცხარე მწვანე წიწაკა (ბულგარული კი არა). ნიგვზიანზე ნაკლებია თუ?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
არა თხილი რად მინდა,ნიგოზს რა ჯობია ჯანმრთელ ნაღვლის ბუშტზე:)ცხელი მჭადი და ყველი...აუფ,ამისთანა დაგარღვევიებს მარხვას აბა რა იქნება.=lol=
ისე ნეტა სამარხვო ყველი თუ არსებობს,სოიოს რძეზე დამზადებული?
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
ჭინჭარი(საუკეთესო სამკურნალო მცენარე) ნაღვლის ბუშტი, ღვიძლი, კუჭი, კენჭები, სისხლძარღვები რევმატიზმი, სახსრები და სხვა მრავალი დაავადება.
ჭინჭრის დუყები(კენწეროს ფოთლები) გავრეცხოთ კარგად(პირველად დაგვსუსხავს მაგრამ უკეთესია, სამკურნალოა) მოვხარშოთ, გავწუროთ და დავჭრათ ძალიან წვრილად.
1. შეგვიძლია შევაზავოთ ბაჟეს მასალით ( როგორც ფხალი ისე)

მ ე ო რ ე ნ ა ი რ ა დ
2. ხახვი მოვშუშოთ ძეთში, დავუმატოთ ნიორი, მარილი და შემდეგ ჭინჭარიც( ტაფაზე) ცოტა მოვშუშოთ, გავაცივოთ და ვუყოთ სამარხვო მაიონეზი. უკეთესს ვერაფერს შეჭამთ. ეხლა გაზაფხულია და ჭინჭარი უკვე ამოდის( ყაველა ქვეყანაში)
გ ა ა მ ო თ!!!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 42 posts ] 
სამარხვო კერძები
დესპანი