ეხლა ცოტა წაიხალისეთ

ერთ დილას ალექსანდრემ გაიღვიძა თავის ლოგინში, გაიხედა გარეთ და დაინახა რომ მზე ამოდიოდა, გაახსენდა, რომ დღეს მისი დაბადების დღე იყო და გადაწყვიტა დათვზე სანადიროდ წასულიყო. მართლაც მალე რამდენიმე მეგობართან ერთად წავიდნენ სანადიროდ. რომ გაიარეს 5 კმ სამხრეთით დაინახეს 1 დათვი, დაახლოებით 155 კგ, მოკლეს და გააგრძელეს ნადირობა. გაიარეს 5 კმ დასავლეთით, იქაც მოკლეს მეორე დათვი, დაახლოებით 255 კგ. გადაწყვიტეს რომ იმ დღისთვის საკმარისი იყო ნადირობა და წავიდნენ ჩრდილოეთისკენ სახლში. ამასობაში უკვე საკმაოდ მოშიებულები იყვნენ, გაშალეს სუფრა, შეწვეს მწვადი და კარგად მოილხინეს. კითხვა: რა რიცხვშია დაბადებული ალექსანდრე.