chiche wrote:ციტატა:
1953 წელს ინგლისელებმა მასობრივად დაიწყეს ტელევიზორების შეძენა.რა იყოა მის სტიმული? 2.პერიკლეს თქმით,რაზე მეტყველებს ის ფაქტი,როცაამა თუ იმ ქალს მამაკაცთა საზოგადოებაში არ ახსენებენ? 3.\"სიკვდილი ამ ქვეყანაში ნაციონალურ ღირსესანიშნოებად არის ქცეული\",-რომელი ქვეყნის შესახებ ამბობდა ამას ფედერიკო გარსია ლორკა და რა ჰქონდა მხედველობაში?
2)როდესაც ამა თუ იმ ქალს მამაკაცთა საზოგადოებაში არ ახსენებენ, ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ მამაკაცთა ეს საზოგადოება უკეთებს იგნორირებას და იმავდროულად აღიარებს ამ ქალის ჭკუა-გონების უპირატესობას მათთან შედარებით.ხმამაღლა ამის აღიარება ყველა კაცს უჭირს, ამიტომაც ამას აკეთებენ დუმილის გზით.ზოგჯერ დუმილი ხომ ,უფრო მეტყველია!!!
3)ფედერიკო გარსია ლორკას სიცოცხლის ბოლო წლები ესპანეთის სამოქალაქო ომის დასაწყისს დაემთხვა.ის მოკლეს პარტიზან ნაციონალისტებმა1936 წელს. ეს იყო ძლიერ ვნებათაღელვის პერიოდი. ლორკას ეს სიტყვები ესპანეთის შესახებაა და გულისხმობს იდეისთვის დაღუპულ ადამიანებს-როგორც ფრანკოს დიქტატორული რეჟიმისთვის მებრძოლებს, ისე მის მოწინააღმდეგეებს. \" მათ ხომ ყველას თავისებურად უყვარდათ ესპანეთი\"
ფედერიკო გარსია ლორკას ეკუთვნის შემდეგი გამოთქმა:\"მკვდარი ადამიანი აქ უფრო დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანაში\". ალბათ მხედველობაში აქვს-ხსოვნა, რაც ერთგვარად სიკვდილში გადასული და გაგრძელებული სიცოცხლეა.=fiqri=