guka_15 wrote:ციტატა:
1-იქსი გასული საუკუნის 50-იან წლებში ავსტრიული წარმოშობის ამერიკელმა, რობერტ ადლერმა შექმნა. აშშ-ს ერთ-ერთმა კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ დღესდღეობით ყოველ ამერიკულ ოჯახში საშუალოდ არის 4 იქსი, სხვა მონაცემებით ეს რიცხვი 5-ს და 6-საც კი აღწევს. თითოეული იქსი კი — საშუალოდ შეიცავს 30-დან 50 იგრეკამდე. დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც.
2-1990 წელს უილიამ სტეიგმა დაწერა და დაასურათა წიგნი. წიგნის მთავარი პერსონაჟის სახელი მან აიღო გერმანული სიტყვიდან, რომელიც ქართულად ითარგმნება როგორც „ძრწოლა“. მიუხედავად მისი თვინიერი ხასიათისა, ეს პერსონაჟი მართლაც რომ შიშს და ძრწოლას თესავს ყველგან წიგნში მოთხრობილი მთელი ამბის განმავლობაში, თუმცა საბოლოოდ მას მაინც ეწვევა სიყვარული და ამბავიც კეთილად მთავრდება. დაასახელად ამ პერსონაჟის სახელი.
3-ბრაზილიაში, ავსტრალიასა და ჩინეთში ის ყვითელი და ნარინჯისფერია; ბელგიაში და საფრანგეთში — წითელი, ჰოლანდიაში და მონაკოში — ლურჯი და ცისფერი, იაპონიაში — მწვანე, ჩეხოსლოვაკიაში — წითელი თეთრზე, ჩვენთან კი — შავი თეთრზე. რაზეა საუბარი?
4-ერთხელ სალვადორ დალის, ერთ–ერთმა პარფიუმერულმა ფირმამ დაუკვეთა ფლაკონი ახალი სუნამოსათვის. მხატვარმა ჩვეული ორიგინალობა გამოიჩინა. აიღო საგანი, რომელიც სახლში მოიძია, მას ლითონის ნაწილი მოხსნა, ოქროსფრად შეღება და განაცხადა, რომ ეს ფლაკონის თავსახურის როლს შეასრულებდა. მწარმოებლებს კი შესთავაზა სუნამოსთვის მიეცათ ერთობ უჩვეულო სახელწოდება “გაელვება”. მაშ რისგან გადაწყვიტა სალვადორ დალიმ ამ ფლაკონის დამზადება?
ამ კითხვებზე გაცემული პასუხები ჯერჯერობით არცერთი არაა სწორი