შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
რომში პატარძლის წინ მიჰქონდათ ჩირაღდანი ქალღმერთ ცერერას საპატივცემლოდ. შემდეგ კი მას წყალს ასხავდნენ. პლუტარქეს აზრით ეს მამაკაცური საწყისის — ცეცხლის და ქალური საწყისის — წყლის შეერთების სიმბოლო იყო. სხვა აზრით კი პატარძალი წყლით და ცეცხლით დანიწმინდებოდა.
პატარძალს თმას უყოფდნენ შუბის წვერით.
დღესასწაულებში კი ქორწინდნებოდნენ ქვრივები და არა ქალიშვილები.
რომაელებში მიუღებელი იყო ახლო ნათესავებზე ქორწინება.
ქორწილის დროს ინთებოდა ხუთი სანთელი, არც მეტი და არც ნაკლები.
პატარძალს არ შეეძლო ქმრის სახლში საკუთარი ფეხით შესვლა, იგი მეოღლეს უნდა აეყვანა ხელში და შეეტანა. სავარაუდოთ ეს ტრადიცია იმის აღმნიშვნელია, რომ პირველი რომაელების ცოლები მოტაცებულები იყვნენ და თვითონ არ შესულან ქმრების სახლებში.2
გათხოვებისას საცოლე ასეთ ფორმულას წარმოთქვამდა „სადაც შენ ხარ გაიუსი, იქ მეც ვარ გაია“. ეს იყო ქალის ქმრის გვარში შესვლის სიმბოლო.3
ქორწილში რომაელები მღეროდნენ ტალასიუსს. პლუტარქეს აზრით, იმიტომ, რომ ταλασία ტალასია ბერძნულად მატყლს ნიშნავს, პატარძალს კი ქმნრის სახლში ცხვრის მატყლს უფენდნენ და მას თან თითსტარი და სართავი უნდა წაეღო. მეორე ვერსიით კი საბინელი ქალების მოტაცებისას იყო რომაელი ტალასიუსი, რომლისთვისაც აარჩიეს ყველაზე ლამაზი ქალი და როდესაც მიჰყავდათ მასთან ყვიროდნენ „ტალასიუს, ტალასიუს“.
პირველ საქორწილო ღამეს ცოლ-ქმარი აუცილებლად სრულ სიბნელეში უნდა დარჩენილიყვნენ სექსისთვის.
მაისში ქორწინება არ იყო მიღებული. სავარაუდოთ იმიტომ, რომ აპრილი ეძღვნებოდა ვენერას ხოლო ივნისი იუნონას, ამიტომ რომაელებს ერჩივნათ ან აპრილში ან ივნისში ქორწინება, რადგან ორივე ეს ქალღმერთი იყო ოჯახის მფარველი.
ცოლს და ქმარს შეეძლოთ ერთმანეთისთვის საჩუქრების ჩუქება. ასევე არ შეიძლება საჩუქრის მიღება სიძისგან ან სიმამრისგან.
როდესაც ქმარი ბრუნდებოდა მოგზაურობიდან, მას წინასწარ უნდა გაეფრთხილებინა ცოლი. სავარაუდოთ ეს იყო ცოლისადმი ნდობის მაჩვენებელი, ვინაიდან უეცარი დაბრუნება შესაძლოა შეფასებულ ყოფილიყო, როგორც ცოლის საეჭვო საქმიანობაზე წასწრების მცდელობა.
პროლეტარიატი (ლათ. proles, შთამომავლობა) – საზოგადოების დაბალი სოციალური ფენის აღმნიშვნელი ტერმინი; პროლეტარიატის წევრი არის პროლეტარი.
ძველ რომში პროლეტარი იყო ადამინი მატერიალური ქონების გარეშე (რომელსაც შთამომავლობის გარდა არაფერი გააჩნდა). ევროპაში სიტყვა ხმარებაში შემოვიდა ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდში. პოზიტიური მნიშვნელობით ტერმინი პროლეტარიატი გამოიყენა კარლ მარქსმა მუშათა კლასის აღსანიშნად.
ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (დ. 14 ივლისი, 1861, სოფ. ჩარგალი, დუშეთის რაიონი ― გ. 17 ივლისი, 1915, თბილისი), ქართველი პოეტი.სექციების სია [დამალვა]
8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა მამის, თვითნასწავლი სოფლის მღვდლის პავლეს, და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 — თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-იდან გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა. ერთხანს ამტნისხევში მასწავლობლობდა, 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო.
ხელმოკლეობის გამო მალე დატოვა უნივერსიტეტი და რამდენიმე წელიწადს მუშაობდა ჯერ ოთარაშენში, ამილახვარის ოჯახში, შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი თონეთის სოფლის სკოლაში. 1888-იდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩამოდიოდა ბარად. ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები.
შემოქმედება
ვაჟა-ფშაველას პირველი კორესპონდენცია „წერილი ხევსურეთიდან“ 1879 დაიბეჭდა („დროება“, № 1), პირველი თარგმანი ერკმან-შატრიანის მოთხრობისა „ფეოდალის აღზრდა“ — 1880 („ივერია“, № 4), პირველი ლექსი „მეომარი“ — 1881 („იმედი“, № 3-4), პირველი მოთხრობა „სურათი ფშავლის ცხოვრებიდან“ — 1881 („დროება“, № 184). ვაჟა-ფშაველას შემოქმედება XIX საუკუნის ქართული კრიტიკული რეალიზმის უმაღლესი საფეხურია. სამყაროს მამოძრავებელი ძალების, ბუნების „იდუმალი ენის“ წვდომის დაუცხრომელი წადილი მას ქართული რომანტიზმის მწვერვალთა ნ. ბარათაშვილის შემოქმედებასთან ანათესავებს. მაგრამ თუ ბარათაშვილის ლირიკაში ადამიანის შინაგანი, სუბიექტური სამყაროა მოქცეული ყურადღების ცენტრში, როგორც ყოფიერების სასრული, გარდაუვალი იდეების გამოხატულება, მისი პოეზიის ყველაზე ორგანული ნიშან-თვისებაა სინამდვილის მატერიალისტური აღქმა, ქვეყნიერების, „უთვალავ ფერთა“ მთლიანად დანახვისა და წარმოსახვის უნარი. პოეტის მხატვრული მსოფლგაგების ქვაკუთხედია ხალხურობა და რეალიზმი. შემდგომ მის შემოქმედებაში გაღრმავდა ის რეალისტური ტენდეციები, რომლებსაც ი. ჭავჭავაძემ და ა. წერეთელმა მისცა გეზი. ვაჟა-ფშაველას თხზულებებში სინამდვილე მთელი თავისი ხელშესახები, ნივთიერი რეალობით წარმოგვიდგება. მან უაღრესად სრულყოფილი ფორმით გამოხატა „მიწისა“ და „ცის“ — რეალისტურისა და რომანტიკულის — ურთიერთგამსჭვალავი მთლიანობა. პოეზიის ვაჟასეული გაგება, მისი რეალისტური კრედო წარმოჩენილია ლექსებში „მთას ვიყავ“ (1890); „სიტყვა ეული“, „ნუგეში მგოსნისა“ (1894); „სიმღერა“ (1896), ლიტერატულ-კრიტიკულ და პუბლიცისტურ წერილებში „ფიქრები“ (1891), „Pro domo sua“ (1896), «ფიქრები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ» (1911) და სხვა. პოეტის დამოკიდებულება ხალხურ შემოქმედებასთან მჟღავნდება მის წერილებში „გმირის იდეალი ფშაურ პოეზიის გამოხატულებით“ (1889), „კრიტიკა ბ. იპ. ვართაგავასი“ (1914) და სხვები.
ქართველ პოეტთა შორის ვაჟა-ფშაველა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. მის ლირიკაში ბუნების საგნებსა და მოვლენებს სავსებით შენარჩუნებული აქვს პირველქმნილი სიხალასე. პოეტისათვის მშვენიერება განფენილია სინამდვილის აურაცხელ კონკრეტულ ფორმაში. სიცოცხლე მთელი თავისი ნაირფერობით პოეტს მაღალი გონიერებისა და სიკეთის განსახიერებად წარმოუდგენია („მუდარა“, 1889; „დამსეტყვე, ცაო“, 1903; „სიცოცხლემ შხამი მასმია“, 1903 და სხვა). მაგრამ ვაჟა-ფშაველა, როგორც დიდი ჰუმანისტი, შორსაა ეთიკური განურჩევლობისაგან. მისთვის მთები არა მხოლოდ ესთეტიკის ჭვრეტისა და ტკბობის საგანია, არამედ ეთიკური მწვერვალიც („გამამერია ჭაღარა“, 1894; „მთათ მითხრეს“, 1897 და სხვ.). უნივერსალური ჰარმონიისაკენ სწრაფვას არ დაუჩრდილავს პოეტის თვალში ადამიანური ყოფის წინააღმდეგობები. ვაჟა-ფშაველა — დამონებული ხალხის შვილი — მტრისადმი დაუნდობელი სისასტიკის მქადაგებელია, თავის სიმღერებს მებრძოლ, შეუპოვარ კილოზე აგებს. მან უღრმესი გავლენა მოახდინა ქართული ხალხის გაღვიძებულ ეროვნული თვითშეგნებაზე („ომის წინ ჯარის სიმღერა“, 1888; „ხმა სამარიდამ“, 1893; „ბაკური“, 1899; „ქართლს“, 1912; „კახეთს“, 1913; „ფშაველი ჯარისკაცის წერილი“, 1914 და სხვ.). ვაჟა-ფშაველას პატრიოტულ ლირიკაში ალეგორიულ სიმბოლოკას დაკარგული აქვს სპეციფიკური რაციონალისტური ელფერი. აქ ყოველი სახე ემოციურია და მკაფიოდ გამოხატული გრძნობადი ხასიათი აქვს („ამირანი“, 1884; „არწივი“, 1887; „კიდევაც ვნახავ გაზაფხულს“, 1906). ვაჟა-ფშაველა პიროვნული სრულყოფის, „კაი ყმის“ ვაჟკაცური კულტის დამამკვიდრებელია ქართულ პოეზიაში („კაი ყმა“, 1909; „პასუხი ბაჩანას“, 1913 და სხვ.); ამასთან კეთილშობილი მიჯნურიც არის („ფშავლის სიყვარული“, 1886; „სიყვარული“, 1891; „გამოღმით მე ვარ, გაღმა შენ“, 1905) და ნაზი იისა და ნიბლია ჩიტის უბედობის გულისხმიერი მოზიარე („ნიბლიას ანდერძი“, 1891; „იას უთხარით, ტურფასა“, 1903).
ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულქმნილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება — ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. სამი საწყისი განსაზღვრავს მისი ეპიკური შემოქმედების პათოსს: ჰეროიკული, ტრაგიკული და ჰუმანისტური [პოემები „მოხუცის ნათქვამი“, „გიგლია“ (1886), „გოგოთურ და აფშინა“ (1887), „ალუდა ქეთელაური“ (1888), „ბახტრიონი“ (1892), „სტუმარ-მასპინძელი“ (1893), „ივანე კოტორაშვილის ამბავი“ (1896), „სისხლის ძიება“ (1897), „გველის მჭამელი“ (1901) და სხვები]. მან ქართულ პოეზიაში შემოიყვანა ახალი გმირი, რომლის უკომპრომისო ბუნებას, შინაგან სიმრთელეს, დაუშოშმინებლობასა და შეუპოვრობას თითქოს გარემომცველი ბუნების სტიქიური ძალები ასაზრდოებს, ამასთან, სულის სიღრმეში იგი ატარებს დიდ ფიქრს კაცობრიობის ხვედრისა და დანიშნულების შესახებ. ადამიანის ხვედრი ტრაგიკულია, მაგრამ ვაჟა-ფშაველას გმირები ადამიანური ღირსების მაღალი შეგნებით ეგებებიან ბედისწერის განაჩენს (ზვიადაური — „სტუმარ-მასპინძელი“, ალუდა — „ალუდა ქუთელაური“). ჭეშმარიტი ადამიანურობის მაღალ საწყისებს განასახიერებენ სამშობლოსათვის თავშეწირული სახალხო გმირები („ბახტრიონი“). ვაჟა-ფშაველას პერსონაჟების სულიერი თვალსაწიერი ზოგჯერ ვერ თავსდება დაკანონებული ზნეობრივი კოდექსის ჩარჩოებში (ზვიადაური, ალუდა). ცხოვრება მოითხოვდა ძირეულ გარდაქმნას, რაც, პოეტის რწმენით, შესაძლებელი იყო მხოლოდ სულიერად სრულქმნილი, ძლიერი პიროვნების ტიტანური შემართებით. მძაფრ კოლიზიას ამგვარ პიროვნებასა და ვიწრო უტილიტარული ინტერესებით შეზღუდულ საზოგადოებას შორის ავლენს „გველის მჭამელი“. მინდიას ფაუსტური სწრაფვა სამყაროს იდუმალებათა შეცნობისაკენ შერწყმულია ადამიანთათვის თავდადებული სამსახურის ძლიერ წადილთან. „ბახტრიონისა“ და „გველის მჭამელის“ ავტორმა სამყაროს მხატვრულ გააზრებაში შემოიტანა ელემენტი და ამ პრიზმით სინამდვილის ახალი, უჩვეულო მასშტაბები განჭვრიტა.
ვაჟა-ფშაველას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. მისი ხატოვანი აზროვნების პირველწყარო ხალხური შემოქმედებაა. ვაჟა-ფშაველას პოეზიის ენა კამათის საგნად იქცა (ა. წერეთლის ცნობილი ლექსი „ვაჟა-ფშაველას“, 1913 და ვაჟა-ფშაველას „დაგვიანებული პასუხი აკაკის“, 1913). მისი ენობრივი პოზიცია დაეჭვებას იწვევდა ჩვენს დროშიც. ვაჟა-ფშაველამ გააფართოვა ქართული პოეტური მეტყველების ჩარჩოები, კერძოდ, დიალექტური და ძველი ქართული ფორმების შემოტანით გაამდიდრა ლექსიკა, მრავალფეროვნება შესძინა ლექსის სიტყვიერ ქსოვილს.
ვაჟა-ფშაველას მოთხრობებში მთიელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი რეალისტური სურათების, კოლორიტული ხასიათების ფონზე გახსნილია იმდროინდელი საქართველოს მძაფრი სოციალური კონფლიქტები („პატარა მწყემსის ფიქრები“, „დარეჯანი“, 1886; „პაპას მსოფლიო ფიქრები“, 1903; „უძმოს-ძმა“, 1906 და სხვა). უნიკალური შინაარსისაა XIX საუკუნის ქართული ლირიკის პროზის ნიმუშები „შვლის ნუკრის ნაამბობი“ (1883), „ხმელი წიფელი“ (1888—1889), „ქუჩი“ (1892), „მთიანი მაღალი“ (1895). გასულდგმულებული ბუნების პირით გამოხატულია უგულობისა და ძალმომრეობის წინააღმდეგ მიმართული, ღრმა ჰუმანური იდეალებით შთაგონებული თვალსაზრისი. ზნეობრივი პრინციპების უაღრესი მხატვრული თვალსაჩინოება, თხრობის ფოლკლორული სისადავე და ასეთივე უბრალო, ხატოვანი ენა გამიზნულია მოზარდი მკითხველისათვის. ყველა ეს ნაწარმოები ქართული საბავშვო ლიტერატურის კლასიკური ნიმუშია.
ვაჟა-ფშაველას დრამატული ნაწარმოებთაგან („სცენა მთაში“, „სცენები“, 1889; „ტყის კომედია“, 1911; „ნაკვესები“, 1886—1908) აღსანიშნავია დრამა „მოკვეთილი“ (1894), რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით იდგმებოდა ქართულ სცენაზე.
ვაჟა-ფშაველა კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს. ქართული ეთნოგრაფიისა და ფოლკლორისტიკისათვის ფასდაუდებელია მისი წერილები „ფშავლები“, „ფშავლების ცხოვრებიდან“, „ხევსურები“ (1886), „ლაშქრობა“ (1888), „ფშაველი დედაკაცის მდგომარეობა და იდეალი ფშაურის პოეზიის გამოხატულებით“ (1889), „ძველი და ახალი ფშავლების პოეზია“ (1896) და სხვები. „ცივილიზებულ“ სამყაროსთან განშორებული პოეტი გამუდმებით თვალს ადევნებდა კაცობრიობის სულიერი განვითარების რთულ პროცესს და თავდავიწყებით ცდილობდა გამოენახა პასუხი ეპოქის მტკოვნეულ კითხვებზე, დაედგინა მანკიერებათა პირველმიზეზიც და მათგან განკურნვის, ზნეობრივი გამოჯანმრთელობის საღი წყაროები
ღმერთმა გვიმრავლოს ვაჟას მსგავსი ჭეშმარიტი ქართველები....
...ცნობილ მექსიკელ მხატვარს ფრიდა კალოს, როგორც ამბობენ, ლევ ტროცკისთან ჰქონდა რომანი, ეს უკანასკნელი კი მის სახლში მოკლეს... ...ტერმინი \"დაკარგული თაობა\" გერტრუდ სტაინს ეკუთვნის, მან ასე პარიზს შემოხიზნულ ამერიკიდან ჩამოსულ მწერლებს შეარქვა... ...უკრაინულ 2 გრივნიან მონეტაზე დავით გურამიშვილია გამოსახული... ...ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზის სკოლა 150 წლის წინ გაიხსნა... ...წელს სრულდება გერმანელი პოეტის ჰაინრიხ ჰაინეს გარდაცვალებიდან 150 წელი... ...ფრანგი მხატვრის პოლ სეზანის გარდაცვალებიდან 100 წელი გავიდა... ...ანრი პეტენი, მეორე მსოფლიო ომისას საფრანგეთის ოკუპირებული მთავრობის მეთაური, რომელიც ომის შემდეგ დახრიტეს ნაცისტებთან თანამშრომლობისთვის, პირველი მსოფლიო ომის ეროვნული გმირი იყო... ...ადოლფ ჰიტლერს არც უმაღლესი განათლება მიუღია და არც სიმწიფის ატესტატი ჰქონდა... ...იულიუს კეისარი თამაშობების ყურებისას ერთდროულად კითხულობდა კორესპონდენციას და ორ ან მეტ მდივანს კარნახობდა წერილებს, რისთვისაც რომაელი ხალხი მას კიცხავდა...
...გაუსის ანდერძის თანახმად, მის საფლავზე გამოსახულია წესიერი 17–კუთხედი... ...იუჰ მინ პეის 1954 - 2006 წლებში 58 პროექტი აქვს განხორციალებული... ...ბახის ძეგლს ლაიფციგში ამოტრიალებული ცარიელი ჯიბეები აქვს, რაც მის სიღატაკეზე მიუთითებს... ...პლინიუს უფროსი ვულკანი ვეზუვის ამოფრქვევის დაკვირვებისას ძალიან მიუახლოვდა და დაიღუპა... ...თომას ჯეფერსონი იყო აშშ-ს პირველი პრეზიდენტი, ვისი ინაუგურაციაც თეთრ სახლში მოხდა... ...თომას მანმა 1930 წელს მწვავედ გააკრიტიკა ნაციზმი საჯარო წერილში \"მოწოდება ჯანსაღი აზრისკენ\"... ...გურანდა ღვალაძე არის მცენარეთა ემბრიოლოგიის ქართული სამეცნიერი სკოლის ერთერთი ფუძემდებელი... ...გაბრიელ გარსია მარკესის \"მარტოობის ასი წელიწადის\" 10 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული...
...ტიტუს მანლიუსმა საკუთარი ვაჟი დასაჯა სიკვდილით, რის შემდეგაც რომაელები განსაკუთრებულ სასტიკ სასჯელს მანლიუსის სასჯელს უწოდებდნენ... ...პუბლიუს დეციუს მუსმა თავი გასწირა ბრძოლის მოსაგებად, მის მაგალითს კი 30 წლის შემდეგ მისი შვილიშვილიც მიყვა... ...გენერალისიმუსმა სუვოროვმა სამხედრო კარიერა რიგით ჯარისკაცად დაიწყო... ...ლენინი წინააღმდეგი იყო სტალინის გენერალური მდივანის პოსტზე დანიშვნისა... ...მარკუს მანლიუსი ჯერ რომაელთა სახალხო გმირი იყო, ხოლო შემდეგ სიკვდილით დასაჯეს რომაელებისთვის ყველაზე უმძიმესი დანაშაულის ბრალდებით... ...კამილუსი ჯერ რომიდან განდევნეს, შემდეგ კი რომის მეორე დამაარსებელი უწოდეს... ...ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის გიუნტერ გრასის რომანმა \"კატა და თაგვი დიდი სკანდალი გამოიწვია გერმანიაში ონანიზმის სცენის აღწერის გამო, ჰესენის ჯანდაცვის მინისტრს მისი ამორალურად ცნობა მოითხოვა, მაგრამ საზოგადოების ზეწოლის გამო უკან დაიხია... ...გაიუს მარციუსი სავარაუდოდ რომის მეფის ანკუს მარციუსის ჩამომავალი იყო...
...ვიქტორ ჰიუგო რომანტიკული დრამის თეორეტიკოსად არის აღიარებული... ...ფრანსუა რაბლეს ყველა პუბლიკაცია გამოცემისთანავე აკრძალული იყო... ...ბორხესი ჟენევაში მეფეთა სასაფლაოზეა დაკრძალული... ...ეჟენ იონესკო აღიარებულია აბსურდული დრამის უგვირგვინო მეფედ... ...მოლიერის კომედია ტარტიუფი მიუხედავად მეფე ლუი XIV-ს მოწონებისა, აკრძალული იყო... ...XV საუკუნის ფრანგი პოეტი ფრანსუა ვიიონი არაერთხელ იყო ქურდობაში ბრალდებული... ...მიქაელ მოდრეკილის მიერ ნათარგმნ ბიზანტიურ გალობებს დღემდე არ მოუღწევია, ამრიგათ მათი გაცნობა მხოლოდ ქართულადაა შესაძლებელი... ...მესამე რაიხის დროს რემარკის რომანები დასავლეთის ფრონტი უცვლელია და გზა შინისაკენ აკრძალული იყო. ისინი არა მარტო დაწვეს, არამედ სპეციალური ბრიგადები ზრუნავდნენ მოსახლეობისგან ამ რომანების ეგზემპლარების ამოღებაზე... ...ველასკესი, დიეგო წოდებულ იყო სიმართლის მხატვრად... ...გაიუს მარციუს რუტილუსი პირველი პლებეი დიქტატორი და ცენზორი იყო... ...ბოსხი თავის სურათებს თარიღს არასოდერ აწერდა და ხელსაც იშვიათად აწერდა, ამიტომ ზუსტად იმის თქმა თუ რომელი სურათებია მისი შეუძლებელია. დღეს მხოლოდ 25 სურათია შემორჩენილი, რომლის ავტორადაც ითვლება ბოსხი...
მეთორმეტე საუკუნეში, თამარის მეფობის დროს, როცა საქართველოს ოქროს ხანა ედგა, სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად, მწიგნობრობაც ყვაოდა.
გამორჩეულად აღსანიშნავია შოთა რუსთაველის მიერ ამ დროს შექმნილი პოემა „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც არა მარტო მაშინ, დღესაც გენიალურ ნაწარმოებად ითვლება. ქართველი ხალხი ყოველთვის ამაყობდა მისით და საუკუნეების მანძილზე საუკეთესო მზითევადაც სწორედ „ვეფხისტყაოსანს“ თვლიდა. ასეთი განძი ადამიანისათვის დიდ სიმდიდრედ მიიჩნეოდა, მით უმეტეს, თუ ადამიანმა ის ზეპირადაც იცოდა, ასეთები კი ბევრნი იყვნენ. „ვეფხისტყაოსანს“ ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ შვილებს.
ვინ იყო თვითონ ავტორი ამ ნაწარმოებისა, რაგვარად იზრდებოდა და ცხოვროდა ეს გენიოსი ადამიანი? - დაბადება, აღზრდა და ცხოვრება შოთასი ბინდბუნდით არის მოცული და დაბეჯითებით თითქმის არაფერი ვიცით. არავითარი წერილობითი ცნობა არ მოიპოვება შოთაზე, მხოლოდ ზეპირსიტყვიერებით (ზეპირი გადმოცემით) გადმოგვეცა მასზე ზოგიერთი რამ.
რა გვარისა იყო ჩვენი სასიქადულო პოეტი, ამაზე არავითარი ცნობა არა გვაქვს. ვიცით მხოლოდ სოფლის სახელი, სადაც იგი დაბადებულა. ეს სოფელი ყოფილა რუსთავი, რომელიც მესხეთში მდებარეობდა და აქედან წარმომდგარა სახელი „რუსთაველი“. ადრე ქართველებს ჩვეულებად ჰქონდათ, განთქმული ადამიანების გვარების მაგიერ, მათი დაბადების ადგილის სახელი ეხმარათ. შოთას შემთხვევაშიც სოფლის სახელი გამოუყენებიათ მისი გვარის ნაცვლად და ამიტომ თვითონ გვარი დაკარგულა.
შოთას დედ-მამა ბავშვობაში დაჰხოცვია და ობლად დარჩენილა. მზრუნველად გამოსჩენია ბერი ბიძა, რომელსაც თავდაპირველად ბავშვი რუსთავის საეკლესიო სკოლაში მიუბარებია. ადრე ეკლესიებთან არსებობდა სკოლები, სადაც მღვდლები წერა-კითხვას და საღმრთო წერილს ასწავლიდნენ. საეკლესიო სკოლიდან შოთა გადაუყვანიათ ტბეთის მონასტრის სკოლაში, რომელიც მახლობლად მდებარეობდა. ამ სკოლის დამთავრების შემდეგ შოთა ბიძას კახეთში წაუყვანია და გრემის სასწავლებელში მიუბარებია, სადაც მას ხუთი წელი გაუტარებია. შემდეგ კი კახეთშივე, იყალთოს აკადემიაში გადაუყვანია, რომელიც დავით აღმაშენებლის დროს არსენ იყალთოელმა დააარსა და რომელიც მაშინდელ საქართველოში უპირველესი სასწავლებელი იყო. სწავლის გათავების შემდეგ შოთა გაუგზავნიათ საბერძნეთში, რომელიც სწავლა-განათლების უდიდეს კერას წარმოადგენდა. იქ მრავალი ქვეყნიდან ჩადიოდნენ განათლების მისაღებად.
ქალაქ ათენში შოთას შეუსწავლია სხვადასხვა მეცნიერებანი: ფილოსოფია, ღვთისმეტყველება, პოეზია, მჭევრმეტყველება, ვარსკვლავთმრიცხველობა, შეუთვისებია ბერძნული და ლათინური ენები. სწავლის დასრულების შემდეგ შოთა სამშობლოში დაბრუნებულა, სადაც უკვე კარგა ხნის გამეფებული ყოფილა თამარი.
ამ დროს ბრძენი და ღვთისმოსავი მეფის წყალობით ქვეყანა მეტად გაძლიერებული და განვითარებული იყო. ყველა ხოტბას ასხამდა და აღმერთებდა მეფეს. შოთაც მოუხიბლავს თამარის სულიერ და ფიზიკურ მშვენიერებას და მას რამოდენიმე ლექსი მიუძღვნია სათაყვანო დედოფლისათვის. ნიჭიერ პოეტს მალევე მიუქცევია თამარის ყურადღება, რომელიც ჭკუა-გონებასა და განათლებას დიდად აფასებდა და შოთასთვის უმთავრესი თანამდებობა, მოლარეთუხუცესობა, ჩაუბარებია.
ცოტა ხანში შოთა პოემის წერას შეუდგა. მან მოიწადინა, გამოეხატა თამარი თავისი მშვენიერებით, სათნოებითა და სიბრძნით, საქართველოს წარჩინებულნი პირნი და აგრეთვე ქართველი ერის ღირსებანი და თვისებანი. მაგრამ რადგან თანამედროვე პირობების პირდაპირი დასახელება მოუხერხებელი იყო, მან პოემას არაკის ფორმა მისცა, მოქმედება არაბეთსა და სხვა უცხო ქვეყნებში გადაიტანა და მოქმედ პირებსაც არაბული სახელები უწოდა. თავის ქმნილებას შოთამ დაარქვა „ვეფხისტყაოსანი“, რადგან პოემის მთავარ გმირს ვეფხვის ტყავი აცვია. როცა თხზულება დაასრულა, მშვენივრად გადაწერილი წარუდგინა დედოფალს. თამარმა ნადიმი გამართა, განთქმული და წარჩინებული პირები მოიწვია და მათ წინაშე თვითონ ავტორს წააკითხა პოემა. ყველა აღტაცებული დარჩა. მსმენელთ აკვირვებდა მდიდარი და ღრმა შინაარსი, აზრის მოქნილი გამოხატვა, მშვენიერი ლექსთწყობა და სამაგალითო ენა. აგრეთვე დიდად მოიწონეს პოემის მიმართულება, რომელშიც ნათლად იყო დახატული მაშინდელი ქართველების ღირსებანი: პატივისცემა ქალისა, მფარველობა დაბალი წოდებისა, ნიჭის დაფასება, სამაგალითო ძმობა ჭირსა და ლხინში, სულის ძლიერება, უშიშობა და სხვა. დამსწრე საზოგადოებამ რუსთაველი პირველ პოეტად აღიარა. თამარმა მადლობისა და წყალობის ნიშნად ხელიდან ძვირფასი ბეჭედი წაიძრო და მგოსანს უბოძა. ხოლო თამარის მეუღლემ - დავითმა - ხმალი მოიხსნა და შოთას გადასცა. საზოგადოებამ კი ძვირფას თვლებში ჩასმული კალამი მიართვა დიდ პოეტს.
„ვეფხისტყაოსანი“ მალე განითქვა. ის ყველამ შეიყვარა და ბევრი გამონათქვამი ანდაზადაც იქცა. პოემის განთქმულობას ხელს უწყობდა პოეტის იშვიათი პიროვნული თვისებები. ისტორიკოს ბარათაშვილის გამოკვლევით, რუსთაველი იყო უმშვენიერესი ვაჟკაცი, მეტად ზრდილი, დარბაისელი, ჭკვიანი, მიმზიდველი და ფრიად განსწავლული, რომლის ბადალი მთელს სამეფოში არ იყო.
გადმოცემის თანახმად, შოთა რუსთაველი ცხოვრების ბოლო წლებში იერუსალიმში გაემგზავრა და იქ ქართველთა ჯვრის მონასტერში ბერულ მოღვაწეობას შეუდგა. იქ ერთ-ერთ სვეტზე ახლაც შემონახულია მისი ფრესკა.

ძალიან მიყვარს, როდესაც ისტორიულ მოვლენებს ვეცნობი. დიდი მადლობა ციცი ესეთი საინტერესო ინფორმაციისათვის. ( ციცი , ეს ის ფრესკა ხომ არაა ახლოს მისვლასაც , რომ არ გვაბედინებენ?)
მაღალი ტანისაა, მხნე და ძლიერი აგებულების, მშვენიერი სახე აქვს და თეთრ-მოწითალო ფერი; ერთ მტკაველზე მეტი წვერი აქვს, რომელიც დიდად უხდება“. - ასე ახასიათებდნენ სულხან-საბა ორბელიანს მისი თანამედროვენი.
ორბელიანთა გვარი ბარათაშვილების საგვარეულოს ერთ-ერთი განშტოება იყო. მათი სამკვირდო ქვემო ქართლში მდებარეობდა. სწორედ აქ, ქართლში, სოფელ ტანძიაში დაიბადა სულხან-საბა.
სულხანის მამა ქართლის მეფესთან - ვახტანგ V დაახლოებული პირი იყო, დედა კი - კახეთის 1659 წლის აჯანყების ერთ-ერთი მოთავის - ზაალ არაგვის ერისთავის ასული. მამიდა ვახტანგ მეფეს ჰყავდა ცოლად, ამიტომ სულხანი პატარაობიდანვე სამეფო კარზე იზრდებოდა თავის მამიდაშვილებთან - არჩილთან, გიორგისთან და ლევანთან. ისინი დიდი მეგობრები იყვნენ. სულხანი არჩილს ბიბლიური ტექსტების თავმოყრასა და მოწესრიგებაში ეხმარებოდა, ლევანთან პოეზიის სიყვარული აკავშირებდა, ხოლო გიორგი, რომელიც გიორგი XI სახელით მეფობდა ქართლში, თითქმის სულიერ მოძღვრად მიაჩნდა. სწორედ გიორგიმ შთააგონა 20-25 წლის სულხანს ქართული ლექსიკონის შედგენა.
სულხან-საბამ ბრწყინვალე განათლება მიიღო, როგორც საერო, ისე - სასულიერო. განსწავლულობით გამორჩეულს მოგვიანებით უფლისწულ ვახტანგ ლევანის ძის (შემდგომში ქართლის მეფე ვახტანგ VI) აღზრდა დაავალეს.
სულხან-საბა ახალზგაზრდობაშივე ჩაება პოლიტიკურ ცხოვრებაში და გიორგი XI მხარდამხარ იბრძოდა ირანელთაგან ქართლის გასათავისუფლებლად. ამ დროს მოხდა დიდი აჯანყება ქართლში, მაგრამ ქართველები დამარცხდნენ. მეფობიდან გათავისუფლებული გიორგი იმერეთში გადაიხვეწა, დევნა არც სულხან-საბას ასცდა, რის გამოც იგი ჯერ იმერეთში, შემდეგ კი სამცხეში იმყოფებოდა. 1698 წელს დავით გარეჯის მონასტერში სულხანი ბერად აღიკვეცა და საბა ეწოდა, სწორედ ამ დროიდან მოიხსენიება იგი სულხან-საბად.
ქვეყანაში ძალიან რთული ვითარება იყო. ვახტანგ VI ირანის შაჰმა ქართლში გამეფების სანაცვლოდ გამაჰმადიანება მოსთხოვა. ვახტანგმა სულხან-საბა საიდუმლო დავალებით ევროპაში გაგზავნა იმ იმედით, რომ იქნებ ევროპა მაჰმადიანთა უღელქვეშ ტანჯულ საქართველოს დახმარებოდა, ტახტზე ქრისტიანი უფლისწული დაესვათ.
სულხან-საბამ უცხოეთში რამოდენიმე წელიწადი დაჰყო. მრავალგზის ეახლა საფრანგეთის მეფეს პარიზში, მაშინ იქ ლუი მეთოთხმეტე მეფობდა. არაერთხელ შეხვდა რომის პაპს კლიმენტი მეთერთმეტეს. ევროპაში სულხან-საბამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თავისი განათლებით, სიდარბაისლითა და ქცევა-პასუხით, მჭევრმეტყველებითა და დიპლომატიური ნიჭით. მაგრამ იმ დროისათვის ევროპას უზარმაზარ და უძლიერეს ირანთან ურთიერთობის დაძაბვა არ სურდა და სულხან-საბაც უშედეგოდ დაბრუნდა საქართველოში.
ქართლში ამ დროს უკვე ვახტანგ VI მეფობდა, რომელსაც საბოლოოდ ჰქონდა გადაწყვეტილი რუსეთთან კავშირი. მან სულხან-საბა რუსეთში გაგზავნა, რათა რუსთ ხელმწიფესთან ვახტანგის შეხვედრა შეემზადებინა. მაგრამ მრავალჭირგადახდილ მოღვაწეს აღარ დასცალდა. 1725 წელს იგი გარდაიცვალა. დაკრძალეს მოსკოვის მახლობლად ვსეხსვიატსკოეს ტაძარში.
სულხან-საბა ორბელიანი გამორჩეული იყო არა მარტო პოლიტიკაში, არამედ მწერლობაშიც. მან უდიდესი ამაგი დასდო ქართულ ლიტერატურას, პირველმა შეადგინა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი „სიტყვის კონა“, ქართულ ლიტერატურაში სწორედ მან დაამკვიდრა მემუარულ-სამოგზაურო ჟანრი თხზულებით „მოგზაურობა ევროპაში“.
იმ ხანად, ქართველები ყიზილბაშებისაგან მრავალ უზნეობას სწავლობდნენ, ხალხი გადაგვარების გზას ადგა. ამიტომ უპირველესი ამოცანა ამ უზნეობის წინააღმდეგ ბრძოლა იყო, რაც ქართული ეროვნული სულის, ტრადიციებისა და ენის დაცვაში გამოიხატებოდა, ერს მაღალი სულიერება უნდა შეენარჩუნებინა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სულხან-საბას შესანიშნავი ნაწარმოები „სიბრძნე-სიცრუისა“, რომელშიც შედის იგავ-არაკები ზნეობაზე, სიკეთეზე, მეგობრობაზე, ღალატზე, უგუნურებასა და სხვა ყურადსაღებ საკითხებზე. სულხან-საბა კიდევ მრავალი ნაშორმის ავტორია. მისი დამუშავებულია ბიბლიის ტექსტი, რომელიც „მცხეთური ხელნაწერების“ სახელწოდებით დაიბეჭდა.
საინტერესოა სულხან-საბას ცხოვრების ერთი მონაკვეთი, რომელიც მის „გაკათოლიკებას“ ეხება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქმედება იძულებით გაღებული ხარკი იყო საქართველოს გადასარჩენად, ვახტანგ VI ტყვეობიდან დასახსნელად და მაჰმადიანური ზეგავლენისაგან თავის დასაღწევად. „დასაღუპავად განწირული ქართველები ამ საფარის ქვეშ თავიდან იცილებდნენ გასომხებასა და გათათრებას, ხელსაყრელი მომენტის დადგომისთანავე კი იბრუნებდნენ მართლმადიდებლის სახელს“ (მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე).
სულხან-საბასთვისაც იძულებითი გაკათოლიკება მხოლოდ დროებითი პოლიტიკური ნიღაბი იყო. მართლაც, ევროპიდან დაბრუნებული მართლმადიდებლობას დაუბრუნდა. „მე მართლმადიდებლობა ვერ უარვყავ და მრავალი ავი მომინდომეს“, - წერს იგი თავის თხზულებაში „მოგზაურობა ევროპაში“. სულხან-საბა რომ მართლმადიდებლად აღესრულა, ამას ისიც ადასტურებს, რომ რუსეთში იგი მართლმადიდებლურ ტაძარში დაკრძალეს.
სულხან-საბას ცხოვრების გზას საქართველოს სიყვარული წარმართავდა. ამ სიყვარულმა ააღებინა ხელში კალამი, ამ სიყვარულის გამო გაემართა ევროპისაკენ, ამავე სიყვარულმა შემოსა ბერის სამოსით... იგი იყო მწიგნობარი, მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, ღვთისმეტყველი, მჭევრმეტყველი, საერო და სასულიერო მოღვაწე, ელჩი, მოგზაური. კითხულობ ამ ჩამონათვალს და გიკვირს - ნუთუ ერთ ადამიანს შეეძლო მოეცვა ყოველივე ეს ერთ არსებაში? დასტურს ჩვენამდე მოღწეული ეს ორიოდე პწკარი გვაძლევს: